სანდრო მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ შემადგენლობაში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ეს მოხდა ბოლო საგამოფენო შეხვედრაში, სადაც კალიფორნიელებმა „დენვერ ნაგეთსს“ უმასპინძლეს (106:121), მომდევნო შეხვედრა კი უკვე ოფიციალური, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი იქნება, რომელსაც 21 ოქტომბერს „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ უმასპინძლებს.

მართალია, ქულების მხრივ სანდროს ყველაზე შედეგიანი თამაში „საკრამენტო კინგსთან“ ჰქონდა (სადაც 9 ქულა მიითვალა) და „გოლდენ სტეიტთანაც“ 15 ქულით გამოირჩა, თუმცა საერთო სარგებლიანობითა და მარგი ქმედების კოეფიციენტით ეს შეხვედრა მისთვის უდავოდ საუკეთესო აღმოჩნდა. ქართველი ფორვარდი NBA-ს ოფიციალურმა პლატფორმამ მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აღიარა „დენვერის“ სუპერვარსკვლავ ნიკოლა იოკიჩთან ერთად.

პარკეტზე გატარებულ 21 წუთში სანდრომ „ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე მეტი მოხსნა (8) და ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა (4) მიითვალა (პასებით მხოლოდ უოკერ კესლერს გაუტოლდა). მამუკელაშვილმა 15 ქულა დააგროვა, საიდანაც 10-დან 5 თამაშიდან ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი) და 2-ვე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა (100%). განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ასეთი ინტენსიური თამაშის ფონზე ქართველ კალათბურთელს არცერთი დაკარგვა არ ჰქონია, დაცვაში კი 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჩაწერა აქტივში, რის შედეგადაც მისი მოედანზე ყოფნისას გუნდის +/- მაჩვენებელი დადებითი (+6) იყო - საუკეთესო შედეგი „ლეიკერსის“ შემადგენლობაში.

მატჩში „ლეიკერსიდან“ ქულებით მხოლოდ ოსტინ რივერსმა გაასწრო სანდროს (19 ქულა), ხოლო გუნდის სხვა ლიდერებიდან ზიაირ უილიამსმა 14 ქულა, ლუკა დონჩიჩმა 15 ქულა, ჯადენ ჰარდიმ 13, ხოლო კუენტინ გრაიმსმა 11 ქულა მოაგროვეს. „დენვერ ნაგეთსის“ შემადგენლობაში კი ჯამალ მურიმ (21 ქულა), ნიკოლა იოკიჩმა (17 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი), კრისტიან ბრაუნმა (16 ქულა) და დემარ დეროზანმა (14 ქულა) გამოიჩინეს თავი.

წინასასეზონო მატჩების ასეთი შთამბეჭდავი ფინალის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილი სრულ მზადყოფნაში ხვდება NBA-ს ოფიციალურ სეზონს, რომელიც სტარტს 21 ოქტომბერს აიღებს.

GBF.GE

Napoleoni
დაიწყება და დასვამენ სკამზე. ალიაბალია 3-5 წუᲗი მისცენ მაქსიმუმ. . .წინასასეზონო ᲨეხვედრებᲨი ფაᲩულია დაფრინავდა ხოლმე მარა დაიწყებოდა და სკამზე იჯდა. . .
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა