"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ტედი შერინგემმა მარკუს რაშფორდის შესაძლებლობები და გუნდის ლიდერული თვისებები შეაფასა. ინგლისელის აზრით, "წითელ ეშმაკებს" ისეთი ფეხბურთელები აკლიათ, რომლებიც მოედანზე სხვებისთვის მაგალითის მიცემას შეძლებენ.

"მარკუს რაშფორდი ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს. უნდა დავუბრუნდეთ იმ ფეხბურთელების ტიპს, რომლებსაც სერ ალექს ფერგიუსონი იწვევდა. მას ნამდვილი ლიდერები მოჰყავდა, რომლებიც მოედანზე საკუთარი თამაშით მაგალითს აძლევდნენ სხვებს.

ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" ისეთ ფეხბურთელებს იმატებს, რომლებიც კარგად თამაშობენ, მაგრამ თავად ლიდერები არ არიან. მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მიმართულებას მისცემს, თუმცა გუნდში ასეთი არავინაა.

თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" დღევანდელ თამაშს შეხედავთ, დაინახავთ, რომ ყველა სხვისგან ელოდება გადამწყვეტ ნაბიჯს. გუნდს ნამდვილი ლიდერობა და უმაღლესი კლასი აკლია.

რაშფორდი დამხმარე მოთამაშეა და არა ლიდერი. ის ნამდვილ ლიდერებს უნდა მიჰყვებოდეს. როდესაც ჰარი კეინი შეტევას უძღვება, რაშფორდს შეუძლია მის გვერდით თამაში, მაგრამ თავად ლიდერის როლს ვერ შეასრულებს.

მას შეტევაში ახალგაზრდა ბენიამინ შეშკო და მატეუს კუნია ჰყავს გვერდით, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების ჯერ კიდევ ბოლომდე არ სჯერათ. ბრაიან მბეუმოც არ მარწმუნებს, რომ ლიდერული თვისებები აქვს, ისიც სხვას ელოდება, ვინც გზას უჩვენებს. ბრუნო ფერნანდეში ცდილობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის", - ციტირებს შერინგემს Tribal Football-ი.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

Lasha
ევრა ამბობდა მგონი, ფერგიუსონს 200 მილიონი უნდოდა ხელმძღვანელობისგან, ბეილის და რონალდუს საყიდლად და არ მისცეს, მაგიტომაც წავიდაო. არადა ვან პერსი გადაიყვანა და ფაქტიურად ახალი გუნდის აშენება უნდოდა გიგზის, ქერიკის, სქოულზის და სხვების დაბერების გამო. რეალურად ჟილკიანი ფეხბურთელები კი ჰყავდა, მაგრამ ბოლო თაობიდან ნახევარზე მეტი გუნდს უკვე ტოპ კლუბის დონეს ვერ უწოდებდი. ახალი ტრანსფერებიც არ გამოდგა წარმატებული. კაგავამ, მაკედამ, ბიუტნერმა ვერ გაამართლეს მოლოდინები და მერე საშუალო ან დაბალი დონის კლუბებში დაიკარგნენ. თითქოს ფერგის წასვლასთან ერთად ჟილკაც დაკარგესო, რუნიმაც კი. ახალი მოთამაშეებიც უღიმღამოდ თამაშობდნენ და დღემდე მოჰყვება თითქოს ეს ჭირი. მბეუმო, კუნია და შეშკო როგორ უნდა გყავდეს შეტევის ბირთვად კლუბს, რომელსაც პრემიერ ლიგის მოგებაზე კი არა, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ამბიცია აქვს...
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ბარსელონამ" რაშფორდზე აზრი შეიცვალა - რას გეგმავს "ბლაუგრანა" ინგლისელის შესაძლო ტრანსფერზე?