საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტური დღეს „დიღომი არენაზე“ გამართული დრამატული შეხვედრით დასრულდა, სადაც ზესტაფონის „მარგვეთმა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა.

მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონში დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო „მარგვეთი“ საშინაო მატჩებს დროებით თბილისში მართავს, ნომინალურმა მასპინძლებმა მატჩის დებიუტიდანვე აგრესიულად შეუტიეს და უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს. ზესტაფონელებმა თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ ზუსტი ტყორცნებითა და სწრაფი იერიშებით პირველი პერიოდი 22:10 მოიგეს, ხოლო მეორეში კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა და 31:13 დაწინაურდნენ, რითაც პირველი ნახევრის შემდეგ 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის პირველი ნახევარი სრულად ზესტაფონელთა დომინირებით წარიმართა და მეორე პერიოდში „მარგვეთმა“ მატჩის უდიდესი ლიდერობაც კი მოიპოვა, როდესაც მეტოქე 19 ქულით ჩამოიტოვეს. მატჩის მეორე ნახევარი კი რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა, რაშიც უდიდესი როლი ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ-ს ხასიათმა და ტაქტიკურმა ცვლილებებმა ითამაშა.

უნივერსიტეტელებმა დაცვა ბევრად უფრო მკაცრად და კომპაქტურად ჩაკეტეს, შეტევაში კი სამიზნე გაისწორეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდა ამირან აროშიძის არაჩვეულებრივი გარჯა, რომლის ზუსტმა სამქულიანებმა, თავდადებულმა დაცვამ და ბოლომდე ბრძოლის ჟინმა მთელი გუნდი აიყოლია. მესამე პერიოდიდან მოყოლებული, თსუ-მ მძლავრი შტურმი წამოიწყო, მეტოქის უპირატესობა ჯერ გააქრო, ხოლო დასკვნით მეოთხედში სრული კონტროლი დაამყარა და საბოლოოდ, რთული და დამღლელი ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებაც მოიპოვა – 86:79.

მატჩის საბოლოო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გამარჯვებული თსუ-ს ლიდერებად ამირან აროშიძე (20 ქულა, 3 მოხსნა), დასლას პაუელი (14 ქულა, 5 პასი) და ნიკა ჩეჩელაშვილი (13 ქულა) მოევლინნენ, ხოლო „მარგვეთის“ შემადგენლობაში ჯაზირ ტრემბლი (29 ქულა), ჯასტინ ვებსტერი (27 ქულა, 7 მოხსნა) და ტიერნო სილა (11 ქულა, 7 მოხსნა) გამოირჩნენ.

ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ასპროცენტიანი შედეგითა და ორ-ორი გამარჯვებით სამი გუნდი — „კსუ კავკასია“, თსუ და „ბათუმი“ ლიდერობს. საუკეთესო ბურთების შეფარდებით პირველ ადგილზე კავკასიელები იმყოფებიან, ხოლო უდანაკარგო სვლას უნივერსიტეტელები და მოქმედი ჩემპიონებიც აგრძელებენ.სუპერლიგის მეორე ტური დასრულდა და უკვე მომავალ უქმეებზე, 16-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ჩემპიონატი მესამე ტურის მატჩებით განახლდება, სადაც გულშემატკივრებს ისეთი საინტერესო დაპირისპირებები ელოდებათ, როგორიცაა „ივერიონისა“ და „ქუთაისის“, თსუ-სა და „ბლექ ფორტრესის“, „თელავისა“ და „მარგვეთის“, „ორბისა“ და „რუსთავის“, ასევე „კსუ კავკასიისა“ და „ახალციხის“ შეხვედრები.

GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება