<p>ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:</p> <p> </p> <p>"გამარჯვება ყველას გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. პირველი ტაიმი კარგი იყო და ზოგადად, ბევრი პოზიტივი ვნახეთ. რაც მოვახერხეთ, ერთი ვარჯიშითა და რამდენიმე თეორიული მომზადებით. ვფიქრობ, დაცვაში კარგად ვიმუშავეთ უკრაინა ორგანიზებული გუნდია და მოვახერხეთ, ჩვენ კართან თამაში ნაკლებად ყოფილიყო. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, განსაკუთრებით შეტევის ორგანიზების ნაწილში. უმეტეს ნაწილში უკეთესი ვიყავით, მაგრამ რამდენიმე ფაქტორი იყო, მათ შორის დაღლაც. შესაძლოა, ნაკლები რისკი იყო, მაგრამ ვინც შევიყვანეთ, ყველა შემტევი იყო. იმ მარცხის შემდეგ პოზიტიური დინამიკა აუცილებელი იყო. ტაქტიკა იმიტომ არ შევცვალეთ, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა.</p> <p> </p> <p>თუ ბურთი მეტად გვექნებოდა, მოედანზე ბუდუ ზივზივაძე ითამაშებდა. დინამიკიდან გამომდინარე, მოედანზე გიორგი კვერნაძის შეყვანა გადაწყდა. საქართველოს ნაკრებმა სისტემა უნდა შეცვალოს, მაგრამ არა სპონტანურად, არამედ გეგმაზომიერად. ყველა გუნდს ჰყავს ფეხბურთელი, ვინც თამაშის სცენარს ცვლის. ჩვენთვის ასეთი კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე არიან. დღეს გადაწყდა, რომ მოედნის ცენტრში მეტად ვყოფილიყავით. დაცვის ხაზი საკმაოდ მაღლა აწეული იყო. ბურთი შეტევის პრესინგზე რამდენჯერმე მოვიპოვეთ, 90 წუთით კი ვერავინ ითამაშებს. </p> <p> </p> <p>რაც შეეხება სტანდარტულებს, დღეს მეტოქეს არაფერი შევაქმნევინეთ და თავად შანსები გვქონდა, მაგრამ კარის ჩარჩოში ვერ მოვარტყით. ამ ფედბურთელების 95%-ს მეც გამოვიძახებდი და მათზე დაყრდნობას მომავალშიც ვაპირებ."</p>
Geo
🤦🏻♂️😂😂 ამან რა უნდა ასწავლოს კვარას, ჟორჟს , ჩაკვეს , კიტეს და სხვა ბიჭებს?? მერე ჩამოვლენ , და რა უნდა ასწავლო , ??? U21-ს რატომ არ ასწავლე პრესინგი, ფინალში თუ იყავი რომელიმე ტურნირში? რა მოაგებინე შენი ცოდნით გუნდს? -არაფერი!!! კარგათ იყავი!!! დაანებე ფეხბურთს თავი!! და არიან კიდე აქ მზეთუნახავები ცივილიზაციის და ლაპარაკობენ -აცალეთ!!! რა მოიგო ბავშევბთან? განვითარდა ამის ხელში U21?? ბავშვებთან ვერ გააბა ადამიანმა თავი, აქ რა უნდა გააკეთოს?? შევცდი 2-2 ფრეზე ვფიქრიბდი, ნუ, მაინც ფრედ დამთავრდა 0-0… უნგრეთთან 0-3 წაგებას ველი ! ეს კატასროფა იქნება უბრალოდ!!! ამათი პასუხი, ცნობილია 1992 წლიდან!… -დრო არ გქვონდა , ვერ მივახერხეთ, შეგვიშალა ხელი დიპ სტეიტმა…
გიორგი
საქმიანი და გონიერი პასუხი მოვისმინე ვანაძისგან, რაც იმედიანად განმაწყობს სამომავლოდ. წარმატება ნაკრებს და მჭვრთნელს! ამ კომენტარს უფრო იმიტომ ვწერ რომ თავი ვერ შევიკავე კომენტარების არც თუ მცირე ნაწილი შევაფასო როგორც 'ბოტების' და ტროლების' მიერ დაწერილი. არც ჭკუა, არც გულშემატკივრობა, აბა რატომ წერთ, თუ ტროლები არა ხართ?
.
მთელი გუნდი შესაცვლელია,პერსპექტივა არ აქვთ!დავაკომპლექტოდ პირველკლასელებით და ერთი თხუთმეტი წელი,პერსპექტივის პრობლემა აღარ გვექნება.აუცილებლად ასე უნდა მოვიქცეთ!
სიმარტლე მხოლოდ სიმარტლე
წადი სახსი სანამ გინებას დაგიწყებენ პაპი...........................
ასეა ეს
ვერც გაიგებ. ეგოიანი სომეხია და თავისუფლად შეუძლია სომხეთის ნაკრებში თამაში და სომხები ძალიან დიდი ძლისხმევით ეცდებოდნენ მის აყვანას, იმიტომ რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია და უფრო უკეთესი გახდება მომავალში. ეს გზა მოუკეტეს და ოფიციალურ მატჩში მიაღებინეს მონაწილეობა. აწი უკვე, მას მხოლოდ საქართველოს ნაკრებში შეუძლია თამაში. ამას ემსახურებოდა ბოლო წუთზე მისი შემოყვანა. მაგრამ ამას თქვენ ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ კაცს ერთი დღე ჰქონდა და უკვე კრიტიკა მოდის ვითომ ფეხბურთის პროფესორებიდან.
kkkk
magari xar meore saniol
ჯადო
აქამდე არასოდეს მოუწოდებია სვანაძეს ფეხბურთელებისათვის და ეხლა რა უნდა მოუწოდოს, ბუნებით წყნარი და ბუნჩულა კაცია. სანამ სიმეონესავით მწვრთნელი არ გვეყოლება, რომელიც 90 წუთი იბდღვნის ყველაფერს, მანამ ყურსაც არ შეიბერტყავენ ჩვენი ბიჭები, არც პირველ და არც ბოლო წუთებზე. არც ცვლილებებს არ განახორციელებს დროულად, სად ეჩქარება, იყოს თუნდაც ბოლო წუთი, მერე რა მოხდა? ხომ არ აგებდა, ფრე იყო კაცო. ფრეც აწყობდა სვანაძეს, ეგ იყო ჩვენი უბედურება, მთავარია პირველი თამაში არ წაეგო. ერთში ერთი სანიოლია! დააკვირდით, მეხუთე ცვლილების საშუალებაც ქონდა და ისიც კი არ გამოიყენა. რაზე უნდა ელაპარაკო საერთოდ. სანიოლს მაგალითად, პირველი ტაიმის მე-20 წუთზე ჰქონდა უკვე განსახორციელებელი ცვლილებები. ამას უბრალო გულშემატკივრებიც კი ვხდებოდით. მთელი ტაიმი აგორებია ბურთი დინჯად. ამათი პროფესიონალიზმი არ გაიშვას, ეგრე, ყოველი მეორე ქართველი დავიბრალებთ მწვრთნელობას. მით უმეტეს, თუ შემაგენლობასაც არეულს დავაყენებთ სანიოლივით.)))
bebel
უნგრეთთან ძირითადში ეგოიანი ქოჩორას ნაცვლად და ბუდუ მიქაუტაძის ნაცვლად
Givi
რაღაც უჟილკოდ ითამაშეს ეს ორი თამაში, ეს უფრო კვარას და მიქაუტაძეს ეხება, ან ფორმიდან არიან ამოვაედნილები ან არ ვიცი... ასეთი პასიური მიქაუტაძე არ მინახავს, წამით აგვიანებდა ყველგან, კვარამ კიდევ სულ დაივიწყა დრიბლინგები და ბურთს ათრევდა ზედმეტად.
მეგონა
სვანაძეს ნოემბრის ბოლომდე აცლიდენ მისი მოტრფიალეები მაგრამ ეტყობა შევცდი გათვლაში ოთხი თამაშის მერე მქონდა ეს ყველაფერი ნავარაუდევი გამოუშვით შემდეგი თუგინდა უცხოელი ცნობილი იმასაც გამოუტანენ წირვას უცებ არადა ყველაფრის თავიდა თავი ჩვენი ნაკრების სისუსტეა სვანაძე რა დონის მწვრთნელიცაა იმ დონის ნაკრები გვყავს.პრესინგსო ნელ-ნელა მოუმატებთო არ შეგიძლია,არიციდა რასმოუმატებ.დაბერდა ნაკრებში ხალხიდა ეხლა ასწავლი პრესინგს და კიდე ამ ენრიკეს ხსენება კვარას თემაში არ მოგბეზრდათ საათივით აწყობილი გუნდი ყავდა პსჟ-შიც და ბარსელონაშიც და საქართველოს ნაკრები რა მოსატანია ამ გუნდებთან ნაკრებში რამე მოიგო როგოც მწვრთნელმა არაფერი.ესპანელები გაკვირვებას ვერ მალავდნენ ოც მილიონიანი ხელშეკრულბა რომ გააფორმა.როარა ტოპ ფეხბურთელები მარტო ვერაფერსაც ვერიზამდა ეგ თქვენი ენრიკე.
დიმიტრი
მწვრთნელი ერთ რამესაც თუ გაითვალისწინებს კარგი იქნება (რა თქმა უნდა ფეხბურთელებიც, მაგრამ მწვრთნელს მეტი ეკისრება), 92-ე წუთი იწურება, ბურთი მოვიპოვეთ, დგას ფეხბურთელი ბურთით, უკვე 92:25-ია, უკრაინა აღარ გვიტევს, არ გვაპრესინგებს, არის ერთი შეტევის წამოწყების შესაძლებლობა, რა იცი რა ხდება (გაგახსენდათ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბოლო წამები?) და ამ დროს ფეხბურთელს ისევ დრო გაჰყავს, საკუთარ მოედანზე, მაქსიმუმ ცენტრთან ბურთის გორაობა და ...... და ამ დროს მწვრთნელი რას აკეთებს? გასაგებია რომ ფეხბურთელი უკვე წამებს არ უყურებს, მაგრამ მწვრთნელი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უნდა "უყვიროდეს" ფეხბურთელებს შეტევაში წასვლისკენ, უყვიროდეს არ გაიგოთ უპატივცემულოდ, გინებით ან მსგავსი ფორმით ყვირილს, ხმამაღლა უნდა მოუწოდებდეს ფეხბურთელებს მოქმედებისკენ, თამაში გვქონდა მოსაგები და როგორც პრესკონფერენციაზეც გააჟღერა, თუ წამოსცდა, "უნდოდათ წაგებული თამაშის შემდეგ პოზიტიური დინამიკა შეენარჩუნებინათ", არაფერს ვიგონებ, ამავე სტატიაში შეგიძლიათ გადაამოწმოთ ("იმ მარცხის შემდეგ პოზიტიური დინამიკა აუცილებელი იყო"). ანუ მწვრთნელი შეგნებულად არ მოუწოდებდა შეტევისკენ, მესმის ასეთ მოკლე დროში დიდს ვერაფერს გავაკეთებდით, მაგრამ რა ვიცი, ასე ფონს გასვლა შესაძლებელია?
ლაზარე
რამაზას დანიშვნის შინაარსს ვერ მივხვდი? ასე აწინაურებენ იმ მწვრთნელებს, რომლემბმაც რაიმე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს ასაკობრივ ნაკრებთან და თვლიან რომ უკვე მზადაა ეროვნულისთვის! რამაზის განსაკუთრებულ მიღწევად ერთი კონკრეტული თამაშის მოგებას მაინც თუ გაიხსენებთ, სადაც ამან ტაქტიკით ან რამე გამორჩეული სამწვრთნელო უნარებით მოიგო მაშინ კიდევ შეიძლება დაფიქრება. მაგრამ.... პ.ს. ფედერაციას - კარგი კონტიგენტი გვყავს და ისე ნუ იზამთ რამაზას და თქვენს ყეყეჩს გაატანოთ ამ ბიჭების ნიჭი და საუკეთესო პერიოდი!
ელგუჯა
თუ გოჩოლაშვილს დააბრუნებ კარგი ნაკრები გვეყოლება... უკრაინა ნახევარძალით თამაშობდა და მაინც ვერ მოუგეს...იმედია ყველას უპოვნის ადგილს... ლუკა გაგნიძეს ნუ დაკარგავთ რუსეთში!
ელგუჯა
თუ გოჩოლაშვილს დააბრუნებ კარგი ნაკრები გვეყოლება... უკრაინა ნახევარძალით თამაშობდა და მაინც ვერ მოუგეს...იმედია ყველას უპოვნის ადგილს... ლუკა გაგნიძეს ნუ დაკარგავთ რუსეთში!
.
ბიძაშვილი არა, რასპუტინია :D
რამაზ სვანაძეს
ვაისიდან დაწყებული,სანიოლით დამთავრებული ერთხელ არ ათამაშეს დავითაშვილი მარჯვენა შემტევათ და იქნებ შენ მაინც ათამაშო. ახალგაზრდულ ჰოლანდიის ნაკრებთან რო დააყენე მარჯვნივ ხო იფრინა და ულამაზესი გოლი ხო გაუტანა ჰოლანდიას. რამაზ ყველა ფეხბურთელი ათამაშე თავის პოზიციაზე და შედეგს დადგება.წარმატებები მეგობარო
მარინა
ბუდუმ რა დაა შავა ასეთი რომ სკამზე დაალპეთ ნუთუ ეგა სუსტი და სხვა ძლიერი ეჰ აქაც პოლიტიკა მეტი არაფერი ამიტომ ვწუხვარ
აჩი
არა ამანაც რაღაც არეულად ცვალა ხალხი მაგ მომენტში ბუდუ გყავს მაღალი ფორვარდი გაგუა შემოიყვანე კვერნა კაი ბიჭია მაგრამ მაგ დროს ან გაგუა ან ბუდუ ჩაწოდებაზე რო ითამაშო და მერე გაგუასაც დაამატე
gogi
ერთი ვარჯიშიო ახსენ 10 ვარჯიშის მერე დაგლიჯავენ?
BOSS
არა უშავს თქო ვიტყოდი,მაგრამ როცა სისტემურ შეცდომებზეა საუბარი ცუდად არის საქმე: 1. კვარა ვერც ცრუ ცხრანზე თამაშობს და ვერც მეორე თავდამსხმელად.ექსპერიმენტების დრო არაა ეხლა 2.მექვაბიშვილი საერთოდ რატო ხვდება ნაკრებში გასაოცარია,იქნებ ვინმეს გახსოვთ მაგის მაგარი თამაში და მე სკლეროზი მაქვს 3.ეგოიანის და საბა ლობჯანიძეს აშკარად მეტი დრო ეკუთვნით
გიზო
რას ემსახურებოდა თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე მოთამაშის შეცვლა, დროის გაყვანას? რით ვერ ელევით ამ ქოჩორაშვილს, ყველა პასს უკან აკეთებს, თამაშს ანელებს, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით?
სუხია
92 წუთზე ეგოიანის შემოყვანა რას ნიშნავდა ვერ მივხვდი. დროს გაყვანა უნდოდა თუ რა? ადრე უნდა შემოეყვანა კაკაბაძის ნაცვლად. ან მექვაბიშვილი რა შემოსაყვანი იყო
მორიელი
ნაკრებში უფრო გამტანი კვარაცხელიაა და რატომ აწვდის სტანდარტულებს?
მახმუდ
ეს კლოუნი სად იპოვეტ ფედერაცია დდდდდდდდდდდდდდ
მამუკა
ხომ არავინ იცით რამე დიდი ფულადი პრემიაა ვინც გოლს გაიტანს იმაზე?ჯერ იყო და მიქაუტაძემ არ მისცა პასი კვარას არა და ერთი-ერთზე ტოვებდა, შემდეგ კვარამ იგივე გააკეთა და არ დატოვა მიქაუტაძე პირისპირ მეკარესთან, არა და ორივე შემთხვევა შეიძლება გოლით დასრულებულიყო.
ვაჟა
ეს მექვაბიშვილი რა პონტში შემოგყავთ, თან ისეთ დროს როცა გუნდს გოლის გატანა სჭირდება, კარგით რა გაახილეთ თვალები.
Giorgi
შემადგენლობა სანიოლის დაყენებულისგან არ განსხვავდებოდა, არც ტაქტიკა, არც რამე სიახლე იყო (კომპენსირებულ დროში ეგოიანის შემოყვანას თუ არ ჩავთვლით), ახალგაზრდულის მწვრთნელის ეროვნულში მოყვანას არ გაუმართლებია არასდროს, ვინმე გამოცდილი გვჭირდება თუ გვინდა დიდ გუნდებთან შედეგი დავდოთ. ამ ნიჭიერი თაობას ბევრად მეტის მიღწევა შეუძლია ვიდრე ვაღწევთ. ამდენი ფეხბურთელი ტოპ ლიგებში არასდროს გვყოლია.
nika
და მაგ ახლობელმა ისიც ხომ არ თქვა დანით პირის არგახსნით რომელი ქვეყნები აღწევენ წარმატებასო? შემთხვევით კარგი ტაქტიკა, სტრატეგია, ფეხბურთელების დროზე გატესტვა და შერჩევაც ხომ არაა საჭიროო? იქნებ ბავშვობიდან ნორმალური კვება, ჯანდაცვა, ფიზმომზადება და არაკორუმპირებული მწვრთნელები თუ ორღობის შიდა ჩემპიონატიც ახდენს გავლენასო? თუ მაინც მხოლოდ დანაა და პირის გაღება ქმნის მოწესრიგებულ სისტემასო?
kaka
ეს ტრაბახა ეს ყოპილა რაც ყოპილა ერტი ვარჯისიტ დროზე გაუსვიტ ეს არაფელს კარგს მოიტანს ..............
pepe
ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა დროზე ერტერტი გადამრსენი ჯიგარი დიდება უფალს ................
!!
აი კლოუნი
jordan beli
სვანაძეც წავა,სხვა მოვა მაგრამ სულ ამ დღეში ვიქნებით. არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან.ახლობელი მუშაობს სტადიონზე და გაგიჟებული მირეკავს ჩრ.ირლანდიასთან წაგების მერე-იგინება მე დანა პირს არ მიხსნის ისეთ დღეში ვარო და ესენი(ფეხბურთელები) გამოვიდნენ იცინიან,კაიფობენ ერთმანეთში მშვენიერ ხასიეთზე არიანო... სანამ მშიერი მგლების არ გახდება ფეხბურთი სულ ამ დღეში ვიქნებით
დავით 67
არ მომეწონა კომენტარი. რას ჰქვია ერთი ვარჯიშით, აქამდე არ ვარჯიშობდნენ? თუ რადგან არ წააგე, გინდა თქვა რომ უკეთესი ხარ სანიოლზე? უმრავლესობისთვის ჯერ უცნობად რჩები. თუმცა სამწვრთნელო კარიერა გაქვს, დელიტანტი არ ხარ და ვნახოთ. რადგან დათანხმდი და ჩაიბარე მოგიწევს კრიტიკის ატანაც.
lisandro
მასეთი თურქეთით ჩა... ა იტალიასთან და ამ მწვრთნელებით ჩვენი ნაკრები იჯ... ვს სოფლის დონის ჩრ ირლანდიასთან და უკრაინის დუბლებთან
გიოს
იშტოიანი გვჭირდება , მართალი ხართ . რა კვარა , რის კვარა !
lisandroს
ასეთი თუქრქეთით ჩ----ვა და ჩვენთან რა უდა ქნას მონტელამ?
Ძველი სამტრედია 90 ათიანი წლ
გაიგეᲗ ბიᲭო 2 დᲦეᲨი გუნდი არ კეᲗდება, სანიოლი წელიწადნახევარი ანგრევდა გუნდს Თავისი დაცვიᲗი ფეხბურᲗიᲗ და რა გინდა ახლა სვანაᲫემ 2 დᲦეᲨი გამოასწოროს სანიოლის გაფუᲭებული საქმეე?? ვისაც ფეხბურᲗი ესმის უკრაინას Თან ᲗამაᲨᲨი იყო ეპიზოდები სადაც სვანაᲫის ხელი ეტყობოდა გუნდს, ცდილობდა გუნდი პირველ ნომრად ᲗამაᲨს, განსაკუთრებით პირველ ტაიმᲨი, ამას დანახვა უნდა, აცადეᲗ სვანაᲫეს რო დაესივეᲗ სვავებივიᲗ კლავიატურის ლომებო.
Gela
ფეხბურთელებზე ვამბობთ თავში აუვარდათო და ცოტა ჩვენ ხომ არ გა.... ით ? ცოტა ზოგ ზოგიერათ მართლა გონია რომ საფრანგეთი ან ინგლისი ვართ. ჩამოდით ძირს. ერთი ორი ფეხბურთელით გინდათ ყველა დაამარცხოთ. ხან გავალთ ევროპაზე ხან ვერ. არ ვართ ჩვენ ესპანეთი გაიგეთ. მადლობა კიდევ მაგ ბიჭებს და იმ სანიოლს რომ რაღაცას მივაღწიეთ 33 წლის შემდეგ. ზიან აქ და აკრიტიკებენ. თქვენ საქმეში იყავით ესეთი ჭკვიანები და ამ ქვეყანასქც ეშველება. ადვილია აქ ჯდომა და ლაყბობა. ჯანსაღი კრიტიკა კი მარა არა პროფესორობა .
ევკრიტე
გამოვიდა აგერ მალდერა და ჩემს ფეხბურთელებს სათადარიგოებად და ძირითადებად არ ვყოფ, ყველას ექნება შანსიო და ამან, გადაუსვა სხვა ბიჭებს ხაზი - მომავალშიც 95% ამათ დავეყრდნობიო! ვაი, შენი აფერისტი მშობელი რა ვთქვი - ჯერ იყო და არავის აწყენია, ავტორიტები - ყველა ათამაშა, მერე იყო და აგერ, მწვრთნელები ამ ერთა ლიგაზე მთლიან გუნდებს ცვლიან და ამან 3 შეცვლა გააკეთა მხოლოდ - არიქა და არ წავაგო და დებიუტი არ ჩამიმწარდესო, მერე იყო მთელი საქართველო იეგოიანის გამოყვანას დასძახოდა და საფინალო სასტვენამდე 80 წამით ადრე გამოიყვანა - რომ ეტქვა - „აგერ, ხომ ვათამაშეო“ (არადა, რეალურად ბოლო წუთზე გოლის გაშვების შეეშინდა, ვითარცა ჩრდილოირლანდიასთან ამბავი არ გამეორდესო), ორი დღის მოსულია და „ჩემი ნაკრებიო“ იძახის და თავის თავზე მესამე პირში ლაპარაკობს („რამაზიმ დიდი გზა გამოირა“) - რაც უკიდურესი ნარცისიზმის ნიშანია!
გიურზა
ეს პროფესორები ხომ არ ილევიან რაა:)) ყველა ანჩელოტი როგორ გახდით. რა გადაეკიდეთ მექვაბიშვილს სხვამ ხო დახნა მინდორ ველი. ესე იცით აჩემება. ან რომ წერთ შეცვალე მთელი გუნდიო! ჩვენც ეხლა რიგი არ გვიდგეს რა ზამებაზე :) ენას იფხანს და პროფესირიბს რა ზოგი , როგორც ყოველთვის.
პიჯაკ კასტუმოვიჩი
ჯიგარო-ჯან, შენი ფირმენი კასტუმი, ყველას რომ თვალი რჩება - სად წაიღე?
.
ნეტა როდის მოვესწრებით ჰალანდის ან გიოკერეშის მსგავსს ცივსისხლიან თავმდამსხმელს!
GFF
ტიპებმა სანიოლს კონტრაკთი გაუგრძელეს და მერე გაუშვეს რა უნდა იფიკრო?კარგი ეხლა ფეხბურთელბზე ვიტყვი ორ სიტყვას..შეკრების წინ თქვეჩემისებო მოდელები ხართ ტუ ფეხბურთელები.ვის რაში აინტერესებს თქვენი ზმანები.მინდორზე ხართ ნოლები.კვარას პატივს ვცემ მაგრამ ვატყობ ძალიან აქ თავში ავარდნილი.მე პირადათ ვაფასებ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში რას შვება.იმ PSG დაც ატყობს ენრიკე და კი ხშირად ცვლის.ასე რომ კვარა ცოტა აზე მოდი.ამ უკრაინას რო უყურებ უმეტესობა უკრაინის ჩემპიონატიდან იყვნენ ანუ მეორე გუნდი ყავდა.და დგანან ტიპები და შევაქოთ უნდა უკრაინას ფრე ვეტამაშეთო. ან ეს სვანაძე სად ნახეს.
gio
ლუის ენრიკემ წინა დამსახურებებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და თან აუხსნა, ბრონი არავის აქვსო, არც ოქროს ბურთის მფლობელ დემბელესო სხვაზე აღარც არის საუბარიოოო. გაგიგია ეგ ამბები?
გაგა
ეჰ,წავიდე ისევ კალათბურთელებს ვუგულშემატკივრო!
ბათუ
პრობლემა ძალზედ კომპლექსურია და ის სპორტულ მხარეს არ მოიცავს მხოლოდ. როცა ნაკრების ფეხბურთელთა ერთი ნაწილი , პოლიტიკურად ანგაჟირებულია , იქ ერთიანობის შეგრძნება იკარგება გუნდში. ნაკრები არაა კლუბი, რომ მხოლოდ ფულის გამო ითამაშო, ნაკრები თავიდან ბოლომდე ენთუზიაზმზეა დაფუძნებული. ჰოდა ამ ფეხბურთელებმა, არ იციან ვისთვის და რისთვის უნდა ითამაშონ. ერთიანობა რაც უნდა იყოს მთავარი მამოძრავებელი ნაკრების, ეს ფუნქცია მოშლილია პოლიტიკური თუ სხვა გარემოებების გამო. პრობლემა იმაზე კომპლექსურია, ვიდრე რიგით გულშემატკივარს წარმოუდგენია.
Ккк
მექვაბიშვილს ეტყობა ფედერაციაზე კომპრომატი აქვს
lisandro
დღევანდელი თურქეთის მატჩის შემდეგ დიდია ალბათობა მონტელა უმუშევარი დარჩეს, რას იტყვით ცუდი კანდიდატურა არუნდა იყოს, თან ადაპტაცია ქვეყანასთან არ გაუჭირდება აგერ მეზობლად იშოვის სამსახურს, სანაკრებო ფეხბურთში უკვე დიდი ხანიაა და გამოცდილება აქვს. ფედერაცია ცოტა მიდექით მოდექით შეაწუხეთ ვინმე თორემ წაიღო წყალმა ქართული ფეხბურთი, ღმერთო რა უნიათოები არიან.
Dudu
ძაან პა კაროჩე ვიტყვი რა!ეხლა საფრანგეთის თამაშია და ნახე ზიზუმ 9 კაცი ამოაგდო სასტავიდან თან ნახეთ ვინები?ასე რომ რამაზ მოსვი სკამზე გაბლატავებულები რა.
საბა
კვარაცხელია,კიტეიშვილი,წიტაიშვილი და კვერნაძე საკლუბი ფეხბურთელები არიან, ნაკრებში ვერაფერს აკეთებენ!
იკა
ამპარტავნები გაუში საერთოდ გუნდიდან, ანუ თითქმის ყველა. თუ გაქვს რა თქმა უნდა მაგის თავი
Lelo
ეს სულ სხვა ნაკრები იყო მოტივირებული და Შეტევაზე მიმართული, 2 დᲦეᲨი სვანაᲫე მეტს ვერ იზავდა, პირველ ტაიმი საქართველომ აᲨკარად აჯობა უკრაინას და ეს კარგი იყო, ᲩაკვეტაᲫეს სასწაული ბურᲗი აუღო ტრუბინმა,კიდევ იყო მომენტები, საქარᲗველოს ნაკრებს პირველი ტაიმი უნდა მოეგო, უკრაინელი მეკარის დამსახურებაა ეს ასე რომ არ მოხდა, ბოლო 20 წუᲗი კი Ჩააგდო ნაკრებმა ეს მწვრᲗნელმაც აᲦნიᲨნა, რაც მᲗავარია გუნდი ფეხბურᲗს ᲗამაᲨობდა, სანიოლის გუნდის და დᲦევანდელ გუნდს Შორის განსხვავება აᲨკარაა, სვანაᲫე Ძლიერ გუნდს Შეკრავს დრო Ჭირდება ამას. ეგოიანის დატვირᲗვა ᲨეიᲫლება უფრო მეტად, მაგალიᲗად კიტეიᲨვილის მაგივრად მექვაბიᲨვილი კი არა ეგოიანი ᲨეიᲫლებოდა, იმედია მას სვანაᲫე უნგრეთში გამოიყენებს, ᲫირიᲗადისᲗვისაც მზად არის ეს ბიᲭი, წიტაიᲨვილს კი ᲨეტევაᲨი Თუ გამოყენებენ მᲗლად უკეᲗესი მაგალიᲗად მარჯვენა Შემტევად. სხვა მხრივ სვანაᲫეს ᲗამაᲨი არ გაქცევია სანიოლის გ განსხვავებიᲗ, უკრაინის ნაკრები რო ფიზიკურად Ძლიერი გუნდია ეს კიდევ ერᲗხელ გამოᲩნდა ცხენებივიᲗ დარბიან, მაგრამ სირბილᲨიდაც საქარᲗველოს ნაკრები არ ᲩამორᲩა მეტოქეს, უბრალოდ კიტეიᲨვილი და ᲩაკვეტაᲫე ფორმაᲨი არ არიან და იმიტომ გაიყვანა სვანაᲫემ, არაუᲨავს ისინიც აკრიფავენ ფორმას და Ძალიან Ძლიერი გუნდი იქნება საქარᲗველო მერე უკვე.
მატყუარებო
სანიოლმა მექვაბიშვილი წაიყვანაო და აგერ ისევ ნაკრებშია. 😁 ხიზან/მექვაბა გამოდი გიცანით 😁
უუუუხხხხხხხხხხხხხხ
ვთქვი საერთოდ აღარ ვუყურებ ამ ...... და მაინც ვუყურე. გაჩერდა გული
ლევანი
გაუშვი ყველა და ახალგაზრდები ათამაშე, ამათმა ევროზე დაამთავრეს, მორჩა. ბავშვები ათამაშე, წააგებენ?არა უშავს, მაგის მეტი რა გვინახია და თქვი თუ კაცი ხარ, ვინ გაურიგდა უკრაინელებს ფრეზე, თქვი მერე შეიძლება დაგიჯერო რამე.
მექვაბიშვილს გაუმარჯოს, მექვაბიშვილს!!!!!
მომავალშიც დაახლოებით 95%-ით ამ ფეხბურთელებს დავეყრდნობიო. კარგ ჩიტსაც დაიჭერ. ნახევარი გუნდი მაინც გყავს შესაცვლელი. მაგას შენ 4 თამაშის მერე მიხვდები.
რეზო
ხიზანიშვილი და მაისაშვილი აუტ
ლს
ეს ერი რო დაცურებულია მარტო ფეხბურთის კომენტარებიდან ჩანს :) ილანძღებიან ახალ მწვრთნელს. მოთამაშეებს. რატო არ მოუგეთ უკრაინასო. არგუმენტი რო არ აქვთ ეგოიანი დაიჩემეს რატო ადრე არ შემიუშვაო. ეგოიანი თორე იამალი და პედრი არ მყავდეს ეგ :) რით ვერ გაიგეთ არ შეუძლიათ მეტი.
რეზო
მოაშორეთ ბიჯო ეს მექვაბიშვილი!!!!!!!!!!! ვინმეს ბიძაშვილია?
უვიცი
ესაა შემთხვევა, როცა ერთი მატჩიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მწვრთნელი გასაშვებია...
უვიცი
კარგი რა... :D ზუსტად იგივე კინო... რაიმე შეცვალე რა, მწვრთნელი ხარ, ამდენი ხანია ნაკრებს უყურებ, რაიმე იდეა არ გქონდა თავში, ყველაფერი მოგწონდა?
სოსო
ეგოიანი რატო არ ათამაშე? ჰოლანდიის ლიგაში ბევრი გყავს ასეთი წარმატებული ფეხბურთელი? ან რო ვერ იგებ და შეტევაში იმპროვიზება გინდა, ასეთო კაცი რატო არ გამოიყენე? ზუსტად ვიცოდი რომ შენი იმედი არ უნდა გვქონოდა!
ესეა ეს
ვინც შენ მწვრთნელობა დაგაბრალა....
Gio
Or taims tu ver tamashobt,dasawyishi mainc itamashet shturmit ert golze da mere itamashe kontrshetevaze.erti nagdia,kvara da jorji formashi ararian da golic ver gagvaq.ungretshi budus unda daawyebios.imitom aratamasheben amat 9owuti klubshi.
0
0
კვარა მარტო მანქანების ყიდვა არ არის საქმე. პსჟ უკან დაგრჩება მალე. ფული იშოვე და დაიკიდე ?
დაბრონილი ადგილები გუნდში არ უნდა იყოს
უკანპასა ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს!
ა ბატონო, დაიწყო უკვე: დღენახევარში ეს მოვასწარითო მხოლოდო. მერე იქნება: 5 დღეში სულ ეს შევძელითო. ბოლოს: 10 დღეში, თანაც გასვლებზე, შემჭიდრობულ გრაფიკში, ამინდიო, მოედნის ხარისხიო, მგზავრობაო, აღდგენა ვერ მოასწრესო და ა.შ.))) უკვე გავლილი გვაქვს, ვიცით სვანაძე. შენამდე უკვე მოგვიყვნენ შენმა წინამორბედებმა. რა გაუძლებს ამას კიდევ 2 წელი? აუუუუ.....
gio
მე შენს ადგილზე არც კვარას და არც მექვაბიშვილს არ ვათამაშებდი
გიორგი
სვანაძის განმარტებებით კმაყოფილი დავრჩი.
უტა
ისეთ საშინელ ხასიათზე დამაყენეთ, რომ სანამ ასე ხიზანიშვილი დააყენებს ნაკრების შემადგენლობას, (ფორმალური მწვრთნელო ვინ იქნება რა აზრი აქვს) ჩემი ფეხი არ იქნება თქვენს თამაშებზე! ეგოიანს დასცინე ბიჭო რამაზ? წიტაიშვილო ყველაზე აზრიანად ამწვავებდა და აშკარად დავალება ქონდა რომ თავის თავზე არ აეღო, ერთ შეხებაში გაეცა ბურთი! ძალიან გამიცრუე რამაზ იმედი! პ.ს. რაც შეეხება სტადიონს, თუ იმ ზანგის კონცერტზე შეიძლებოდა ანშლაგი, ნაკრების თამაშებზე რატოა ცარიელი და მოტიტვლებული 1 იარუსი?!
სირბილის სწავლების ცენტრი
წარმატებას გისურვებთ!
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას დიდი ანგარიშით მოუგო და გალიდერდა
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა