ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს

თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მესამე ტური „თბილისი არენაზე“ გამართული უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი მატჩით გაგრძელდა, სადაც ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუაიტ ჰოვარდით გაძლიერებული „ბლექ ფორტრესის“ გუნდები დაუპირისპირდნენ.

მატჩი განსაკუთრებული ატმოსფეროთი და აქტივობებით გამოირჩა, რადგან ეს იყო ლეგენდარული ცენტრის, დუაიტ ჰოვარდის მეორე და ბოლო მატჩი „ბლექ ფორტრესის“ რიგებში. კომპანია „სპექტრის“ ინიციატივით ჩამოყვანილი სუპერვარსკვლავის ვიზიტი უფრო მეტად მარკეტინგული და პოპულარიზაციაზე გათვლილი ნაბიჯი გახლდათ, რომელმაც ტრიბუნებზე დიდი ინტერესი გამოიწვია.

„თბილისი არენას“ პირველი იარუსი თითქმის მთლიანად შეივსო, რაშიც უდიდესი წვლილი თსუ-ს თვითმმართველობას მიუძღვის – სტუდენტები საოცარი აქტიურობითა და ენერგიით ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს. პარკეტზე კი ნამდვილი სპორტული დრამა დაძაბული ბრძოლის ფონზე განვითარდა, სადაც ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა დიდი ჯაფის ფასად მოიპოვეს გამარჯვება. „ბლექ ფორტრესმა“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მთელი შეხვედრის მანძილზე კუდში მიჰყვებოდა თსუ-ს, მეტიც, მესამე პერიოდის ბოლოს მეციხოვნეები მინიმალური სხვაობით წინაც გავიდნენ.

მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მომენტებში უნივერსიტეტელებმა ხასიათი და მტკიცე ნება გამოავლინეს, რამაც საბოლოო წარმატებამდე მიიყვანა გუნდი. საბოლოო ანგარიშით 89:82 (სტატისტიკა) თსუ-მ ზედიზედ მესამე გამარჯვება გაიფორმა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს. მატჩის სტატისტიკურმა ანალიზმა მკაფიოდ აჩვენა, თუ რის ხარჯზე მოიპოვეს გამარჯვება უნივერსიტეტელებმა.

წარმატების მთავარი საწინდარი პერიმეტრიდან ზუსტი თამაში აღმოჩნდა — თსუ-ს კალათბურთელებმა შეხვედრაში 12 სამქულიანი ჩააგდეს, მაშინ როდესაც მეტოქის ანგარიშზე მხოლოდ 4 ზუსტი შორეული გასროლა იყო. სამაგიეროდ, სრული უპირატესობა დაფიქსირდა სამწამიან ზონაში, სადაც „ბლექ ფორტრესმა“ მეტოქეს 14 ქულით აჯობა. დუაიტ ჰოვარდის გარდა, გუნდს ფარქვეშ ძლიერი წინა ხაზი აქვს ლუკა კალატოზიშვილისა და ჯერმეინ ჰამლინის სახით, რომლებმაც ფარი სრულად ჩაკეტეს, თუმცა შორეულ სროლებში უნივერსიტეტელთა დომინაციამ საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ლიდერობით დალას ჰაუელი და რაჰიმ სალივანი გამოირჩნენ.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეების სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, „ბლექ ფორტრესის“ რიგებში სერგი ნინუამ (22 ქულა, 6 პასი), ლუკა კალატოზიშვილმა (12 ქულა, 17 მოხსნა) და დონდრე რედიკმა (7 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი) გამოიჩინეს თავი, ხოლო თსუ-ს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები დალას ჰაუელი (23 ქულა, 10 მოხსნა), რაჰიმ სალივანი (23 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი) და ამირან აროშიძე (17 ქულა, 10 მოხსნა) იყვნენ.

სუპერლიგის მესამე ტური  18 ოქტომბერს, თელავის სპორტის სასახლეში გაგრძელდება, სადაც 16:00 საათზე თელავი „მარგვეთს“ უმასპინძლებს, ხოლო თელავში ადგილობრივი გუნდი ზესტაფონის მარგვეთს მიიღებს.

GBF

• Patr.

ნუ ძალიან გვიყვარს "შავი", შავი ლომი, ბლეკ ფორტრესი, შავი ტანსაცმელი...

• ქართველი

ისე საქართველოში გუნდს რატომ უნდა ჰქონდეს ინგლისური სახელი? "ბლექ ფორტრესის" ნაცვლად დაირქვან "შავი ციხე" ან "შავი ციხესიმაგრე".

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა

"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა

ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო

[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო

18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან

მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება

19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის

გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე

Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს

18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს

"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან

"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა

"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ

სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"