"ჩვენ ვცდილობთ ნიჟარაში გაჭედილი წყლის წვეთები გავწმინდოთ, როცა მთელი მილსადენია გამოსაცვლელი". არ ვიცით, რამდენად შეეფერება ეს ფრაზა საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ ვითარებას, მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კი თქვა, რომ ტაქტიკური ცვლილებები საჭიროა, ოღონდ, გეგმაზომიერად. იქნებ უკვე პრობლემა უფრო ღრმად გამოჩნდა და სიღრმისეული გადატვირთვაა საჭირო.

"მატრიცაში" ლურჯი აბის დალევა ძველი ილუზიის შენარჩუნება და პრობლემებზე თვალის არიდებაა, წითელი აბი კი რეალობას ანგრევს და სიმართლეს აშიშვლებს. იქნებ სწორედ წითელი აბის დროა და ეს ყველას ერთნაირად გვეხება!..

პირველ რიგში რაც უნდა "დავანგრიოთ", ევროპის ჩემპიონატის გამოძახილით ცხოვრებაა. კი, მაშინ მოვახერხეთ, ჩვენი ფეხბურთელების საუკეთესო რესურსი გამოგვევლინა. ამის შემდეგ ჩვენც შეგვისწავლეს; სიახლეების, მათ შორის მტკივნეულის, საჭიროების წინაშე დაგვაყენეს, რაც სათანადოდ ვერ მოვახერხეთ. თანამედროვე ფეხბურთს ვუყურებთ და ვხედავთ, ყოველდღიური განახლების ჭიდილია. ამ პროცესს ვილი სანიოლის გუნდი ჩამორჩა. ვნახოთ რას იზამს (იმედია, ბევრ რამეს) ახალი მთავარი მწვრთნელი.

რამაზ სვანაძესთან მიმართებაში განსაკუთრებული კრიტიკა ადრეა. ცვლილებებს რაც შეეხება(უკრაინასთან 0:0), ჯერ თითქმის არ შეინიშნებოდა და ამას სამომავლოდ დაველოდებით. ეგ კი არა, ხანდახან სათადარიგოთა სკამს კინაღამ გავხედეთ, ხომ ნამდვილად ახალი მწვრთნელი იჯდა: ისევ ცოტა უცნაური (ფაქტია, ვერგამართლებული) ცვლილებები, ბოლომდე არ გამოყენებული რესურსი და ორიოდ წუთით შეყვანა ფეხბურთელის, ვისი გამოყენებაც დასკვნით 15 წუთში ნამდვილად შეიძლებოდა.

რაც შეცვლილი ჩანდა, მცველებისა და გუნდური დაცვის მიმართულებით ნაბიჯებია, თანაც მოკლე დროში. საკმარისი ეს ვერ იქნება და ვერც უკრაინის ასე და ამ შემადგენლობით მოთამაშე ნაკრებია კარგი საზომი. მცველებს წნეხში ბურთის ამოტანა და შეტევების წამოწყება უნდა შეეძლოთ, ჩვენებს წნეხში კი არა...

სათადარიგოთა სკამს გავხედეთ, მეთქი და უკრაინის ნაკრებთან ის ვნახეთ, რასაც წინა მატჩის შემდეგ ვწერდით, შეტევების ვერდაწყებით შეშფოთებული ხვიჩა კვარაცხელიას მინდვრის ცენტრამდე ჩამოსვლა და იერიშების წარმართვა. ასე არ ივარგებს, მთავარმა ძალამ ენერგია ასე დახარჯოს/გაფლანგოს.

მწვრთნელმა, გადაღლაო. უმაგისობა ვერ იქნება. აბა, უკრაინის ნაკრებში ამდენი ცვლილება რატომ იყო?! ახლა საკითხავი ისაა, რამდენად კარგად ვანაწილებთ რესურსს ამ ოთხი მატჩისთვის. კი, ოთარ კიტიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთვის დიდ განსხვავებას ქმნიან, მაგრამ ამაზე როდემდე ვიწუწუნოთ(ყველას გვეხება)?! ან რას გვარგებს. აბა, როდისღა უნდა ვენდოთ ირაკლი ეგოიანს და მეტი დრო დავუთმოთ გიზი მამაგეიშვილს?! ზურიკო დავითაშვილის მოედნის ცენტრში შეყვანა პროდუქტიული არც აქამდე ყოფილა და არც უკრაინასთან გამოდგა.

საკითხები, რომელიც ჩვენი მხრიდან რამაზ სვანაძის პირველ და მატჩისშემდეგ პრესკონფერენციებზე დავაყენეთ მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს გუნდურ პრესინგს, სტანდარტული სიტუაციების უკეთ გამოყენება და ფეხბურთელების იმ პოზიციაზე თამაშს ეხება, სადაც კლუბში თამაშობენ. მთავარია, მწვრთნელი და მისი შტაბი თვითკმაყოფილებას არ მიეცნენ და თუკი სადმე პროგრესს დაინახავენ, მის კიდევ უფრო განვითარებაზე იზრუნონ. თანამედროვე ფეხბურთი თუ გვსურს, ის მხოლოდ მატჩის დასაწყისში ბურთის გვერდით ხაზზე გადატანა ვერ იქნება, საკუთარიდან მეტოქის კარამდე შეტევა მარტივად, დამაჯერებლად და გუნდურად უნდა დაიგეგმოს.

სულ იდეალურ ფორმაში კი ლიდერებიც ვერ იქნებიან, ეს კომპიუტერული თამაში არაა. ამის მიუხედავად, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. მაგალითად, გიორგი მიქაუტაძეს საკუთარი ფორვარდული უნარების გამოსავლენად შესაბამისი პირობები სჭირდება. მას შეუძლია, ბურთი ოსტატურად "მოიპაროს", ასევე კორპუსით იდეალურად დაფაროს და შემდეგ გამჭოლი პასი გააკეთოს; შესაბამის პირობებს რაც შეეხება, გიორგი კვერნაძე ორი მატჩია სხვადასხვა სქემაში განსხვავებულ დავალებებს იღებს. არადა, ის ჯერ სანაკრებო სისტემაში ახალია და ასე საუკეთესო თვისებების გამოვლენა რთულია; დრო ბუდუ ზივზივაძესაც უნდა მიეღო, ასე გვგონია.

ისევ "მატრიცა": რისკი და საკუთარი ძალების რწმენა რჩეულად გაქცევს. რამაზ სვანაძეს რჩეულობას, საქართველოს ნაკრებს კი კვლავ წარმატებას ვუსურვებთ, კრიტიკისა თუ შექებისთვის ჯერ წინ მოკლე დროში კიდევ ორი მატჩი გვაქვს!..

ბექა
ნეპოტიზმიო-იქნებ დაასახელო ვის ჩაგრავენ და ვის არ ათამაშებენ?
გია
ახალი მოთამაშეები სად უნდა მოიძიოს, ახალგაზრდები უფრო სუსტები არიან
მირო
2 წუთით შემოყვანილმა ეგოიანმა მაინც მოასწრო თამაშში მონაწილეობის მიღება ერთ ეპიზოდში მაინც.არ მინდა ვიფიქრო,რომ მისი ეროვნულობის გამო არ ათამაშებენ თბილისელ ბიჭს,მაგრამ ძალიან ჰგავს ამას.სხვა მიზეზია პოვნა,რატომ არ შემოჰყავთ შეცვლაზე მაინც კაცი,რომელიც ძირითადშიც მშვენივრად ითამაშებდა,ძნელია. ნაკრებს კი,თუ გვინდა წარმატებებს მივაღწიოთ მომავალში მააინც,ევროპული დონის გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება.სავანაძე მანდ ვერაფერს იზამს.ეს ციკლი კი უკვე ჩავარდნილია,რა თქმა უნდა.
გიორგის
ავტორი ამბობს დავესწარი და ვკითხეო და თქვენ პირიქით ამტკიცებთ? ავტორი ამბიბს თუ რა პრობლემები არსებობს და რაზეა სამუშაო და რა განიხილა თაბად მწვრთნელთან. პასუხებით ოპტიმიზმი რომ რამეს ნიშნავდეს სანიოლზე მაგარი დემაგოგი არ მინახავს
gzp-ს
ყველამ საკუთარი ინტელექტის საზღვრებით შეაფასეთ, მაგრამ ჩვენ მივხვდით წითელი რასაც ნიშნავს - ნახევრად სიმართლეებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი. სისტემური ცვლილებებია საჭირო, დიახ!
ევროპათუმეებს ომში გიხმობენ, თან კარგად იხდიან
შენ ისეთი გაგებმული ჩანხარ ისიც გეცოდინება, ეგ როგორაა რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც შენ სიმართლესავით ჩამოარაკრაკე, ქვეყნის მთავარი კლუბი ნაც-ფიფიას ეკუთვნის
თბილისელი
ისევ ევროპის ჩემპიონატზე საუბარი ცოტა უკვე კომიკურ სახეს ღებულობს. მაშინ ამ გუნდის უმრავლესობა თამაშობდა ასეთივე გაუგებარ ფეხბურთს ,ოღონდ ფეხბურთელების უმრავლესობა ( 3 წლით ახალგაზრდები იყვნენ) და დიდი მოწადინება ჰქონდათ კონტრაქტების ახალი, უფრო სარფიანი,ხელმოწერისათვის.ეხლა,ძირითადად უკვე ყველამ მიაღწია თავის კარიერის მაქსიმუმს. თუ კლუბებში კიდე ) ასეა თუ ისე) უწევთ რაიმეს კეთება ( თუ დაც მცირედი),ნაკრებმა მთლად დაკარგა მათთვის აზრი. ისე,სიმართლე რომ ითქვას, არც მაშინ, რომ არა უეფას და ფიფას უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოს ნაკრები ვერ მოხვდებოდა ევროპის ჩემპიონატზე.
gzp
დაწერა ტიპმა თემა. რა აბი რა წითელი, რას მიედ მოედები. არ შეუძლიათ მეტი, კუნთი ეჭიმებათ თუ 90 წთ ინტენსიურად ითამაშეს. სულ ეგ არის. უკრაინნამ კარგად დატესტა მე2 შემადგენლობა, რადგან უნგრეთთან მოიგეს.
საბა
ობიექტური შეფასებები: მექვაბიშვილი 0, დავითაშვილი 0, ჟორჟი 0, კაკაბაძე 0,5 და ა.შ. ვისი მომგებები ვართ ასეთი ფიზიკით და ასეთი უზუსტო პასებით. უაზრო კომენტატორებო, რაღაც იდიოტურ სტატისტიკაზე რომ ყბედობთ, ერთხელ მაინც თუ მოგივათ თავში დაინტერესდეთ - რამდენი არაზუსტი პასი გააკეთა ჩვენმა ნაკრებმა?!
გიგი
ერთ წრეზე ვტრიალებთ რამდენი წელია. ძირითადად მწვრთნელს ბრალდება წარუმატებლობა, ხანდახან ფეხბურთელებსაც. მაგრამ ჩემი აზრით მიზეზი უფრო მაშტაბურია. სანამ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები ისე ტარდება როგორც ტარდება, სანამ ჩემპიონატში ექვსთვიანი გუნდები კეთდება და გაურკვეველი ხარისხის ლეგიონერები ჩამოყავთ, სანამ დინამო არენაზე ხან გამოგვიცხადებენ დასანგრევიაო, ხან ხუთი ტრიბუნა არ ვარგაო და არც გვეუბნებიან რა ქნეს, რა ჭირს, გაამაგრებენ, ვერ გამაგრდება, ახალ სტადიონს აშენებენ არ აშენებენ? და კიდევ უამრავი არაპროფესიონალიზმი, ტყუილი და დემაგოგია. პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და არც ჟურნალისტები და არც გულშემატკივრები არავის არ ვთხოვთ პასუხს. თუ წააგებს ნაკრები ცოტა ხანი ავყაყანდებით. თუ არადა პირში წყალი გვაქვს დაგუბებული.
ზურა
მთელი მილსადენი ცოტა უფრო დიდი ხომ არაა? არის ფეხბურთში კორუფცია? ნეპოტიზმი? არაპროფესიონალიზმი? 400 ლარი რომ აქვს ხელფასი ფეხბურთის მწვრთნელს, ბურთი რომ ენატრებათ ისედაც დაცლილ სოფლებში ბავშვებს, გადამზადება რომ არ ხდება, ორიოდე ნორმალურ აკადემიაში კარაქიან პურზე გაზრდილი ფულიანი მამიკოს შვილები......და კიდევ ათასი პრობლემა... ფიზიკური მომზადება სასაცილო. სამშობლოს სიყვარული მინიმუმი. რაღა დარჩა? სანამ მთლიანი სისტემა არ განიკურნება და ერთეული ფეხბურთელების იმედად ვიქნებით-ვერ ამოვალთ ამ ორმოდან.
სფფ წუმპეში მიათრევს ნაკრებს
სანიოლის გვერდში ვინც ყავდა ისევ ისინი არიან. ისევ ის ლობისტებია ნაკრებში და გეგმაზომიერად როგორც საკლუბო ფეხბურთი დაასამარეს 50-ე ადგილზე 55 ქვეყნაში ასევე გეგმაზომიერედ მივდივართ წუმპეში და ქაქში. ამას სვანაძე კი არა ზეციერი ვერ უშველის თუ ეს წუმპე სფფ არ გაიწმინდა. ეს რომ არ მოხდება კი ვხვდებით. ასე რომ მოეშვით და ისიამოვნეთ, რაც შეუკვეთეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ბატონ მამა მარჩენალს ისაა ყველგან ქვეყანაში.
მხარდაჭერა ჩვენს ნაკრებს და ახალ მწვრთნელს!
ნაკრების ფეხბურთელებს მივმართავ! (თუ რომელიმე კითხულობს კომენტარებს) ჯერ არაფერია დაკარგული და ამიტომ იბრძოლეთ ბოლომდე, ერთადერთი რაც ხშირად არ უნდა აკეთოთ უკან პასებია,(რომელსაც ვერ ვიტანთ) რომლებიც არაფრის მომცემია, ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი გულშემატკივრების წუხილიც. წარმატება მხოლოდ თავდადებას და ბრძოლას მოაქვს!
სიმართლე
ჩემი აზრით ეს ოთხი თამაში უნდა ეცლიათ სანიოლისთვის და მერე გამოეტანათ დასკვნა სვანაძეს ისევ სანიოლი ჯობდა თუ დამიჯერებთ იმედია ვცდები მაგრამ ნახავთ ყველაფერს მომავალში!!!ერთადერთი ვინც შესაძლოა გაქაჩოს ქართველებიდან არველაძეა!
Gio
Shesarchevi cikli erta ligis shansia chvenistana qveynebistvis,aba germania shesarchevidanac gava da eqsperimentebs atarebs da amistvis iyenebs am turnirs. Chven ra vqenit?pirveli turis mere daviwyet gundis shecvla taqtikurad.aqamde gezinat?axal mosuli sul ase ityvis macalet jer davalago gundio.amit gamodis ro shesarchevebs amxanagurebad vaqcevt da amdros ce ligashi agvmochndebit.sanioli chagdebuli ciklis mere unda shecvliliyo da zlieri taqtikosi mwvrtneli unda mozebniliyo.irlandia araferi gundia,magram shedegs disiplinit da kargi mwvrtnelit debs.gijebi kiararian dzlier mwvrtnelebshi did fulebs ro ixdian iseti gundebi romlebsac sami shemadgenloba yavs.yvela saqmes ganswavlulida disiplinirebuli menejeri chirdeba!
გიორგი
ნუ გეშინია, მივხედავთ. და შენ აქ რა გინდა, ოჯახი არა გყავს?
გიორგი
როგორც წესი ღვთისავარის სტატიები მომწონ და მხარს ვუჭერ ხოლმე. ეხლა ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა თითქოს სვანაძის პასუხებთან პრეს-კონფერენციაზე გაცნობილი არ არის, რადგან რასაც ღვთისავარი კრიტიკულად მიმოიხილავს (დაღლაზე 'როდემდე უნდა ვიწუწუნოთ'-ო --'წუწუნი' კი არა ფაქტია) იმაზე სხვანაძემ გასცა თავისი პასუხები. რადგან ცხადია გაცნობილია პასუხებთან თავისი სტატია პირდაპირ უნდა აეგო იმის გარკვევასი რაში არ ეთანხმება მას, უფრო გასაგები იქნებოდა მისი პოზიცია. მე პირადად სვანაძის პასუხები საქმიანი და თანმიმდევრული მეჩვენა, და ამან იმედიანად განმაწყო.

არაფრის მომცემი კი არა,ყველანი ფეხებზე მკიდიხართ ემოციურობაა,რასაც ამ საიტზე ვხედავ.ევროპაზე გმირებს რომ უძახდნენ,იმ ბიჭებს ახლა უჯიგრობას და არაპატრიოტობას თუ ათას უბედურებას აბრალებენ,თუმცა მაშინაც კი,ბევრს არაფერი კარგის დანახვა არ სურდა და მხოლოდ ნეგატივს აყრიდა ბიჭებს.უმადურობა და დაუნახაობაა ყველაზე დიდი ძალა,რასაც ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა და ყველაფრის სურვილის დაკარგვა შეუძლია.ასე მგონია,ბევრი ამათგანი,მიზანმიმართულად მუშაობს ჩვენი სპორტსმენების სულში ჩაფურთხებაზე.ამათ გამოსწორებაზე იმედის დამყარება,უიმედო საქმეა,ყველაფრის წაბილწვას არ მოიშლიან და ისევ სპორტსმენებს უნდა მოვუწოდო,ყური არ უგდონ,ამათ ვაიუშველებელს და გასაკეთებელი გააკეთონ.ამ ციკლზე წარმატება ალბათ აღარ გამოგვივა,მაგრამ დაცვა თუ დავასტაბილურეთ და ცენტრის სამეულს,მათი შემცვლელები ხარისხით წამოეწივნენ,მაშინ უკვე რეალური შანსები გაგვიჩნდება,დიდი ტურნირების ფინალურ ნაწილში გავაღწიოთ.რაც შეეხება წითელ აბს,ერთ კვირაში კიდევ ორი თამაში გვაქვს და წითელი აბის დალევას,მხოლოდ მათ შემდეგ ექნება აზრი.
ნაკრების გულშემატკივრებს-ს
შენ ხარ განადგურებული,სიყვარული და ადამიანობა არ გაგაჩნია.ასეთი ადამიანი გინდ ყოფილა გინდ არა
აბა წვდით ყელში და როგორც გჩვევიათ მოახრჩეთ!
ახალი დანიშნულია რამაზ სვანაძე და აქაური გიენები უკვე პრეტენზიებს უყენებენ. არ უნდა გაეცნოს ფეხბურთელებს? ხომ უნდა იცოდეს ყველას ხასიათი, სად ააქვთ სუსტი მხარე და ძლიერი და ასე შემდეგ. ეს არაფრის მომცემი ემოციურობა გვღუპავს ქართველებს!
არაფერი განსხვავება
ერთი ორჯერ პრესინგის მაგვარი რაღაც დავინახე რაც მომეწონა და ახალი იყო, ასევე შედეგის მომტანიც იყო. მეტი ვერაფერი დავინახე. იგივე გაუგებარი შეცვლები და არ გამოყენება რესურსის. როდისღა უნდა ათამაშო სათადარიგოზე მყოფი ბიჭები თუ არა სახლში სახეშეცვლილ ურაინასთან? გეშინია წაგების? მასეთი შიშით სულ ჩაკვე და კიტე შემოგვრჩება და ეგოინი, მამაგეიშვილი დაგვრჩება სკამის მოთამაშეებად. მე პირადად ის ბიჭიც მაინტერესებდა გვარი დამავიწყდა პორტუგალიიდან ტორპედოში რომ დაბრუნდა და მხოლოდ ბულგარეთან მისცეს შანსი მაშინ მშვენივრად ითამაშა და საერთოდ გააქრეს ის ბიჭი, სამაგიეროდ მაქვაბიშვილის ლობირება გრძელდება ნაკრებში, არადა გარტყმაში არაა ფეხბურთის ეს უნიჭო ბიჭი.
Levani
მექვაბიშვილი-ქოჩორაშვილი D დივიზიონის დონის ცენტრია. ანზორი ვიცით ყველამ არ არის გამოსაძახებელი,მაგრამ უფორმო სხვა ნახევარმცველების ფონზე მორბენალი ქოჩორა ბევრს მოგეწონათ როგორც ვხედავ. არადა 2024 წელს კარგად თამაშობდა, ახლა კიდევ ვერ ასწრებს პოზიციის შერჩევას, იჩაგრება ცენტრში -რო არ ვიდირკებით იმის ბრალია რომ ყველა შეტევას ჯარიმით აჩერებს. თუ ცენტრში შემოვიდა ბურთი იმათი ჯარიმას 95% ჩავდივართ უკან,პოზიციებს ვიკავებთ მერე ამოვდივართ ნელა და ასე გავიდა 180 წუთი. მასე მეც ვითამაშებ,ან თმაზე მოვქაჩავ,ან პანღურს ამოვარტყამ და დავჯარიმდები. ჩავლილია მაგის დროც სპორტინგმა გააფუჭა,უთამაშებლობამ სამწუხაროდ. აზორისთან ერთად კიდე კატასტროფაა კვეკვე-აბურჯანია 2 ია. ეს რაც თქვენ ვერ შენიშნეთ უმეტესობამ. მე მახსოვს ევროზე პორტუგალიასთან,ევროს მერე ჩეხეთთან და ალბანეთთან მაგის თამაშები,მაგრად ართმევდა ბურთს და შეტევას იწყებდა, წართმევის მერე წინ ნახულობდა გაგრძელებას,ეს ყველაფერი არ ხდება უკვე ბოლო ორი თამაში ძალიან ცუდი იყო ისევე როგორც სხვები. კარგი ვინც იყო ისიც ვთქვათ დვალი და ლოჩოშვილი. წიტაიშვილი ფორმაშია და იქნება თავის მარჯვენა ფლანგზე მოსინჯა მწვრთნელს მარჯვნიდან კაკაბაძის რქებით მიწოლის იმედად რომ ვართ.
ალიკა
მე და არა მარტო მე ვერ გავიგე იეგოიანის შემოყვანის აზრი,კი გასაგებია მაშინ შემოეყვანა როცა ანგარიში იყო შესანარჩუნებელი და ის ვისაც ბურთის დაჭერა ევალებოდა გადაღლილი ან გაყვითლებული იყო, მაგრამ ამ სიტუაციაში?!რავი აბა რა გითხრათ, ზოგადად როცა პირველ შეხვედრაში მოძღვრავ გუნდს იშვიათია რო შეკითხვები გაუჩნდეს ხალხს, მაგრამ სვანაძემ ეს მოახერხა,იეგოიანის გარდა დავითაშვილის ცენტრში დაყენება კიდე მეორე საკითხია,
ციმბირელი ტრი-ტრი
რატომ არ აქვთ თუ იცით ჩვენს ბიჭებს მოტივაცია? თითქმის ყველა ცხოვრობს და თამაშობს ევროპაში. პირობები შესანიშნავი, ხელფასები ზღაპრული.(უბრალო ქართველ მოკვდავთან შედარებით). მაგათთვის ევროპის ჩემპიონატი ყოველ შაბათ-კვირის ტურებზეა. გადაჭედილი სტადიონები, გაგიჟებული ფანები, საზეიმო ატმოსფერო, ფეიერვერკები. აი, რა მოტივაცია უნდა მისცე, მაგაზე მეტად როგორ უნდა მომართო, რომ თავს ზევით ახტნენ? ნუ დაუშვათ და გავედით იმ ევროპაზეც? ხომ ყველამ იცის რომ შორს ვერ წავლენ და ათეულშიც ვერ მოხვდებიან? რატომ მოიკლავენ თავს? არ აქვთ მოტივაცია. მარტო პატრიოტიზმის ძახილი საქმეს არ შველის. რომელს აქვს თუნდაც 3 თვე ჯარში ნამსახურები? ალბათ არც ერთს. რომელმა იცის საქართველოს ისტორია საფუძვლიანად? ისევ ალბათ არც ერთს. რომელი ცხოვრობს თავის გაჭირვებულ ქვეყანაში და არ ცვლის თავის სალსა კლდეებს სხვა ქვეყნის სამოთხეზე? არც ერთი. მარტო ჰიმნის მღერა და დროშების მხრებზე შემოხვევა არ ყოფნის ჩვენი ბიჭების საბრძოლოდ განწყობას თამაშებში. გაიხსენეთ უცნობი ხორვატია და მათი მესამე ადგილი მსოფლიოზე. აი ისინი იყვნენ პატრიოტულად განწყობილნი. ამაზეც მადლობა ბიჭებს, რასაც თამაშობენ. რა უნდა მოვთხოვო, რაც არ მისწავლებია ბავშვობიდან.
ზვიადი
კარგია რომ აღნიშნეთ დავითაშვილის ცენტრში თამაშის უსარგებლობა, ამ მწვრთნელებს მგონი დაგინებული აქვთ რომ დავითაშვილი იქ ათამაშონ სადაც ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს. დადებითი იყო ის რომ მიქაუტაძე მარჯვენა გარემარბად არ დააყენა, აი თავად მიქაუტაძე ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და რამდენიმე ორთაბრძოლას თავიც აარიდა! იმ ტაქტიკაში რომლითაც ვთამაშობთ იდეალური სასტარტო შემადგენლობა იყო და დიდი უპირატესობაც გვქონდა უკრაინასთან (ბურთის ფლობა ქონდათ უკრაინელებს მაგრამ 90 პროცენტი საკუთარ ნახევარზე აგორავებდნენ ბურთს).
ნაკრების გულშემატკივრებს:))
არ ინერვიულოთ, წინ ორი გასვლითი განადგურება გელით:))))) გულს გაუფრთხილდით და ოჯახებს:))))))
აჩი
ნიჭიერი და კარგი გუნდი გვყავს, კარგი გამოცდიკი და ტაქტიკურად განსწქვკუკი მწვრთნელის ხელში გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება! სვანაძე საერთოდ ვერ აკმაყოფილებს ვერცერთ კრიტერიუმს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციისთვის
kkkk
davitashvili da meqvabe magrad shemovidnen burts ar shexebian
ამ სტატიას
ვინ ამინუსებს და რა სინდისით? ნეტა რამე გესმოდეთ. დალინკეთ აბა ვინ დაწერა უკეთ? ზოგმა ადრეაო. არც აქ წერენ გვიანიაო მაგრამ უმაღლესი ლეველია
მერაბ კაკუბავა
ფანტასტიკის და ილუზიების სფეროდან გამოდით,გუნდი(საქართველო) 72 ადგილზეა რეიტინგში და 33 ადგილოსანი გინდათ რომ გადათელოს?მარტო ხვიჩა ვერაფერს გააკეთებს,ფეხბურთი გუნდური სპორტია-მას ნაკრებში გვერდით არ ჰყავს დემბელე,დუე და ვიტინია
გია
გასაგებია სანიოლიმ შეცდომები დაუშვა, მაგრამ არც ჩვენი ფეხბურთელები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. უმრავლესობა აშკარად მოუმზადებელი და ფორმიდან ამოვარდნილები იყვნენ. იმიტომ გვიხარია ჩვენი ფეხბურთელების ტოპ ლიგებში თამაში, რომ ნაკრებს გამოადგნენ და საქართველო ასახელონ ნაკრების მაისურით, თორემ მათი კლუბებში თამაში ჩვენთვის ბევრ არაფერს წარმოადგენს. უნდა იცოდნენ რომ პირველ რიგში ქართველები არიან, ის ნიჭი რომელიც უფალმა უბოძა ის საქართველოს საკუთრებაა, ისინი მხოლოდ ამის მატარებლები არიან. აი როგორ ატარებენ ამ ნიჭს სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი პატრიოტიზმი.
aburjga
უკან პასი გამოწვეულია იმ მარტივი მიზეზით, რომ ფეხბურთელი ბურთს სათანად ვერ ფლობს, საკუთარი თავის იმედი არ აქვს და იცის მეტოქის თავდამსხმელთან კონტაქტის დროს დიდი ალბათობით ბურთს დაკარგავს, ამით მის გუნდს საფრთხე შეექმნება.
lasha
ყველამ ჩაიხედოს თავის გულში და გულწრფელად თქვას. ამ შენადგენლობას შეუძლია უკეთესი შედეგის დადება?! მე ფციქრობ რომ არა. ეს არის ამათი მაქსიმუმი. პირველ თამაშშიც რომ ყოფილიყო სვანაძე დარწმუნებული ვარ სულ მინიმუმ იაქც არ წავგებდით სვანაძის მიზანი უნდა იყოს ახალი მოთამაშეების მოძებნა. წინააღმდეგ შემთხვევაში სდეგი იქნება ანალოგიური
irakli
აი ოქროს ბურთს თუ არ გადვაყვებით, ეშველება ნაკრებს ცოტა
დემბელეს დედა თამთა
მხოლოდ მე მეჩვენება რომ კიტეს მატარებელი ჩავლილია? ამ ბიჭს თავის გუნდში აღარ აყენებენ ძირითადში. რა იყო ეხლა გუშინ მის მიერ რბილად დარტყმული ბურთები? ეგრე ტრუბინს კი არა უბანში ვერ გაუტან მეკარეს. არ გამოვიდა მაგისგან მოდრიჩი, რომელიც 40 წლისაც კი სულ დარბის. დააყენეთ ახალგაზრდები, ვისაც მეტი სირბილი შეუძლია. ქოჩორა და წიტაიშვილი ყოჩაღ, ხვიჩაც მონდომებულია, მაგრამ მოეშვას რქებით მიწოლას, მარტო ვერას გახდება. გუნდურად და სწრაფად ჯობია შევუტოით.
ნელსონ მანდელა
ბოლოს ნაკრების თამაშით მიუხედავად თუ რა შედეგი დადგა როდის ისიამოვნეთ? ამდენი წელი გავიდა რაც ცოტა ნორმალური ფეხბურთელები გვყავს და ხომ შეიძლება ეცადონ მაინც თანამედროვე ფეხბურთის თამაში. რა არის რა საზიზღრობას თამაშობენ ეს ვითომ ბაჯაღლო თაობა 2-3 ფეხბურთელის გარდა ყველა სკამზე რომ ზის.
სიმართლე
ნეპოტიზმი არის ყველა ასაკოვან ნაკრებში მართლა ნიჭიერი და მაგარი ბიჭები ოღონდ ჩვეულრბრივი მოკვდავი ადამიანის შვილები გვერძე რჩებიან და პატრონიანი ბავშვები ტრიალებენ კრუგზე იმიტოა შედეგი ნული ხარისხი ნული. თამაშებზე დადიან ხალხის თვალის ასახვევად და როგორც არ უნდა ითამაშო მაინც იგივე ხალხი ხვდება სანაკრებო სიებში
შაქრო პაპა
კიდევ ერთხელ და ალბათ მეათასედ გავიმეორებ: სანამ ჩვენი ნაკრები აგრესიულ პრესინგს არ მიმართავს, წარმატების იმედი ნუ გვექნება. მხოლოდ ხვიჩას და ჟორჟის მიერ შესრულებული მოჩვენებითი პრესინგი ძალების ფუჭი ფლანგვაა, საკუთარ თავსაც ატყუებენ და გულშემატკივარსაც. პრესინგში მთლიანად უნდა იყოს ჩართული ნახევარდაცვა და არა ცენტრიდან არხეინად ადევნებდნენ თვალს ხვიჩას წვალებას. ნუთუ ამას ოდნავ ნორმალური მწვრთნელი ვერ უნდა ხედავდეს ან ხვდებოდეს? ხვიჩას ტყუილად საყვედურობთ, იმაზე მეტადაა მონდომებული და მოტივირებული, რაც მოეთხოვება. პირიქით, უნდა დაანებოს თავი მოედნის ყველა წერტილში ყოფნას, ყველა სტანდარტულის თავად შესრულებას, დადგეს თავის ადგილას და გააკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ასე ძალებსაც დაზოგავს და შედეგიც მეტი იქნება. ნუ იღებს ზედმეტს თავის თავზე, მთელ გუნდს ანდორასაც ვერ მოატყუებს, ჯობია დროულად გასცეს პასები. რაც დავწერე, თუ ასე არ ვითამაშებთ ირლანდიაში, აუცილებლად წავაგებთ. ასევე უნგრეთშიც. ეგოიანი ძირითადში, ახალგაზრდაა და მეტს ირბენს პრესინგზე. და კიდევ: მოშვნენ ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე ერთმანეთში უაზროდ ბურთის გორებას, ძვირფასი დრო ხომ იკარგება? მოწინააღმდეგეც ასწრებს დაცვაში ჩადგომას და დალაგებას. დროულად უნდა გაკეთდეს საშუალო და გრძელი პასები, როცა ხედავ რომ ფლანგზე თანაგუნდელი თავისუფალია. მამარდასთან პასები კარგია როცა 3-0 იგებ. წარმატებები ბიჭებო!
აჩი
არა სასტავი კარგი იყო უბრალოდ ცვლილებები გააკეთა უაზრო მექვაბიშვილის ნაცვლად ეგოიანი უნდა შემოეყვანა უფრო შემტევია და კვერნაძის ნაცვლად მძიმე ფორვარდი გაგუა ან ბუდუ და მერე თუ რამე არ გაამართლებდა ჟორჟის ნაცვლად შეეყვანა ან ზურიკო ან კვერნაძე მაგარი უაზრო ცვლილებები გააკეთა მექვაბა აპორნი რათგინდა როცა გოლია გასატანი
ოცნება
აი ხომ არის რაგბიში მაგარი წესი, რომ წინ პასი (ხელით) არ შეიძლება? რა იქნება უეფამ 1-2 წლით მაინც, ექსპერიმენტის სახით, ფეხბურთში უკან პასი რომ აკრძალოს, ნუ საკუთარ საჯარიმოში მაინც? ხომ წარმოგვიდგენია რა პროგრესი ექნება ჩვენს ნაკრებს :)
T.q
უნგრეთში უგოლოდ არ დასრულდება თამაში!
ექსპერტი
30 წელია გავიძახით პრესინგი, პრესინგი, პრესინგი.და ყიფიანის თაობას თუარ ჩავთვლით პრესინგი და ფიზიკური მომზადება ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს არიყო რაც შეეხება დღევანდელ ნაკრებს ორი კაცია ვინც ბურთი შენობით იცის კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ერთი სრულყოფილია მეორე ერთი ტაიმის ფეხბურთელი მიქუტაძე პირველ ნომრად თუარ თაშობდა ბურთი ხშირად შენარგაქ ნაკლებ ეფექტურია ეს პრესინგსაც ეხება და ესეა მთელი ნაკრები.სმწუხაროდ ეგეთია რეალობა.და მწვრთნელი?სახელიანიც და უსახელოც გვყავდა მაგრამ პრესინგი და ეგეთი რაღაცეები ვერცმათ დაამკვიდრეს ჩვენში.ეგ პატარაობიდან თუარ ასწავლე მერე უკვე დაგვიანებულია.
გიზო
რა უბედურებაა ამდენი უკან პასი, ნერვოზი დამემართა პირდაპირ.

უკრაინის ექსპერიმენტულ შემადგენლობასთან როცა შენს მოედანზე ვერაფერს გახდები, არის ის რომ გუნდს მეტი არ შეუძლია და ეს არის ფეხბურთელების დაბალი კლასის შედეგი. ამიტომ ოცნების კოშკებს ნუ ავაგებთ და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობებზე გადაჭარბებულ წარმოდგენას ნუ შევქმნით. ქუჩის ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს ნიჭიერი ბავშვების შერჩევა და მათ ყველანაირი პირობა უნდა ჰქონდეთ შექმნილი წინსვლისა და პროფესიული განვითარებისათვის. ეს ათამაშე და ის ათამაშე ღუპავს ფეხბურთს და მერე ჯოხი მთავარ მწვრთნელზე ტყდება. ნიჭიერი, მაგრამ უპატრონო ფეხბურთელები არ უნდა დაიჩაგრონ და გზა უნდა ჰქონდეთ გახსნილი. წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით იმ დონეზე, როგორც დღეს ვართ!!!
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო