ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. "ალბისელესტემ" "მონუმენტალზე" ამხანაგურ შეხვედრაში ბენინს 3:0 სძლია, თავად ლეომ კი გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ 39 წლის ვარსკვლავმა გულშემატკივარს მიმართა და ფანებს დაემშვიდობა.

"ბოლო მუნდიალის ფინალურ შეხვედრას გამოფიტულები შევხვდით, მაგრამ როგორც ყოველთვის, ბოლომდე ვიბრძოლეთ. გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით და, მიუხედავად იმისა, რას ამბობდნენ ჩვენზე, არაფერი უჩვეულო არ მომხდარა.

ინგლისთან გამართულმა მატჩმა დიდი ენერგია წაგვართვა, რადგან მოედანზე თავი ბოლომდე დავდეთ და ეს ესპანეთთან მარცხის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ჩვენ მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, ფინალისიმა... ყველაფრისთვის უზომოდ მადლიერი ვარ. თუმცა, ეს გზა მხოლოდ 2022 წელს ან ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს არ მოიცავდა. ჯერ კიდევ მანამ, სანამ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებოდით, ამ მაისურით ჩემთან ერთად უამრავი თანაგუნდელი იბრძოდა. ეჭვი არასდროს შეიტანოთ იმაში, ჰქონდათ თუ არა თითოეულ მათგანს თავდადება, ისინი მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდნენ.

ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდიოდი, ვიცოდი, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვეძლო გატოლება. ვგრძნობდი, რომ გვერდით მეომრები მყავდა, რომლებიც მზად იყვნენ, მოედანზე ყველაფერი გაეღოთ. ძალიან მომენატრებით, მაგრამ მუდამ თქვენ გვერდით ვიქნები. მხარს დავუჭერ ამ ბიჭებს და ყველას, ვინც მათ შეცვლის. ძალიან მომენატრება აქ თამაში. ყველანი მიყვარხართ და ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ. მივდივარ მადლიერებით, სიამაყითა და მშვიდი გულით. მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელი ვარ", - თქვა მესიმ.

ინფორმაციისთვის, მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 208 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 126 გოლი და შეასრულა 69 საგოლე გადაცემა. მისი დებიუტი გუნდში 2005 წლის აგვისტოში შედგა.

ნინი
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი!
ეეეჰჰჰ???
ვაახ? რა ძნელია როცა შენი საყვარელი ფეხბურთელი გტოვეებს?

ფეხბურთს აქვს ძალიან მძიმე წესი და ნაკრებიდან წავიდა მესი.ფეხბურთის მესია და არგენტინის ნაკრების ბასრი მახვილი,ზღვა სიამოვნება რომ მიანიჭა,ფეხბურთის გულშემატკივართა უზარმაზარ არმიას.
sad life
zato ronaldom xom gadaifikra wasvla nakrebidan da ikneb exla mainc moigos rame 😀
zura222
ეს წავიდა და სხვები დარჩნეენ ??
საუკეთესოს!
ჯერ თამაშს, მერე გაცილებას გათენებამდე ვუყურე, გული მტკივა შენაირ ფეხბურთელს ნაკრებში, რომ ვეღარ ვნახავ. ლეო ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ როგორც შენ, ისევე შენს საყვარელ ოჯახს! იმედია შენი სამივე შვილიდან, რომელიმე როგორც ფეხბურთელი მიახლოებითაც დაგემსგავსება!
ავთო
განუმეორებელი
სიდა
ადამიანი ჯერ და მერე ლეგენდა.....
ედემი კორძაია
ლეგენდა წავიდა. სიტყვები ზედმეტია ყველა დროის საუკეთესო!
გიგა
ყოჩაღ არგენტინას! ლეგენდას როგორც ეკადრებოდა, ისე გააცილეს! ლაპორტა თუ უყურებდა?
toti
რა პენალტი დაურტყა რონალდოს:) ერთხელ წასული მეორეჯერაც დიდებით გააცილეს.. საღოლ ლეო:)
ჩვენც მოგვენატრები!
ლეო დიდი მადლობა ლამაზი თამაშებისთვის! არგენტინის ნაკრებს შენს გამო ვქომაგობდი, რამდენი ღამე მითენებია, რო შენი ჯადოსნური თამაშები მენახა. ლეო! შენ ყოველთვის დარჩები ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად!!!!! გვიყვარხარ და მართლაც მოგვენატრები!!!!!
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა