რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის თქმით ვიქტორ სანიკიძე მაღალ დონეზე ასპარეზობს და ცოტა, რომ მოუმატოს NBA-ში ითამაშებს
კლაიპედას სასტუმრო "ამბერტონის" კარიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია წითელ ფორმაში გამოწყობილ კალათბურთელთან ერთად გამოვიდა, მალევე დაემშვიდობა და ავტობუსში ავიდა. წითელმაისურიანი კი წიგნებით ხელში სასტუმროს კიბეზე ჩამოჯდა.

ზაზას სიტყვები გამახსენდა: ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოსო... ჰოდა, კიბესთან მივედი და "იუტა ჯაზის" რუს ფორვარდ ანდრეი კირილენკოს გასაუბრება ვთხოვე. სალაპარაკო თემა უხვად იყო - იგი არაერთ ქართველ კალათბურთელს იცნობს, 1 სექტემბერს ჩვენს გუნდთან კინაღამ წააგო.

- არაერთ ქართველ მოთამაშესთან მაქვს კარგი ურთიერთობა. მე და ზაზა ფაჩულია ძალიან ახლოს ვართ. დიდი ხანია ერთ ლიგაში ვთამაშობთ, ჩვენი მეუღლეებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს. იგი "ჰოქსში" კარგად მოეწყო და როცა ატლანტაში ჩავდივარ, ზაზა ყოველთვის რესტორანში მპატიჟებს, როცა ის იუტაში მოდის, მე ვუმასპინძლდები.

ნიკა ცქიტიშვილი ამერიკაში რომ ჩამოვიდა, ბევრს მუშაობდა ჩემს ნაცნობ რუს მწვრთნელთან. მას მერე სკიტასთან კავშირი მაქვს. სამწუხაროდ, იგი ევროპაში დაბრუნდა და აქ აგრძელებს კარიერას. კარგად მახსოვს მანუჩარ მარკოიშვილის თამაში 2003 წელს, როცა იგი ტრევიზოს კემპზე იყო. იტალიაში NBA-დან მე, დირკ ნოვიცკი, ზაზა ფაჩულია და ტონი პარკერი ვიყავით.

მაშინ მანუჩარი ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა მისი თამაში ძალიან მომწონდა. 1 სექტემბერს მანუჩარმა რუსეთის ნაკრებთანაც კარგად ითამაშა. სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ ესა თუ ის ახალგაზრდა სწრაფ პროგრესს განიცდის და მთავარ როლს თამაშობს როგორც ნაკრებში, ასევე კლუბებში. სსრ კავშირის პერიოდიდან მოყოლებული ქართველები და რუსები ერთმანეთთან მეგობრობდნენ. მეც დიდ პატივს ვცემ ქართველებს.

- მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ვიქტორ სანიკიძეზე, რომლის თამაში ანდრეი კირილენკოსას მაგონებს.

- სანიკიძეს ნაკლებად ვიცნობ. იგი შედარებით ახალგაზრდაა და ჩვენი გზები პირველად აქ, ლიტვაში გადაიკვეთა. თუმცა რამდენიმე მატჩის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი კალათბურთელია, კარგი მონაცემები აქვს და ევროპაშიც მაღალ დონეზე ასპარეზობს. ცოტასაც მოუმატებს და თავისუფლად შეძლებს NBA-ში თამაშს.

- საქართველოს ნაკრებთან მატჩს როგორ გაიხსენებთ?

- ველოდი, რომ ქართველებთან რთული მატჩი გველოდა, რადგან საკალათბურთო მასშტაბები გაიზარდა. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ფიბა საზღვრებს აფართოვებს და ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობას ზრდის. გადავხედოთ ევრობასკეტს, იოლად თამაშს ვერც ერთი გუნდი იგებს, ყველა იბრძვის. თუნდაც დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ფინეთი, რომლებიც მანამდე ელიტაში არ შედიოდნენ, კარგ თამაშს უჩვენებენ. ეს მისასალმებელია, რადგან მეტ კარგ კალათბურთელსა და საინტერესო თამაშს ვნახულობთ.

- ჩემი აზრით, რუსეთის ნაკრებმა საქართველო გამოცდილების ხარჯზე დაამარცხა...

- დაგეთანხმებით. გამოცდილებამ მართლაც დიდი როლი ითამაშა. რუსეთის ნაკრებმა ბოლო წუთებზე კონცენტრირება მოახერხა და ითამაშა ის კალათბურთი, რასაც შედეგი უნდა მოეტანა. ქართველებს კი მოგება იმდენად უნდოდათ, იმდენად ემოციურად თამაშობდნენ, რომ როცა დაგვეწივნენ, ცოტა დაიბნენ და შეცდომები დაუშვეს.

ალბათ ეგონათ, რომ ყველაფერი უკვე გააკეთეს... ასეთ სიტუაციებში კი უფროდაუფრო მეტი კონცენტრაციაა საჭირო. მაქსიმალურად დიდი ყურადღება უნდა დაუთმო დაცვას, რადგან ეს თამაშის მოგების მთავარი გზაა. ქართველებს ბოლო წუთებზე ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ, რაც ჩემთვის სავსებით მისაღებია. ურთიერთშეხვედრის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებს ვუქომაგებ. ნიჭიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გყავთ და წარმატებას გისურვებთ.

- ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას თქვით, რომ რუსეთის ნაკრების მთავარი მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა. როგორ ფიქრობთ, სადღეისოდ, არის რუსეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი?

- ამ პირველობას ერთი გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. არც რუსეთის ნაკრები შეიძლება ჩაითვალოს ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად.

ევროპაში 8-9 თანაბრად ძლიერი ნაკრებია, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ერთურთის დამარცხება. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ერთ თამაშზე, ერთ ტყორცნაზე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო რვა გუნდი მეოთხედფინალში ითამაშებს, თუმცა არც სენსაციას გამოვრიცხავ. ოღონდ, მოულოდნელობა მხოლოდ ერთი შეიძლება მოხდეს.

წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია, ყველაფერს თამაშები გვიჩნენებს. ჩემპიონიც ღირსეული გუნდი გახდება და ოლიმპიადის ლიცენზიასაც ის მიიღებს, ვინც ყველაზე მეტად დაიმსახურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა