საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ, ბუდაპეშტში გამართავს. 30 სექტემბერს, უნგრეთში გამგზავრებამდე, ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, რამაზ სვანაძის გუნდი შეხვედრის მასპინძელ პუშკაშ არენაზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ტრადიციულად, აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

უნგრეთის ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია ტელკიში, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

უნგრეთი - საქართველოს შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

1 ოქტომბრის განრიგი | უნგრეთის დროით

13:15 - უნგრეთის ნაკრების პრესკონფერენცია | სასტუმრო გლობალი | ტელკი

15:45 - უნგრეთის ნაკრების ვარჯიში | უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი | ტელკი (მედიისთვის ღიაა ვარჯიშის საწყისი 15 წუთი)

17:00 - საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია | პუშკაშ არენა

17:30 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში | პუშკაშ არენა (მედიისთვის ღიაა ვარჯიშის საწყისი 15 წუთი)

NAKREBI.GE

გიორგი-ს
მოკლედ გიპასუხებ: ვაი შენს პატრონს! შიშველი სიმართლე შენთვის აშკარად მწარეა
გიორგი
ბავშვი არ დაბადებულა უკვე სახელს არქმევდნენო. მათ შორის აქაურ ტროლ-ბოტების კამპანიაზეა ეგ ნათქვამი.
გიორგი
იმ კატეგორიის ხალხს ჰგავხარ, შენი კატეგორიული ტონიდან გამომდინარე, სულ რომ თავი მოიკლან შენთვის მაინც არ დაუფასებ, რადგან ვერ დაინახავ. ასე რომ ფასი არა აქვს რაც თქვი.
Levani
უნგრულ პრესას ისედაც ყოველთვის ვეცნობოდი,ახლა სრულ პანიკაში არიან მექვაბიშვილს ათამაშებენ და ჩვენ შემტევები გვაკლია,გოლის გატანის შანსი არა გვაქვს,თუ გაგვიმართლა 0-0 ან დიდი ანგარიშით არ წავაგებთო
შიშველი სიმართლე
ახალგაზრდა მილიონერები - რომლებსაც აწყობილი აქვთ ცხოვრება, რომლებიც არაფერზე ნერვიულობენ და თავს არაფრის გულისთვის "იკლავენ", რომელთა გამო უბრალო ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ნერვებს იწყვეტს... და რა ხდება საბოლოოდ? შედეგი 0, ესენი ბედნიერები, ხალხი გაღიზიანებული და მშიერი...
შოთა
მაგარი სახასიათო ფოტოაა, ვითომდა საშინაო ორ თამაში 6 ქულა აეღოთ და მხიარული განწყობით ჩადიან უნგრეთში.....პრინციპში რატომაც არაა!!...ჩამოვიდნენ სახემწიფოს ხარჯზე,ერთმანეთი და ახლობლები ნახეს, ზმანები და ძვირადღირებული ჩემოდნები ამარიაჟეს, ფეხებსაც გაუფრთხილდნენ და წავიდნენენ უკან კომფორტულად. ახლა გასვლით ორ თამაში დაგვაწყვიტავენ ნერვებს და დაიშლებიან....
ედიკა
მოდი ყველა თამაშის მერე შევცვალოთ მწვრთნელიც და მთლიანად ნაკრებიც. სად წელიწადში 25 კაცს რო აგინებ და ლანძღავ და სად 225ს.
აჩი
ქეცბა დაკერეთ რამე ნაირად და შედეგი იქნება მაგრამ ქეცბა ამ სტაფთან არ იმუშავებს ეგაა საქმე
ექსპერტი
ეს დიდი სისულელე გააკეთეს, წლის ბოლომდე მაინც მოეცადათ, ფეხბურთელების დაბალი დონის გამო სანიოლის რა ბრალია, ცოტა გაუგებარია, კარგმა ფეხბურთელებმა საშუალო და დაბალი დონის გუნდებთან კარგად უნდა ითამაშონ მწვრთნელის გარეშეც, მოგებაზე და წაგებაზე არაა ლაპარაკი,ჩვენ ვიკითხოთ, თორემ სანიოლს ტუზი დაეცა, აიღო კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ჩვენი ჯიბეებიდან და მხიარულად დაგვემშვიდობა, უკვე მიხვედრილი იყო, რომ ამათგან არაფერი გამოვიდოდა, ამიტომაც მოქმედებდა ბოლო შეხვედრაში გაუგებლად.
მიხოს
ვახ, მიხო, დაგესევა ეხლა მთელი პედერაცია... არადა, სიმართლე თქვი.
შპიონი
სანიოლი იმიტომ გაუშვეს, რომ ნაკრები გადაიზარდა სანიოლისთვის. ანუ ნაკრები წინ წავიდა და სანიოლი ჩარჩა უკან. სამაგიეროდ რამაზ სვანაძე გადაიზარდა 21-ანებისთვის.
რონალდო
არცერთი არ უქნია ღმერთს ფეხბურთისთვის .ვერ შედგნენ ! წერტილი. აქ უბლაგვდებათ ფეხები და აქ ემართებათ წელკავი .... არ ვიცი საერთოდ თუ აღარ გაგვაგებინებთ არაფერს კარგი იქნება , აკეთონ ამ მარიაჟებმა გუჩის და ნაიკის რეკლამები . ხო კიდევ მთის წყალი არ დაგავიწყდეთ
ტოტტი
ველოდები ეგოიანს ზურიკოს და ბუდუს ძირითადში . ბუდუმ კარგად იცის უნგრეთის ფეხბურთი
ვაჟა
ჩავიდა თუარა ეხლა კრამიტებს ლაწალუწი არ აუყენონ, მექვაბიშვილი ხომ იქნება რაც მთავარია?
მიხო
სვანაძის დანიშვნა იყო ზუსტად ამ ფედერაციის სახე! ვაის გავეყარეთ ვუის შევეყარეთო ისეა ჩვენი ნაკრების ამბავი! სანიოლი გაუშვეს და არც დროებითი არც მწვრთნელობოს მოვალეობის შემსრულებელი, ეგრევე რამაზი! არადა, არაფერი ამ ბიჭს არ უჩვენებია, არანაირი დამსახურება, ერთადერთი სფფსთვის და უმთავრესი ალბათ ისაა, რომ იქნება უპრინციპოდ, შეასრულებს ფედერაციის ნებისმიერ სურვილს, რადგან შეწინააღმდეგების არც ავტორიტეტი აქვს, არც განსწავლულობა და არც რამე წონა! ხოდა ეგ უნდოდათ ამათაც, თორე ასეთ კარგ და პერსოექტიულ გუნდს რამაზას გააფუჭებინებდნენ?! მაგრამ ვის ადარდებს სამშობლო და მისი წინსვლა, მთავარია ანზორასნაირი სათრევ ტიპებს ნაკრებში კეპები მოუგროვონ, რომ კარგ ფასში შეტენონ ვინმეს და სარფიანად მოქაფონ მაყუთი! აბა რამაზამ რა უნდა ასწავლოს ხვიჩას, არ მითხრას ვინმემ, უკრაინასთან ბურთის პსჟს სტილში შეყვანა რამაზამ დაავალაო )))
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება