გოგა ბითაძის საუკეთთესო მატჩი მიმდინარე საგამოფენო მატჩებში. NBA-ს წინასასეზონო ეტაპზე ბითაძის “ორლანდო მეჯიქმა” „კლივლენდ კავალიერსი“ მიიღო და მეტოქე უხვქულიან ბრძოლაში 132:116 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ბითაძემ პარკეტზე დათმობილ 19 წუთში საკმაოდ პროდუქტიული თამაში აჩვენა და საკუთარ გუნდს 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაახმარა. ჩვენებური შეტევაშიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩა - 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. პასივში მას მხოლოდ 1 დაკარგვა და 5 პერსონალური შენიშვნა ჰქონდა.

„მეჯიქის“ შემადგენლობაში ქართველ გოლიათზე მეტი ქულა მხოლოდ სამმა კალათბურთელმა დააგროვა: პაოლო ბანკერომ (24), ფრანც ვაგნერმა (20) და ტრისტან და სილვამ (18). რაც შეეხება ოჰაიოელებს, „კავალიერსს“ მალეეკ ტომასმა (16), დონოვან მიტჩელმა (15), ევან მობლიმა (14) და ჯეიმს ჰარდენმა (13) ულიდერეს.

აღსანიშნავია, რომ გოგას სათამაშო დროის გაზრდა ნაწილობრივ იმამაც განაპირობა, რომ ამჯერად განაცხადში მყოფ სათადარიგო ცენტრს, ნიკოლა ვუჩევიჩს პარკეტზე საერთოდ არ დაუდგამს ფეხი. ხოლო სასტარტო ხუთეულის ნომერმა პირველმა, ვენდელ კარტერმა მოედანზე გატარებულ 22 წუთში 7 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

„ორლანდო მეჯიქი“ მოსამზადებელ ციკლს 17 ოქტომბერს, „მაიამი ჰითთან“ საგამოფენო პაექრობით დასვამს წერტილს. NBA-ს ოფიციალურ რეგულარულ ჩემპიონატში კი ფლორიდელები 22 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან, სადაც სეზონს „ატლანტა ჰოუქსთან“ შეხვედრით გახსნიან.

GBF.GE

გოგამ ნაკრებში თამაშისას,საქმულიანების სროლა გაიხსენა და საკმაო წარმატებითაც ესროდა.ეს ამერიკაშიც ასეთივე წარმატებით თუ გააგრძელა,შესაძლოა ძირითადი ხუთეულის კალათბურთელიც გახდეს.
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
[VIDEO] ლეანდრო პარედესმა ინტერვიუს დროს გონება დაკარგა
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო