ესპანეთის უმაღლეს – ლიგა ენდესაში საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელის, რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი შედგა. „მორაბანკ ანდორას“ ქართველმა ახალწვეულმა პირველი ოფიციალური შეხვედრა მალაგაში, ადგილობრივ „უნიკახასთან“ გამართა, სადაც სტუმრები 84:92 დამარცხდნენ.ანდრონიკაშვილის დებიუტი ოდნავ გაჭიანურდა. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო შეხვედრას ქართველი მცველი მოუთმენლად ელოდა. სეზონის პირველ ტურში მას თამაშის უფლება არ ჰქონდა, ხოლო მეორე ტურის შეხვედრა „ხუვენტუტთან“ გადაიდო. შედეგად, რატის შანსი მხოლოდ მესამე ტურში, 10 ოქტომბერს მიეცა.

„ანდორას“ სამწვრთნელო შტაბმა ქართველ უკანახაზელს მოედანზე 9:20 წუთი დაუთმო. ამ დროში ანდრონიკაშვილმა 2 ქულა დააგროვა - მან ერთადერთი ორქულიანი ტყორცნა ზუსტად შეასრულა (1/1), ხოლო ერთადერთი სამქულიანი ააცილა (0/1). მის პასივში იყო 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ჯარიმა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა -2 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილმა „მორაბანკ ანდორასთან“ 2-თვიანი მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველ მცველს ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს - წარსულში იგი „მურსიას“, „სარაგოსასა“ და „ობრადოიროს“ ღირსებას იცავდა.

იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო ტურებიდან სამწვრთნელო შტაბი ქართველ უკანახაზელს მეტ სათამაშო დროს დაუთმობს, რატი კი თავის შანსს მაქსიმალურად გამოიყენებს და გუნდში ხანგრძლივად დამკვიდრებას შეძლებს.

GBF.GE

რატის
როცა შეგიძლია და ტალანტი გაქვს, უნდა გამოიყენო. რაც შესარჩევში გააკეთე, ფაქტია, რომ ეს მაღალი კლასი იყო. ჰოდა კლასი გაქვს და იშრომე, მთელი საქართველო შემოგყურებს. დროა გაიზარდო და დიდი ბიჭი გახდე. წარმატებები შენ და საქართველოს ნაკრებს.
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
უარი უდიდეს ხელფასზე - გვარდიოლამ სარფიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ანდრონიკაშვილს ესპანურმა "ანდორამ" 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის ასპროცენტიანი სიზუსტე და "ანდორას" პირველი გამარჯვება ესპანეთის ელიტაში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში