კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის ღირსეული დებიუტი ევროპის ჩრდილოეთ საკალათბურთო ლიგაში. მიუხედავად მარცხისა, კსუ-კავკასიამ ხორვატიაში, ადგილობრივ დუბრავასთან დამაჯერებლად ითამაშა, მატჩის საწყისი 35 წუთის განმავლობაში ლიდერობდა და ბოლო წუთებზე, დაძაბულ ბრძოლაში – 82:87 დამარცხდა.

შეხვედრა „კავკასიას“ უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მათ 26:18 მოიგეს. მეორე პერიოდში „დუბრავამ“ უკეთ ითამაშა (28:20), რის გამოც დიდი შესვენებისთვის ანგარიში გათანაბრდა — 46:46. მესამე მეოთხედის შემდეგ „კავკასია“ კვლავ დაწინაურდა (64:59), თუმცა „დუბრავამ“ ბოლო წუთებში თამაშის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში ყველაზე შედეგიანი ტომი ლუისი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა; მას 14 ქულითა და 6 მოხსნით აკაკი დვალიშვილი მოჰყვა; გიორგი ტურძილაძემ შეხვედრა 13 ქულით, 9 მოხსნითა და 5 დაკარგვით დაასრულა; სტეფან რაიტმა გუნდს 11 ქულა და 1 მოხსნა მოუტანა, ხოლო ხუთეული ლუკა მაზიაშვილმა შეავსო, რომელმაც 8 ქულა, 8 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. ხორვატიულ გუნდში კი საუკეთესო მოთამაშე პაიც პავაო გახდა, რომელმაც 19 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

4 ოქტომბერს „კავკასია“ სუპერლიგაში „ბლექ ფორტრესს“ უმასპინძლებს, რის შემდეგაც ევროპის ჩრდილოეთის ლიგაში სტუმრად ლიეტუვურ „იონავას“ დაუპირისპირდება.

GBF.GE

ჯადო
ნამდილად. ერთი ნაბიჯიღა დარჩებათ ნბა-მდე.

ბიჭები ფასდაუდებელ საერთაშორისო გამოცდილებას იძენენ.თანდათან გამარჯვებებსაც დაიწყებენ.
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს