ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება

ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა — სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხის სრულიად ახალ და თანამედროვე სპორტულ კომპლექსში, ადგილობრივი გულშემატკივრის უდიდესი ინტერესისა და ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერის ფონზე, სუპერლიგის პირველი ისტორიული მატჩი გაიმართა. რეგიონში კალათბურთის განვითარების მიზნით, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ იაქტიურა, შეთანხმებას მიაღწია „A ლიგიდან“ აღზევებულ „ლიბერთისთან“ და გუნდი ახალციხეში გადაიყვანა, რის შედეგადაც კლუბი ტურნირზე ქალაქის სახელით ასპარეზობს. დებიუტანტს პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში უმძიმესი გამოცდა ერგო — მასპინძლები მოქმედ ჩემპიონს, „ბათუმს“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან უაღრესად დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში წარიმართა. პერიოდების მიხედვით ანგარიში ტაბლოზე საკმაოდ თანაბრად იცვლებოდა (22:21, 19:17, 18:22, 11:15). პირველი ტაიმი ახალციხელთა მცირე უპირატესობით დასრულდა, თუმცა ბათუმელებმა მესამე მეოთხედში თამაშის გარდატეხა და ლიდერობის მოპოვება შეძლეს.გადამწყვეტი მეოთხედის ბოლო წუთები ნამდვილ ნერვების ომად იქცა.

მატჩის დასრულებამდე დაახლოებით ორი წუთით ადრე „ბათუმი“ 70:64-ს იგებდა, თუმცა ახალციხელებმა ნამდვილი ხასიათი გამოავლინეს. ჯამირ ჰარისმა ზედიზედ ორი შთამბეჭდავი სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა და საფინალო სირენამდე 1:13 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა — 70:70. ტაბლოზე წონასწორობის აღდგენის შემდეგ ბათუმელთა ლეგიონერმა ლარი ჰაუელმა ორი საჯარიმო სროლით სტუმრები კვლავ დააწინაურა.

ახალციხელებს შანსი ჰქონდათ, თუმცა მომდევნო შეტევებში ჯამირ ჰარისისა და კურვოსიე მაკკოლის სამქულიანებმა მიზანს ააცილა. ჰაუელმა კიდევ ერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო შეხვედრას საბოლოო წერტილი საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გიორგი ოჩხიკიძემ დასვა, რომელმაც ჩაჭრის შემდეგ ორქულიანი ნახტომში ჩააგდო და ბათუმელებს მძიმე გამარჯვება მოუტანა — 75:70 საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე ანგარიშით (75:70) დასრულდა დღის მეორე შეხვედრაც თბილისში, სადაც დუაიტ ჰოვარდის “ბლექ ფორტრესი” „ივერიონთან“ დამარცხდა.ახალციხის ისტორიულ სადებიუტო მატჩში გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესოები გიორგი ოჩხიკიძე (21 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი), ლარი ჰაუელი (18 ქულა, 8 მოხსნა), კარსონ ბაშამი (4 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი) და ლევან ბაბილოძე (11 ქულა) იყვნენ.

მასპინძელთა მხრიდან კი ჯამირ ჰარისი (16 ქულა), ბექა ბექაური (14 ქულა, 11 მოხსნა), საბა ლობჯანიძე (11 ქულა) და კურვოსიე მაკკოლი (9 ქულა, 4 მოხსნა) გამოირჩნენ.სუპერლიგის მეორე ტური ხვალ, 11 ოქტომბერს დასრულდება.

„მარგვეთი“ თსუ-ს უმასპინძლებს (აღსანიშნავია, რომ ზესტაფონში დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო, „მარგვეთი“ საშინაო მატჩებს დროებით თბილისში, დიღმის არენაზე მართავს).

GBF

წააგეს თუ მოიგეს,დიდი მნიშვნელობა არ აქვს.მთავარია და რომ ახალი კომპლექსი გაიხსნა და ქალაქს საშუალება აქვს,სპორტის სხვადასხვა სახეობები ააღორძინოს.რაც ვიცი,თელავშიც მაგარი კომპექსი ააშენეს,რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა ხელბურთელ მოზარდებს შორის.სხვაგან არ ვიცი,მაგრამ რაკი დაიწყეს,ალბათ სხვაგანაც იქნება აშენებული,ან აშენდება,უახლოეს მომავალში და ადგილობრივები კარგად თუ გამოიყენებენ,ქართული სპორტი,აუცილებლად ფეხზე დადგება.

• მერაბი

რა გასახარია ახალციხის ახალი,შესანიშნავი დარბაზის ხილვა და კალათბურთის სიყვარულით გაცოცხლებული რეგიონები.წარმატებები ჩვენს კალათბურთს.წინ,საქართველო,ყველგან და ყველაფერში!

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!

სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს

პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა

აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება

იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის

ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო

კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს

კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება

თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს

"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო

ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს

ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა

საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა

[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა

სპალეტი შეიძლება გადააყენონ

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა

კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია

"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა