დატვირთულ სანაკრებო ფანჯარაში "ერთა ლიგის" მესამე ტურის დროა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" (67 155) შედგება, სადაც B ლიგის ჯგუფში მოუგებელი ნაკრებები, უნგრეთი და საქართველო დაუპირისპირდებიან - დღეს, 22:45 საათზე.

უნგრეთის ნაკრები ბოლოს A დივიზიონში იყო და ბევრისთვის გასაკვირიცაა, B ლიგაში წარუმატებლად რომ თამაშობს. მარკო როსის გუნდში ხომ ისეთი ვარსკვლავია, როგორიც "ლივერპულელი" დომენიკ სობოსლაია.

ვარსკვლავი რამაზ სვანაძის განკარგულებაშიცაა - ხვიჩა კვარაცხელია. მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მომავალში ისეთი ტაქტიკა უნდა მოიძებნოს, სადაც ხვიჩა უფრო პროდუქტიული გახდება. მართლაც, "კვარა" ჩამოდის მოედნის ცენტრში შეტევის წამოსაწყებად, თამაშობს პრესინგზე, წინა ხაზზე ყველა წერტილში მას ვხედავთ. გუნდი კაპიტნის საუკეთესო თვისებების წარმოსაჩენად ყველაფერს უნდა აკეთებდეს!..

სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ტაქტიკურ სქემასა და სასტარტო შემადგენლობას არ შეცვლის. გასათვალისწინებელია, რომ მწვრთნელმა მიკროტრავმები ახსენა, თუმცა დეტალები მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია. იქიდან გამომდინარე, მასპინძლებს შესატევი აქვთ, კონტრიერიშებზე თავისუფალი ზონების პოვნა იქნებ ჩვენი მთავარი შანსიც კი იყოს.

გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთელები, რომელთაც წინა ორ მატჩში საერთოდ არ დაუსვენიათ. გიორგი ქოჩორაშვილს ამის გაკეთების საშუალება მხოლოდ ერთი წუთით მიეცა(მისი კლუბი სევილია გადაღლაზე წუხს). არადა, 4 მატჩისთვის ძალების გადანაწილება უმნიშვნელოვანესია. ვნახოთ, ეს ფაქტორი რამდენად იმოქმედებს.

სათადარიგო მეკარეების (გუგეშაშვილი/კერესელიძე) გარდა, ჯერჯერობით საერთოდ არ უთამაშიათ საბა საზონოვს, გიზი მამაგეიშვილს, საბა ლობჟანიძესა და ბუდუ ზივზივაძეს. განაცხადში ისევ ვერ მოხვდნენ ნოდარ ლომინაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი და გიორგი გაგუა, ხოლო საბა ხარებაშვილი გიორგი აბუაშვილმა შეცვლა.

საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებები 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩში მასპინძლებმა მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა ორ მატჩში გოლიც ვერ გაიტანა და ეს რა თქმა უნდა, წნეხს ზრდის.

უნგრელთა შეტევაში დანიელ ლუკაჩი იქნება. "ათიანის" პოზიციაზე - "ბორნმუთელი" ალექს ტოთი, ჩრდ. ირლანდიასთან მშვენივრად რომ შევიდა; სასტარტოში იქნება კიდევ ერთი "ლივერპულელი" კერკეზი. ასე რომ, მეკარე მამარდაშვილი ბევრი ნაცნობის წინააღმდეგაა. ზურიკო დავითაშვილის მსგავსად, "სენტ ეტიენშია" არონ ჩონგვაი; ჟურეკი "ბუდაპეშტში" ილია ბერიაშვილის თანაგუნდელია.

"ჯვაროსნების" წინა ხაზზე კვლავ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე იქნებიან, რომლებიც ნაკრების საუკეთესო ბომბარდირობასთან ახლოს ტრიალებენ.

მატჩს სერბი იოვანოვიჩი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები

უნგრეთი: ტოთი (ბლექბერნი) - ოსვათი(ფერენცვაროში), ორბანი(ლაიპციგი), ჩინგერი(გრონინგენი), კერკეზი(ლივერპული) - შაფერი(უნიონ ბერლინი), ჩონგვაი (სენტ ეტიენი) - ჟირელი (ბუდაპშტი), ტოთი (ბორნმუთი), სობოსლაი (ლივერპული) - ლუკაჩი (პუშკაშ აკადემია);

საქართველო: მამარდაშვილი - გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

ჯუმბერი
ჩვენ ბ დივიზიონში არაფერი გვესაქმება , 2 წელიწადში უნდა ჩამოვიდეთ დ დივიზიონში ,ამ ორ წელიწადში სვანაძეც შექმნის თავის ხელწერის გუნდს და შემდეგ გვექნება შანსი ჯგუფში 1 ადგილის დასაკავებლად , როგორც ადრე ხდებოდა.რაც შეეხება დღევანდელ გუნდს:არ აქვს სათანადო ფიზიკური მომზადება და არ შეუძლია 90 წუთი მაღალ ტემპში თამაში .თუ ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი ტრავმირებულია არ გვყავს მისი ღირსეული შემცვლელი . დაბოლოს კვარა უნდა იყოს მუდამ წინ და არ უნდა ჩამოდიოდეს დაცვაში , ამით ის მოწინააღმდეგის ორ მოთამაშეს იჭერს და ყოველთვის გვექნება კონტრშეტევის შანსი .ღმერთმა მისცეს გამარჯვებები ჩვენს გუნდს .
ვახო-ს
რატომ გიკვირთ მეგობარო? ერთმანეთის გაუტანლობა, წარმატებული ადამიანების მიმართ შური და ბოღმა ხომ ქართული ხასიათის განუყოფელი ნაწილია საუკუნეების განმავლობაში. ,,ჩვენისთანა ბედნიერი . . . ".
ზაზა
არაბიძის მსგავსი ფეხბურთელი ერთი მაინც უნდა გყავდეს ნაკრებში, რო არ მიგდის თამაში, კარში ერთფეროვნად და რაგბის ილეთებით ცდილობ შეტევას, კუთხურს ისე უმარილოდ და უშანსოდ აწვდი, აქეთ თუ შეგიქმნიან ხიფათს, თორე შენ ვერაფერს აკლებ, ჯარიმას ვერასოდეს კარის ჩარჩოში ვერავინ უმიზნებს და თუ დაუმიზნებს ისე სუსტად, რომ მიშა სააკაშვილის დედა გიულაც ადვილად დაიჭერს, ამ დროს არის არაბასმსგავსი ტიპი აუცილებელი, აქვს დარტყმა, კუთხურიდანაც კი ახვევს, ჯარიმებს იტანს, ნებისმიერი ადგილიდან ურტყამს და შანსია თამაშის სტილის შეცვლის! არ ვამბობ რომ დაცვაში ირბენს, 90 წუთი გაუჩერებლად იქნება, მაგრამ თუ გაგიჭირდა დიდი შანსია თამაში გაგიმწვავოს!!! სანიომიმ ევროზე თურქებთან რო აგებდა ალთუნაშვილი შემოიყვანა თამაშის გადასარჩენად(ჩამშლელი!) და იმიტომაც იქეთ გავუშვით და ვერ გავათანაბრეთმ ასე იყო თურქეთთან თბილისურ თამაშში 10 კაცს რო ვერაფერი მოვუხერხეთ და ერთფეროვნად ვეჯაჯგურებოდით და სხვა მსგავსი მატჩები!
ვახო
ვკითხულობ კომენტარებს და გაკვირვებული ვარ, იმის მაგივრად გაამხნევოთ გუნდი, დგახართ და სოფლის ორღობეში მდგარ ბირჟავიკებს ემსგავსებით, თქვენი დაბალი დონის კრიტიკით და გარჩევებით. ამ დროს "გულ-შემატკივრობაზე" პრეტენზიები გაქვთ. შევარცხვინე თქვენნაირი ვაი გულშემატკივრები!
ლელა კაკულიდისი
ბოლოს 24 წლის წინათ წაგვიგია მაგათთან, თანაც ორივე თამაში. სასწრაფოდაა გამოსაძახებელი წმიდა ედუარდის სული. ედოჯან მოგვხედე, მაგრად გვიჭირს!)))
ედემს
2 ცოტაა, დაგეწერა 4, შენი რა მიდის?:)
სპილო-ს
აცადე გენიოსს. ცოტათი მშიშარაა წინამორბედებივით, მარა შემადგენლობას ისე არ ურევს, როგორც ისინი. ბოლო წამებზე ცვლილებები ხომ ცალკე ღადავის თემაა.))))
ვაის გავეყარეთ და ვუი მოგვიყვანეს!
მწვრთნელი დანიშნეს და ვერავინ ამბობს რატომ.)) შენ მაინც გვითხარი ხვიჩა.)) და როცა დაარტყამ, მოუღუნიე ძმაო.)) აბა, წარმატებები წიე!))
ცოტნე
ანზორა რო ძირითადშო იყოს . ან ათამაშონ არ ვიცი.
ნელსონ მანდელა
დღეს ჩვენი გადაღლილი და როგორც გუნდი არშემდგარი ნაკრები, წააგეს უნგრეთთან. საკმაოდ კარგი კოეფიციენტი აქვს უნგრეთის მოგებას და პატარა ფულის მოგება ცოტათი მაინც შეამცირების წაგების შედეგად გამოწვეულ უარყოფით ემოციებს.
ლაშა
ირბენენ- მოვიგებთ. არ ირბენენ - წავაგებთ. ბურთის კენწვლა ყველამ იცის.
ედემი კორძაია
გენაცვალე სიტყვებში ქართველო
ედემი კორძაია
შემართებით ხალხო!!!0-2 ვიგებთ კვარადონოას დუბლი და ჟორჟოს 2 ასისტი.არ ყავთ მაგათ ჩვენი დონის მპთამაშეები ,მამარდას გუნდელი სობოსლაი აქიქ თუ გაიფაფხურებს. წისნ საქართველო წინ კვარა!!
ცოფიანი სპილო
რიავი, დავიჯერო, კარგ ფორმაში მყოფი გაგუა, ბუდუ ან იეგოიანი არ აჯობებს ზოგ-ზოგიერთ ფორმაში არმყოფს, ჟორჟი საშინელ ფორმაშია, ეს ანზორაა თუ ანრი რავა აკლდამასავით ყველა თამაშში უნდა შეგვაჩეჩონ, არაა მთლად ფორმაში, აშშ-შიც რომ გადახვალ ევროპიდან, არც ისე კარგი ნაბიჯი მგონია განვითარების მხრივ. მოკლედ, არც ეგ რამაზა არის ფეოლა, რა
დევი
მიდი ჯოტია, მიდი!
ewd
მშიშარა გუნდი მშიშარა მწვრთნელი არ გამოვა ამსაქმედან არაფელი
მახმუდ
ეს სანიოლზე მეტი ჯულიკია
შოკო
დღეს გამოჩნდება თუ ვინაა ნაკრების ღირსი!
ქუთაისი
აქ ზიგიერთი გრანდიოზულ დასკვნას აკეთებს,თუ დღესაც წავაგეთ,ესე იგი მიზანი ყოფილა თამაშების წაგება,ქვედა ჯგუფში დაქვეითება და იქედან ევროზე გასვლაო...მშვენიერი ნააზრევია,მაგრამ მაინც ჭედავს,რა...პირველივე თამაშებში მაგას არავინ აკეთებს...პირველ ოთხ ტურში ნახავ შესაძლებელია თუ არა ჯგუფიდან გასვლა და თუ შეუძლებელია,მაშინ ჩააგდებ ბოლო ორ ტურს და აღმოჩნდები ქვედა ჯგუფში..და კიდე,ამ გრანდიოზულ ნააზრევს ერთი რამ ეწინააღმდეგება...თუ ქვედა ჯგუფში დარჩენა იყო მიზანი,მაშინ დავუთმობდით შარშან სომხეთს და ეგ იქნებოდა.
სააკაძე
ეჰჰ...
aburjga
რუსები და ხახოლები ერთი და იგივე ხალხია, ამას ჯიბრით არ ვლაპარაკობ, არც ვინმეს ვაღიზიანებ! როგორც ქართლელები და იმერლები, ოღონ რუსებს და უკრაინელებს სურამის ქედიც კი არ ჰყოფს!
qwerty
თუ დღეს წააგებენ, ესეიგი გეგმა ყოფილა C ლიგაში გავარდნა და იქიდან, შემდეგ ციკლში, ევროპაზე გასვლა. ასეთი სტრატეგიით ყოველ მეორე ევროპას ვითამაშებთ, ან არა :დ
ქართველი
ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ და რუსები და ხახოლები ხელიხელგადახვეულები ქეიფობენ გინდა საქართველოში და გინდა სხვა ქვეყნებში.რატომ და ვისი გულისთვის ვასწორებთ მიწასთან ერთიმეორეს ქართველები?!გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ისედაც ორი ღერი ვართ დარჩენილები
ტარიელ გიტლერი
რა დეტალებია გასაიდუმლოებული მაინც ვერ გავიგე. თუ ცუდად ხარ, თქვი და სხვა ითამაშებს, რა პრობლემაა. იმედია, დღეს უნგრელებს მივაორბანებთ! ჰკა ხვიჩა, ჰკა! დროა უკვე, ისედაც დაგაგვიანდა, მოგვადგა კარზე ოქროს ბურთის ნომინაცია! 5-0 გვინდა!
Kai
წააგებ და გაიხარებ იმედით რომ მოიგებ
დათო
ეს ჩვენი ნაკრები აღარაა. მე და კიდე ბევრი ჩემს გარშემო ამათ აღავუყურბ საერთოდ ამ უსირცხვილოებს!!! ან საერთოდ რაში იხარჯება ფული ამათ აქ ჩამიბრძანებაში. ფუ ეს უსირცხვილოები
დათო
ვაი ეს უსირცხვილოები. აქ გასართობად ჩამოდიან მარტო. ქეცბაიასი არ იყოს გაიკეთებემ ტატუებს დ მორჩენილი ამბავია. ახლს ეს სფფ-ს პაიკი რამაზა დანიშნეს და წავიდა გულაობა. ანზორა არ გამოგრჩეს სასტავში რამაზ!
უვიცი
5 მცველით და 2 საყრდენით, რომ გუნდი ითამაშებს, რისი იმედი უნდა გქონდეს :D
გია
ჩვენმა ნაკრებმა ბოლო 8 ოფიციალურ შეხვედრებში 1 მოიგო, 1 ფრე და 6 წააგო. ამას ქვია რეგრესი.
Bruce Lee
რისი იმედი გაქვთ ხალხნო? 35 წელია ტიპებმა პრესინგი და კომბინაციური ფეხბურთი ვერ დაამუღამეს! 4-5 გადაბმული და გააზრებული შეტევა წელიწადში ერთხელ გამოსდით! ფიზიკური მომზადებაც არ შეესაბამება თანამედროვე დონეს! 70 წუთის მერე ძლივს დარბიან, პრესინგზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ნახეთ უკრაინასთან მატჩის მერე რა მოხდა? მაგათი ფეხბურთელები ვინც თამაშის დროს ვერ შემოვიდა, გავიდნენ მოედანზე და ვარჯიში დაიწყეს! აი ესაა პროფესიონალური მიდგომა! მოეშვით ილუზიებს, ჩვენ გვყავს საშუალოზე სუსტი დონის ფეხბურთელები. ერთი-ორის გამონაკლისის გარდა და ისინიც საკმაოდ არასტაბილურები. შიდა ჩემპიონატი კატასტროფაა, ახალგაზრდული ნაკრებები ვერაფერს აღწევენ, რომ რამე იმედი გქონდეს კაცს. ფაქტია, რომ ბავშვთა აკაედმიაბში არასწორად იზრდებიან ფეხბურთელები ან უბრალოდ ესაა ჩვენი ერის მაქსიმუმი ფეხბურთში. ფედერაციაში საძმაკაცო ზის და საკუთარი ჯიბეების ან ეგოს დაკმაყოფილება უფო ადარდებთ, ვიდრე ფეხბურთის განვითარება. ჩვენც ვიჯდეთ და ხმა მარტო ინტერნეტში ამოვიღოდ და პასუხი არავს მოვთხოვოთ...
გოგა
ეს რა არაბიძე აიჩემეთ, კაცმა ჩინეთის ჭე ლიგაში ვერ ითამაშა და ნაკრებში როგორ უნდა ათამაშო?
ზურა
ეგოიანს სასტარტოდან დააწყებინოს აჯობებს და თუ 1ტაიმს ვერ შესაბამისად ვერ ითამაშებს მეოდან შეცვალოს.
ვანო
შეიყვანონ განაცხადში გიორგი არაბიძე, არც ვიცნობ, მაგრამ ვიცი შესანიშნავად ასრულებს საჯარიმოებს და გოლის ალღოც აქვს! როცა გუნდს გოლი ვერ გააქვს შეიყვანონ მაშინ, არ უნდა დავკარგოთ ასეთი ფეხბურთელი. რას ერჩიან ისრაელის საუკეთესო მცველ გადრანს გაუგებარია! ათამაშონ ჰოლანდიაში გამორჩეული ეგოიანი, ვინაა უკეთესი.
დავით 67
თუ ფრეზე ითამაშეს,როგორც ეს უკრაინასთან გააკეთეს, მაშინ აუცილებლად წააგებენ.
დათო
ხვიჩას კაპიტნობა არ წაადგა არც მას და არც ნაკრებს, ფაქტია. ყველა პრობლემურ ეპიზოდზე კინკლაობის და მსაჯთან პრეტენზიების ნაცვლად, უმჯობესი იქნება თამაშზე ფოკუსირდეს და მომენტიდან არ გამოითიშოს. იმედია ჯანსაღად მიუდგებიან ამ საკითხს თავადაც და სამწვრთნელო შტაბშიც და დროულად მიიღებენ საჭირო გადაწყვეტილებას.
ტჰჯ
სანამ არ წაგების შიში, უფრო მაღალი იქნება მოგების სურვილზე, ვერასდროს ვერ მოვიგებთ! კი ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გაგვივარდეს პროცეში სულ პროვინციული აზროვნება გვექნება არ წავაგოთ.ტრაფარეტულად გუნდი მოსაგებად გადის მოედანზე ქვეცნობიერი იღვიძბს კომპლექსებთან ერთად და მოწინააღმდეგეს პირველივე სახიფათო მომენტან ერთად ვიბოჭებით
შპიონი
სამაგიეროდ ჩვენ კარგი მწვრთნელი გვყავს. სანიოლს კი არ გავს. ოთხივე თამაშს ვიგებთ. ვააშააა!!!
გიორგი
გუნდად ვერ შევიქმენით
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო