ბათუმში ტურის მთავარი მატჩი გაიმართა. მოსალოდნელი იყო, რომ აჭარის დედაქალაქის მთავარი სარბიელი გაივსებოდა... გულშემატკივარი მართლაც ბევრი მივიდა - იმდენი, ყველა ქართულ სტადიონზე რომ ვინატრებდით, მაგრამ ეტყობა, ბათუმელ ქომაგს ისე ატკინეს გული, რომ ბევრს სტადიონისკენ გახედვა აღარ უნდა.

ნდობის დაბრუნება ძნელია. თუმცა დღევანდელი ბათუმის "დინამო" ისე თამაშობს და კლუბშიც ვითარება ისე გაჯანსაღდა, შორს აღარ უნდა იყოს ის დრო, როცა "ბათუმი არენა" კვლავ ბოლომდე შეივსება...

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის ძირითად თანაბარი იყო. მასპინძლებს კარგი სამსახური გაუწია პირველი ტაიმის ბოლოს გატანილმა გოლმა. მეორე ნახევარი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მაღალ ტემპში დაიწყეს და დაახლოებით 20 წუთის თბილისელთა ნახევარს არ მოშორებიან.

სტუმართან კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა და ყველა შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე იყო დედაქალაქელთა ბრაზილიელი მეკარე. შემდეგ ბათუმელებმა ტემპი დააგდეს და ანგარიშის შენარჩუნება სცადეს.

თბილისურ "დინამოს" ჰქონდა მომენტები და ქულის გადარჩენაც შეეძლო, მაგრამ მეკარე ურიგო არც ბათუმელებს ჰყავთ. მოკლედ, 1:0 და ბათუმის "დინამო" 50 ქულით სათავეში ჩაუდგა სატურნირო ცხრილს.

49-49 ქულა აქვთ "რუსთავს" და "იბერია 1999-ს", ხოლო 48 - თბილისის "დინამოს". ეს უკანასკნელი მომდევნო ტურში (18 ოქტომბერი) "სპაერს" უმასპინძლებს, იმავე დღეს "ტორპედო" "რუსთავს" მიიღებს, ერთი დღით ადრე ბათუმის "დინამო" სტუმრად "გაგრას" შეხვდება, ხოლო 19 ოქტომბერს "დილა" "იბერია 1999-ს" დაუხვდება.

დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 1:0

1:0 მაურიდესი (44, იმრანის პასით)

დინამო ბთ: ყალიჩავა, ტურიცოვი (კალანდარიშვილი 69), კობახიძე, კარლსონი, კალეი (მაჰმუტოვიჩი 77), ჯაფარიძე (ეშეტიე 46), ალთუნაშვილი, კირკიტაძე (შენგელია 55), იმრანი, წულუკიძე (პაულო ვიტორი 69), მაურიდესი

დინამო თბ: ფლორესი, ფსალტისი (სანტუსი 46), კურდიჩი, უგრეხელიძე, პურზიტიდისი, უელტონ კარვალიო, კანკავა (ჰური 55), ოსეი (ვაწაძე 46), ნინუა, დოლტმურზიევი (ტეიშეირა 61), ხარაიშვილი (გბომადუ 77)

არბიტრი: ალეკო. აფციაური

alexandre
ნამდვილად გაკვირვებული ვარ. რა ხდება, ვარი არ იყო? თბილელთა გოლის დროს რის თამაშგარეზეა ლაპარაკი. გაჩერებულ კლადრის დროს, ბურთი უკვე ფეხიდან მოცილებულია და ორივე თბილისელი უკანაა. საკვირველია. სალუქვაძეს უნდა ვთხოვო, იქნებ გაარჩიონ პარასკევს "ბურთი და მოედანში"
tedo
კირკიტაძე ნაკრებში თქვე ბრმებო !!!!!!!!!!
გ,გ,-ს
ჩვენს ,მეტად დაბალი დონის საფეხბურთო ინდუსტრიაში,ყველაზე დაბალი რგოლი სწორედაც,რომ ჟურნალისტები არიან.ისინი ფსკერს არიან ჩაცილებულNი და დიდად განსაზღვრავენ ჩვენი ფეხბურთისა და ჩვენი ახალგაზრდა მაყურევლის დონესაც.მე კი, აბა აწი, რაღას დამაკლებენ , ___30 წელზე მეტია ფეხბურთს ხმაგათიშული ვუყურებ და მაგათ არ ვაძლევ საშუალებას ,მოედანზე მიმდინარე მოვლენებს დამაცილონ.თუმცა ზოგჯერ ძალიან ვწვალდები ,როცა მინდა ამოვიცნო ფეხბურთელი რომელმაც გარკვეულ ეპიზოდში თავი გამოიჩინა, როგორც დადებით ,ასევე უარყოფითი კუთხით, თუმცა მაგათ შემთხვევაშიც ,ხომ ეგრეა: ფეხბურთს არც ეგენი მიყვებიან და ფეხბურთელის ვინაობას არც მაგენი გვაგებინებენ. ჟურნალისტები,რომ თავის სიმაღლეზე იდგნენ ,ჩვენი ფეხბურთი ასეთ დღეში არ იქნებოდა.
დავითი
ეგეთი ბანძი ტიპი იშვიათია! ყოველმხრივ არასწორი!
kaka
პირველი ადგილი დინამო ტბილისი იქნება მეტი სხვა არავინ დიდება უფალს დიდება..
გ.გ.
ვინმე თუ იცნობთ მინაშვილს იქნებ სთხოვოთ ან კომენტატორობას თავი დაანებოს ან ისწავლოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ერთი სურვილი აქ რო იჭორაოს ყველაფერზე და ამ დროს მოედანზე რა ხდება საერთოდ ვერ ხედავს,ზურგით ზის და ვერ ხედავს. თამაშის ყურება მინდოდა,25 წუთი უყურე და ყველაფერზე ილაპარაკა ამ 25 წუთის განმავლობაში გარდა იმისა თუ რა ხდებოდა მოედანზე.თან ლაპარაკობს ისეთი სწრაფად რო თითქოს უნდა რო ყველაფერი მოასწროს რაც კი აქ საჭორაო. გამოვრთე და მეთქი იქნება მეორე ტაიმისთვის არაქათი ჰქონდეს გამოცლილი მეთქი.ჩავრთე მეორე ტაიმში და იგივე სიტუაცია-მოედანთან ზურგით მჯდომი ჭორაობს
უბრალოდ სიმართლე
კარგი თამაში და კარგი ატმოსფერო. მაყურებელი ფეხბურთელს "ქოქავს" და ის სულ სხვა მონდომებით თამაშობს, ამიტომაცაა უმაყურებლო ფეხბურთი მოსაწყენი. ფეხბურთი გულშემატკივრისთვისაა და გულშემატკივარი გუნდისთვის. სასურველია მეტი ხალხი მივიდეს საქართველოში სტადიონებზე.
გიორგი-ს
დაცვის ცენტრში (კობახიძის ადგილზე) არ უნდა გაძლიერება?!
გიორგი
ბათუმი უნდა გახდეს ჩემპიონი ხოდა აუცილებლაად უნდა გაძლიერდეს, 6 ნომერზე ცენტრში და რვა ნომერზე.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება