ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო

ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „მანჩესტერ სიტი“ 4:2 დაამარცხა და ტურნირზე ისევ გაიმარჯვა.

სტუმრები დუეს და დემბელეს გოლებით მე-15 წუთზე 2:0 გავიდნენ წინ. შემდეგ ჰაკიმიმ ბურთი ძელს გაარტყა, ვიტინიამ კი დონარუმას მესამე გაუტანა.

შესვენების მერე მასპინძლებმა აქტიურად შეუტიეს და ჰოლანმა თავურით ანგარიში შეამცირა. თუმცა, აკლიუშმა სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა. 66-ე წუთზე კვარაცხელიამ დუე შეცვალა. „სიტიმ“ იერიშები გააგრძელა, ჰოლანმა დუბლი შეასრულა.  88-ე წუთზე საჯარიმოში მენდეში ნუნიესმა წააქცია და ტორესის პენალტი დონარუმამ მოიგერია.

მომდევნო მატჩს პსჟ 17 ოქტომბერს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში გასვლაზე „სტრასბურგს“ დაუპირისპირდება.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

მანჩესტერ სიტი - პსჟ 2:4

გოლები: 0:1 დუე (13), 0:2 დემბელე (15), 0:3 ვიტინია (32), 1:3 ჰოლანი (53), 1:4 აკლიუში (63), 2:4 ჰოლანი (74)

გამოუყენებელი პენალტი: ტორესი (90, პსჟ)

• ყვავ ყვარე !

ენრიკეს პსჟ ორიენტირებულია ბურთის ხანგრძლივ ფლობაზე, სწრაფ პასებსა და მკაცრად გაწერილ პოზიციურ შეტევებზე. ენრიკეს ტაქტიკური ფილოსოფია მოითხოვს, რომ ბურთი იმოძრაოს ძალიან სწრაფად, ძირითადად ერთ-ორ შეხებაში, და მოთამაშეებმა დაიცვან მკაცრად განსაზღვრული ზონები. ამ სისტემაში ბურთის გაჩერება, დაყოვნება ან უკან უსაფრთხო პასის გაკეთება საჭიროა მხოლოდ მანამ, სანამ მეტოქის დაცვაში სივრცე არ გაჩნდება.ი, რატომ ჩანს ხვიჩას თამაში ამ დროს „უცნაური“ და შეუსაბამო,„ნაპოლიში“ ან საქართველოს ნაკრებში ხვიჩა იყო თავისუფალი მხატვარი. მისი ძალა არის ბურთის მიღება, გაჩერება, მცველის პირისპირ დაყენება, შეტევის ტემპის შეცვლა და დრიბლინგი. მას სჭირდება ბურთთან შეხება, რომ თამაშის „გემო“ იგრძნოს.ენრიკეს არ უყვარს, როცა ფეხბურთელი ბურთს აყოვნებს და ინდივიდუალურ დრიბლინგს იწყებს იმ ზონაში, სადაც ტაქტიკურად პასი იყო გაწერილი. ამიტომ, როცა ხვიჩას არ აქვს დრიბლინგის მკაფიო სივრცე, ის იძულებულია ბურთი გააჩეროს და უკან ან გვერდით პასი გააკეთოს, რათა ბურთი არ დაკარგოს. ეს კი მის ბუნებრივ დინამიკას სრულად კლავს.ენრიკეს პსჟ-ში ფეხბურთელები ხშირად გვანან საათის მექანიზმს — ყველა პასი და გადაადგილება წინასწარაა გათვლილი. როდესაც ხვიჩა იღებს ბურთს და ინსტინქტურად ელოდება მომენტს აფეთქებისთვის, გუნდის საერთო ტემპი თითქოს ჩერდება.შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხვიჩა „სიუჟეტიდან ამოვარდნილია“ — ან იძულებული ხდება ითამაშოს უსაფრთხო, „ფრთხილი“ პასები უკან (რაც მას საერთოდ არ უხდება), ან ცდილობს ინდივიდუალურ რისკზე წასვლას და სისტემიდან ვარდება.ხვიჩა პარიზში პრაქტიკულად საკუთარ ინსტინქტებსა და ტაქტიკურ დისციპლინას შორის ბრძოლაშია. როცა ის უკან პასებით თამაშობს, ეს ენრიკეს დავალების შესრულებაა და არა ხვიჩას ნამდვილი ფეხბურთი — სწორედ ამიტომ ჩანს მისი თამაში ზოგჯერ ხელოვნური და შეზღუდული.ენრიკეს უკვე აქვს ამის გამოცდილება „ბარსელონადან“. როდესაც ის „ბარსას“ წვრთნიდა, იქაც ჰყავდა მკაცრი პოზიციური სისტემა, მაგრამ შეტევაში ჰყავდათ მესი, ნეიმარი და სუარესი — სამი სრულიად თავისუფალი ინდივიდუალისტი. ენრიკემ იცის, რომ იდეალური გუნდი არის მკაცრი სისტემისა და თავისუფალი გენიოსების ნაზავი.ენრიკესთვის ხვიჩა არ არის „პრობლემა“, რომელსაც სისტემაში ვერ სვამს. ხვიჩა არის მისი „სპეციალური იარაღი“ — ფეხბურთელი, რომელიც გუნდს აძლევს იმას, რასაც ტაქტიკური დაფა და პასების სქემა ვერასდროს მისცემს: სუფთა ნიჭს, იმპროვიზაციასა და მოულოდნელობას.

• მეგრელი

ნეტა პესეჟემ კვარა გაყიდოს და რეალმა ვინი, და დაჯდება სამი შვიდიანი, ყველაფერი მაქეთკენ მიდის.

• ჟორა

წელს პსჟ მესამედ მოიგებს ლიგას და კვარამ სხვა გუნდი უნდა ეძებოს, რადგან მეტხანს აქ გაჩერება წამგებიანი იქნება. ისედაც ძალიან დიდი გადასახადებია საფრანგეთში და ხელფასიც კაპიკები რჩებათ ფეხბურთელებს.

• გიორგი

ზომიერების გრძნობა უფრო ზუსტად ობიექტურობა ქება კრიტიკაში ურიგო არ არის, მაგრამ არც ის ვარგა უთოს რომ ჩართავ და იქაც ბოჩია რურუაა.

• ბოჩიას

მეც მომეჩვენა, რომ სახე ჩამოსტიროდა და მაგარი დაბოღმილი იყოო...შესაცოდი რა სჭირს მილიონერია, მაგრამ ადამიანურად შემეცოა ,ისეთი იმედგაცრუებ ა ეწერა სახეზე....

• გენო-ს და გენოს-ს

კი ბატონო, პსჟ-ს თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექთებული. გეთანხმებით იმაშიც რომ, კვარას მარტო არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა, სხვებსაც არ უნდა დაუკარგო მათი ღვაწლი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კვარას გარეშე პსჟ გასულ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა. P.S. თქვენ პოსტზე ვიღაცამ გიპასუხათ რომ თურმე ვისაც სხვა აზრი აქვს სექტაა. სწორეთ იმას მინდა მივმართო და უთხრა რომ ის ვინც სექტას უწოდებს უცნობ ხალხს - არაადეკვატურიც არის და უზრდელიც.

• nika

და საქართველოს ნაკრებს რატომ ჰქვია „ნაკრები“? დაცვა თუ მორღვეული გყავს, შუახაზი ტრამვირებული, ბურთი ვერ ააქვთ, მწვრთნელი ექსპერიმენტობს და სელექცია არ უვარგა, თანაშემწეებად კი ვიღაცის ძმაკაცები დაუნიშნეს — აქ მარტო „კვარამ“ უნდა იმწვრთნელოს, იშუახაზოს და თან გოლებიც გაჰქონდეს? თქვენ ფეხბურთელი გინდათ თუ სამჭკუაშვილი? საქმე ეგრე არ კეთდება, რომ ლუის ენრიკეს ნასწავლმა გაიყვანოს უსაქმური ქართველობა ევროპაზე. იმ კვარაცხელიას ჯერ ფრანგული აწყობილი სისტემის ნახევარი მაინც დაახვედრეთ აქაც და მერე წამოუყენეთ პრეტენზიები. მოინდომა მუქთად ბრძენმა ერმა იოლად გასვლა. იოლი არაფერია, შრომა უნდა ყველასი, მხოლოდ ფეხბურთელის არა.

• ამატაკი გენოს

თქვენი წუხილი გასაგებია, გინდათ რომ ნაკრებს ჰქონდეს უკეთესი შედეგი. მაგრამ ხომ იცით რომ ფეხბურთი მასე არ კეთდება. ეს არ არის შტანგის აწევა, ერთ კაცზე რომ იყოს დამოკიდებული შედეგი. ფეხბურთი არის გუნდური სპორტი. საბოლოოდ შედეგს გუნდი და მწვრთნელი აღწევს. რაც შეეხება ცალკე აღებულ ფეხბურთელს რათქმაუნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მიღწეული შედეგი ფეხბურთში არ არის ერთსახოვანი. შევეცდები არა შენთვის, ზოგიერთი "ცქვიტი'ვითომ ენამახვილი ახალგაზრდისთვის გასაგებად ავხსნა: აი ენრიკე ან ვინმე სხვა დიდი ტრენერი დღევანდელ იბერიას რომ დაუყენო, რაღაც შედეგს მიიღებს, მაგრამ ვერასოდეს აიღებს ლიგას (0%). იგივე ითქმის ნებისმიერ ფეხბურთელზე,მაგალითად მთელი ისტორიის მანძილზე უდიდესი ფეხბურთელიც რომ ავიღოთ. მაგრამ არის მეორე მხარეც - საკმარისია თუ არა კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი ლიგის მოსაგებად? როგორც ისტორიამ გვაჩვენა -სრულებითაც არა. მაგ შემთხვევაში ლიგის მომგები გუნდები უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს და არა მხოლოდ რამდენიმე. ჩვენ ხომ ვიცით , ბევრმა ძალზედ კარგმა გუნდმა ერთჯერაც კი ვერ მოიგო ლიგა (მაგ. სხვადასხვა პერიოდის შესანიშნავი არსენალი). ე.ი. ლოგიკურია რომ დიდ შედეგს (როგორიცაა ლიგა და მსოფლიო) კიდევ რაღაც სჭირდება, გარდა იმისა რომ დიდი მწვრთნელი ჰყავს და კარგი გუნდია. აი აქ მივადექით მთავარ სათქმელს: დიდი სიმაღლეების აწევას დიდი ბიჭები სჭირდება, დიდი კვერცხებით და ტვინით. გულშემატკივრები მათ ზოგჯერ " ჩემპიონებს" ვეძახით. ეს ის ფეხბურთელებია , რომელიც ყოველმხრივ კარგ გუნდს აუცილებლად სჭირდება, ვინაიდან რაღაც ეტაპზე თანაბარ მოწინააღმდეგესთან ჭიდილში ასეთი ბიჭებს მოაქვს ტიტულები და ბრჭყვიალა ჩინ-მედლები. ბოლო წლების, განსაკუთრებით შარშან ასეთი შემსრულებელი იყო კვარა. ეს მართლაც რომ ყველამ აღიარა(აღარ ჩამოვთვლი) და რატომ არ გინდათ ამის დანახვა,როცა ამაში არც არაფერია სადაო, 0,01%-იც კი. საბოლოოდ- შედეგი მოაქვს ტრიადას - კარგი გუნდი+დიდი მწვრთნელი+მინ. 1 "ჩემპიონი". რაც შეეხება ნაკრებს, მგონი გასაგებად უკვე ვთქვი, ვისაც აღქმის უნარი აქვს. ჩვენ ნაკრებს იმდენი პრობლემა აქვს დაგროვილი, დაწყებული უმწვრთნელობით და პროტექციონიზმით, შემდეგ მენეჯმენტი და სელექცია, ცალკე უხეირო ჩემპიონატი და ათასი სხვა. ამ ყველაფრის აკიდება კვარაზე გინდათ და სხვა ყველაფერი რიგზე იყო და ე.ი. კვარამ ვერ გაქაჩა. რა სპორტზე ვსაუბრობთ, სად გინახიათ მსგავს სიტუაციაში ვინმეს ნაკრები გაექაჩოს და რაიმე შედეგი მიეღო, იქნებ დაასახელოთ კონკრეტული ნაკრები მსგავს სიტუაციაში. მერე ერთი წუთით დაფიქრდით რას წარმოადგენს და რა გაუკეთებია პირდაპირ თუ ირიბად ხვიჩა კვარაცხელიას ქართული ფეხბურთისათვის. ვინმე თუ გეგულებათ მსგავსი და მერე ივარჯიშეთ კვარაზე მახვილსიტყვაობაში(ამას გენოს არ მივმართავ). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ არსებობს და არც უარსებია ფეხბურთელს, რომელმაც კარიერის ყველა ეტაპი ერთნაირად უმაღლეს დონეზე იასპარეზა. მესი, რომ მესია საკმაოდ უხეირო მატჩი ჩაუტარებია არგენტინის ნაკრებში და მხოლოდ კარიერის დასასრულს მიაღწია შედეგებს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არც მაშინდელი არგენტინა ვარგოდა და არც მესი.

• nika

და ჩრდილო ირალნდიასთანაც ჰყავდა კვარას ვიტინია, თუ რა განსხვავება უნდა შეექმნა? თვითონ რომ უწევდა ბურთის ამოტანა საკუთარი ნახევრიდან და დაკარგვას რომ უფრთხოდა, უკან რომ გახვრეტილი დაცვის უიმედობით, ეგ თამაშზე გავლენას არ ახდენს? განსხვავება შეიძლება მაშინ შექმნა, ნორმალური მწვრთნელი, სელექცია და ძმაკაცობით დანიშნული ხალხი რომ არ გყავს გუნდში. მოინდომეს აქ „განსხვავება“

• nika

ეს სახე ჩამოსტიროდა რანაირი „ობიექტური“ შეფასებაა პირდაპირ, გამოვიდა ჩვეულებრივ და სცადა შანსების შექმნა, მეტი რა უნდა ექნა? სათადარიგოობა არც დუეს უხარია, არც დემბელეს და არც ბარკოლას, მაინცდამაინც კვარაცხელიასთან რატომაა აღსანიშნავი? ამდენ წამყვანმოთამაშიან გუნდში ეს ლოგიკურია და ლუის ენრიკესაც ამიტომ უწევს ზოგიერთის სკამზე დატოვება. რადგან დღეს სკამზე ტოვებს, არ ნიშნავს, რომ შარშან კვარას გარეშეც მოიგებდა პესეჟე და საუკეთესო მოთამაშეობა მოუგონეს — სეზონის ზოგ პერიოდში ერთს მისდის თამაში, ზოგში მეორეს. ლუის ენრიკეს ლანძღვა—გინება ზედმეტია, კი, მაგრამ ფეხბურთს თუ უყურებს ადამიანი, ფანობა და ქომაგობა ვის უკვირს? ეგრე გადამეტებულად უყვარდათ მესიც, ტოტიც და ვიღაცას ბერბატოვიც. თქვენ სხვას რატომ უწესებთ, ვის როგორ უქომაგონ? მაიკლ ჯეკსონს თუ შეიძლება ჰყავდეს ფანები, მის გამო თავს რომ იკლავდნენ, ქართველს არ შეიძლება ჰყავდეს გადამეტებული გულშემატკივარი? ეს რაღაც ბოღმის გამართლებას უფრო ჰგაქვს და ნურავის წესებს ნუ უწესებთ რა

• Levani

რომ ყოფილიყო ძირითადი კვარაცხელია,დუე,ტორესი მაშინ თუ გექნებოდათ ასეთი რეაქცია- დემბელეს ძირავენო. არადა დემბელეც ხშირად იწყებდა წინა წლის დასაწყისში სკამიდან. ეს ენრიკეს სტილია,ყველა კარტს არ ხსნის არიფივით. გუშინ ნევეშიც სკამზე იჯდა,თქვენ გგონიათ "ზამენაზე დასვა"? გუნდი ასე თამაშობს,მესამე სიჩქარით მივა გაზაფხულამდე და მერე როცა ვინც საჭირო იქნება იმას გამოიყენებს. სხვათა შორის არტეტამ საკა,ოდეგორი,ჰავერცი ბოლო ნახევარი საათი ათამაშა მარტო. და რა მაგით,ოდეგორზე უკეთესი ნახევარმცველი ყავს? მადუეკე კარგად ვარჯიშობს და შანსს იმსახურებსო თქვა არიფებისთვის. მწვრთნელისთვის მთავარია აბოიმა სავსე ჰქონდეს და ქულები დააგროვოს- ესაა მისი სამუშაო და ნუ ტეხავთ პანიკას.

• ბოჩია რურუა

კი ვწერდი აქ,რომ კვარას უმძიმესი სეზონი ექნებოდა და მკაცრ, დაუნდობელ კონკურენციაში მოუწევდა თამაში, მაგრამ ასეთ რეგრეს მართლაც არ ველოდი. ასეთ დონეზე,რომ არავინ არაფერს გაგიტარებს და სულ გამადიდებელი შუშით აფასებენ შენს თამაშს აქსიომაა!! სულ ერთ ადგილზე ჰკიდია პსჟ_ს ხემძღვანელებს, ენრიკეს ჩათვლით გასულ სეზონში,კვარამ როგორ ითამაშე - ის უკვე წარსულია, არც მისი ფორმა აინტერესებთ და არც განწყობა - ისე მოისვრიან ვითომც არაფერი...კვარა კი არა მესის მიუთითა ბარსელონამ კარისკენ თავის დროზე და კიდევ მილიონი მაგალითის მოტანა შეიძლება....ჩემის აზრით ეს კრიზისი კვარამ თვითონ უნდა გადალახოს, პირველ რიგში მორალურ-ფსიქოლოგიურად. შეურიგდეს მოცემულობას, რომ ის დღეისათვის არ არის ძირითადის ფეხბურთელი და კონკურენტები უკვე დაეწივნენ, თუ უკვე არ გაასწრეს და ყოველი ღონე იხმაროს, რომ პოზიციები დაიბრუნოს და არა გაიბუტოს. დაახლოებით ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ის ჩავარდნილი ნაპოლიში, მაგრამ მაშინ ნაპოლის პრეზიდენტის არაორდინალური გადაწყვეტილებით - გაყიდა შუა სეზონში, სატრანსფერო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად და მოხვდა უკვე ლიგის მოსაგებად გამზადებულ გუნდში. ახლა ნაკლებათ სავარაუდოა,რომ ასე მოხდეს....გუშინ, რომ სახე ჩამოსტიროდა და დაბოღმილი არმინდასავით თამაშობდა ზამენაზე, ცუდი საყურებელი იყო ძალიან, პირიქით ამხელა ნიჭი, რომ გაქვს და ამ დონეზე ბურთი და მოედანი დედა ....უნდა უტირო....იმედია ბოლოს და ბოლოს ჩვენთანაც დასრულდება მისი ზღვარგადასული ქება-დიდება და ბაქი-ბუქი, რომ კვარას გარეშე პსჟ ვერაფერს მოიგებდა, რომ მხოლოდ მისი მოპოვებული პენალტით აიღო თასი ბოლოს, რომ ის ოქროს ბურთის უპირობო გამარჯვებული იქნება და ა.შ. ჩვენთან უთოც,რომ ჩართო, არაფერს ვამბობ ხელისუფლების 5-ვე შტოზე, გულშემატკივრებზე,კუხნაში დიასახლისებზე და სპეციალისტებზე ყველა ხვიჩას აქებს და ადიდებს, ხოდა დაიჯერა ამ ბიჭმაც თავისი უძლეველობის და გაუნადგურდა ფსიქოლოგია...

• kesha

საქართველოს ნაკრებში ხომ ითამაშა 4 თამაში 90 წუთი,ხოდა რა გააკეთა?

• ედემი კორძაია

რაც დღეს კვარას ირგვლივ ხდება არის გლობალური დიფსტეიტოს და ევროპის გავლენა. არ უნდათ რომ ქართველმა ოქროს ბურთი მოიგოს სხვა ახსნა არ აქვს ენრიკეს საქციელს,ეტყობა ზემოდან უკრძალავენ კვარას ძირითადში დაყენებას 24 ოქტომბრქმდე.დაჯილდოვების მერე ნახეთ კვარას შედეგები და გაიხსენეთ ჩემი კომენტარი. ასეა ეს

კვარაცხელიას ნაპოლიში უფრო ყავდა პერსონალური გულშემატკივარი,ვიდრე პსჟ-ში,მის სასარგებლოდ ორ სიტყვას არ იტყვიან

• გენოს

სექტაა ჩვეულებრივ-არაჩვეულებრივი, ადეკვატურობის იმედი არ გქონდეს ტყუილად ))

• :D

ჰაჰაჰა, დამსახურებულად ეტირა ყოფა

• გენო

კვარა ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთნ ვერ ქმნის განსხვავებას,თქვენ რა გინდათ თქვათ ან რას ამტკიცებთ რომ კვარამ მოიგო ჩემპ ლიგა?ამას სერიოზულად ამბობთ?დუე-ბარკოლა-დემბელე რომ ყოფილიყო ვერ მოიგებდენ და მხოლოდ კვარამ მოაგებინა?

• ავთო

პსჯ ძლიერი მხარე არის საოცარი ნახევარდაცვა..ვიტინია,რუიზი,ნევეში საკუთარი ფორმის პიკში არიან და გაუვალი მონსტრი შექმნეს..გარემარბი ვინც არ უნდა ყოფილიყო ლუის ენრიკე ამ 2 წელიწადს ლიგას მაინც მოიგებდა,რეალურად კონკურენტიც არ ჰყოლიათ რადგან ევროპულ გრანდებს დიდი ვარდნა და პრობლემები აქვთ.იტალიური გუნდები საერთოდ მარილზე გავიდნენ,რეალი და ბარსაც საოცრად სუსტები იყვენენ და ვინღა დარჩა?გადაავლეთ თვალი ბოლო 20 წელიწადში ლიგას ვინ იგებდა და დღეს რა მდგომარეობაში არიან,მარტივად გამოიტანთ დასკვნებს.ამიტომ კვარას როლი ძალიან გადამეტებულია ამ ყველაფერში.

• ამატაკი

იმ მდგომარეობის მიზეზი რაც პსჟ-ში ხვდება არ არის რაღაც თეორიების საფუძველი. თავიდან იმას ვიტყვი, რომ ამ შემადგენლობამ სიტის კვარას გარეშე არცთუ დიდი ხნის წინ მოუგო( კვარა ახალგადასული იყო). ვინც იძახის რომ დუე მარცხენა ფლანგზე კვარას სრულფასოვნად, იმავე დონეზე შეცვლის, სულ ცოტა ფეხბურთზე თავისებური წარმოდგენები აქვს. ხვიჩამ ამ პოზიციაზე ბოლო პერიოდში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა, რაც აღიარებულია აბსოლუტურად ყველას მიერ, გნებავთ ოფიციალურად , გნებავთ წარსულის დიდი ფეხბურთელების პირით, უბრალოდ სპეციალისტების და პრესის მიერ. შეძლებს იგივეს გაკეთებას დუე ამ პოზიციაზე? ჩემი აზრით გამორიცხულია. საქმე იმაშია , რომ სიტი პსჟ-თვის მოსახერხებელ ფეხბურთს თამაშობს. ის საჭირო სივრცეებს ტოვებს, რაც პსჟ-ს მსგავს გუნდებთან მომაკვდინებელია. სწორედ ამიტომ გაშალა ფრთები დუემ. თქვენ ის მითხარით, როცა 2 ან ზოგჯერ 3 კაცს დაუყენებენ მჭიდროდ მაშინ რას იზამს? გეტყვით რასაც იზამს- ჩამოყრის ყურებს, დაიწყებს უაზრო მატაობას (რასაც ვეძახით) და უიმედობისას უკვე უზრდელურ უხეშობაზე გადავა. დუეს ეს არაერთხელ გაუკეთებია, ის არ არის სტაბილური მოთამაშე და ეს არ არის ჩემი შეხედულება, ეს ფაქტიური რეალობაა. მჭიდროდ მოთამაშე (ტაქტიკურ გუნდებს რასაც ვეძახით) გუნდებთან რას იზამს პსჟ კვარას გარეშე, აი ამას თუ მეტყვით, ვინც კვარაზე ათასგვარ ზედსახელებს იგონებთ? ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს ამ შემადგენლობაზე ბევრად, ნე შეუდარებლად ძლიერი შემადგენლობის პსჟ ( სხვათაშორის ენრიკეს ხელშიც) და სადამდე მიდიოდნენ? ჰქონდათ ბრწყინვალე მატჩები, მთელი ალიაქოთი იყო ატეხილი და უცებ რა? არაფერი - 0 . პირველივე სერიოზულ მოუხერხებელ მეტოქესთან ჩავარდნა- დაცინვები და მუდამ უიღბლოთა იარლიყი. ვინმე მეტყვის რომ სხვაგვარად იყო? ჰო, თუ ამას ამბობთ, იქნებ მაშინ ნამდვილად გჯერავთ რომ კვარას ან მისი მსგავსი ფეხბურთელის გარეშე პსჟ ლიგას მოიგებს,რას იზამ, ამაზე იტყვიან - ნეტარ არიან მორწმუნენი! ალბათ იკითხავთ, თუ მასეა მაშ რატომ დასვა კვარა სკამზე? ფორმა აქ არაფერ შუაში არ უნდა იყოს(ამის გამოსასწორებლად სწორედ მეტი დრო უნდა მიეცეს), აქ მეტწილად რამოდენიმე ფაქტორთან უნდა გვქონდეს საქმე' ერთი, რაც შეეხება კონტრაქტის ამბებს, მეორე ის რომ არაბები აღარ ხარჯავენ ფულებს ჰარიჰარალედ, როგორც ადრე იყო და ზაფხულის ტრანსფერებზე მოითხოვენ პასუხს. ვითომ კონკურენცია გაიზარდაო-აშკარად ზღაპარია. ფაქტი ის არის რომ ტრანსფერები ჩავარდა(ფრანგული პრესა) და გუნდი დასუსტდა პირიქით. გოტცი ნამდვილად ჩამოუვარდება ბარკოლას, არც ტორესია რამეთი მეტი რამოსზე. ერთადერთ აკლიუშს აქებდა ენრიკე, ლამის ერთერთი საუკეთესოაო მსოფლიოში. მე თუ მკითხავთ ღიმილისმომგვრელია მინიმუმ, თუ თქვენ ეთანხმებით ენრიკეს- მაშინ შეიძლება შეადაროთ კვარას. ამათ გარდა კიდე ლი, მბაიე გაყიდეს და ვინ მოიყვანეს - ლუკა დინი და დრო! მაგარი გაძლიერებაა!

• აი მაგალითი

ნორვეგიულ გუნდებს ქება და ქება 5 ზე მეტი უცხოელი არ ყავთ და რა შედეგები!!

• ლაშა

მხოლოდ 5-6 თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება საკმარისი არაა როცა პრეტენზია ოქროს ბურთზე და უმაღლესი დონის ოსტატზე გაქვს. იამალი,ოლისე,რაფინია,კეინი,მბაპე უმაღლეს დონეზე ატარებენ მთელ სეზონს და თამაშობენ 90 წუთს.25 წლის კვარაცხელიას კი მაგრამ რა დაღლა აქვს ესეთი რომ სეზონის სტარზევე ვერც აჩქარებებს აკეთებს ვერც დრიბლინგს,ბურთს მიიღებს და ეგრევე უკან აკეთებს პასს, თითქოს ეშინია რომ არ დაკარგოს,არადა გარემარბის ძირითადი ფუნქცია სწორედ წინ და უკან სირბილი სიჩქარეებით და გამწვავებაა.მერე ნუ გექნებათ პრეტენზია,მის პერსონალურ ფანებს რატო არ ათამაშებენ ან ოქროს ბურთს რატო არ აძლევენო.სეზონი იწყება აგვისტოში და არა თებერვალში ან მარტში.

ზუსტად მაგაზე მწყდება გული მეც. მასეთ უმადურ ადამიანებს საერთოდ არ უნდა აყურებუნო ფეხბურთს.

• b

აბა რა, ტოპ დონის ფეხბურთელები თებერვლიდან იწყებენ თამაშს.

• ასეა ეს

შარშან რომ ძლიერი იყო და წელს მოუკლო, მაგაზეა საუბარი, თორემ მაგარი ფეხბურთელი რომ არის, მაგაზე დავობს ვინმე? სისწრაფეს რომ აშკარად მოუკლო და ცოტა დამძიმებული ჩანს, მაგას ვერ ამჩნევ? ვინ გაცლის მაგდენს, როდის დაიკლებ წონაში და როდის მოუმარტებ სისწრაფეში, ვინც იმ დროს გჯობია, იმას დააყენებენ სასტავში, რა ეს ახალი ამბავია რაიმე? ამიტომ არ გინდათ მასეთი საუბრები. სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედო და გამოსავალი ეძებო. ვარჯიშს უნდა მოუმატოს. მაგაზე ნაკლები არ იყო დათო ყიფიანი, მაგრამ რომ ვერ დარბოდა და სწარაფად ვერ გადაადგილდებოდა, ლოკომოტივშიც ვერ ხვდებოდა სასტავში, დინამოში კი არა. მერე მისმა ძმაკაცებმა ვიქტორ სანეევთან მიიყვანეს სპეცვარჯიშებზე და იმან სწორად სირბილი ასწავლა და ამის მერე რომ დაბრუნდა დინამოში, რანაირი დაბრუნდა და რა ფეხბურთი ითამაშა, ძველ თაობას გვახსოვს კარგად, ფეხბურთის პროფესორს ეძახდნენ საფეხბურთო სამყაროში.

• დავით 67

როგორ უცბად ავიწყდება ხალხს, ხვიჩას მიერ მინიჭებული წუთები.(ყველაზე არ ვამბობ) ახლა თურმე აკლუში უკეთესია. არაფერს ვერჩი, უბრალოდ დაამტკიცოს თავისი უკეთესობა. რაც შეეხება ხვიჩას მე რასაც ვუყურებ თებერვლიდან იწყებს მაგრად თამაშს. ყველა მატჩს მაღალ დონეზე ვერავინ ითამაშებს. მთავარია როგორი პროდუქტიული ხარ გუნდისთვის. თუ როგორი სარგებელი ნახა პსჟმ მისგან ეს ყველამ დავინახეთ. დაუფასებლობა არაა კარგი. ეს აკლუში ბარკოლაზე კარგი ნაღდად არაა. აგერ გუშინ ჰეკტრიკი შეასრულა და მაგრადაც ითამაშა

• სიმართლე

მან.სიტი რომ ხარ ესე არ უნდა წააგო პსჟ_თნ. არსენალს აქვს უფლება ესე წააგოს არსენალია, შეიძლებოდა ანგარიში უფრო დიდი ყოფილიყო. ან პსჟ_ა ძაან დიდი გუნდი, ანაც მან. სიტიმ ვერ ითამაშა და ვერ მოემზადა სათანადოდ.

• სიმართლე

კვარას ძაან ადრე გადაუსვით ხელი, ჯერ მთელი სეზონია წინ, არდაგავიწყდეთ თქვენ საუბრობთ გასული სეზონის საუკეთესი ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთელზე და პოტენციური ოქროს ბურთის მფლობელზე. ლემანს ხო გაუტანა ლიგა 1 ში? სეზონი ახალი დაწყებულია, სუპერთასზე ასტონ ვილას ხო შეუგდო? ნაკრებში თუ ვერ ითამაშა პსჟ არ არის საქართველოს ნაკრები.

• იკა

ფერან ტორესის პენალტი იყო, რაღაც სანიმუშო მაგალითი. :დ

• კახა

ენრიკემ ეტყობა გაიგო რომ რეალთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და სჯიან ამის გამო სულ ეს არის.

• ყვავ ყვარე !

სანაკრებო პაუზებისა (საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მძიმე 90-წუთიანი მატჩები) და საკლუბო კალენდრის შეხამება დიდ ენერგიას მოითხოვს. როდესაც ფეხბურთელი 100%-ით ფიზიკურ პიკში არ არის, მისი მთავარი იარაღი — დრიბლინგი და პირველი ნაბიჯის სისწრაფე — ნაკლებად ეფექტური ხდება , ენრიკეს სისტემაში ის უფრო „X-ფაქტორია“ — ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის ბედის შეცვლა, ვიდრე მოედანზე 90 წუთის განმავლობაში სტაბილური პასების გამცემი სისტემური ჭანჭიკი.

• თემო

კვარაზე რეალურად იმაზე მეტი წარმოდგენა არსებობს, ვიდრე არის. ოქროს ბურთის კონტექსტში იამალი,ჰოლანდი, კეინი, ოლისე,რაფინია,როდრი და მბაპე, ჩემი აზრით, უფრო მაღლა დგანან. კვარას არც ის ქარიზმა აქვს, არც ის ტექნიკა და არც ის სტატისტიკა, რაც ხალხს ჰგონია. მაგრად გაუმართლა — საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა.

• ამაშია საქმე

რადგან ლუის ენრიკე აღარ ენდობა ისე აღარ იქცევა როგორც საჭიროა.ეს ნაკრებშიც გამოჩნდა.4 თამაშში რომ ვერაფერს შექმნი. ეტყობა დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილია და თავს აღარ იწუხებს ზედმეტი ვარჯიშით.არადა რა ნიჭიერია.

• საჩინო

სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ.ხვიჩამ სათანადოდ ვერ გამოიყენა საზაფხულო დასვენება და ის ფეხბურთელები ,რომლებსაც არ დაუსვენიათ ,უფრო კარგად გამოიყურებიან.ძალიან ძნელია წარმატებული ზოლიდან ამოვარდნის შემდეგ ,ისევ იქ დაბრუნება.ის ახლა პსჟ-ს ძირითადად კი არა,როტაციაშიც არ მოიაზრება მყარად. გამოსავალი ერთია: მან უნდა გაანალიზოს დღევანდელი მდგომარეობა და ახლიდან(რუბინში ,რომ იწყებდა) დაიწყოს ყველაფერი.შეცვალოს მიდგომები ,ყოფითი საკითხები გადაწიოს უკანა პლანზე და კონცენტრირდეს მხოლოდ ფეხბურთზე.

• სამწუხარო რეალობა

კვარამ სისწრაფეს მოუკლო ძალიან და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, ბურთის დაკარგვის ეშინია და ამ ფონზე გამწვავებაზე წასვლას, უკან პასი ურჩევნია. გუშინ დუემ ითამაშა მის პოზიციაზე და ხომ ნახეთ როგორი პროდუქტიული იყო. აკლიუშმა დუე მაგრამ შეცვალა მის პოზიციაზე. ასე, რომ ნუ გიკვირთ, კვარას სათადაროგოში ყოფნა

• HK

"წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" წელს ლიგა რომ მოიგო სწორედ რომ კვარას დამსახურებით, კვარამ მოიგო ლიგის ყველა თამაში და დამსახურებულადაც არის ოქროს ბურთზე, რაც შეეხება ახალ სეზონს გეთანხმებით არ არის ისეთ ფორმაში მაგრამ ფეხბურთელის ფორმა ყოველთვის საუკეთესო ვერ იქნება, ჩავარდნები ყველას აქვს, მაგრამ კავარ რომ ნიჭი აქვს და ბევრი ძალიან ძლიერი პლიუესები ეს ასე ადვილად არ იკარგება... აკლიუშმა რა ითამაშა? გოლის მომნტს თუ არ ჩავთვლით არ ქონია კარგი თამაში, ამ გუნდის მთავარი შემტევი ოთხეული კვარა დუე დემბელე ტორესი იქნება და მათგან საუკეთესო ფორმაში დაიწყებს ალბათ თამაშებს

• nika

ნაკრებში რა შანსი მისცეს? ბურთის ამომტანი არ ჰყავდა, მწვრთნელი რა ჰყავდა ვნახეთ, მწვრთნელის ასისტენტები ძმაკაცობით მიყვანილი და პრეზიდენტი მთავრობის დანიშნული. 55-ე ადგილის მქონე ეროვნული ლიგის მქონე ქვეყანა რის იმედზეა, რომ ერთი კვარა ათრევს ლუის ენრიკეს ნასწავლით? კარგი ერთი. აი, ჩემპიონატის დონეზე რომ იმუშავებს ერი, ნორმალურ არჩევნებს რომ მოსთხოვს მთავრობას, ნორმალურ მწვრთნელს რომ მოიყვანენ და ნაკრები შუახაზის გარეშე არ გვეყოლება, მერე „შეიძლება“ კვარაცხელიამაც გაიტანოს. ესაა სიმართლე

• Patr.

ეტყობა რეალზე უჭირავს თვალი და პესეჟეში დიდად აღარ იხარჯება

• Levani

რა დროს ჩემპიონთა ლიგას,გაგანია MLS მიდის- ანზორი ისევ არ იყო ჩიკაგოს განაცხადში და რამე ვიმოქმედოთ სანამ გვიან არ არის. ლევანდოვსკისთან დარეკეთ,ან ამერიკის ელჩთან შევიდეთ

• Giga

Kvara tuaratamasha formashi rogorsheva.nakrebshic formidable amovardnili chamovida.magan moagebina Shanahan ligac da cels supertasic damaxsovreba unda amas Romana kvara bakeri gaagdebda psjs

• იკა

უბრალოდ ვიტყვი, საფრანგეთის ნაკრებში ნახევარი პსჟ-ეა თავმოყრილი და რა ჩემი ფეხებიც ქნეს მსოფლიოზე კი ვნახეთ. კი, კვარა რომ არ პსჟ ვერ მოიგებდა ვერც პირველად და ვერც მეორედ ჩემპიონთა ლიგას. თუმცა კვარა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს თუ შეიძლება ასე ითქვას, ადვილად იცის გულის აცრუება, ცოტა მშიშარაა

• ქართველს

აკლიუშს მთელი თამაში არაფერი გაუკეთებია. გოლიც მაგ ჯიგარმა კი არა ფაქტიურად დონარუმამ გაიტანა თავის კარში. ჩემი თუ არ გჯერა ნახე, რომ მიუხედავად გოლისა, 6.5 აქვს შეფასება. ეგ “გენიალური ბიჭები” და “კვარას გარეშე უკეთესად მოთამაშე გუნდი” წინა სეზონში ჩელსისთან, ლივერპულთან, ბაიერნთან და არსენალთან სად იყო?! გულზე ხელი დაიდე და თქვი, რომ არა კვარა ლიგას მოიგებდნენ?! წინა წლის ლიგის საუკეთესო აკლიუში გახდა?! რა თქმა უნდა კვარას მოსამატებელი აქვს და ფორმაში უნდა შევიდეს, მაგრამ გუნდის და მწვრთნელის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არა აქვს. ვფიქრობ, რომ ფიზიკურზე მეტად ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურად სჭირდება “მოხოდვა”, რაშიც ბრატისლავასთან უხვ გოლიან თამაშში გატანა, დღევანდელი ძირითადი (ძალიან დაბალ დონეზე მოთამაშე აკლიუშის ნაცვლად) და ვიტინიას მიერ ორი დღის მოსულ ტორესის ნაცვლად მისთვის პენლის დარტყმის დათმობა ძალიან დაეხმარებოდა.

• lisandroს

რასაც შენ და შენი ნ---ი ენრიკე კვარას გარეშე მოიგებთ გაიკეთეთ უკან.(ადმინ არ დამბლოკო)

• romhik

სადაც მისცეს შანსი იქ უნდა გაეტანა, ანუ ნაკრებში, აბა ამ ენრიკეს იმედათ ჩემი მტერი იყოს.დდდ

Კვარადონას თავის გუნდში მირჩევნია: დემბელე, ჰაკიმი, მენდეში, ვიტინია, პაჩო. Რამეს კი არ ვერჩი კვარას, უბრალოდ ეს ფეხბურთელები უფრო სტაბილურები არიან. Მენდეში და ჰაკიმი ამ გუნდის მთავარი კოზირია საერთოდ.

• ქართველი

რუბინი რა თქმა უნდა არა ,მაგრამ თუ არ მოუმატა გაყიდიან! კვარაცხელიას გარეშე გუნდი უფრო ძლიერია თანაც ყველა პოზიციაზე ძალიან მაგარი ბიჭები ყავს, აკლიუშმა რა გოლი გლიჯა, დუეზე და დემბელაძე აღარა მაქ ლაპარაკი გენიალურები არიან ყველა თამაშში, ტიპები მარტო შეტევაზე ფიქრობენ და უკან პასი რა არის ვაფშე არ იციან, ანუ 100 პროცენტით ატაკერები არიან!

• lisandro

ესაო ისაო რა დემბელეო რა დუეო კვარადონა რომარ იყოს პსჟ ლე მანსაც ვერ მოუგებსო, რაღაც ძაან ჩამოლაბორანტდა ეს ჩვენი გენია, პსჟ-ში მოტივაცია დაკარგაო იტყვის კაცი მარა ეს ასე ოც ოცი წუთით მოფაფხურე ვის რა ოხრად უნდა თან იმ ხელფასად? ეს მგონი უკან რუბინისკენ იკვალავს გზას

მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"

"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა

"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს

"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე

ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს

18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში

"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია

"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა

დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს

"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა

"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს

ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა

გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში

უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია

Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?

მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"

გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"

ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა

დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას

"ბარსელონას" ფეხბურთელის აზრით, მისი გუნდი პსჟ-ზე და "რეალზე" უკეთესია