საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა — ეროვნულ ჩემპიონატში NBA-ს ლეგენდის, დუაიტ ჰოვარდის დებიუტი შედგა.

NBA-ს მრავალგზის ოლსტაროსანმა, ჩემპიონმა და წლის საუკეთესო დამცველის ტიტულის სამგზის მფლობელმა, რომელმაც ოკეანისმიღმური კარიერის დასრულების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხანმოკლე კონტრაქტებით მოგზაურობა დაიწყო, არჩევანი საქართველოზე შეაჩერა.

ლეგენდარული ამერიკელის ჩამოყვანა და ქართველი გულშემატკივრისთვის ამ უნიკალური შანსის მიცემა კომპანია „სპექტრას“ დამსახურებაა, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა სუპერლიგის მონაწილე კლუბ „რაშთან“, რის შედეგადაც გუნდმა სახელი შეიცვალა და სუპერლიგაში ბლექ ფორტრესის სახელით ასპარეზობს.“სუპერმენის” სადებიუტო შეხვედრა „თბილისი არენაზე“ გორის „ივერიონის“ წინააღმდეგ შედგა.

პირველ ტურში ბლექ ფორტრეს-მა ჰოვარდის გარეშე კსუ-სთან დამარცხება განიცადა, ხოლო გორელებმა საკუთარ მოედანზე „მარგვეთთან“ დათმეს შეხვედრა. დღევანდელ მატჩში გორის გუნდი გაცილებით ორგანიზებულად გამოიყურებოდა და, დუაიტ ჰოვარდის ფაქტორისა და მისი 17-წუთიანი შედეგიანი პერფორმანსის მიუხედავად, მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია — 75:70

გამოყოფილ დროში ამერიკელმა ცენტრმა 12 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება და 1 პასი მიითვალა, თუმცა მატჩის გადამწყვეტ ეპიზოდში შეცდომა დაუშვა — როცა 5 ქულით ჩამორჩენილი ბლექ ფორტრესი ბოლო წუთზე უტევდა, ჰოვარდმა შეტევაში მოძრავი ბლოკის გამო ჯარიმა მიიღო, რამაც შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. გორელთა წარმატება მტკიცე გუნდურმა თამაშმა განაპირობა, სადაც განსაკუთრებით ვლადიმერ თავაქარაიშვილი ოთხი ზუსტი სამქულიანით გამოირჩა, რითაც „ივერიონს“ მატჩის შუა ნაწილში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოაპოვებინა, შემდეგ კი თავისი სიტყვა ამერიკელმა ლეგიონერებმა – მაიკა კლარკმა, მეზაია ოუქმენმა, კრისტიან მურმა და განსაკუთრებით, მიქაელ უგრეხელიძემ თქვეს.

უგრეხელიძემ მატჩის ბოლო წუთებზე ჰაერივით საჭირო სამქულიანი, ორიანი და ეგრეთწოდებული AND1 ჩააგდო. მისი როლი გორელთ გამარჯვებაში ფასდაუდებელია.გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესოები მაიკა კლარკი (18 ქულა, 6 მოხსნა), მიქაელ უგრეხელიძე (12 ქულა), კრისტინ მური (10 ქულა, 8 პასი), ვლადიმერ თავაქარაიშვილი (10 ქულა) და მეზაია ოუქმენი (10 ქულა, 12 მოხსნა) იყვნენ, ხოლო „Black Fortress“-ის მხრიდან ლუკა კალატოზიშვილი (18 ქულა, 14 მოხსნა), დონდრე რედიკი (16 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) და დუაიტ ჰოვარდი (12 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება) გამოირჩნენ.

GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ