ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მკაცრად გააკრიტიკა. მიზეზი ესპანელი სპეციალისტის განცხადებაა, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ფინანსურ დარღვევებს ეხებოდა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ენრიკემ იმედი გამოთქვა, რომ ინგლისური კლუბისთვის ყველაფერი კარგად დასრულდებოდა და მის მიერ მოგებული ყველა ტიტული დამსახურებული იყო.

რიოლო ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ დაეთანხმა.

"მისი სიტყვები აღმაშფოთებელია. გამოდის, რომ შეგიძლია წესები დაარღვიო და მოედანზე მოპოვებული წარმატება მაინც დაიმსახურო? რა შეიძლება დაიმსახურო მოედანზე, თუ წესებს არღვევ, ფინანსურ მაქინაციებს მიმართავ და ისეთ ფეხბურთელებს იმატებ, რომელთა შეძენის უფლებაც არ უნდა გქონოდა? როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა?

ის ამბობს, რომ იმედი აქვს, "მანჩესტერ სიტისთვის" ყველაფერი კარგად დასრულდება. ამით "არსენალს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" სახეში აფურთხებს.

არ მგონია, მას ესმოდეს, თუ რა მასშტაბის აღშფოთება გამოიწვია ამ საქმემ ინგლისში. წარსულის ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორებიც სტივენ ჯერარდი, გარი ნევილი და როი კინი არიან, განრისხებულები არიან და პასუხების მიღება სურთ. აინტერესებთ, დაისჯება თუ არა "სიტი".

115 ბრალდებიდან 114 დადასტურებულად არის მიჩნეული. თუ კლუბმა მართლაც შეიძინა ფეხბურთელები იმ თანხებით, რომლებიც დარღვევების შედეგად მიიღო, მაშინ სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია.

თუ ინგლისელები სათანადოდ მკაცრ პოზიციას დაიკავებენ, არ მგონია, "მანჩესტერ სიტიმ" სასჯელს თავი დააღწიოს. მჯერა, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ცნობილი ფეხბურთელების მობილიზებით ან პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ პრემიერლიგის ხელმძღვანელობის მკაცრი პოზიციის მოთხოვნით.

ინგლისში "მანჩესტერ სიტის" გარშემო ვითარება უკიდურესად დაძაბულია. როდესაც საფრანგეთის უდიდესი კლუბის მწვრთნელი პრესკონფერენციაზე გამოდის და აცხადებს, რომ იმედოვნებს, ყველაფერი "სიტისთვის" სასიკეთოდ დასრულდება და მისი ტიტულები დამსახურებულია, ეს სკანდალს იწვევს.

აღმაშფოთებელია, რომ მან ასეთი განცხადებები გააკეთა. მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ისაუბროს, რადგან სხვა თემებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა მისთვის დამღუპველია“, - ციტირებს რიოლოს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" ფინანსური დარღვევების საქმეზე 115 ბრალდება წაუყენეს. საქმე ფინანსური ინფორმაციის არასწორად წარდგენას, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ფინანსური კონტროლის წესების შესაძლო დარღვევებს ეხება. კლუბს სხვადასხვა სანქცია ემუქრება, მათ შორის ქულების დაკლება და პრემიერლიგიდან დაქვეითებაც.

იან-კრისტიან დრეესენი
ლუის ენრიკე ლიგაზე უნდა დაგანგრიოთ 👊
ჟორა
ფეხბურთის მოედანი და ბუღალტრის თბილი ოთახი უნდა გაიმიჯნოს. ენრიკე მართალია.
nika
და მერე ფინანსურ მაქინაციებს თავიდანვე ვერ ხედავდნენ? ქვის ხანაა და არსად აღირიცხება? 13 წლის მერე ჩამორთმევები რა არის, მიეხედათ 1-2 წელიწადში. ლუის ენრიკემ ეგ თქვა ფეხბურთელებზე, მწვრთნელზე და იმ ხალხზე, ვინც მუშაობდა. ფინანსური მაქინაცია რომ იყო, ფეხბურთელები ნაკლევად ვარჯიშობდნენ თუ ტაქტიკას და სტრატეგიას სხვანაირად ხაზავდნენ? იმ ხალხის შრომა წყალში იყრება?
სიმართლე
ამის მიზეზი არის ის, რომ ინგლისში ვერ მოიძებნა მან. სიტიზე წარმატებული და დიდი საფეხბურთო კლუბი, ოღონდ თანამედროვე ეპოქაში და არა 900 წლის უკან. ყველა ფეხბურთის კლუბი დამნაშავეა რაღაცაში. არც ლივერპულია სიტის დონისა, არც არსენალი, არც მანჩესტერი და არც არავინ.

თუ სქმე 10%-იან მოგებას ეხება,კაპიტალი თამამად მიდის საქმეში!თუ მოგება 50%-ა,კაპიტალი უკან მოუხედავად გარბის,იმ საქმეში და მოგება 100% თუ იქნება,არ არსებობს დანაშაული,რომელზეც კაპიტალი და წავა!ამას,ჯერ კიდევ კარლ მარქსი წერდა,19 საუკუნეში და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.სიტიზე გასკდა,თორემ მთელი განვითარებული მსოფლიოს მატერიალური კეთილდღეობა,სწორედ მაგ მორალითაა აშენებული და დღეს,პრინციპში აღარც მალავენ.სხვაგან ,კიდევ უარესები იქნება.
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლუკა დონჩიჩის მორიგი ბრწყინვალე შოუ და სანდრო მამუკელაშვილის ძლიერი მატჩი "მაიამისთან"
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
"ბარსელონას" ფეხბურთელის აზრით, მისი გუნდი პსჟ-ზე და "რეალზე" უკეთესია
"სამარცხვინოა - ერთი წადი და "ოსერის" მწვრთნელად იმუშავე" - რიოლო ლუის ენრიკესაც მისდგა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
"შეშლილია, ჭკუიდან გადავიდა" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებს, ამჯერად ხმაურიანად რონალდოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"გუნდში ზედმეტი ტვირთია" - რიოლომ რონალდო მაგრად გააკრიტიკა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?