სოფიური მატჩის შემდეგ ბულგარეთში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს დავუკავშირდით. მან სასიამოვნო ახალი ამბავი გვამცნო...

სოფიური მატჩის შემდეგ ბულგარეთში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს დავუკავშირდით. მან სასიამოვნო ახალი ამბავი გვამცნო:

- ბულგარეთში წამოსვლამდე გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩარტერული რეისით გაემგზავრება. ეს გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან ღამის გატეხვა არ მოუწევს და პორტუგალიაში დამშვიდებული ჩავა. არანაკლებ მნიშვნელოვანია პორტუგალიის შემდეგ სამ დღეში გასამართი მატჩი - თბილისში ბულგარეთს ვუმასპინძლებთ. ტრანზიტული რეისით მგზავრობა ნაკრებს ძალიან გადაღლიდა, არადა, შეიძლება სწორედ ბულგარეთთან დაპირისპირება აღმოჩნდეს გადამწყვეტი...

- ახლა ამ გუნდთან გამართულ სოფიურ დაპირისპირებაზე ვთქვათ.

- ჩვენმა გუნდმა მატჩი სტაბილურად ჩაატარა, დამსახურებულად გაიმარჯვა და საზოგადოებას დაანახვა, რომ პოლონეთთან მოგება შემთხვევითობა არ იყო. მატჩში თერთმეტმა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რაც გუნდური თამაშის ნიშანია. ბულგარეთში მოგება კალათბურთელების ფსიქოლოგიაზე დადებითად იმოქმედებს.

- ეს გამარჯვება სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო.

- წაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის ისეთივე შანსი გვექნებოდა, როგორიც დანარჩენ სამ გუნდს. წარმატებამ კი სერიოზული უპირატესობა მოგვცა - დღევანდელი გადასახედიდან პირველ ადგილზე გასვლის სხვებზე მეტი შანსი გვაქვს, თუმცა წინ კიდევ 4 მატჩია და ნაკრებს ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება მართებს. მთავარია, ბიჭებს ენერგია ბოლომდე შერჩეთ.

- პოლონეთთან კარსმომდგარ დაპირისპირებაზე რას იტყვით?

- რთული ბრძოლა გველის. პოლონელებმა ბელგიას 20 ქულის სხვაობით აჯობეს და ჩვენი დამარცხებისთვისაც ყველაფერს იღონებენ. იმედი მაქვს, კალათბურთელები ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ძალების აღდგენას მოასწრებენ. ასევე ვიმედოვნებ, რომ ზაზა ფაჩულია ფეხს მოიშუშებს...

- ზაზას მუხლი ისევ აწუხებს?

- ბულგარეთთან მატჩამდეც სტკიოდა და სოფიაში ცოტა გაუმიზეზდა. ვფიქრობ, 17 აგვისტომდე ზაზა მწყობრში ჩადგება.

გუშინ, საღამოს საქართველოს ნაკრები სოფიიდან ვარშავაში გაფრინდა, პოლონეთის დედაქალაქიდან კი ლოძისკენ ავტობუსით გაეშურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა