FIBA-ს ევროთასის გათამაშებაში გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფემ“ მეორე შეხვედრა გამართა, სადაც ქართველი ცენტრის ბრწყინვალე გარჯის მიუხედავად, წარმატების მიღწევა ვერ შეძლო.

ევროტურნირის სასტარტო მატჩში თურქული „ტურკ ტელეკომის“ ძლევის (82:75) შემდეგ, ესპანური კლუბი ამჯერად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს ეწვია, სადაც „ლონდონ ლაიონსთან“ ბრძოლაში 77:89 დათმო შეხვედრა.

ჩვენებური სასტარტო ხუთეულიდან ჩაერთო პაექრობაში და მოედანზე გამოყოფილ 18:15 წუთში უაღრესად ეფექტური გახლდათ. გამოცდილმა ქართველმა გოლიათმა საკუთარ გუნდს 18 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოუტანა. შერმადინმა შეტევაში იდეალური რეალიზაცია აჩვენა — შვიდივე ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, ხაზიდან კი 7-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ამასთან, მან ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო, ხოლო მეტოქეები მის შეჩერებას წესების დარღვევით 5-ჯერ შეეცადნენ.

შესაბამისად, გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 ერთეულს მიაღწია, რაც ტენერიფელთა შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. კანარიელთა რიგებში შერმადინს მხარი სენეგალელმა ფორვარდმა, ბამბა ტიჯანიმ აუბა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.

ამ დროისთვის „ლაგუნა ტენერიფეს“ ევროთასის B ჯგუფში ბალანსი 1 მოგება და 1 წაგება აქვს, რაც სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას უზრუნველყოფს. საერთაშორისო ასპარეზზე მომდევნო გამოცდა გიოს გუნდს 14 ოქტომბერს ელის, როდესაც საკუთარ კედლებში იტალიურ „რომას“ დაუხვდება. მანამდე კი, 11 ოქტომბერს, შერმადინის კლუბი შიდა ჩემპიონატში ჩაერთვება და ლიგა ენდესას ეგიდით საგარეო მატჩს „მურსიასთან“ ითამაშებს.

GBF.GE

გიო დაბრუნდა და ფორმაში შედის.თუ ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს,ნაკრების დახმარებაზეც დავფიქრდებიო და ამერიკელების გარეშე დარჩენილ საქართველოს ნაკრებისთვის გიორგი შერმადინის დახმარება რას ნიშნავს,მგონი ახსნა განმარტება არ სჭირდება.
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო