ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „სტრასბურგი“ 3:1 დაამარცხა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია ამჯერად ძირითად შემადგენლობაში დააყენა, თუმცა, სამწუხაროდ, მან თავი ვერაფრით გამოიჩინა, თითქოს წნეხის ქვეშაა, სისწრაფე აქვს დაკარგული და დრიბლინგზე წასვლასაც ერიდება. რაღაცნაირად შებოჭილია, მაგალითად, 34-ე წუთზე თავად შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ პარტნიორს გაუკეთა გადაცემა და შანსი დაკარგა.

დედაქალაქელებმა თავიდანვე შეუტიეს, მომენტები აკლიუშმა და ტორესმა ვერ გამოიყენეს, მასპინძლები კი ერნანდესისგან რიკოშეტით რეინამ დააწინაურა. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მატჩის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, ლუის ენრიკემ ცვლილებებით სცადა თამაშის გამწვავება, მოედანზე ჯერ დინის, ბერალდოს და ფერნანდესის ნაცვლად მენდეში, ვიტინია და დუე შეუშვა, ხოლო მერე ნევეშის და ხვიჩას მაგივრად ჰაკიმი და დემბელე. „სტრასბურგი“ სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა, „პარი სენ ჟერმენი“ ორჯერ მეკარე საფონოვმა გადაარჩინა. 71-ე წუთზე დუეს დარტყმული ბურთი ხელზე კულიბალის მოხვდა და დემბელემ პენალტიდან ბურთი კარს ააცილა. თუმცა, პსჟ-მ ზეწოლა გააძლიერა, ზაბარნიმ, დემბელემ და დუემ გაიტანეს და პსჟ-მ გაიმარჯვა.

პსჟ 14 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

სტრასბურგი. „სტად დე ლა მენო“

სტრასბურგი - პსჟ 1:3

გოლები: 0:1 რეინა (17), 1:1 ზაბარნი (77), 1:2 დემბელე (85), 1:3 დუე (90+3)

გამოუყენებელი პენალტი: დემბელე (72, პსჟ)

არ მგონია შენ სამხრეთ ამერიკაში საფეხბურთო მოედანზე ყოფილიყავი, ყოველ შემთხვევაში ფეხბურთის საყურებლად, ალბათ სტიუარდი იქნებოდი
TT
ვერსადროს ვერცერთი ქართველი ვერ მოხვდება ოქროს ბურთის ატეულშიც .. წელს ტუ ვერ მოიგო ეს ხვიჩამ სიაშიც აღარ იქნება მომავლ წელს..
ფეხბურთელი
ჩავარდნების გარეშე არარსებობს და კიდე უფრო ვარესიც ვიცით ნახევარი სეზონიც კი გამოუტოვებია ზოგიერთებს და ისე გამხდარან ოქროს ბურთის მფლობელი.
ჟორა
რატომ აფასებთ პსჟ-ეს სტრასბურგთან თამაშით? ნახეთ, რომ შიდა ჩემპიონატში არცერთი მაგათი თამაში არ იყო მოსაწონი? მიუხედავად ამისა რა თამაში დადეს სიტისთან? სიტი კი ინგლისის ჩემპიონატის ლიდერია. სხვათაშორის რაღაცატომ პსჟ-ეს გამოსდის თამაში ბარსასთან და დამაჯერებელ მოგებას ველოდები.
ქართველს
სად დადიოდი და რატომ ეს პირადი საკითხია, მაგრამ ფეხბურთში როგორც ერკვევი, იმ კომენტარიდან ჩანს, სადაც ამბობ რომ კონტემ ხვიჩას გარეშეც მოიპოვა ნაპოლით იტალიის ჩემპიონობაო. რაც შეეხება შენ კითხვას თუ კითხვებს,როელიც ასე გაწუხებს ალბათ, მართლა რომ გაინტერესებდეს ფეხბურთი გეცოდინებოდა, რომ ასეთ ფეხბურთელს არ უარსებია ისტორიაში, მთელი სეზონის მატჩები ერთნაირად მაღალ დონეზე რომ ჩაეტარებინოს. ასე თუ გინდა ინდივიდუალურ სპორტის სახეობებს უყურე, მაგ. ბოქსს ან ჩოგბურთს. იქ შეიძლება ასე მოხდეს. ფეხბურთი კი გუნდური სპორტია, შუა ხაზი თუ ნოლია და ბურთი ვერ ამოაქვს, როგორც გუშინ იყო დრო-ბერალდოს შეთხვევაში, ან იგივე ჩვენი ნაკრების შესრულებით- ვერანაირი ვინგერი თუ ზოგადად ფორვარდი, გინდ მესი და თუ გინდ პელე ვერაფერს გახდება ჩვენო მოგზაურო მეგობარო.
ქართველს
აუ ძმურად, ან წერა ისწავლე, ან ფსევდონიმი შეცვალე დალოცვილო:D. მეორე კომენტარში მხვდები უკვე და ქართველი კი არა, გაგანია ქურთი არ დაწერს ასე ბატიფეხურად შენ რომ წერ.
ABARA
"ქართველო" , პატივი დამდე, კიდევ ერთხელ გადაიკითხე,რაც კომენტარში დაწერე და გულწრფელად მაინტერესებს თავად თუ გამოიტან აზრს:) ვერც გრამატიკული და ვერც აზრობრივი წყობა ვერ ამოვიკითხე სამწუხაროდ.
თემური
ხვიჩამ მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა, გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და: "კვარადონა"! ხვიჩამ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი! მადლობა სპალეტის და ენრიკეს! ხო, ისე რომ ვთქვათ ხვიჩამდე სად იყავით? არადა ვინ არ თამაშობდა თქვენთან! მოკლედ რომ იტყვიან "ბარი-ბარში !!! უკეთესი გინდათ? გასაგებია, მწვრთნელმა შეიძლება ეგრე იფიქრებს! ფეხბურთელმა კი შეიძლება თქვას: სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს (მით უმეტეს ბევრ წამყვან ევროპულ გუნდს მაგრა წაადგება!)! წარმატებები ხვიჩას!
ამატაკი
შემოვიდნენ თურმე და დაგლიჯეს. ერთი ეს მითხარით დრო-დინი- ბერალდოსთან რომ ყოფილიყვნენ თავიდანვე დუე-დემბელე მაშინ რას იზამდენენ? ან თუ გინახიათ ისინი მსგავს სიტუაციაში? ეჭვი მაქვს არც გიფიქრიათ მაგაზე, არადა იყო მსგავსი მატჩები და უარესადაც ჩაუსვრიათ. დრო და ბერალდო არაა ის ხალხი, რომლებიც უკან მყარდ ჩამდგარ დაცვას გახსნიან. ეხლა იტყვით მერე და კვარა რისი მაქნისია, აიღოს თავის თავზე და გააკეთოს!. რით ვერ გაიგეთ, რომ მსგავსი ფუნქციები მარცხენა ვინგერის ფუნქციებში არ შედის. მსგავს სიტუაციაში თუ ბურთი სწრაფად არ იმოძრავებს და რამოდენიმე ვერტიკალური, სახიფათო გადაცემის შემსრულებელი არ აღმოჩნდება გუნდში, ვინგერები მოწყვეტილები აღმოჩნდება თამაშიდან, ან მათი რიცხვით ამოკეტვა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. დრო და განსაკუთრებით ბერალდო, როგორც ჩანს აბსოლუტურად ვერ ერგებიან იმ ფეხბურთს , რასაც ენრიკე ამ პსჟ-ს ათამაშებს. დაბალი ტემპი, ბურთის უაზრო გორება ჰორიზონტალურად შუა ხაზში და მუდმივად უხეირო გადაცემები. პრინციპში იგივეს აკეთებს ზუსტად ჩვენი ნაკრებიც. მსგავს სიტუაციაში კვარადან ითხოვთ, სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი და ვერც გამიგია რას ითხოვთ?! აი ავიღოთ და ვთქვათ გუშინ დუე კი არა და მესი იყო გუშინ კვარას ადგილზე.თქვენ რომ კაცმა გკითხოთ დაგლიჯავდა? ასე იცით ფეხბურთი. მაშ რომელი კრეატიული, ან უბრალოდ კარგი გადაცემა მიიღო კვარამ გუშინ და გააფუჭა, ან არ გაუცია ამ შესაძლებლობებიდანაც კი თითქმის საგოლე ორი გადაცემა? სხვა საქმეა როგორ გამოიყენეს და ამიტომაც აქციეს თითქმის საგოლედ. სხვათაშორის ერთერთის ნამდვილად აკლიუში იყო ადრესატი. აი ხომ მაგრად ერკვევით, ვინ შეცვალა რეალურად მატჩის მსვლელობა, მისი შინაარსი: დუე -დემბელემ თუ მენდეშ-ვიტინიამ? ვინ განსაზღვრა ახალი აჩქარებული ტემპი და სხვა რიტმი მისცა მატჩს? თქვენ რომ კაცმა გკითხოთ ბერალდო-დრო იგივე ტემპს უზრუნველყოფდა? შეამჩნიეთ თუ არა სხვაობა კვარას მოქმედებებში იმ რამოდენიმე წუთში , როცა შუა ხაზი გამოცვალა და იქამდე რასაც აკეთებდა? მართალ-მტყუანს დრო (ფეხბურთელი არა) გვიჩვენებს, მხოლოდ ის არის პირუთვნელი და მკაცრი მსაჯული. მე არ ვამბობ რომ ხვიჩა საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ არც იმის საფუძველს ვხედავ მის რაიმე კრიზისზე ვილაპარაკო, სანამ არ მიეცემა საშუალება ძირითად შემადგენლობაში რამოდენიმე მატჩის წყნარად და მუდმივი უაზრო ფორიაქის გარეშე ითამაშოს. ფაქტი ის არის, რომ სეზონის სტარტიდანვე ენრიკემ აიკვიატა ახალი სახეები (მისი ინიციატივით მოყვანილი). აშკარაა რომ გოტციდან არაფერი გამოვა, ფერანი ის დონე არ არის რაც საჭიროა. ჩაჭიდებულია ამ აკლიუშს. მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოაო ამბობს. ისე კი მაინტერესებს-ამასაც ეთანხმებით? აი აქ უფრო მგონია ძაღლის თავი დამარხული. თორემ ხვიჩამ თუ 1 მატჩი, თუნდაც 2 ვერ ითამაშოს, ვინ არის და რა შეუძლია ისედაც ნათქვამი აქვს. დამტკიცებას აღარ საჭიროებს! მის გასაკეთებელსაც ამ პსჟ-ში კი არადა, თანამედროვე ფეხბურთში ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ფეხბურთელი თუ გააკეთებს!
ქართველი
კაი კლუბში აბრალებთ კონტრაქტს ხასიათს წყალი არტალია დილით მაგრამ ოთხი თამაში ზეთისა და ნაკრებში ასეთი ფიასკოს რას აბრალებთ? მსოფლიოზე რო ითამაშა იტყოდით გადაღლილიაო, ტიპს არსად უთამაშია ზაფხულში დასვენებულია თვითონ თავისი პირით ამბობდა რომ ძალიან მაგარ ფორმაში ვარო, ჩამოვიდა ნაკრებში გიკეთია კაპიტნის სამკლავური და 4 თამაშს ზედ ისეთი ისე აგდებ რომ ერთხელ ვერ ურტყავ ნორმალურად კარებში, აქაც კონტრაქტის პირობებია? აქაც გამოსასყიდი თანხაა? ეს ყველაფერი არის ილუზიები, რა თქმა უნდა კვარაცხელიას ძალიან მაგარი ნიჭი აქვს და შესაძლებლობები მაგრამ ის არ არის სტაბილური!
ქართველი
მე რომ ფეხბურთს ვუყურებდი და სამხრეთ ამერიკის და ევროპის სტადიონებზე დავდიოდი ბევრი თქვენთაგანი დაბადებული არ იყავით აქ ვინც აქ კომენტარებთ, დაასახელებთ კვარაცხელიას თან მთლიანი წელი სტაფილური თამაში ისე რომ არცერთი თვე არ ჩაეგდო ოღონდ, საუბარი არის ყველა ჩემპიონატზე ,დავაკონკრეტებ: ქვეყნის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, საერთაშორისო ტურნირები საუბარია ჩემპიონთა ლიგა ამ შემთხვევაში, და საქართველოს ნაკრები, მე ვსაუბრობ დააკვირდით რას, მთლიანი წელი ყველგან ჩაგდების გარეშე სტაბილურად მაღალ დონეზე, დაასახელეთ რომელი წელი ჩაატარა მან ყველა ტურნირზე ყველა ჩემპიონატში მათ შორის ნაკრებშიც მთლიანი წელი სტაბილურად!
ფარერა
34-ე წუთზე ხვიჩას უკან გაკეთებული პასია ხალხო საგანგაშო. ამ გუნდის არცერთი ფეხბურთელი ამ შანსს არ გაუშვებდა და რეკავდა კარში. უკვე აღარ ვიცი რა ხდება ? ნაპოლის ბოლო პერიოდს მაგონებს ეს ყველაფერი. თქვენ რას ფიქობთ ?
ფსიქოლოგიური პრობლემები?
ფორმაში არ არის გასაგებია. შარშანაც დაემართა ეგ და მერე გამოასწორა და დაფრინავდა. გასაკვირი უბრალოდ ის არის რომ განსხვავებით სხვა ფეხბურთელებისგან მეტი დაისვენა, მაოფლიოზე რომ არ უთამაშია. ეს უცნური და უგემოვნო ტატუებიც მაკვირვებს ხვიჩასგან. ფსიქოლოგიური პრობლემები ხომ არ აქვს, რისი თქმა უნდა მთელი ხელის მოხატვით
ABARA
ხვიჩა გარეგნულად მშვიდია, თუმცა შინაგანად ძალზედ ემოციური და სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ დახვეწა როგორც ჩანს ემოციების მართვა. თუ გავიხსენებთ ნაპოლიში მის ბოლო სეზონს ანალოგიურად უღიმღამოდ გამოიყურებოდა და ეს უკავშირდებოდა მის სირთულეებს კლუბთან, რომელიც კონტრაქტის საკითხის ირგვლივ წარმოიქმნა და დიდი ხნის მანძილზე ვერ დალაგდა ზოგიერთების "წყალობით". 2 ფენომენალური სეზონის, განსაკუთრებით კი გასული წლის ტრიუმფის შემდეგ პარიზულმა კლუბმა როგორც ჩანს ლიდერებთან მიმართებაში თავის დაზღვევა გადაწყვიტა და გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, მათ სორის კვარასაც, თუმცა როგორც ცნობილი ხდება კონკტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტზე ვერ თანხმდებიან მხარეები და ეს პროცესს აჭირანურებს, რის გამოც კლუბის მესვეურები როგორც ჩანს სათამაშო დროს უმცირებენ ჩვენებურს, რაც მის მოტივაციასა და ფიზიკურ ფორმაზე პირდაპირ ახდენს ზეგავლენას. არ ვიცი რა შედეგით დასრულდება პროცესი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ხვიჩამ 2 სეზონში პარიზულ გრანდში საკუთარი თავი უკვე ამოწურა და ახალი პროექტი ჭირდება. ამ მხრივ იდეალური იქნებოდა ლონდონის არსენალში გადაბარგება, რადგან 1) მათ ნომინალური მარცხენა გარემარბი მარტინელისა და ტროსარის წასვლის შემდგომ ფაქტობრივად არ ყავთ 2) არსენალი არის ერთ-ერთი იშვიათთაგანი კლუბი, რომელიც კვარაში თანხას არ დაიშურებს და მის სახელფასო ამბიციებსაც გაწვდება 3) ლონდონური კლუბი უკვე დიდი ხანია უმიზნებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რამოდენიმეჯერ ძალიან ახლოსაც იყო, ისევე რგოროც შარშან, თუმცა ერთი ნაბიჯი აკლდება და ვფიქრობ სწორედ ასეთ კლუბთან უნდა მოიპოვოს კვარამ კიდევ ერთი დიდი ტიტული 4) ინგლისის პრემიერლიგა საუკეთესო ადგილია იმისათვის , რომ ფეხბურთელი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაში იყოს მთელი სეზონის განმავლობაში და ვინც რა არ უნდა თქვას მათი ფიზ.მომზადების სკოლა და კულტურა ევროპაში საუკეთესოა. ყოველივეს გათვალისწინებით როგორც სუბიექტური და ასევე ობიექტური გულშემატკივარი ნამდვილად ვიზურვებდი ხვიჩას გადასვლას არსენალში, მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბის დიდი მოტრფიალე არასდროს ვყოფილვარ, ვფიქრობ მათ სისტემაში იდეალურად ჩაჯდება და ფაზლის ერთგვარ საბოლოო დეტალად იქცევა, რომელიც ლონდონურ კლუბს ძალიან აკლია.
ქართველს
პირველ რიგში კონტეს ხვიჩას გარეშე ნაპოლით ჩემპიონობა არ მოუპოვებია (ცოტა მეტად უნდა უყუროთ ფეხბურთს). კონტეს ნაპოლის ჩემპიონობაში ხვიჩამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა 5 გოლით და 3 ასისტით (მე-4 შედეგი სეზონზე)განსაკუთრებით გადამწყვეტ მატჩებში. მის გარეშე კი ლაურენტისმა 150 მლნ მიახარჯა და ვეღარ ეღირსა ჩემპიონობას, ეხლა რა დღეშია გადახედე ცხრილს. რაც შეეხება პსჟ-ს და ლიგას: თქვენ (მხედველობაში მაქვს ერთ აზრზე მყოფი ხალხი) რომ კაცმა დაგიჯეროთ, ეს იმას ნიშნავს რომ აკლიუში ხვიჩას დონის ფეხბურთელია, იმედია გოტცი და ფერანი არ გაქვთ მხედველობაში, როცა იძახით რომ ისეთი ხალხი მოვიდა თურმე, რომ კონკურენცია სასწაულად გაიზარდა! აქ ერთი იმასაც კი წერდა, აი ხვიჩას თუ მართლა ვარსკვლავობა უნდა და ა. შ. ტურმე მთელი სეზონი ერთნაირად არ თამაშობს! ვინ გინახიათ მთელი სეზონის მატჩები ერთნაირად ეთამაშოს?! მესის ჰქონდა სეზონზე ჩავარდნილი მატჩების წყება და მერე რა?! თქვენ მართლა რა სპორტს უყურებთ! თქვე კაიხალხო ლაპაროკობთ ბიჭზე, რომელმაც სეზონზე აჩვენა მსოფლიო კლასის ფეხბურთი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებშია დასახელებული, ჩემპ.ლიგის უდაოდ, ერთპიროვნულად საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და თურმე აწი უნდა იქცეს ვარსკვლავად! გინდათ თქვათ რომ აკლიუშში დაინახეთ მისი შემცვლელი, თუ საიდან მოგაქვთ რომ ენრიკე მის გარეშეც მოიგებს ლიგას?! ენრიკე რასაც მოიგებს ხვიჩას გარეშე იმის პირველ ნიშნებს სულ მალე იხილავთ ბარსასთან. ხოლო როცა დრო მოვა და ყველაფერი გამოაშკარავდება რატომღაც აღარ აქტიურობთ ხოლმე. პ.ს ერთი რამ დაიმახსოვრეთ ამას გთხოვთ: ნებისმიერ გუნდს რომელსაც ტიტულები სწყურია, სწორედ ხვიჩასნაირი ბიჭების აუცილებლობა აქვთ. იმიტომ რომ სწორედ ხვიჩას და მისნაირ ბიჭებს მოაქვთ მხოლოდ ჩემპიონობა. არანაირი სხვა ვარიანტი არ არსებობს, მორჩა! ამას ამტკიცებს ფეხბურთის მთელი ისტორია!

კვარაცხელია მაგონებს ციციპასს ჩოგბურთიდან. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ბერძენს, ტოპ 3-ის წევრი იყო ერთ დროს, შემაჯამებელი ტურნირი მოიგო და სლემის ფინალებს თამაშობდა. თუმცა ბოლო 3 წელი აქვს საშინელი რეგრესი, ტოპ 50-ეულის მიღმაა უკვე. იმედია კვარაც ციციპასის ბედს არ გაიზიარებს და მალე დაუბრუნდება რელსებს. ზოგადად ახასიათებს ასეთი ჩავარდნები, ნაპოლიში 6 თვე არ ჰქონდა გოლი გატანილი.
ჯონდო
ბარკოლაც კი ძლიერია კვატაცხელიაზე ასე რომ მალე დააყენებენ ტრასფერზე.
ავი მებაჟე
ჩაიარა მატარებელმა! წელიწადში ერთხელ ცარიელი თოფიც ისვრისო😄
ტალანტი
გაფლანგა არა კვახი ეგეთი კარიერა ნეტა ყველა ქართველ ფეხბურთელს ქონდეს კვარაცხელიას როაქ ყველაფერი მოგებულიაქ საკლუბო ფეხბურთშიც და ინდივიდუალურადაც ოქროს ბურთის გარდა.
ქართველი-ს
ძალიან არაობიექტური შეფასებაა. იმაში რომ ამ სეზონის დასაწყისში ხვიჩას მოკლებული აქვს კი აშკარაა. მაგრამ კვარას გარეშე კონტეს არ მოუგია და ვერც მოიგებდა სკუდეტოს (კვარას ღვაწლი მეორე სკუდეტოს მოგებაში ნათელია). არც ენრიკეს და პსჟ-ს მოუგია არც ერთი ჩემპიონთა ლიგა კვარას გარეშე, განსაკუთრებით მეორე. რა თქმა უნდა კრიტიკა შეიძლება და აუცილებელიც არის, მაგრამ უმადურობა ძალიან დასანანია. შეიძლება რთული პერიოდი ქონდეს ადამიანს მაგრამ რაც კარგი იყო არ უნდა დაუვიწყო, მიუხედავათ იმისა რომ გული გვწყდება რომ დღეს არ არის ის რაც გუშინ იყო.
ბოროტი ბეჰემოტი
სკამის "სუნი" მცემსო, სკამის "სუნი" მცემსოოო
ამასთუ
ტალანტის გაფლანგვა ქვია და მაშვინ ტალანტი დაშედეგი რაღას ქვია. იტალიის სერია ა საუკეთესო ფეხბურთელი, დრიბლიორი,გოლი,ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი,წლის ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი,უეფას ვერსიით და ბოლო ინფორმაციით (ფაბრიციო რომანო) ოქროს ბურთის გამოკითხვაში 1)მბაპე და 2)კვარაცხელია.ფეხბურთის ყურება გუშინ ხოარ დაგიწყიათ ზოგიერთებს.პს ორი ჩემპიონთა თასი დესერტად თან მიჯრით.
ედემი კორძაია
ცუდათ არ უთამაშია ხახლო რა გჭირთ. წინა სეზონში საკუთარი თამასა მაღლა აწია და ყველა თამაშში გოლს ელოდებით.ვერც წინა სეზონში გაჰქონდა საფრანგეთში ბევრი გოლი. მოვა პლეიოფები ცოტა გახურდება სეზონი და ათამაშდება კვარადონა.მშვენივრათ გრძნობს თავს და ბარსელონასთან მახავთ ნამდვილ კვარას.
ნიკა
ხვიჩა არ მიაქციო ყურადღება ამ ვითომ გულშემატკივრების ბოღმით სავსე კომენტარებს! დაღმართს ყველა შემთხვევაში აღმართი მოსდევს! ვარჯიში გააძლიერე, ღმერთის იმედი გქონდეს და ყველაფერი იმაზე მაგრად იქნება, ვიდრე იყო აქამდეე!!!
ამაშია საქმე
ამაზე დიდი თავის მტრობა რასაც კვარაცხელია შვრება იშვიათია.ასეთი ტალანტი გაფლანგო საცოდაობაა.არადა შეეძლო მეგა ვარსკვლავი გამხდარიყო.მესმის ფანების, თავი შეგაყვარად მართლა ოლამაზესი თამაშით მაგრამ საქართველოს ნაკრებში ბოლო 4 თამაში კატასროფა იყო.ჩემი აზრით სანამ ჯერ კიდევ შეიძლება ახლობლებმა ურჩიონ მეტი გარჯა ჩადოს თორემ მერე გვიაბ იქნება.ლუის ენრიკემაც აგრძნობინა რომ აზრზე მოვიდეს.

ცხონებული ნოდარ დუმბაძე,ალბათ საფლავში ბრუნავს,ეს ბრძენი და პასუხისმგებლობით სავსე კაცი,მე რომ აღვწერე,სამ კაცს ასე ხელაღებით როგორ მარხავსო!ეგრე ის ხალხი მოიქცეოდა,ბაჩანა,სულცხონებული ნოდარ დუმბაძის მეორე ზნეობრივი გმირი და თვითონ მისივე ლიტერატურული ორეული რომ მიიყვანეს, მესამე ინფარქტამდე.ნოდარ დუმბაძეს „ფეხბურთის გულშმატკივარი ღმერთი“და „მეორე პაემანი ღმერთთანაც“აქვს დაწერილი და იმას დაუჯერე:მე თქვენ ღმერთივით ბიჭები გამოგიგზავნეთ და ცოტა ისინიც გატოკდნენ,ამ ხნის კაცი,ზეციდან ხომ არ ჩამოვალ და საცვლების ამარა,თვითონ ხომ არ გამოვეკიდები ბურთსო.იუმორისტული მოთხრობებია,მაგრამ ყოველ ხუმრობაში,სიმართლის წილი საკმაოდ ბევრია.პარასკევს,სილქ უნივერსალზე ბურთი და მოედანი გავიდა,იმის ჩანაწერიც ნახე,სადაც პსჟს ყოფილი ფიზმომზადების მწვრთნელი ხსნის,რატომ არიან ფორმაში,მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამყოფი ფეხბურთელები და რატომ არ არის კვარაცხელია.მისი სიტყვები,იმასაც კარგად ხსნის,რატომ დაიწყო საქართველოს ნაკრებმა კარგად,2024 წლის ჯგუფური ტურნირი და რატომ მოჰყვა ამას ჩავარდნა.
123
20 მოდიან ხეტაფეს, ბეტისის და ელჩეს ლომები.
სიმართლე
შენ ბარსელონას გაასაზიზღრებს პსჟ. მიზეზი იქნება ის, რომ პსჟ გუნდია და არა ინდივიდუალიატების კამანდა. გუნდს ვერასდროს ვერავინ დაამარცხებს. აქა იქ შეიძლება წააგოს თამაში, მარა რასაც პსჟ აჩვენებს ისტორიაში ვერავინ დაუდგება გვეედით. კვარაცხელიასთან და მის გარეშე. ბარსელონას ერთი ფეხბურთელი მითხარი ვინც დაცვაშიც თამაშობს, ნახევარმცველადაც და თავდასხმააიც. არავინ!
321
საქართველოში ფეხბურთი არ ესმის ხალხს ფაქტია. არაა ფეხბურთი თქვენი საქმე. აქ არიან ფანები მარტო. ფეხბურთის ანალიზი 0.

სამწუხაროდ რაც ტატუები გაიკეთა ვეღარ თამაშობს, ტატუს ვიბრაციები უარყოფითად მოქმედებს.
ქართველი
ჯიგარო, დღევანდელ ფეხბურთში იმხელა არის კონკურენცია რომ ზუსტად ყოველ წამს გაქვს დასამტკიცებელი რომ ძირითადში მოხვდე, წინააღმდეგ შემთხვევაში აი მასეთი თამაში თანაც მუდმივად უკვე თვეები ნებისმიერმა ვარსკვლავმა რომ დაიწყოს ყველას დასვავენ სკამზე, კვარაცხელია რა თქმა უნდა უნდა მაღალი დონის მოთამაშეა მაგრამ ვარსკვლავურ დონემდე ბევრი უკლია ,ერთჯერადი გაბრწყინებები ერთ სეზონზე გარდამავიწყდეს არასტაბილური თამაში სხვადასხვა ჩემპიონატებში, და დრო და დრო აფეთქებები და დანარჩენი თამაშების ჩაგდებები, ასევე ნაკრებში ძალიან პასიური თამაში და ფაქტიურად არნაირი შედეგი, ეს ყველაფერი შენ თუ არ დაამტკიცე რომ ხარ მაგარი ყოველდღიურად, ზუსტად ის დაგემართება რაც ემართება ეხლა, louis enrique წელს დაამტკიცებს რომ კვარაცხელიას გარეშე მოიგებს მესამედ ლიგას, ისევე როგორც კონტემ დაამტკიცა რომ კვარაცხელიას გარეშე მოიგო მეორედ ნაპოლიმ სკუტეტო, რა თქმა უნდა არავინ უკარგავს იმ შრომას და იმ შედეგებს თუნდაც იმ მომენტში რა დახმარებაც და რა ვარსკვლავური თამაშიც კვარაცხელია ანახა, მაგრამ ხალხს ძალიან მალე დაავიწყდება შენი დროებითი ეფექტი ეს არ იქნება სტაბილური და განგრძობითი, დამისახელი რომელიც წელი რომელიმე წელი რომ ჩაატარა ყველა ჩემპიონატზე ერთი მთლიანი თავიდან ბოლომდე სტაბილურად? ვერცერთ ასეთ ერთ წელს ვერ დამისახელებ ვერც ნაპოლიში და ვერც ეხლა პარიზში, ის თამაშობს ან ერთი ოთხი თვე და მეორე ოთხი თვე არა, ან პირველი ნახევარი მეორე ნახევარი არა, ან ეს ჩემპიონატი და ის ჩემპიონატი არა, ეს ეთამაშობს!!!! ვერცერთ სრულყოფილ წელს ვერ დაასახელებთ ისეთი სტაბილურად ჩაეტარებინოს როგორც სხვა დანარჩენი ვარსკვლავები ატარებენ!
ვასო67
კვარას დასამტკიცებელი არაფერი აქვს, ენრიკემაც იცის რა შეუძლია მოედანზე… ცოტა დაუფასებლობას აქვს ადგილი მწვრთნელის მხრიდან, გუნდის მხრიდანაც, ეს კონტრაქტის განახლების ამბავიც დაემატა… არა უშავს… იმედია კვარა გადალახავს ამას ყველაფერს და ძველებურად ათამაშდება… და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ჩვენ და ენრიკესაც…
Თომა
Მოდი გავხდეთ რეალისტები, სამწუხაროდ კვარას აჩრდილი უფრო კარგად თამაშობდა შარშან ვიდრე წელს კვარაცხელია, ფაქტია კი არ მოუკლო მე ვიტყვი უკვე იმას ვფიქრობ ხომ არ ჩამომიწერა როგორც ერთ დროს სამწუხაროდ მოუვიდა ჯანოს, ღმერთმა ჰქნას ვცდებოდე და მოუმატოს მაგრამ... Არქი ტაუერის მშენებლობაში ფულის ჩაგდებას სჯობია ფსიგოლოი და კარგი პირადი მწვრთნელი ამიყვანოს თორემ მერე... Მერე ყველაფერი მთავრდება..
Dato
9 milions sezonshi tu xelebis shlashi da ukan pasze ixdian PSG-shi magi mec shemidlia bare orze uketesad da amiyvanet mand, sezonshi 1 milionic meyofa da 8 milioni daezogebat.
ბორია წიფურია
კვარას თამაში არ გამიცდენია რუბინიდან დაწყებული და დიდი ქომაგი ვარ. სამწუყხაროდ ძალიან აქვს მოკლებული ყოველ მხრივ. კიდევ ერთი უფერული თამაში ჩაატარა, უკან პასებით ბურთის უაზრო დატორმუზებით და ერთ ადგილზე დგომით. რატომ ხდება ასე? წნეხია, მენტალიტეტის არა სტაბილურობა, თუ მონდომების დაკარგვა არ ვიცი მაგრამ, სისწრაფე აშკარად დაკარგული აქვს, მანევრირებით თითოს მოუქნელი გახდა, ერთი და იგივე მოძრაობით ცდილობს გაცდეს დამცველს, ადრე 3-4ს გაურბოდა და ვერ აჩერებდნენ დღეს ერთსაც ვეღარ ატყუებს, და ბურთი ფეხებში ებლანდება... სამწუხაროა და იმედია გამოასწორებს...
ქართველი
ხოდა აქ ხალხი გიჟდება და ერთმანეთს ჭამენ კვარაცხელიას გამო და ის კიდე აიშოუსპიდთან ფიფას თამაშით ერთობა, ტიპს კიდია ცხოვრება კაის ჭამს კაი სვავს და აქ კიდე ხალხი ერთმანეთს აგინებს მაგის გამო))))))))))))
ოკოჩა
ლუის ენრიკეს თავის მიზანი და გეგმები აქვს, ისევე როგორც კლუბს. თუ მიზნის მისაღწევად ფეხბურთელის მიმდინარე კონდიციები სავალალო მდგომარეობაშია აუცილებლად შეცვლიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ კვარა გვიყვარს და უფრო მეტად განვიცდით მის ამ მდგომარეობას, თუმცა ყველაფერი ლოგიკურია მწვრთნელის მხრიდან სამწუხაროდ.
ნელსონ მანდელა
გაუშვებენ ზაფხულში არაბეთში იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) თუ ასე გააგრძელა
ხვიჩას!
ვიცი წაიკითხავ და, მინდა გისურვო სულიერი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. პდითგან შენი გულშემატკივარი ვარ, მაშინაც კი მჯეროდა შენი, როდესაც საქმე არც ისე კარგად მიგდიოდა. მჯერა, ყველაფერი გამოგივა.. ყველა ადამიანს აქვს ვარდნის და აღმავლოს პერიოდი.. გისურვებ, შენ თავში ძალა მოძებო რომ ისევ ისეთივე შემართებით და შეუპოვრობით აკეთო ,ის რაც ყველაზე კარგად გამოგდის. მთელი გულით გგულშემატკივრობ და ისევე განვიცდი შენ ჩავადნებს , როგორც შენ.. უფალი გფარავდეს და ხელს გიმართავდეს შენ საქმეში.
გულშემატკივარი
ნეტავ ''ბარსელონასთან'' არ ათამაშოს, უმაგისოდაც წააგებენ. ეხლა ვუყურე ""ბეტისთან"". მაგათი შეშერება შეუძლებელია. ფლიკმა მართლაც რომ აქამდე არნახული მონსტრი შექმნა.
Rigiti
რაღაც რომ ვერ არის რიგზე ფაქტია, უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია შიდა სამზარეულოზე!!! და არც ისაა მოსაწონი რომ კონტრაქტის გაგრძელება რაღაც ბურუსითაა მოცული. შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ მაგრამ რაღაც საეჭვოდ წამოწიეს იტალიელებმა დონარუმას ვარიანტი!!! ისიც კარგად მახსოვს გასულ წელს როგორი მხარდაჭერა ჰქონდა დემბელეს მთელი გუნდისგან, პრეზიდენტისგან დამლაგებლამდე, აი წელს კი... უფრო პირიქითაა.რა ვიცი რა ვიცი...
Ქო მაგია
Ენრიკემ ოქროს ბურთი ნაკლებად მაინტერესებს, ასევე გეგმები დაყოფილია მიმდინარე საშუალო და სამომავლო დროშიო, თუ კვარა რომელიმეში ჯდება დრო გვიჩვენებს, ჩემი აზრით ენრიკე გუნდის უფრო სრულყოფას ცდილობს სადაც კვარას თავისი ადგილი ექნება და არც მეორეხარისხოვანი
საფონოვი
საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ში ესრომ შარშან ვინმეს ეთქვა იუმორში გაატარებდენ კვარაცხელია იქეთ იყოს მიხედავს თავის თავს არდაიკარგება.და ამ გუნდმა რომ ლიგა მოიგოს არიქნება სირცხვილი.რას გავდა გუნდი დღეს დაზოზინობდენ მოედანზე რას დაამსგავსა გუნდი ენრიკემ რა ხალხი ყავს გუნდს სკამზე და რახალხი გაუშვეს.რაის ლიგის მოგება ხოარ აჟრიალებთ ამათ.და კვარაცხელია ფორმაში არარისო ამას ვინც წერს წელს ჩელსისთან მერვედფინალის წინ ზუსტად იგივეს წერდენ ფორმაში არარის და ამიტომ სკამზე დატოვესო ხოდა მერე რაც მოხდა მთელმა მსოფლიომ ნახა.იმედია კვარაცხელია მომავლ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს თორე აქ ისეთი ბარდაგია ვისი დუდუკი ვის გარმონშია ვერ გაიგებ.
ალექსანდრო
ეჰჰჰ... არ დამცინოთ, მარა ყველაფერი სვირინგების ბრალია... ჩემო ხვიჩა, პსჟ კიდევ ჯანდაბას, ოღონდ ნაკრებში ჩამოსვლამდე ლაშა ბექაურის გამოსვლას უყურე საფრანგეთის ნაკრებთან.
ძია ისიდორე მარადისობის კანონიდან
ფული იშოვა, დიიდი ფული. ტიპიური ქართული მენტალიტეტი. უფრო ადრე პირველ ბუმერამდე. ბევრი ტალანტი ჩაიკარგა ქინქი,ოქრი და ა.შ.
ერეკლე
რაოდენ სამწუხაროს არ უნდა იყოს, ვერ თამაშობს ხვიჩა და გინდ მოკალი. კი, რამდენიც გინდა შეიძლება ვლანძღოთ ლუის ენრიკე, მაგრამ რაზე ვლანძღავთ? აი დააყენა ძირითად შემადგენლობაში. რა გააკეთა? ვერაფერი ვერ გააკეთა. ან ფორმაში არ არის, ან რაღაცა სჭირს მის თავს, არ ვიცი, არც თვალები უელავს ამ ბიჭს, ვერაფერს ვერ აკეთებს საერთოდ, აი დღე დღევანდელი თამაში იყო საშინელი. იქ დაუწერეს ქულები თამაშისთვის, ექვსი, რვა, ექვსი, შვიდი, რა ვიცი, ექვსი, რვა კი არა, ექვსიანიც თამაში იყო ეგ, შეიძლება კიდევ უფრო დაბალი. თან ცუდია ის, რომ კონკურენტები შემოდიან და ატრიალებენ თამაშს. დუემ მაგრად ითამაშა, დემბელემ პენალი კი გამაზა, მაგრამ მაგრად ითამაშა. არ ვიცი, ესე თუ წავიდა საქმე, მყარად დაიბინკვიდრებს ადგილს სათადარიგო შემადგენლობაში.
ტოტტი
მგონი როგორც ნაპოლში ამოწურა თავისი და მოდუნდა ისე ამოწურა პსჟ შიც ყველაფერჯ აშკარადფსიქოლოგიურადუჭირს . მგონი აჯობებს ზაფხულში სიტი რეალი ბარსელონა არსენალი ლივერპული რამე ეგეთგუნდში გადავიდეს
aburjga
აი დადგება დღე და ვინმეს მისცემენ ოქროს ბურთს. ეს არ იქნება ჩვენი ხვიჩა! მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, დაბრუნდება კვარადონა!
გიორგი
ოქროს ბურთის სხვა ნომინანტები დაფრინავენ კლუბებშიც და ნაკრებებშიც
ვაჟა მასწავლებელი
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხვიჩა "კვარადონობიდან" - "უკანპასაია"-დ იქცა. რა ჭირს გაუგებარია, ან ვისზეა "ნაწყენი, ან ვისთანაა გაბუტული"?, ეს მდგომარეობა მის თაყვანისმცემელებს ძალიან გვწყინს! მოედანზე თითქოს ძალდატანებით არის, ბურთს თხოულობს, მაგრამ მიღებისთანავე პასი ან გვერდზე, ან უკან! ასე ჩვენო ხვიჩა - ოქროს ბურთს კი არა ძირითადსაც დაკარგავ და მერე ძველის აღდგენა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძალიან ძნელია!
რეზო
გადადი!!!!!!!!!

ტორესთან რა გინდათ,მშვენიერი ასისტი გააკეთა. ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს გუნდში. ახალი მოსულია და უკვე 7 გოლი და ერთი ასისტი აქვს. ნეტა ეგეთი სტატისტიკა ჰქონდეს ახლა კვარას. შევა კვარა აუცილებლად ფორმაში და გადამწყვეტ თამაშებში ზუსტად ისევე იქნება როგორც შარშან. უბრალოდ სხვა თანაგუნდელებს ნუ ვაკნინებთ, ეგ კვარას არაფერში წაადგება,პირიქით...
იკა
არ არის კვარა ფსიქოლოგიურად ძლიერი სამწუხაროდ. მაგრამ საკმარისია ვინმემ შეაქოს, მითუმეტეს სტადიოანზე მაყურებელმა, ან მწვრთნელმა და საკუთარი თავის მიმართ რწმენა უბრუნდება და შეიძლება ერთ თამაშში ორი გოლი გაიტანოს. ტიპიური ქართული მენტალიტეტია, სულ მუდამ თუ არ გააღმერთე, გაიბუტება

აშკარაა კვარა აღარ არის ლაღად გუნდში, ვერ ეწყობა თამაშით ახლებს. კვარა კი არა, პსჟ-ს თამაშიც საცოდაობაა დინი, აკლიუში ტორესით. ენრიკე კი ცდილობს ტორესი გახადოს გუნდის ლიდერი,მაგრამ რა გამოდის კი ჩანს. პ.ს. ზაბარნის გოლი რომ არ მიულოცეს და დემბელესკენ გაიქცა ყველა, მინიმუმ უცნაურია.
ლაშა
კვარა ბედნიერება შენ უკვე მოპოვებული გაქვს. Ტიტულები საოცნებო ოჯახი მშობლები და შვილი, ეხლა რაც მნიშვნელოვანია ისიამოვნე მოიხსენი დაძაბულობა და ყველათამაშოთ ის მუხტი მიიღე რაც ნაპოლიში გქონდა პირველ სეზონში!! Ჩემთვის მაშინდელი ნაპოლი დინამოზე მეტი იყო და თუ ვუყურებდი ფეხბურთს შენ გამო, არ იდარდო მოეშვი და ისიამოვნე❤️
ხვიჩა
რა ჭირს კვარას ამ ახალ სეზონში წინ საერთოდ ვერ მიდის, თითქოს დრიბლინგის ეშინია. ხელებს შლის, აქტიურად ითხოვს პასს და რომ მიიღებს ისევ უკან აბრუნებს. დღესაც რამდენი ბურთი დაკარგა. მერე დგახართ და ენრიკეს ლანძღავთ ხვიჩას რატო არ ათამაშებს, ან რატომ ცვლისო. სიტისთან კვარას გარეშე დაკომპლექტებულმა შემტევთა ტრიომ სამივემ გაიტანა. დთასაც გაიყვანეს კვარა და შემოსულებმა მოაგებინეს გუნდს. ენრიკესთვის ხვიჩა უნდა იყოს პრიორიტეტი თუ გუნდის მოგება? ხვიჩა ძალიან მიყვარს და როგორც შვილს ისე ვქომაგობ მაგრამ ზოგჯერ კრიტიკაც აუცილებელია
ანაგელი
კვარა თავის თავს აღარ გავს, თითქოს გაქრა რეალობიდან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღეს ფაქტი სახეზე იყო. ისე ენრიკეს წილი ამ საქმეში დიდია, რეზერვებთან ათამაშებს. ამოაგდო ძირითად შემადგენლობიდან!

ხვიჩა,ეს უკვე საგანგაშოა!!
დიტო
ფაქტი ჯიუტია. სამწუხაროდ ხვიჩა შორს არის იმ ხვიჩასგან რომელმაც თავი შეაყვარა მთელ მსოფლიოს გულშენატკივრებს. გული მწყდება მაგრამ რას იზამ. წარმატებებს უსურვებ!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"ჩელსი" მუდრიკს პრაქტიკის მისაღებად მეგობარ კლუბში გაანათხოვრებს
რეკორდი - "რეალმა" თავდამსხმელი "სტრასბურგს" მიჰყიდა
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"