საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც წლების წინ დაწყებულ მეგობრულ ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

დოკუმენტს ხელი საფრანგეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა და ექვსი ერის პრეზიდენტმა, აბდელატიფ ბენაზმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ, სასტუმრო “პულმანში” მოაწერეს.

მემორანდუმი ორი ქვეყნის რაგბის კავშირებს შორის მრავალწლიანი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. ის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, მათ შორის მაღალი მიღწევების სპორტს, მოთამაშეთა და მწვრთნელთა განვითარებას, ახალგაზრდულ რაგბის, მსაჯთა მომზადებას, სამედიცინო მიმართულებას, სპორტულ მეცნიერებას, მენეჯმენტს, მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროებს.

აღსანიშნავია, რომ ათწლეულების განმავლობაში არაერთმა ქართველმა მორაგბემ კარიერა სწორედ საფრანგეთში გააგრძელა, სადაც მათ პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა მიიღეს და ფრანგული საკლუბო რაგბის ისტორიის ნაწილიც გახდნენ. ვეტერან მორაგბეთა ნაწილი საფრანგეთში სამწვრთნელო საქმიანობას აგრძელებს, ნაწილი იქ შეძენილ გამოცდილებას ქართულ რაგბს ახმარს, ასეულობით ქართველი მორაგბე კი ახლაც იცავს სხვადასხვა დივიზიონის ფრანგული კლუბების ღირსებას.

ხელმოწერის ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო და ვეტერანი მორაგბეები ესწრებოდნენ.

დავით კაჭარავა: “დიდი მადლობა საფრანგეთის რაგბის ფედერაციას ამ შესაძლებლობისთვის. რაგბის განვითარების კუთხით, ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო 30 წლის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენის მხრიდან საფრანგეთში მრავლად მოღვაწეობენ სპორტსმენები და მწვრთნელები, მათი მხრიდან კი, რა მიმართულებითაც დახმარება დაგვჭირდა, ყველგან დაგვხვდა მეგობრულად გამოწვდილი ხელი”.

“დღეს ეს პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას და ვთანხმდებით იაზე, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ფურცელზე ხელმოწერილი შეთანხმება. ძალიან მალე, უკვე ხვალიდან, დავიწყებთ მოქმედებას და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი აისახება შედეგებზე - სწორი მუშაობით და ბევრი შრომით, არაერთ სიკეთეს მოვუტანთ ქართულ რაგბს და ჩვენს ქვეყანას”.

აბდელატიფ ბენაზმა: “ჩვენთვის შესანიშნავი დღეა, რადგან ქართველ მეგობრებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გავაფორმეთ და ის ჩვენს ფედერაციებს შორის მჭიდრო ურთიერთობას ადასტურებს. უკვე 30 წელიწადზე მეტია მხარდამხარ ვმუშაობთ. ყველა იმ ქართველის წვლილი, რომელიც ფრანგულ კლუბში თამაშობს, ფასდაუდებელია. ისინი არიან მოთამაშეები, რომლებიც ღირებულებებისა და ბრძოლის სულისკვეთების თვალსაზრისით მაგალითს იძლევიან, ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ხდებიან”.

“ამავდროულად, ქართული ხასიათი დიდ სარგებელს აძლევს ფრანგულ რაგბს. ჩვენზე ღრმა გავლენას ახდენს ქართველი მორაგბეების ძლიერი იდენტობა და სამშობლოს სიყვარული. დღეს გაფორმებული მემორანდუმი კიდევ უფრო დაგვაახლოებს და ეს მნიშვნელოვანია, რადგან რაგბის სჭირდება, რომ ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ვმუშაობდეთ”.

“რაგბი არაა გლობალური სპორტი, მაგრამ ჩვენ ვართ სპორტი, რომელიც ხარობს სხვადასხვა კულტურისა და სხვადასხვა იდეის წყალობით. საქართველოს შეუძლია შთაგვაგონოს, რათა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები იმ რთულ გამოწვევებში, რომლის წინაშეც 21-ე საუკუნეში ვდგავართ”.

Rugby.ge

რეზო
კარგია სადღეგრძელოები. მოდი მინიმუმიდაბ დავიწყოთ და რომელიმე სპორტულმა არხმა (მილიონი როა და ყველა და,პალ სპორტს აჩვენებენ) ტოპ 14 და პრო დ 2 აჩვენონ
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება