ალიანსი იმოქმედებს რაგბი ევროპის და მსოფლიო რაგბის ფარგლებში და წარადგენს ინიციატივებს, რომლებიც მთლიანად რეგიონში რაგბის განვითარებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ალიანსი ასევე დაიცავს წევრი ქვეყნების საერთო ინტერესებს შეჯიბრებების, კალენდრის, დაფინანსებისა და მმართველობის საკითხებში. ის ამ მიმართულებებით კოორდინირებულად იმოქმედებს.

საქართველოს, პორტუგალიის, რუმინეთისა და ესპანეთის რაგბის კავშირებმა ხელი მოაწერეს ოთხი ერის ალიანსის (IV Nations Alliance) დამფუძნებელ მემორანდუმს.

ეს არის ევროპის ოთხი მაღალი მიღწევების მქონე სარაგბო ქვეყნის სტრატეგიული ალიანსი, რომლებიც ექვსი ერის ჩემპიონატის ფარგლებს გარეთ არიან.

ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა ოთხი კავშირის შეხვედრაზე, რომელიც სექტემბერში საქართველოში გაიმართა. ალიანსის მიზანია ძალების გაერთიანება განვითარების ყველა მიმართულებით - სპორტიდან დაწყებული, ფინანსურ და კომერციულ განვითარებამდე, ასევე ინსტიტუციურ საკითხებამდე.

ოთხი ქვეყანა მიზნად ისახავს საკუთარ ქვეყნებში რაგბის კიდევ უფრო გაძლიერებას, საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სპორტის უფრო ძლიერი და მდგრადი ეკონომიკური საფუძვლის შექმნას.

1. ალიანსის მუშაობის პირველი მიმართულებები მოიცავს: მაღალი მიღწევების მიმართულებით, მწვრთნელთა განათლებისა და ასაკობრივი რაგბის სფეროებში თანამშრომლობას;

2. წევრ ქვეყნებს შორის ახალი, უფრო მაღალი დონის შეჯიბრებების ფორმატების შესწავლას;

3. ერთობლივი კომერციული შესაძლებლობების განვითარებას;

4. საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინირებული პოზიციების ჩამოყალიბებას.

ალიანსს უხელმძღვანელებს მმართველი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეობაც როტაციის პრინციპით განხორციელდება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს დამფუძნებელი წევრების წარმომადგენლებმა:

საქართველო: საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ და აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ აბაშიძემ, ასევე მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრმა გიორგი ნიჟარაძემ;

პორტუგალია: პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კარლოს ამადო და სილვამ და მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა ფრედერიკო სოუზამ;

რუმინეთი: რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ალინ პეტრაკემ;

ესპანეთი: ესპანეთის სამეფო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ხუან კარლოს მარტინ ჰანსენმა და ვიცე-პრეზიდენტმა გაბრიელ საესმა.

„ახლა უფრო დიდი და ძლიერი ხმა გვაქვს, რათა განვითარება განვაგრძოთ,“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ.

„ეს ალიანსი აძლიერებს პორტუგალიის ამბიციას, განვითარდეს და დამკვიდრდეს საერთაშორისო რაგბის უმაღლეს დონეზე,“ - განაცხადა პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კარლოს ამადო და სილვამ.

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პირველად გვაქვს შესაძლებლობა, ერთად გვქონდეს საერთო ხმა,“ - განაცხადა რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ალინ პეტრაკემ.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ხელს შეუწყობს იმ ტრანსფორმაციის პროცესს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ,“ - განაცხადა ესპანეთის სამეფო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ხუან კარლოს მარტინ ჰანსენმა.

Rugby.ge

გიორგი
ვეხმარებით პორტუსა და ესპანეთს, რომ გადაგვასწრონ და 6 ერში შეჯლიგინდნენ.
გულშემატკივარი
მივესალმები ახალ ინიციატივებს რომლებიც განვითარებას შეუწყობს ხელს! ოთხი ერი+ ტონგა და სამოა! გაამძაფრებს და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის!
რევალდო
კარგი ნაბიჯი და ჩანაფიქრია.

ნიჟარაძე გასაგებია,მაგრამ გამოქლიავებული კაჭარავას იმედი ჩვენს მტერს ქონდეს.
თბილისელი
ფეხბურთშიც კარგი იქნება თუ შევქმნით რაიმე ტიპის "ალიანსს" ანდა კონფედერაციას,აზერბაიჯანის და სომხეთის თანამონაწილეობით-მინიმუმ მე3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი გარანტირებულია
მაგდა
რაგბი საქართველოში მაშინ დამთავედა როცა ნაკრების წევრებს ითაღლიღეს, შემდეგ ერთმანეთი ჩაუშვეს და მერე თავის გადასარჩენად ის ბიჭები დააჭერინეს, რომლებსაც თვითონ მოატყუეს. არადა რომ კითხო ჯენტლმენების სპორტიაო …..
მამუკა ბათუმი
თუ კი მხოლოდ ეს ოთხი ნაკრები ითამაშებს რაღაც ტურნირს ორ ორი თამაში თვითოეულთან პირველი სამი სეზონი ნორმალურია და მერე ისევ ერთი ადგილის ტკეპნა იქნება
mikheil
4 ერის ნაკრები vs 6 ერის ნაკრები კარგი თამაში იქნებოდა
gurgu-ს
შენ გაიხარე! რამდენი ვიცინე
S.K.K.
ქართული რაგბისთვის არაფრის მომცემი პროექტი.
gurgu
ეს რა ალიანსია.....ამას პატრიოტთა ალიანსი ჯობია ძმაო)))))))))))))))
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
[VIDEO] ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEOS] მიქაუტაძეს "სლავიასთან" 15+ წუთი აკმარეს - "ბარსელონამ" ბაქოში ადვილად გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
[VIDEO] კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
რონალდოს გაასწრო და ბეილთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე უკვე "რეალის" ტოპ 20-შია
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად სენეგალი გამოცხადდა
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ