რამდენიმე ქართული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ, Sport.ua-სთან ინტერვიუში, ერთა ლიგაზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მომავალ მატჩზე ისაუბრა.

- ყველანი სამართლიანად აკეთებენ აქცენტს პსჟ-ს ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას ფიგურაზე. ვინ შეგიძლიათ კიდევ საქართველოს ნაკრების სახიფათო ფეხბურთელებიდან გამოარჩიოთ?

- ყველას სახელებით გამორჩევა ადვილი არ არის, მაგრამ ჩაკვეტაძეს აღვნიშნავ, რომელიც ინგლისში კარგად გამოიყურებოდა, ახლა კი „უდინეზეში“ ასპარეზობს. ასევე „ვილიარეალის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს. არიან მცველები, რომლებსაც ჭკვიანურად და საიმედოდ მოქმედება შეუძლიათ - მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილი. ის ბუნდესლიგის „კიოლნში“ თამაშობს. იქ კარგი დონის ფეხბურთელები საკმაოდ ჰყავთ, დამიჯერეთ.

- თქვენი აზრით, თავისი ბოლო შეხვედრების გათვალისწინებით, შეუძლია ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ რეალური პრეტენდენტი იყოს?

- მიმაჩნია, რომ შეუძლია. იმის გათვალისწინებით, როგორ გაიბრწყინა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, როგორ ძლიერად, უმაღლეს დონეზე ჩაატარა დასკვნითი ნაწილი და როგორ უნარებს აჩვენებს, სავსებით შეუძლია უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოსთვის იბრძოლოს. ის თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

- იქედან გამომდინარე, რომ გამოკვეთილი ინდივიდუალისტები არ გვყავს, ასეთი მასშტაბის შემსრულებლის განეიტრალება მალდერას სამწვრთნელო შტაბს როგორ შეუძლია?

- უკრაინის მთავარი კოზირი გუნდური შეთამაშებლობა და კოლექტიური მთლიანობაა. საქართველოს ჰყავს ვარსკვლავები, რომლებსაც მარტო ძალუძთ ეპიზოდის გადაწყვეტა. ჩვენი ძალა კონცეფციაშია - „გუნდი-ვარსკვლავი“. ევროპის კარგ გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელები გვყავს, აგრეთვე უკრაინის ჩემპიონატიდან წამყვანი შემსრულებლები.

ჩვენი ძალა მონოლითურობაშია, მაღალ დისციპლინასა და ხარისხიან გუნდურ თამაშში. თუ ასეთი გამოკვეთილი კაშკაშა ტალანტი არ გვყავს, ყველაფერი დალაგებულ კოლექტიურ მოქმედებაზე უნდა ავაწყოთ.

- გამოდის, ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად მთავარი უპირატესობა და პოტენციურად მოწყლვადი მხარეა? თუ მას საერთოდ „გამოვთიშავს“, ეს სრულიად სხვა გუნდი იქნება?

- აბსოლუტური სიმართლეა. თუ ჩვენმა ბიჭებმა ხვიჩას განეიტრალება მოახერხეს და სივრცე არ დაუთმეს, ეს უკრაინისთვის დადებითი შედეგისთვის უზარმაზარი ნაბიჯი, ხოლო მეტოქისთვის ძლიერი დარტყმა იქნება. კვარაცხელია საკვანძო ფიგურაა, რომელზეც ქართველთა თამაშის მთელი კონსტრუქციაა დამოკიდებული.

დემჩენკომ კომენტარი UA-Football-თანაც გააკეთა: „თუ ჩვენი ბიჭები ისეთივე ფეხბურთს ითამაშებენ, ეს იმის დადასტურება გახდება, რომ ისინი სწორ გზაზე არიან, წინა წარმატება კი შემთხვევითობა არ იყო. ჩემი აზრით, ბოლო მატჩების შედეგების გათვალისწინებით, ფავორიტი სწორედ უკრაინაა“.

ანაგელი
მიდით ბიჭებო, თქვენ გული დადეთ მოედანზე და ყველა შედეგია მისაღები! თქვენ ჩვენი გუნდი ხართ და ყოველთვის გიქომაგებთ!❤️🇬🇪
ყვავ ყვარე !
ჩვენი გუნდი კარგია კონტრშეტევებზე, როცა მეტოქე სივრცეებს ტოვებს. მაგრამ როგორც კი ვხვდებით გუნდს, რომელიც „ავტობუსს აყენებს“ და დაცვაში იკეტება (როგორც ეს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოხდა), ნაკრებს პოზიციური შეტევა და დაცვის გარღვევა უჭირს და ამ დროს ყოველთვის მეტოქეები გვასწრებენ დაცვის ორგანიზებას როდესაც ჩვენი ფლანგები წინ გარბიან, უკან დიდი სივრცეები რჩება, რასაც უკრაინისნაირი სწრაფი გუნდები კონტრშეტევებზე კარგად იყენებენ. რა არის მიზეზი იმის რომ ფეხბურთელები ვერც სწრაფ შეტევებს ანვითარებენ ვერც უკან დაცვაში ჩამოსვლას ასწრებენ ?ეს ფიზიკური კონდიციების ნაკლებობისა და არასწორი ტაქტიკური მომზადების ბრალია.თუ არ შეგიძლია დაცვის ორგანიზება და "ბოლო მცველი"ს იმედზე ხარ აუცილებლად გაუშვებ გოლს , ასეა ეს ! თუ გუნდს არ აქვს დამუშავებული ე.წ. „რეკონტრპრესინგი“ (ბურთის დაკარგვისთანავე პირველივე წამებში მისი დაბრუნების მცდელობა), მეტოქე იღებს თავისუფალ სივრცეს, ჩვენი ფეხბურთელები კი ქაოსურად იწყებენ უკან სირბილს და პოზიციებს კარგავენ.შეტევისას ეს მხოლოდ სირბილი არ არის, ეს არის ბურთის სწრაფი მოძრაობა (1 ან 2 შეხებით თამაში). როდესაც ფეხბურთელი ბურთს იღებს, ჩერდება, რამდენჯერმე ეხება მას და პარტნიორის მოძრაობას ელოდება, შეტევის დინამიკა იკარგება და მეტოქის დაცვაც პოზიციების დაკავებას ასწრებს.დღევანდელ მატჩში უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მორბენალი გუნდია, ხაზების კომპაქტურობა და ბურთის სწრაფი გათამაშება გადამწყვეტი იქნება, ვნახოთ რამდენად შეძლებს ახალი მწრვთნელი გუნდის სწორედ მომართვას . ვნახოთ.
ყვავ ყვარე !
ჩვენი გუნდი კარგია კონტრშეტევებზე, როცა მეტოქე სივრცეებს ტოვებს. მაგრამ როგორც კი ვხვდებით გუნდს, რომელიც „ავტობუსს აყენებს“ და დაცვაში იკეტება (როგორც ეს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოხდა), ნაკრებს პოზიციური შეტევა და დაცვის გარღვევა უჭირს და ამ დროს ყოველთვის მეტოქეები გვასწრებენ დაცვის ორგანიზებას როდესაც ჩვენი ფლანგები წინ გარბიან, უკან დიდი სივრცეები რჩება, რასაც უკრაინისნაირი სწრაფი გუნდები კონტრშეტევებზე კარგად იყენებენ. რა არის მიზეზი იმის რომ ფეხბურთელები ვერც სწრაფ შეტევებს ანვითარებენ ვერც უკან დაცვაში ჩამოსვლას ასწრებენ ?ეს ფიზიკური კონდიციების ნაკლებობისა და არასწორი ტაქტიკური მომზადების ბრალია.თუ არ შეგიძლია დაცვის ორგანიზება და "ბოლო მცველი"ს იმედზე ხარ აუცილებლად გაუშვებ გოლს , ასეა ეს ! თუ გუნდს არ აქვს დამუშავებული ე.წ. „რეკონტრპრესინგი“ (ბურთის დაკარგვისთანავე პირველივე წამებში მისი დაბრუნების მცდელობა), მეტოქე იღებს თავისუფალ სივრცეს, ჩვენი ფეხბურთელები კი ქაოსურად იწყებენ უკან სირბილს და პოზიციებს კარგავენ.შეტევისას ეს მხოლოდ სირბილი არ არის, ეს არის ბურთის სწრაფი მოძრაობა (1 ან 2 შეხებით თამაში). როდესაც ფეხბურთელი ბურთს იღებს, ჩერდება, რამდენჯერმე ეხება მას და პარტნიორის მოძრაობას ელოდება, შეტევის დინამიკა იკარგება და მეტოქის დაცვაც პოზიციების დაკავებას ასწრებს.დღევანდელ მატჩში უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მორბენალი გუნდია, ხაზების კომპაქტურობა და ბურთის სწრაფი გათამაშება გადამწყვეტი იქნება, ვნახოთ რამდენად შეძლებს ახალი მწრვთნელი გუნდის სწორედ მომართვას . ვნახოთ.
ერა
ხვიჩას ყველა შემთხვევაში მადლობა ეკუთვნის. ნაკრები თავად არის სუსტი, ტყუილად კი ამბობენ ნაკრებში არ გაუმართლაო. მარტომ რა ქნას, კაპიტნობაც ჯერჯერობით ეუხერხულება, არადა ცოტა კატეგორიულობა არ აწყენდა.
დავით 67
ძალიან სწორი და მართალი ანალიზია. არ მიკვირს რომ ასე საფუძვლიანად ერკვევი ფეხბურთში გამოდინარე სხვა კომენტარებიდან. რომელიღაც შენს პოსტში ერთი მე ვიტყოდი ,ვიღაც უზრდელი გამოეხმაურა და დაგიწერა ვინ არიან დამაბულინგებლებიო გვარ სახელები დაწერეო. მე ამ შემთხვევაში მისი მხარე დავიჭირე. მე ვფიქრობ რომ არავინ არავის აბულინგებს, ყველას აქვს ფსიქოლოგიური მომზადება გავლილი,რაც მნიშვნელოვანია, როგორ ფეხბურთში სირბილი. თუ ვინმეა ასეთი და იცი გვითხარი. არ მგონია რომ ეს დაგიბლოკონ. ამაზრზენი თავიდან ფეხებამდე კორუმპირებული მთავრობაც კი ვერ ასახელებს ვერავის, მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება. ცდილობს თავი ეროვნულ ღირებულების დამცველად გამოავლინოს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს მე პირადად არ მაქვს იმედი რომ თუნდაც ფრედ ვითამაშოთ. ერთი ფეხბურთელით ვერაფერს გავხდებით ხვიჩა უძლიერესია და მაქსიმუმს გააკეთებს, მაგრამ შენი არ იყოს მესი ვერაა, ასე იყო მარადონაც მთელ გუნდს მიათრევდა. რა ვიცი აბა,წაგება არ მინდა, ბურთი მრგვალიას პრინციპის იმედით ვარ. რა თქმა უნდა ახალ დანიშნულ მწვრთნელს პასუხს ვერ მოსთხოვ, თუმცა მაინც გამოჩნდებიან ეგრეთწოდებული კრიტიკოსები წარუმატებელი ანგარიშის შემთხვევაში. იმის მაგივრად ეს უნდა დაეყენებინა, იმას ცენტრში უნდა ეთამაშა და ამას დაცვაში და ა.შ

უკვე კაი ხანია,ჩვენი ნაკრები,კვარადამოკიდებული გახდა და ყველა მხოლოდ მას ეძებს.ხვიჩას გალიას გაუკეთებენ და ნაკრებიც პარალ;ზებულია.ჩაკვე დიდი ხანია ტრავმებს ებრძვის,კიტეიშვილი იძულებით უკან დაწეული თამაშობს და შემტევი თამაშის გაშლა,ძალიან გვიჭირს.წლების განმავლობაში მესი მარტოკა მიათრევდა ნაკრებს,ყველა მხოლოდ მას ეძებდა და მის გენიას ნაკრები ფინალებამდე მიჰყავდა,მაგრამ ფინალის მოსაგებად,საკმარისი აღარ იყო.მხოლოდ ერტხელ,ნაკრების ფეხბურთელებმა,პასუხიდმგებლობა საკუთარ თავზეც აიღეს და მესის მაყურებლები კი არა,პარტნიორენბად გადაიქცნენ.სწორედ მაშინ გახდა არგენტინის ნაკრები,მსოფლიოს ჩემპიონი.წლევანდელ ჩემპიონატზე კი,ისევ თითქმის მხოლოდ მის თამაშზე იყო დამოკიდებული,მესიმ ფინალამდე მიიყვანა არგენტინა,მაგრამ ესპანელებმა,აქაც შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს.ერთი კაცის გუნდი,ორგანიზებულ მეტოქეს,ვერ ამარცხებს.ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს,სამივე რგოლში ჰყავდა ლიდერი და ყველა ფეხბურთლი,ერთმანეთისათვის თამაშობდა.დღეს ასე აღარ არის და აღარც ნაკრებია.როცა კვარას სამი კაცი სდარაჯობს,სხვებმა უნდა გამოიყენონ შექმნილი სივრცეები,მაგრამ თუ იმ სივრცეში პასი არ გაკეთდა,როგორ გამოიყენებ?ჩვენი დაცვა კი,ყოველთვის უშვებდა შეცდომებს და ალბათ მომავალშიც დაუშვებს.უბრალოდ გუნდმა გუნდურად უნდა ითამაშოს და შეცდომები გუნდურად გამოასწორონ.კვარა ძალიან მაგარია,მაგრამ მარტო,ბევრს ვერაფერს მიაღწევს.უკრაინასთან ძალიან მძიმე მატჩი გველის,აქამდე არასოდეს დაგფვიმარცხებია და ახლა,როცა ყველაზე მეტად გვჭირდება მათი დამარცხება,ყველაზე უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა.არ ვიცით,მცველების ჯანმრთლობის მდგომარეობა და გინდაც ვიცოდეთ და ნორმალური იყოს,ისინი ისეთ ფორმაში და ისე შეთამაშბულები არ არიან,რომ საიმედოდ ითამაშონ.მით უფრო და ახალ მწვრთნელს,მხოლოდ ორი დღე აქვს გუნდის მოსამზადებლად.რა თქმა უნდა შეუძლებელია ნაკრების მდგომარეობაში ბოლომდე გარკვევა მოასწროს.ამიტომ როგორც არ უნდა ვითამაშოთ,რა შედეგიც არ უნდა გვქონდეს,ნაკრებსაც და რამაზ სვანაძესაც სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ და არასასურველი თამაშის შემთხვევაშიც კი,მომთმენები ვიყოთ.საიტის ტექნიკურ სამსახურსაც მოვუწოდებ,ბულინგისათვის განკუთვნილი პოსტები დაუნდობლად დაბლოკონ.
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დემჩენკოს აზერბაიჯანული გუნდი ჩააბარეს
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას დიდი ანგარიშით მოუგო და გალიდერდა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
შედარებები... კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი... სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი - ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს