მადრიდის "რეალმა" სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების შესაძენად 55 მილიონი ევრო დახარჯა
ჟოზე მოურინიო ძალზე სერიოზულად მიუდგა სეზონისწინა შეკრებას, "რეალი" უკვე შესანიშნავ ფორმაშია და პორტუგალიელი მეორედ შეეცდება "ბარსელონას" ჰეგემონიის დამხობას. თავად სახელი - მადრიდის "რეალი" უკვე ასოცირდება მოგებებთან.

ამიტომაც, "სამეფო კლუბის" გულშემატკივრებს სურთ, რომ გუნდმა ტიტული ტიტულზე მოიგოს. მაგრამ ეს არ ხდება. "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბოლომდე ენდობა მოურინიოს, რომელსაც გრანდის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი თავისუფლება მიეცა - არასდროს, "რეალის" არც ერთ მწვრთნელს არ ჰქონია ამხელა გავლენა კლუბში და უფლებები, რაც მოურინიოს. თუმცა არასდროს არავისგან იმდენი არ მოუთხოვიათ, რასაც "განსაკუთრებულს" სთხოვენ.

უნდა ითქვას, რომ პორტუგალიელიც ყველაფერს აპირებს საიმისოდ, რომ "ბარსელონას" აჯობოს და იმაზე მნიშვნელოვანი ტიტულები წაართვას, ვიდრე ესპანეთის თასია. სხვათა შორის, სტატისტიკის მიხედვით, ჟოზე მოურინიო წარმატებას კლუბში მეორე სეზონში აღწევს ხოლმე.

"რეალმა" ხუთი მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა, აქედან "ჰითი" ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის, ნური შაჰინის ყიდვაა. ნური ჯერჯერობით ტრავმირებულია და "რეალში" დებიუტი არ ჰქონია, მოურინიო არც ახლა დარჩენილა თანამემამულის დამატების გარეშე და ფაბიო კოენტრაო იყიდა, რომელიც ანხელ დი მარიას კონკურენციას გაუწევს.

ხოსე კალეხონი და რაფაელ ვარანი უფრო მომავლის გათვლით არიან შეძენილები. აი, ჰამით ალთინთოპის ტრანსფერის მიზანშეწონილობაზე ბევრი კამათი შეიძლება, თუმცა თურქის სანაცვლოდ "რეალს" ევროც კი არ გადაუხდია.

გუნდი მზადაა ითამაშოს სწრაფად, ეგრევე გადავიდეს კონტრშეტევებზე, რაც განსაკუთრებით წაადგება "რეალს" "ბარსელონას" წინააღმდეგ, "ბარსა" ხომ უფრო პოზიციური თამაშის ოსტატია. გუნდში დიდებული განწყობაა, პროგრესი აშკარაა და ის, თუნდაც, "ბარსასთან" სუპერთასის წაგებულ დაპირისპირებაში გამოჩნდა.

გულშემატკივრები იმედით უყურებენ ახალ სეზონს, რომელიც "რეალმა" 6:0 მოგებით დაიწყო. ერთია, ადრე ხომ არ შევიდა ფორმაში "სამეფო კლუბი", ხომ არ გადაიწვება სანამ სეზონი დასრულდება?

ციტატები

კრიშტიანო რონალდო: "კოენტრაო უნივერსალია და ამით ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია".

მარტინ ვასკესი ("რეალის" ყოფილი ფეხბურთელი): "რეალში" ცვლილებები ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაიწყო, ეს კი უკვე ამ ცვლილებების დაგვირგვინებაა".

ჟოზე მოურინიო: "ესპანეთის სუპერთასის მატჩებში ყველას ვანახეთ, რომ უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე გასულ წელს".

სეზონის მიზანი - ჩემპიონობა

ჯერ ერთხელაც არ ყოფილა, რომ "რეალისთვის" სეზონის წინ ჩემპიონობის გარდა სხვა რამე დაეგეგმოთ. სხვა საქმეა, შეძლებს კი "სამეფო კლუბი" "ბარსელონას" ტახტიდან გადმოგდებას? კი, "რეალი" აშკარად უკეთ თამაშობს, მაგრამ "ბარსელონაც", რომ გაძლიერდა, ფაქტია. პროგნოზს კი ასეთს გავაკეთებთ - ვინ მოიგებს ამ დუელში არ ვიცით, მაგრამ ერთი ცხადია - გულშემატკივრებს დიდი სანახაოება ელით.

ტრანსფერები

მივიდნენ: ჰამით ალთინთოპი ("ბაიერნი", თავ. აგენტი), ხოსე მარია კალეხონი ("ესპანიოლი", 5 მლნ. ევრო), ფაბიო კოენტრაო ("ბენფიკა", 30 მლნ), ნური შაჰინი ("დორტმუნდი", 10 მლნ), რაფაელ ვარანი ("ლანსი", 10 მლნ).

წავიდნენ: გარაი, დუდეკი, პედრო ლეონი, დრენტე, გაგო, კანალესი, მატეოსი.

დოსიე

რეალ მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ

დაარსდა: 1902 წ.

სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ, 80 350

პრეზიდენტი: ფლორენტინო პერესი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

კლუბის წევრი: 65 000

31-გზის ჩემპიონი (1932, 1933, 1954, 1955, 1957, 1958, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1967, 1968, 1969, 1972, 1975, 1976, 1978, 1979, 1980, 1986, 1987, 1988, 1989, 1990, 1995, 1997, 2001, 2003, 2007, 2008), თასის 18-გზის მფლობელი (1905, 1906, 1907, 1908, 1917, 1934, 1936, 1946, 1947, 1962, 1970, 1974, 1975, 1980, 1982, 1989, 1993, 2011), სუპერთასის 8-გზის მფლობელი (1988, 1989, 1990, 1993, 1997, 2001, 2003, 2008), ესპანეთის ლიგის თასი (1985), ჩემპიონთა თასი (1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1966, 1998, 2000, 2002), უეფას თასი (1985, 1986), უეფას სუპერთასი (2002), საკონტინენტთაშორისო თასი (1960, 1998, 2002)

მეტსახელი: ლოს ბლანკოსი, ლოს მერენგესი, ლოს ვიკინგოსი, გალაქტიკო

გასულ სეზონში: მე-2 ადგილი

ოფიციალური საიტი: http://www.realmadrid.com

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: იოზილი (36), კასილიასი (35), დი მარია (35), კრიშტიანო რონალდო (34), ჩაბი ალონსო (34).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: კრიშტიანო რონალდო (40), ბენზემა (15), იგუაინი (10), კაკა (7), იოზილი (6).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. იკერ კასილიასი 20.05.1981

13. ანტონიო ადანი 13.05.1987

25. ტომას მეხიასი 30.01.1989

მცველები

2. რიკარდო კარვალიო (პორტუგალია) 18.05.1978

3. კაპლერ ლიმა პეპე (პორტუგალია) 26.02.1983

4. სერხიო რამოსი 30.03.1986

12. მარსელო ვიეირა (ბრაზილია) 12.05.1988

15. ფაბიო კოენტრაო (პორტუგალია) 11.03.1988

17. ალვარო არბელოა 17.01.1983

18. რაულ ალბიოლი 04.09.1985

19. რაფაელ ვარანი (საფრანგეთი) 25.04.1993

ნახევარმცველები

5. ნური შაჰინი (თურქეთი) 05.09.1988

6. სამი ხედირა (გერმანია) 04.04.1987

8. რიკარდო კაკა (ბრაზილია) 22.04.1982

10. მესუთ იოზილი (გერმანია) 15.10.1988

11. ესტებან გრანერო 02.07.1987

14. ჩაბი ალონსო 25.11.1981

16. ჰამით ალთინთოპი (თურქეთი) 08.12.1982

22. ანხელ დი მარია (არგენტინა) 14.02.1988

24. ლასანა დიარა (საფრანგეთი) 10.03.1985

თავდამსხმელები

7. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) 05.02.1985

9. ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი) 19.12.1987

20. გონსალო იგუაინი (არგენტინა) 10.12.1987

21. ხოსე მარია კალეხონი 11.02.1987

29. ალვარო მორატა 23.10.1992

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს