ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?

ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?

საქართველოს ნაკრები რეგრესის გზას აგრძელებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ისევ B დივიზიონში დასარჩენად მოუწევს ბრძოლა. არადა, მოლოდინი დიდი გახლდათ, რაც პირველ რიგში ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელების სიმრავლით იყო განპირობებული, მაგრამ აქ არის ერთი „მაგრამ“...

კი არიან ისინი წამყვანი ლიგების კლუბებში, თუმცა საკითხავია, რამდენი სათამაშო დრო აქვთ და როგორ ასპარეზობენ. ფაქტია, სამწუხარო, რაოდენობა ხარისხში ვერ გადაიზარდა. საერთოდაც, ზოგიერთ ფეხბურთელზე გადაჭარბებული წარმოდგენა და მოლოდინი არსებობდა. და მაინც, ყველაფერი ყოველთვის მწვრთნელს ბრალდება, მის არჩეულ ტაქტიკას, სტრატეგიას, შემადგენლობას, შეცვლებს და ა.შ. ასეა ყველგან - მატჩებს იგებენ ფეხბურთელები და აგებენ მწვრთნელები. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.

გაგვიმართლა, რომ შედარებით სუსტ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ რად გინდა, სამი ტური ისე გაილია, „ჯვაროსნებს“ გოლი არ გაუტანიათ, 1 ქულით აუტსაიდერები არიან და მათი თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. დიდად თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ უნგრეთთან ბოლო მატჩს შევეხები: მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა, უპირველეს ყოვლისა გაცილებით უკეთესი ფიზიკური მომზადებით, სისწრაფით და ბრძოლის უნარით. თითქმის ყოველ ბურთზე მადიარები გვასწრებდნენ, თამაში სრულად მათი სცენარით მიმდინარეობდა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ. გავიხსენოთ მომენტები, როდესაც ბურთი კარიდან დვალმა და კვარაცხელიამ გამოიტანეს. როცა მოწინააღმდეგე გამუდმებით გიტევს, ადრე თუ გვიან დაუშვებ შეცდომას და გაუშვებ გოლს. მთავარი პრობლემა აქ ნახევარდაცვაა, რომელიც ბურთს ვერ იჭერს, პარტნიორებს ამოსუნთქვის, მოედნის მეტოქის ნახევარში ასვლის და შეტევის ორგანიზების საშუალებას ვერ აძლევს, დაცვასაც სათანადოდ ვერ ეხმარება. ნათქვამია - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. შუა ხაზი ეს გუნდის ხერხემალია, მამოძრავებელი ძალა, მთავარი არტერია და თუ ის მოშლილია, მარცხისთვის ხარ განწირული. ბურთის მისაღებად თავდამსხმელებს მოედნის სიღრმეში უწევთ ჩასვლა და იერიშის იქედან დაწყება. ამასობაში იკარგება დრო და შეტევა სიმწვავეს კარგავს.

კიდევ ერთი და არანაკლები პრობლემა ისაა, რომ წამყვანი ფეხბურთელები ფორმაში არ არიან და იმ მცირე შანსებსაც ვერ იყენებენ, რომლებიც მიეცემათ. ისინი კლუბებიდან მომზადებულები უნდა ჩამოვიდნენ და მათი ფიზიკური მდგომარეობის რამდენიმე დღეში გამოსწორებას მსოფლიოში ვერცერთი სპეციალისტი ვერ მოახერხებს. გულშემატკივართა ნაწილი შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას მოითხოვს, რაც ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ რეზერვი რომ პრაქტიკულად არ არსებობს, ესეც ფაქტია. ამის დასტური ასაკობრივი ნაკრებების წარუმატებელი გამოსვლებია, რომლებშიც ეროვნულ გუნდზე გაცილებით უარესი ვითარებაა. ასე რომ, მოცემულ ეტაპზე ვართ, იმათ იმედზე, ვინც გვყავს და ამ კონტიგენტით მოგვიწევს ფონს გასვლა - თუ ამას გასვლა ჰქვია.

რა თქმა უნდა, ცოტაც არ გაგვიმართლა, პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან სამი ქულის აღება იყო შესაძლებელი, სადაც ხვიჩამ პენალტი, ხოლო მიქაუტაძემ ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა, ზედ საფინალო სასტვენის წინ გოლი გავუშვით და წავაგეთ. უკრაინის „დუბლების“ ძლევაც ვერ შევძელით, უნგრეთთან კი უშანსოდ დავმარცხდით. მწვრთნელების და ფეხბურთელების შეცდომებზეც ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს დეტალებია, მთავარი სავალალო საერთო სიტუაცია და სატურნირო ცხრილია. ვიყოთ მდგომარეობის გამოსწორების და უკეთესის იმედით, იმედი ხომ ბოლოს კვდება და თანაც სვანაძე აცხადებს, რომ რთულ პერიოდს აუცილებლად დაასრულებენ. დავუჯეროთ?

P.S. მე მჯერა. ეგაა, სვანაძეს ცაიტნოტში უწევს მოქმედება და ამისათვის დრო სჭირდება, რომელიც ფაქტიურად არ აქვს. თუმცა, ბელფასტში მოგებას ყველაფრის რადიკალურად შეცვლა შეუძლია...

მიმომხილველი

• მამუკა

დასანანია ამდენი მარცხი.ბურთი რომ უნდა დაიჭირო და პასებით შეინარჩუნო ეს ჩვენმა დაცვამ და ნახევარ დაცვამ ვერ ისწავლა ფაქტია და ისევ 80 პროცენტი უკან პასებია.რა გახდა რატომ ეშინიათ ერთი კაცის მოტყიება ან კედლის გათამაშება და წინ პასები. ჩემი აზრით სანამ ძმაკაცობით ძირითადის დაკომპლექტება არ დამთავრდება შანსი არ გვაქ რამე წარმატების .ამას ქეცბაი წლების წინ იძახდა .და კიდე ვერ დარბიანო აგერ დღეს ლოჩო პოზნი მოძრაობებით ქოჩორა .მარტო უკან ტრიალდებიან. აზაროვს რომ არ იძახებენ და მექვაბიშვილი სად თამაშობს სულ ძირითადში რომაა ვერ გავიგე და მთავარი შტაბში რომ წამოსკუპტდნენ კაშია და კვეკვესკირი მაგათ რა საფეხბურთო წარმატების გამოცდილება ან განათლება აქვთ რომ რამე შემატონ ნაკრებს?

• გოგა

სულ ერთი თვეა უმრავლესობა რაც გადავიდა ტოპ ჩემპიონატებში, ზოგს არც კი უთამაშია ჯერ, ისე ვსაუბრობთ ამ ხალხზე თითქოს, წლებია მანდ იყვნენ, მანდაც სულ რამოდენიმე კაცი თამაშობს ხშირად, თან არცერთი არა ფორმაში, ჩვენ არ გვაქ უმხელა რესურსი, რო შენადგენლობის 5 და 6 ფეხბურთელი შევცვალოთ, თან ძან ცუდი ფორმატია, 10 დღეში 4 თამაში

• გვარმერი

გავიმარჯვებთ სააა-ხეეე-ლოოო-ვნაააად

• ზიჩი

შეიძლება ერთი თამაში მოიგო , მაგრამ , ჩვენი ფეხბურთელები თითქმის არცერთი არაა თავის პიკში და ზამენებზე გამოდიან ძირითადათ თავიანთ გუნდებში, მაგრამ იმედიანათ ვარ დღევანდელ თამაშზე...

• platon

არაფერი არ არის ჯერ დაკარგული, ირლანდიაში დამაჯერებელი მოგება ყველაფერს ჩვენს სასარგებლოდ შემოატრიალებს

• გიორგი

კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არის ნაკრები 5 მცველიანი შემადგენლობის გუნდი, არა! 1. თუ მამარდა დაფრინავს - გოლს არ ვუშვებთ, თუ ცუდ ფორმაშია - გვიტანენ. დაცვის ხარისხი სად ჩანს? ევროპაზე 32 სეივი ქონდა მამარდას 3 თამაშში და 5 მცველიანმა ტაქტიკამ როგორ მოგვცა შედეგი? 32-ჯერ დაგვირტყეს კარში. 2. ჩვენი მცველები ცუდ ფორმაში არიან კლუბებში, შემტევები გაცილებით მეტს თამაშობენ. ჩვენ რას ვაკეთებთ? უფორმო ფეხბურთელები გაცილებით მეტი გვყავს მოედანზე, ვიდრე მეტი პრაქტიკის მქონე ფეხბურთელები. 3. გვყავს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ვინგერი, რომელსაც ვათამაშებთ სად, თვითონაც არ იცის, 10, 8, 6 - ყველგან იყო მოედანზე, ვინგერის გარდა. ძალიან კარგ ფორმაში მყოფი იეგოიანი, 8-10 ნომერზე მოთამაშე, დავაყენეთ ჩამშლელად და ვერაფერი გამოვიყენეთ მისი პლიუსების. რა აზრი აქვს არ ათამაშებ, თუ ათამაშებ და სხვაგან? წიტაიშვილი პრიერა დივიზიონში თამაშობს მარჯვენა ვინგერად, რეალს უტევდა 2 კვირის წინ და ჩვენთან არის მარცხენა მცველი - მერე ვიძახით, არ თამაშობენ კლუბში და ფორმაში მყოფები ვერ ჩამოდიანო... ჩაკვე, კვარა, წიტა - სამი ვინგერი გვყავს მოედანზე და ბოლო ჩაწოდებას ლოჩო და კაკაბა აკეთებენ, ლოჩო - ცენტრალური მცველი და კაკაკაბა - ფლანგის მცველი, რომლის პლიუსი ჩაწოდება არასოდეს ყოფილა. 4. თამაშ იგებს ნახევარდაცვა, ჩვენ კი ნახევარდაცვაში 2 ან 3 კაცი გვყავს, რეალურად სამივე შემტევი (ჩაკვე, კიტე, იეგოიანი), ან მარტო ქოჩორა, რომელიც მარტო იბრძვის მუდამ, თუმცა შეტევაც მას უწევს და მეტოქის საჯარიმოშიც სულ ის ჩარბის. 5. ბუდუ შემოგვყავს მოედანზე და ყველგან ისაა, ფლანგზე, 6-ზე, პრესიგნზე, ართმევაზე - ამ დროს საჯარიმოში არავინაა ჩასაწოდებლად. 6. როცა ვინგერებზე არ გადადის ყურადღება, მეტოქე მარტივად დგება საჯარიმოში და ჩვენ დავრბივართ საჯარიმოს ირგვლივ, ვაგორავებთ ბრუთს და ვაწოდებინებთ კაკაბას ან ლოჩოს, რაც ხიფათს არასდროს ქმნის. როცა კვარაა ფლანგზე, მინიმუმ 2-3 კაცი გადადის მასზე, შესაბამიასდ, იწელება დაცვა, ვეღარ არიარ ისე ორგანიზებულები და შეიძლება შეგვექმნას მომენტი. ჩვენს პლიუსებს არ ვიყენებთ არასდროს. 7. გუნდური თამაში კარგია, მაგრამ ინდივიდუალიზმი? სულ უკან და გვერდზე პასს კვარა გააკეთებს, წიტა, ჩაკვე, მამაგეიშვილი თუ ლოჩოშვილი, რა აზრი აქვს? კვარა ჩაკვე და წიტა იმიტომ გვიხარია შემადგენლობაში, რომ კაცზე წასვლა, მოტყუება, გამწვავება შეუძლიათ და არა ბურთის უაზრო გორიალი. იმედი მაქვს, სვანაძე მეორე შეკრებაზე მაინც შეცვლის რამეს, თორე თუ იგივე ვითამაშეთ, იგივე სქემით, იგივე აბსურდული დავალებებით, ვინი იდგება იქ თუ სვანაძე, რა აზრი აქვს? ცვლილებაა საჭირო, ცვლილება! არა უბრალოდ სახელის და გვარის, არამედ სისტემის! თავხედული, გამბედავი და შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რადგან ასეთები გვყავს მოედანზე და შემადგენლობაში, ასეთები თამაშობენ კლუბებში და ამიტომ აქვთ შედეგები კვარასაც, მიქაუტაძეასც, წიტასაც და ბუდუსაც. ამიტომ გვიყვარს შემოქმედი ჩაკვე და კიტე...

• Gura

ლოჩოშვილი უნდა დააყენო საყრდენ ნახევარმცველად, დაცვასაც დაეხმარება. გაიხსენეთ სულაქველიძის თამაში.

ბელფასტში მაგრად წავაგებთ,ნეტავ ვცდებოდე,მაგრამ ამ შემართებით სამწუხაროდ არაფერი გამოგვივა.

• ჯერემი

ძალიან მარტივად ახსენი ფსიქოლოგიური მომენტიცაა ერთ კაცზე არუნდა დადო ფსონი და პასუხისმგებლობავ ყბელამ უნდა გადაინაწილოს. ერთ რამესსი ვერ დაგეთანხმები კვარა არც ისეთი მაგარია როგორც შენ ამბობ , 50 ფეხბურთელიინიმუმ უსწრებს. სიმართლეს გაუმარჯოს

• ენუქიძე

ტოპ-გუნდებში მოთამაშეები არა, კვახი ერთიბკვარაა და მეორე ჟორჟიკა, ისიც ან შაეცვლაზე გამოჰყავს, ან მეორე ნახევარში ცვლიან

• ამატაკი

მთლად ვერ დავეთანხმები სტატიის ავტორს.ასე თუ ისე ისრები მაინც ფეხბურთელებისკენ მიმართა. არადა ფაქტი ჯიუტია, ყველაზე სუსტი შემადგენლობა ჩრდ. ირლანდიას ჰყავს ჩვენს ჯგუფში, ხოლო ყველა რომ ჩვენს ნაკრებს მისდგა, ამავე ჯგუფში ყველაზე ძვირადღირებული მაინცაა. აგერ საბერძნეთი ურთულესს ჯგუფში წაუგებლადაა ჯერჯერობით და გერმანიასთან ბერძნების შემადგენლობა მინდორზე ერთი კვარას ფასიც არაა. გასაგებია რომ ვერ არიან ჩვენი ბიჭები საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მთლად ამას ვერ დააბრალებ მძიმე შედეგებს, სხვა ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებიც ვერ იქნებიან ამ ეტაპზე ფორმის პიკში. შეიძლება კაცი დათანხმდეს იმ მოსაზრებას, რომ ცუდად ჩატარებული მატჩების შედეგად ზოგჯერ უსამართლოდ მწვრთნელს ატყდება ჯოხი.ვინ სად და ჩვენთან ნაკრების მწვრთნელი ამაზე ვერ დაიწუწუნებს! პირიქითაც მოხდა, რაც წარმატებული შედეგები გვქონდა ლომის წილი სანიოლს მიაწერეს და იყო მადლობების კორიანტელი ატეხილი. ფაქტიურად დღესაც კი გრძელდება და ზოგი გვამუნათებს კიდეც: აი ხომ ხედავთ რა მივიღეთ, სანიოლი არ უნდა გაგვეშვაო. ესე იგი, არ ვიცი ასე ვინ დაგვწყევლა, გონება დაბინდული სულ მშველელს როგორ უნდა ვუხმობდეთ! გადაკარგულ ჭ კლასის გუნდებთან გავიმარჯვეთ და ევროპამ ფაქტიურად ერთ ნორმალური გუნდთან - ბერძნებთან ფრის ფასად გაგვიყვანა ევროზე. არადა ვინც რაც არ უნდა თქვას დამოუკიდებლობის პერიოდში საუკეთესო შემადგენლობა სწორედაც რომ სანიოლის მწვრთნელობას დაემთხვა საუბედუროდ. მაგრამ ჩვენივე ბედოვლათობით , სანიოლის ცამდე აყვანით იქამდე მივედით, რომ ეს მართლაც კარგი თაობა საშინელი მორალური წნეხით თითქმის იქ მიგვყავს სადაც ქართული ჩემპიონატის დონეა, ანუ ევროპის უკანალში! პრობლემები ხომ დღეს არ დაწყებულა, არა კარგო ადამიანებო! უბრალოდ როცა ჩინებული დრო დადგა ქართული ფეხბურთისათვის, მაშინ როცა საყოველთაო აღიარების კაპიტალიზება და უეცარი პერსპექტივის განვითარებისათვის მუხლჩაუხრელი შრომა იყო საჭირო, ფედერაციან- გულშემატკივრებიანად ოცნებებით ტკბობას მივეცით.ზოგი გულზე მჯიღს იცემდა, ზოგი ჩირგვებში გაინაბა და გესლი მოიმარაგა. რას იზამ, თანადროულად ქართულია. ფაქტიურად უმწვრთნელოდ დარჩენილი, გაუგებარი ქედმაღლობის ამარა რა შედგების მოლოდინები გვქონდა?! სად და ვის მოუგია მსგავს ვითარებაში. ერთადერთი სუპერვარსკვლავი ჩვენც ძვლივს გვეღირსა და როგორ ექცევა მისივე ერი? ნებისმიერი დიდი საფეხბურთო ქვეყანა ხელისგულზე ატარებდა მსგავს ფეხბურთელს, ჩვენთან კი იოტისოდენა იაღლიშს სიძულვილის ზვინად აქცევენ. რა გვჭირს ამისთანა არასწორი, რატომ ვერ ვახერხებთ საუკეთესო ქართულის მოფრთხილებას და განვითარებას? რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, იქნებ მართლაც პრობლემების სათავე ჩვენშია პირველ რიგში.

• იკა

კაშიას წასვლის შემდეგ კარგი იქნებოდა გუნდის კაპიტანი კიტეიშვილი ყოფილიყო. ხვიჩა არ არის საკაპიტნე ფეხბურთელი,ანუ იმის თქმა მინდა რომ ხვიჩა თავისთავად უკვე არის და არის, და ის ეჭვგარეშეა, თავისთავად არის და მისი კაპიტნად დასახელება არ იყო სწორი გადაწყვეტილება. კიტეიშვილს აქვს კაპიტნის თვისებები, კიტე არასოდეს გამოირჩეოდა პოლიტიკური განცხადებებით და სოც. ქსელებში აქტიურობით და მსგავსი ქარაფშუტობით, სერიოზული კაცია და ავტორიტეტი აქვს გუნდში. კიდევ ვამბობ, კიტე რომ იყოს კაპიტანი, ამით ხვიჩას პერსონალურად არაფერი დააკლდებოდა, არც მის სახელს, ხვიჩა ხომ თავისთავად არის და არის... ამიტომ შესაძლოა კიტეს კაპიტნობა უფრო სარგებლიანობის ყოფილიყო გუნდისთვის. არ ვიცი რამდენად მიხვდით რის თქმა მსურდა.

• ზურა56

თუ.მოვიგეთ.2-0მეორეზე.გადავალთ

• ქართული ფეხბურთის სიდიადე

დღეს შედგა თბილისური რკენა - იბერია 1999-დინამო (თბ) 1:2 ძaლიან საინტერესო იყო დინამოს უნტერნაციონალური შემგენლობა, საიდანააც გამოვყოფიდი შემდეგ ათეულ მოკაშკაშე საერთაშორისო ვარსკვლავს - ფლორესი, ფსალტისი, კურდიჩი, პურზიტიდისი, ჰური, სანტუსი, უელტონ კარვალიო, ოსეი ტეიშეირა. გბომადუ. კითხვა მაქვს ფრიად მნიშვნლეოვანი - ამდენი უცხოტომელი ერთ მატჩში არის ქართული ფეხბურთის განვითარება თუ უცხოელი ვეტერანების ხანდაზმულთა პანსიონატში განთავსება? რა ნაკრები, ქართველი დეაბურთელი აღარ არსებობს.

• ამბაკო

ფეხბურთელებს ვამუნათებთ და ვაკრიტიკებთ შიშით თამაშის,უკან პასების გამო ,მიზეზებს კი გვერდს ვუვლით.რატომ ,რატომ არ კეთდება ვერტიკალური პასები,რატომ ვერ ვძლევთ პრესინგს,ჩვენ თვითონ რატომ ვერ ვაპრესინგებთ? აქ პასუხი ხელისგულზე დევს: ჩვენი ფეხბურთელების დაბალი მზაობის გამო. ცუდი ფიზიკა(დაბალი სისწრაფე,მოუქნელობა,ცუდი მოძრაობა),მაღალი ტექნიკური წუნი ,რაც განაპირობებს თავდაჯერებულობის კარგვას და ფსიქოლოგიურ უმდგრადობას .აი,სწორედ ამითაა გამოწვეული შიში და უკან პასები.გარისკა ლოჩოშვილმა და გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. ჩვენ გვინდა ფეხბურთელები რომლებიც ნაკრებში ჩამოვლენ თავიანთ გუნდებში მუდმივი პრაქტიკის მქონეები და წარმატებულები.ნაკრები ____ ეს ხომ საუკეთესოთა კრებულს ნიშნავს? ჯერ-ჯერობით,სამწუხაროდ ,ჩვენ ყველაფერ ამისაგან შორს ვართ.

• ნუგო

ხვალ მოვიგებთ! უეჭველი.

• goga

ნაკრებთან მიმართებაში ჩვენი მთავარი შეცდომაა, ე. წ. "დაუწერელი კანონის" იგნორირება. ნაკრები კლუბი არაა, მწვრთნელი ასეთ დროს დროში შეზღუდულია და მისი ფუნქციაა კონკრეტულად ერთი, ან რამოდენიმე თამაშისათვის მოამზადოს გუნდი. მთავარი მოვალეობაა შეარჩიოს ოპტიმალური შემადგენლობა, იმ ტაქტიკიდან გამომდინარე, რომლითაც დაუპირისპირდება მოწინააღმდეგეს. ჩრ.ირლანდიასთან, სანიოლმა შემადგენლობის და ტაქტიკის შერჩევისას გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ არც ჩაკვეტაძე და არც კიტეიშვილი ასეთი ინტენსივობისთვის მზად არ იყვნენ. აქედან გამომდინარე, გაუგებარია უკრაინასთან და უნგრეთთან, სვანაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით უკრაინის შემდეგ. წესით, უნგრეთთან, უფრო მარტივად უნდა გვეთამაშა - მოკლე პასით, ბურთი, თბილისში ვერ ამოგვქონდა, ხეირიანი შეტევის წამოსაწყებად და უნგრეთში შევძლებდით? გავიხსენოთ, ერთა ლიგის დაწყებამდე ჟურნალისტებიც და გულშემატკივრებიც ერთხმად ვაღიარებდით, რომ პრობლემა იყო დაცვაში ფეხბურთელების უთამაშებლობის გამო, ხოლო შეტევაში ყველაფერი ნორმალურად გვექნებოდა. აი, ასეთი ხედვა გვექვს ზოგადად დილეტანტებს, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მწვრთნელი, შემადგენლობას ფეხბურთელის პოტენციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე არ უნდა აყენებდეს. 5-3-2 ტაქტიკაში მოსაგები გქონდეს და ხვიჩა სისტემატიურად დაცვას ეხმარებოდეს და ბურთის ამოტანას ცდილობდეს? კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე ელემენტალურად ყველა ბურთზე აგვიანებდნენ? მიქაუტაძე საერთოდ უბურთოდ იყოს? ე.ი. რაღაც შეგეშალა, გასაგებია,რომ რთულია მწვრთნელმა შეცდომა აღიაროს და პირველივე ნახევარში უარი თქვას არჩეულ ტაქტიკაზე, ან ცვილება განახორციელოს, მაგრამ ფაქტია, რომ მიდგომა უნდა შევცვალოდ და ფეხბურთელების პოტეციური შესაძლებლობები მაგივრად მათ რეალურ მდგომარეობაზე გადავიტანოთ აქცეტი.

• საჩინო

სტატია მომეწონა (იშვიათი გამონაკლისი).ჩემი მხრიდან დავამატებდი___ სამი ცენტრალური მცველით თამაში ,ეს არ ნიშნავს ხუთი მცველით თამაშს.როდესაც ვამბობთ,რომ ამ დროს ნახევარდაცვაში გვაკლლდება ფეხბურთელი, კი ბატონო,ჩვენთვის ასე გამოდის ,მაგრამ განსწავლული გუნდისათვის სხვაგვარად ხდება.როცა ჩვენ ვუტევთ,განაპირა მცველები ადიან მაღლა და ხუთნახევარმცველიან და ორთავდამსხმელიან ,ანუ შვიდკაციან შეტევის ხაზს ქმნიან,და როცა მეტოქე გვიტევს განაპირა მცველები ჩამოდიან უკან თავის ადგილზე და ორი ფორვარდი ჩამოდის მათ ადგილზე და ხუთკაციან ნახევარდაცვას ქმნის და ვიღებთ (თავდაცვის დროს) 1-5-5 -ს ,რაც სავსებით დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს, მაგრამ ამას ჭირდება სწრაფი ,მოქნილი და გამძლე ფეხბურთელები ,რასაც ჩვენი გუნდი მოკლებულია.სქემა 1-4-4-2 -იც არ იქნება უკეთესი შედეგის მომტანი იგივე პრობლემების გამო. ასე რომ ტაქტიკა მნიშვნელოვანია, თუმცა ფეხბურთელთა კლასი და მზაობა გადამწყვეტია.

• მამუკა ბათუმი

რა სტატიაა ეს, რასქვია B დივიზიონში დასარჩენად მოგვიწევს ბრძოლა? მოვიგოთ ჩრდ. ირლანდიასთან და ნახავთ მომდევნო ორ თამაშსაც მოგებებს თუ არ მივაყოლებთ! წინ საქართველო, გამარჯვება და გამართლება! 🙏🇬🇪⚽️✌️😘

• გულშემატკივარი

მოდით თუ ერთ გოლს მაინც გაიტანენ. აეროპორტში დავხდეთ და მერე ავტობუსზე შემსხდარი "გმირები" შემოვატაროთ მთელ ქალაქში.

• llcl

რას დააკვდით ამ 3 ცენტრალური მცველით თამაშს, გუნდის ხერხემალი ნახევარდაცვაა, იქ კი მუდმივად კაცი გვაკლია, ამიტომ მცველები მაღალ პასს გზავნიან ტანდაბალ მიქაუტაძეზე კვარა ბურთს ვერ იღებს, როცა იღებს უკვე 2 კაცის გარემოცვაში ან საერთოდ ცენტრში უწევს ჩამოსვლა და პროდუქტიულობა იკარგება მისი, გადადით 4 მცველზე და ითამაშეთ ფეხბურთი, მაინც ვაგებთ და ბარემ ვითამაშოთ ფეხბურთი და ისე წავაგოთ, იქნებ და ვიგებთ კიდევაც, არ გიცდიათ ფეხბურთის თამაში და ცადეთ!

• ტრიბუნა A

პრობლემა ერთდროულად არის როგორც მწვრთნელში ასევე მოთამაშეებში. არ არსდბობს სრავითარი ტაქტიკური მონახაზები, გათამაშებები. ფეხბურთელებში კი აშკარად ჩანს შეუთამაშლობა, დიდი ტექნიკური წუნი და **** არ ჩანს თამაშის სურვილი😡

• გიორგი

ფედერაციის დანაშაულია ყველაზე მეტად. სანიოლი თავიდანვე უნდა გაეშვათ, ყოველ შემთხვევაში ეს ცხადი იყო ბევრისთვის, და რატომ წაუყრუა ფედერაციამ. თუ დატოვეს უნდა გაეგრძელებინა ამ 4 თამაშის განმაბვლობაში მაინც სექტემბერ ოქტომბერში. თორემ, გამოვიდა სანიოულის, და საკუთარიც,გაფუჭებული სვანაძეს შეაჩეჩეს. ამან შეიძლება სვანაძის სანაკრებო კარიერაც კითხვის ქვეშ დააყენოს 21 წლამდელებშიც, ეროვნულს ვინ ჩივის. ასე რომ თვიტონ მშრალი უნდა გამოძვრენ და სვანაძეც ცაფარცხონ. მაგრად იყენებნ იმ მწირ რესურსებს რაც გაგვაჩია. მალადეც!

• tor

საიდან ეს დიდი მოლოდინი არ მესმის ისრაელმა დაგვიქმბექა 2-0 დან.

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს

[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...

საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს

უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა