იტალიელმა სპეციალისტმა ვინჩენცო მონტელამ თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ გულშემატკივრებსა და გუნდს ემოციური წერილით მიმართა. მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 9 ოქტომბერს გავრცელდა.

"ყველა ლამაზ ისტორიას აქვს დასასრული, თუმცა ზოგიერთი მოგზაურობა ფეხბურთზე გაცილებით მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო თურქეთის ნაკრების გაწვრთნა. სამი წლის წინ ამ შესანიშნავი ქვეყნის ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა მანდეს.

გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ მეჰმეთ ბიუქექშის და მის გუნდს, რომლებმაც ჩემი ირწმუნეს, მხარი დამიჭირეს და ამ გზის დაწყებაში დამეხმარნენ.

განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთელებს თავდადებისთვის, შრომისა და ნაკრებისადმი ერთგულებისთვის. ბევრი მათგანის თბილმა სიტყვებმა, რომლებიც ჩემი წასვლის შემდეგ მივიღე, კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად ძლიერი ურთიერთობა გვაკავშირებს.

მადლიერი ვარ ჩემი სამწვრთნელო შტაბისა და ყველა თანამშრომლის ყოველდღიური შრომისთვის, მოქმედი პრეზიდენტ იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოღლუსა და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ნდობისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა გულშემატკივრებსაც, რომელთა წარმოუდგენელი ემოცია და მხარდაჭერა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვაცილებდა.

ერთად გამოვიარეთ დაუვიწყარი მომენტები, მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს, გადავლახეთ სირთულეები და ამ ქვეყნის ისტორიის განსაკუთრებული ნაწილის მონაწილეები გავხდით. ეს მოგონებები და სითბო, რომლითაც თურქმა ხალხმა მიმიღო, სამუდამოდ დამრჩება.

ფეხბურთი მხოლოდ შედეგებითა და ტიტულებით არ შემოიფარგლება. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მოედანზე მიღწეული წარმატებები.

იმედი მაქვს, ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად განცდილი ემოციების წყალობით, თურქ ხალხს სიყვარულითა და პატივისცემით ვემახსოვრები.

მადლობა, თურქეთ! შენ სამუდამოდ დარჩები ჩემს გულში", - დაწერა მონტელამ სოციალურ ქსელში.

ტრიბუნა A
ჩვენთან ! ჩვენთან!
პეტუხი კრიშტიანუ
რაო,მშობლიურ იტალიას დავეხმარე კრიზისის დაძლევაშიო?!
სვანსკი
მოვიდეს ჩვენთან სანიოლას ასი თვით ჯობს
გიორგი
სანიოლს კიდაახია 3 თამაში ბურთი
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"მონტელამ მოგვილოცა" - დემირალი მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა