ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ლივერპულმა" გუნდის გასაძლიერებლად 110 მილიონი ფუნტი დახარჯა

"ლივერპულმა" გუნდის გასაძლიერებლად 110 მილიონი ფუნტი დახარჯა

"ლივერპულის" ერთ-ერთმა ფანკლუბმა თავის საიტზე სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
სტატიას "ლივერპულის" სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ მერსისაიდელთა ერთ-ერთმა ფანკლუბმა თავის საიტზე გამოაქვეყნა. ის საკმაოდ საინტერესო გვეჩვენა. გადავწყვიტეთ, ის თქვენთვისაც შემოგვეთავაზებინა.

წელს "ლივერპულის" მენეჯერმა კენი დალგლიშმა გუნდის გასაძლიერებლად 110 მილიონი ფუნტი დახარჯა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ კლუბმა დაასრულა "თავისუფალი აგენტების ეპოქა". ამან გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე უკვე დიდი გავლენა მოახდინა.

წინა სეზონის მეორე ნახევარი და მიმდინარეს საწყის ტურებს გუნდი ისეთ დონეზე ატარებს, რომ წლების წინ ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა. როგორც ცნობილია, თამაშის ხარისხი დიდადაა დამოკიდებული შემსრულებელთა დონეზე.

ასეთები კი ყოველთვის ძალიან ძვირი ღირს. კიდევ უფრო იშვიათია შემთხვევა, როცა კარგი ფეხბურთელის გადაბირებას გუნდი უფასოდ ახერხებს. თავისუფალი ტრანსფერი, რაც უნდა ლამაზად იყოს ის შეფუთული, რაღაც წილად ყოველთვის რისკია და მენეჯერისგან განსაკუთრებულ ალღოს მოითხოვს. ასეთი ალღო კი ძირითადად ისეთი გუნდების მენეჯერებს უვითარდებათ, რომელთა კლუბები არ არიან ფინანსურად წელში გამართულნი.

ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის ეპოქაში "ლივერპულს" დრო და დრო უხდებოდა თავისუფალ აგენტთა ბაზარზე მუშაობა. არა, მერსისაიდელები შემადგენლობის გასაძლიერებლად ფულს ხარჯავდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო 4 წელიწადში "წითლებმა" 7 თავისუფალი ფეხბურთელი გადაიბირეს.

ასეთებს "დიდი ოთხეულის" სხვა წარმომადგენლებიც ეძებდნენ, მაგრამ არა ამ მასშტაბებით. "არსენალმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" ამავე პერიოდში 8 ასეთი მოთამაშე გადაიბირეს. ანუ ერთით მეტი, ვიდრე მარტო "ლივერპულმა".

მაგალითად "ჩელსიმ" სტივ სიდუელი, ტალ ბენ-ჰაიმი, კლაუდიო პისარო და როს ტერნბული მიიყვანა გუნდში, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელი გამოადგა გუნდს, როგორც კარგი სათადარიგო მეკარე. სამეულმა კი თავი ვერაფრით გამოიჩინა და "სტემფორდ ბრიჯი" მალე დატოვა. "არსენალს" დღემდე არაფერში ადგება მარუან შამახი, ხოლო მაიკლ ოუენისგან "ოლდ ტრეფორდზე" ალექს ფერგიუსონი თავიდანვე ბევრს არაფერს ელოდა. არც "ლივერპულს" გაუმართლა, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბებით. ქვემოთ რამდენიმე იმედგაცრუებაზე მოგიყვებით.

ანდრეი ვორონინი. თავდამსხმელი. 40 თამაში, 7 გოლი.

ანდრეი ვორონინი თავდამსხმელი ამ ჯაჭვში პირველი რგოლი იყო. ანდრეის კარგი რეპუტაცია ჰქონდა ბუნდესლიგაში, სადაც 10 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. რაფა ბენიტესის "ლივერპული" მყარი დაცვით გამოირჩეოდა, მაგრამ აშკარად აკლდა კარგი თავდამსხმელი.

დიახ, ვორონინი კარგი შემსრულებელი იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სუფთა ბომბარდირი. მალე კლუბის ამერიკელმა მფლობელებმა გუნდში ფერნანდო ტორესი მოიყვანეს. ანდრეის კი მეორე და ხანდახან მესამე თავდამსხმელის როლი უნდა ეკისრა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. უკრაინელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და... ზუსტად ამ დროს მძიმე ტრავმამ ის გუნდს ხანგრძლივად დააშორა. ამ დროს გუნდი შეთამაშდა, ანდრეი კი ბენიტესის გეგმებიდან ამოვარდა.

დასკვნა: ვორონინი ზედმეტად შეეწყო გერმანულ ფეხბურთს და ინგლისურ ტალღებზე გადართვა ვერაფრით მოახერხა. საკუთარ ცუდ ფორმას ის ყველაფერს აბრალებდა საკუთარი თავის გარდა, რამაც გულშემატკივრებთან მისი ურთიერთობა ზედმეტად დაძაბა.

ფილიპ დეგენი. მარჯვენა მცველი. 12 თამაში, 0 გოლი.

წარუმატებელი 2007/08-ის სეზონის შემდეგ რაფა ბენიტესმა დაცვის ფლანგებზე "რევოლუცია" მოაწყო - გუნდიდან გაუშვა სტივ ფინანი და იონ არნე რიისე, ფეხბურთელები, რომლებიც გულშემატკივართა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შეცვლა ალვარო არბელოას, ანდრეა დოსენასა და ფილიპ დეგენს დაევალათ.

ამ უკანასკნელზე გუნდი დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ "ლივერპულის" შემდეგ მისი კარიერა დაღმა წავიდა. ფილიპი ტრავმის გამო პრაქტიკულად არ თამაშობდა. მან თასის თამაშზე ჯერ სამი ჰიიპიასთან შეჯახებისას გაიტეხა ორი ნეკნი, გამოჯანმრთელებიდან ძალიან მალე კი ტერფის ძვლები გაიტეხა, რისი წყალობითაც პრემიერლიგაში დებიუტს წელიწადზე მეტხანს ელოდა.

დასკვნა: მძიმე ტრავმების გამო დეგენი გუნდს არ გამოადგა და როცა ითამაშა, დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია.

მაქსი როდრიგესი. შემტევი ნახევარმცველი. 54 თამაში, 12 გოლი.

მაქსი როდრიგესი მთელმა მსოფლიომ 2006 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრებში ფანტასტიკური თამაშით გაიცნო. 2010 წლის იანვარში მაქსი იმ ძველის აჩრდილიღა იყო. "ატლეტიკოში" მან უმოკლეს დროში განვლო როლი კაპიტნიდან იმ ფეხბურთელამდე, ვისი გუნდიდან გაშვებაც ეჩქარებოდათ.

არგენტინელს კლუბის ხელმძღვანელობასთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც ძირითადად სკამზე იჯდა. კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე მხარეები ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ - კლუბმა ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი უბოძა. მანაც დაადო თავი და "ლივერპულში" გადაბარგდა.

დებიუტი შთამბეჭდავი იყო: 2 საგოლე გადაცემა ფერნანდო ტორესის მისამართით. რის შემდეგაც ის "ჩაქრა". ფეხბურთელი ძირითადად უმისამართო გადაცემებითა და ალოგიკურ სიტუაციებში კარში დარტყმებით გვამახსოვრებდა თავს. როი ჰოჯსონის გუნდში მან "თავი გაიგიჟა". 3 შეხვედრაში ზედიზედ გადამწყვეტი გოლები გაჰქონდა, ასევე მიჯრით 3 თამაშში 7 გოლი შეაგდო, მათ შორის 2 ჰეთთრიკი. კენი დალგლიშის მოსვლის შემდეგ კი ის ისევ სათადარიგოთა შორის ზის.

დასკვნა: იქამდე, სანამ მაქსი "ლივერპულშია", მას პერსპექტივა არ აქვს. განსაკუთრებით მას მერე, რაც გუნდმა სტაბილურად მაღალ დონეზე მოასპარეზე სტიუარტ დაუნინგი შეიძინა. ყველაზე მეტად რაც მაქსის აკლია, ეს გუნდურობაა. ინგლისში კი ამის გარეშე არაფერი გამოდის.

ჯო კოული. შემტევი ნახევარმცველი. 32 თამაში, 3 გოლი.

მე-20 და 21-ე საუკუნების მიჯნაზე ჯო კოული ინგლისში ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნეოდა. მიუხედავად ჟოზე მოურინიოს პრეტენზიულობისა, მან მოახერხა პორტუგალიელისთვის თავის მოწონება და "ჩელსიში" კარგად ათამაშდა.

არადა, ჯო თავისი ტექნიკით, სიჩქარით, პასის კულტურით კლასიკური გამთამაშებელია. ჟოზემ მისგან მარჯვენა ნახევარმცველი გამოადნო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოულს ტრავმები მიეძალა, რამაც მის სათამაშო ფორმაზე დამღუპველად იმოქმედა.

ლონდონელებმა ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს. ჰოჯსონმა მას ლივერპულში თავის გამოჩენის შანსი მისცა. დებიუტი თასზე დიდებული გამოდგა, მაგრამ პრემიერლიგაში "არსენალთან" პირველივე შეხვედრაში წითელი ბარათი დაიმსახურა. ამის შემდეგ ძველი ჯო კოული აღარავის უნახავს. დალგლიშს ასეთი კოული არ აწყობდა და არენდით "ლილში" გაუშვა.

დასკვნა: კოული ნოემბერში სულ რაღაც 30 წლის ხდება, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება მის თქმა, რომ მისი საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ

სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს

უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია

"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში

"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან

უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს

ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა

არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა

მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა

სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა