სერენა უილიასმა მეორე სეტში ანა ივანოვიჩს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:3, 6:4
ქალებმა ამერიკის ღიაზე მერვედფინალური ეტაპი დაასრულეს. ბადის ზედა ნაწილში ამჯერად მოულოდნელი შედეგები არ დაფიქსირებულა.

შესაძლოა, ბევრი არ ელოდა ფრანჩესკა სკიავონეს მარცხს ანასტასია პავლიუჩენკოვასთან, თუმცა რუსი აქ კარგ ფორმას აჩვენებს, იმ დროს, როცა იტალიელ ჩოგბურთელს პრაქტიკულად ყველა მატჩში სამსეტიანი ბრძოლების გადატანა უწევდა, რაც მის ცუდ მზადყოფნაზე მიუთითებდა.

პავლიუჩენკოვამ პირველი სეტის წაგების შემდეგ გატეხა სკიავონეს წინააღმდეგობა და მეოთხედფინალში ტურნირის მთავარ ფავორიტს სერენა უილიამსს შეხვდება, რომელმაც უიმბლდონის შემდეგ ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო.

ამჯერად ამერიკელს ვერაფერი მოუხერხა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ანა ივანოვიჩმა. ცალკეულ გეიმებში სერბი ახერხებდა მაღალი დონის ჩვენებას, მაგრამ საერთო ჯამში ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. პირველ სეტში ანამ მოახერხა ბრეიკის დაბრუნება და 0:3-დან ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო, რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი. სერენამ მეორე სეტში მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:3, 6:4.

პავლიუჩენკოვას ვერ მიბაძა მეორე რუსმა სვეტლანა კუზნეცოვამ, რომელსაც ტრადიციად ექცა მსოფლიოს პირველ ჩოგანთან კაროლინ ვოზნიაცკისთან წაგება.

მიუხედავად იმისა, რომ კუზნეცოვას მთელი მატჩის განმავლობაში სტაბილურობა აკლდა, თავიდან ის თანაბრად ებრძოდა დანიელს და საფირმო შემტევ ჩოგბურთს აჩვენებდა. შედეგად, რუსმა სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, ტაი-ბრეიკზე კი კრიტიკული მომენტი ჰქონდა - 2:5 ჩამორჩა, თუმცა თითქმის წაგებული გეიმი გადაარჩინა და 8:6 გაიმარჯვა.

მეორე სეტის სტარტზე ვოზნიაცკიმ ვერ გაუძლო მეტოქის შეტევებს და შეცდომებს უმატა, რამაც კუზნეცოვას 4:1 დაწინაურების საშუალება მისცა. წესით სვეტლანას მეხუთე გეიმიც უნდა მოეგო, მაგრამ საკუთარი შეცდომებს გადააყოლა სამი გეიმბოლი და მეტოქეს ბრეიკი გააკეთებინა. ამის შემდეგ ვოზნიაცკიმ გაცილებით დამაჯერებლად იგრძნო თავი და მიუხედავად იმისა, რომ რუსი ბოლომდე იბრძოდა, სეტის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

მესამე პარტიაში კაროლინი აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას, კუზნეცოვას კი ეპიზოდურად გამოსდიოდა კარგი თამაში. ბოლო გეიმში მან ოთხი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ ვერც გეიმისა და მით უმეტეს, ვერც სეტის გადარჩენა ვერ შეძლო - 1:6. კუზნეცოვამ ზედიზედ მეოთხედ წააგო ვოზნიაცკისთან, რომელსაც მეოთხედფინალში გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი ელოდება.

პეტკოვიჩმა ყველაზე იოლ გამარჯვებას მიაღწია - საათსა და 24 წუთში 6:1, 6:4 მოუგო კარლა სუარეს-ნავაროს. ამ მოგებით გერმანელმა რევანში აუღო ესპანელს 2010 წლის ავსტრალიის ღიას მეორე წრეში წაგებისთვის.

პეტკოვიჩის გარდა, მეოთხედფინალში კიდევ ერთი გერმანელი - ანჟელიკ კერბერი ითამაშებს. ბოლოს ამერიკის ღიას რვა საუკეთესოს შორის ორი გერმანელი ქალი 24 წლის წინ - 1987 წელს მოხვდა.

1/8 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან,1)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15) 6:7(6), 7:5, 6:1; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 10)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:1, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 28)-ანა ივანოვიჩი (სერ, 16) 6:3, 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 7) 5:7, 6:3, 6:4.

1/4 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-პეტკოვიჩი (10); ს. უილიამსი (28)-პავლიუჩენკოვა (17); კერბერი-პენეტა (26); სტოსური (9)-ზვონარევა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად