ესპანელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ხოსეპ პედრეროლი მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე თავისი დამოკიდებულების გამო მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრების მხარდაჭერას კარგავს.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე თურქეთთან (1:0) მოგებულ მატჩში ტრავმის მიღების შემდეგ მბაპე თავდაპირველად პარიზში შენიშნეს, მოგვიანებით კი ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ველოსიპედით სეირნობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

"მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელია და „რეალი“ მის გადაბირებას დიდი ხნის განმავლობაში, შვიდი წელი ელოდა. ფლორენტინო პერესმა მის შესაძენად ბევრი გააკეთა. გულშემატკივრებმა მას ისიც აპატიეს, რომ "რეალში" გადასვლა რამდენჯერმე გადაიფიქრა.

მასთან ერთად გატარებულ ორ წელიწადში კლუბს არაფერი მოუგია, მაშინ როცა პსჟ-მ ყველაფერი მოიგო. ბუნებრივია, ეს ფეხბურთელზე უარყოფითად აისახება. მას "ოქროს ბურთის" მოგება სურს. კარგია, რომ ეს მიზანი აქვს, არა?

თუმცა "რეალს" უფრო მეტი სჭირდება. კლუბს სურს, მბაპე მასთან თავს აიგივებდეს, მისთვის მუშაობდეს და მისით ცხოვრობდეს. გულშემატკივრებს უნდა ხედავდნენ, რომ ის ნამდვილად ვარჯიშობს. სურთ, ფეხბურთელი მოედანზე მიმდინარე მოვლენებთან იყოს დაკავშირებული და არა მოედნის მიღმა მომხდარ ამბებთან.

რა თქმა უნდა, მბაპე განზრახ ცუდად არ იქცევა. შესაძლოა, თუ ყველაფერს კარგად განმარტავს, სიტუაცია ნათელი გახდეს. თუმცა, საკმარისია, "რეალის" გულშემატკივარს დაელაპარაკოთ, რომ მიხვდეთ, მათთვის ბევრი რამ გაუგებარია.

მბაპე "ბლანკოსის" გულშემატკივრების სიყვარულს კარგავს, თუკი ეს სიყვარული ოდესმე ჰქონდა. ფეხბურთელისთვის ყველაზე ცუდი რამაა, როცა საკუთარ გულშემატკივრებს არ უყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მოთამაშე ხარ.

ვფიქრობ, დროა, მბაპე დაფიქრდეს, რა სურს და სად უნდა წასვლა. ნამდვილად სურს "რეალის" გულშემატკივრების სიყვარული? განა ეს მისი ოცნება არ იყო? განა მადრიდულ კლუბში გადასვლით ოცნება არ აიხდინა? ის ამ სიყვარულს დაკარგავს", - განაცხადა პედრეროლმა გადაცემაში El Chiringuito.

ჰოჰ
მბაპეს ჯერ ტატუებით არ დაუმშვენებია საკუთარი სხეული? მოდას ჩამორჩა, თუ რაშია საქმე. არც ცოლისთვის მიუძღვნია კოცნა-პროშნები სტადიონიდან? აბა ეგ ყოფილა მართლა >ვაჯი!
mmm
თავის საქმეს გადაჭარბებით ასრულებს, სამი ტურნირის ბომბარდირია. დაცვაში ჩამოსვლა რატომ უნდა მოსთხოვო? ისე რეალის გულშემატკივარუ მაგარი უმადური ხალხია

ფეხბურთელი ოქროს ბურთის ერთერთი უმთავრესი კანდიდატი რომ იქნება,თავისი კარგი თამაშით ვის ეხმარება,თუ არა თავის კლუბს?რეალის გულშემატკივარი ეტყობა ძალიან განებივრებულია(რა თქმა უნდა განებივრებულია)მსოფლიოს ვარსკვლავებით,მაგრამ მათი განწყობა მთლად სამართლიანი არა მგონია.მბაპე იმ კლასის ფეხბურთელია,მსურველი რომ კიდევ დიდხანს არ დაელევა და საჭიროდ თუ ჩათვლის,თავის გზას მონახავს.რეალს უამრავი პრობლემა აქვს და არა მგონია ახალი პრობლემის ძალით შექმნა,რაიმეში სჭირდებოდეს.ფეხბურთელი თავის საქმეს ბრწყინვალედ ასრულებს და დანარჩენი,მხოლოდ მისი პირადი საქმეა.
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია