ესპანეთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშს ადგილობრივი პრესის გამოხმაურება მოჰყვა
ესპანურ ქალაქ ლუგოს "ანხელ კაროს" სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთთან მეორედაც დამარცხდა - ამჯერად უფრო "ადამიანური" ანგარიშით - 0:2. ხორვატიასთან თუნდაც სტუმრად მოგების შემდეგ ესპანელებთან ორი წაგება მოულოდნელი არც ყოფილა, მაგრამ საერთო პასივი 2:9 ერთობ დამამცირებელი იყო.

ცხადია, საინტერესოა, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ესპანეთში ქართველთა თამაშს.

მარკა

ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოსთან მეორედაც მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

ლუის მილიას გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. ესპანეთი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე სუსტი საქართველო და საბოლოოდ უპირატესობა შედეგშიც აისახა. მასპინძლები სწრაფად გადადიოდნენ მეტოქის მოედანზე და სწრაფადვე ახერხებდნენ მეტოქის დაცვაში ხარვეზების მოძებნას. მაგრამ ხან სიზუსტე არ ჰყოფნიდათ, ხანაც კი ქართველები სირცხვილსგან მეკარე მაკარიძემ იხსნა.

საქართველო მთელი გუნდით იცავდა თავს. სერხიო კანალესმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ საბოლოოდ დაცვაში ჩამსხდარი ქართველების რიგების გარღვევა ისევ მან მოახერხა.

მართალია, ლუის მილიას გუნდმა ოთხი დღის წინადელივით შთამბეჭდავად ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მორიგი 3 ქულით პირველი ადგილი განიმტკიცა.

სერხიო კანალესი: მთავარი 6 ქულა იყო

სერხიო კანალესი: "გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ქართველები ორჯერ დავამარცხეთ, რადგან ესპანელები ერთმანეთს კარგად ვგრძნობთ და ვიცნობთ. დარწმუნებული ვიყავი, ქუთაისის მსგავსი ანგარიშით ვერ გავიმარჯვებდით, რადგან ასეთი დიდი უპირატესობით მოგება მაინც იშვიათია. ჩვენი მთავარი ამოცანა ქართველებთან ორ შეხვედრაში ექვსი ქულის მოპოვება იყო და მიზანს მივაღწიეთ. ახლა კი ხორვატიაშიც უნდა გავიმარჯვოთ".

"გუნდმა უმაღლესი კონცენტრაცია გამოავლინა. ჩვენ ვახერხებდით მეტოქის მოედანზე ბურთის სწრაფ გადატანას. სხვათა შორის, კანალესი, რომელმაც ქართველებს ორი გოლი გაუტანა, თამაშამდე ნორმალურად ვერ სუნთქავდა. ქუთაისში 2:7 წაგების შემდეგ ჩვენმა მეტოქემ სწორი დასკვნები გამოიტანა და ჩვენი შეტევების შესაჩერებლად ნახევარდაცვა და დაცვა გააძლიერა.

თამაშში უპირატესობას მეტწილად ჩვენ ვფლობდით და გამარჯვება საეჭვო არ გაგვიხდია. საწყის ეტაპზე ორი გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს, რაც ძალიან მახარებს - ამ ახალი გუნდის შემადგენლობა ხომ 20-წლამდელებიდან გადმოყვანილებით შევავსეთ. მხოლოდ მუნიაინი და დავიდ დე ხეა არიან ევროპის ჩემპიონები და მათ შეუძლიათ, ახალგაზრდებზე დადებითი ზემოქმედება მოახდინონ.

მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელები გვყავს. მათ ბავშვობიდან კარგად წვრთნიან, ანათლებენ და ნაკრებში მიწვეულებმა უკვე იციან, გუნდს რა სჭირდება", - ეს უკვე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის მილიას სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eddy
ამას ესპანელების თქმა რათ უნდა. წინა მსოფლიოს ჩემპონატის შესარჩენი ტურნირის დროს - მთელი ორი წელი იგო ფიფა'ს საიტზე იტალიის მწვთნელის სიტვები -"საქართველოს ფეხბურთის კულტურა არ აქვსო". ჩვენში ეს არაცერთ ფეხბურთის სპეციალისტს არ გაუკრიტიკებია (ყოველ შემტხვევაში მე ასეტი ქარტველი დაწერილი სტატია არსად არ მინახავს).
daviti
გილოცავთ მხოლოდ 2.0 წაგებას!ისე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ,რაც არ უნდა მოხდეს,რა სამარცხვინო საქმეც არ უნდა დაგემართოს სამსახურიდან თავის ნებით არ მიდის.თავმოყვარე კაცი გაბელიას ადგილზე უკვე ქუთაისში გადადგებოდა,რადგან ის კატასროფა მხოლოდ მისი ბრალი იყო.არც ხალხი ყავდა შერჩეული და 5 შემტევით,დაცვაზე საერთოდ რომ არ ფიქრობს ისეთი ფეხბურთელებით ესპანეთთან იდიოტი თუ ითამაშებდა.ვერაფრით გავიგე რა მოცონს თარხნიშვილის 20 წამი ბურთის მისაღებად და დასამორჩილებლად რო ჭირდება და კიდე რით ჯობია კაკუბავა ზესტაფონელ კობახიძეს ვიტომ გვარით?
zviadi
მათ ბავშვობიდან კარგად წვრთნიანო აი წარმატების გასაღები. ფეხბურთის მესვეურებო ან აზრზე მოდით ან დაგვანებეთ თავი.
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია