ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაცია მართლაც საგანგაშოა, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი რბილად რომ ვთქვათ, ვერაა ფორმაში, რაც „სტრასბურგთან“ მატჩში ნათლად გამოჩნდა.

ვიდრე სავარაუდო მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე უნდა ვთქვათ, რომ ყველა კომპონენტის მიხედვით „ოქროს ბურთს“ იმსახურებს და მისი ამ სეზონში ასპარეზობა ჯილდოს მიღებასთან არავითარ კავშირში არაა. თუმცა, ალბათ, არ მისცემენ. რას იზამ, ქართველობა ძნელი, მაგრამ აუცილებელია.

ახლა რაც შეეხება კვარაცხელიას ვითარებას - სადაც მიდის, ის გუნდი გამარჯვებული ხდება. შემთხვევითობაა ეს თუ დამთხვევა? გახდებოდა „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ან პსჟ ზედიზედ ორჯერ მოიგებდა ხვიჩას გარეშე ჩემპიონთა ლიგას, რისთვისაც იქამდე არასოდეს მიუღწევია და სანუკვარი ოცნება იყო? მიუხედავად ამისა, „კვარა“ ისევ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცა და თითქოს რაღაცნაირად დათრგუნულია.

კლუბი დამქირავებელია, ფეხბურთელი დაქირავებული და აქ ხშირად წარმოიშვება ინტერესთა კონფლიქტი - კვარაცხელიას კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და „პარი სენ ჟერმენს“ უნდა გაუხანგრძლივოს, მაგრამ შიშობს, რომ თუ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა, გასამრჯელოს მომატებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ დიდი ალბათობით, რაღაც „წყალქვეშა დინებებს“ აქვს ადგილი. პსჟ-ში არსებობს სახელფასო ჭერი, რომლის დარღვევას არ აპირებენ. სიტყვაზე, კვარაცხელიას რომ ანაზღაურება მოუმატონ, იგივეს სხვებიც მოითხოვენ და პროცესი ჯაჭვურ რეაქცის გამოიწვევს. მოთამაშის კარიერა ხანმოკლეა, მან ამ პერიოდში თავისი ცხოვრების უზრუნველოფა უნდა მოახერხოს და არ არსებობს არანაირი ერთგულება რომელიმე გუნდის მიმართ - სიყვარული და მაისურზე კლუბის ემბლემის კოცნა მხოლოდ სენტიმენტებია. გაიხსენეთ ჯანლუიჯი დონარუმას მაგალითი, რომელსაც დამსახურება არ დაუფასეს და დაემშვიდობენ.

ხვიჩა აღარაა პატარა ბიჭი, თებერვალში 26 წლის გახდება და უთუოდ თავის მომავალზე ფიქრობს. მით უმეტეს, როდესაც ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე „სლოვანთან“ შეხვედრა გავიხსენოთ, როცა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ერთი სიტყვით, ესპანელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელების დავალებას ასრულებს (წელიწადში 30 მილიონ ევროს მარტო კარგ მწვრთნელობაში კი არ უხდიან). ასეთ წნეხს ყველა ვერ გაუძლებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მორალურად გატყდა. მუდმივად ბურთის დაკარგვის შიში აქვს, დრიბლინგზე წასვლას ერიდება და იმედგაცრუებულია. ჩავარდნა ყველას აქვს, თანაც ხვიჩა როგორც წესი, სეზონის მეორე ნახევარს გაცილებით უკეთესად ატარებს, პსჟ-ს წარმატებული სერიაც ადრე თუ გვიან დასასრულს მიუახლოვდება და ქართველის დახმარება დასჭირდებათ, თან როგორ დასჭირდებათ.

ასეთ ვითარებაში „კვარასთვის“ თანამემამულეთა მხარდაჭერა აუცილებელია, ზოგიერთი კი ისე ემტერება, გეგონება ვინმესთვის რაიმე დაეშავებინოს. რა თქმა უნდა, ისინი დიდ უცირესობას წარმოადგენენ, მაგრამ ცუდი ხომ უფრო ჩანს. შური კაცთა წესია და გავიხსენოთ დიდი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას აფორიზმი: „დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“. აქ რატომღაც კიდევ პოლიტიკური შემადგენელიცაა, თუმცა ხვიჩა საერთოდ აპოლიტიკურია.

ასეთია კვარაცხელიას ხვედრი, განა მარტო მეტოქეებთან უწევს ბრძოლა, უკვე ბევრჯერ გადალახა სირთულეები და გვჯერა, მალე მოედანზე ისევ ძველ ხვიჩას ვიხილავთ.

მიმომხილველი

ქართველი
ნაკრებშიც მაგიტომ არ ითამაშა ხო ძმაო რომ გეგმა აქვს ჩაფიქრებული ხო ასეა? მაგ მიზეზს რომ მწერ ალბათ ნაკრებშიც იგივენაირი თემა იყო რომ წაგვეგო 2 თამაშში 2 თამაში ნიჩია გვეთამაშა, ჩაფიქრებული აქვს ალბათ რომ არც ნაკრებს არ დაეხმაროს ხო? რომ ოთხ თამაშში 90 წუთი თითოში ერთხელ რომ ვერ დაარტყი კარებში, მანდაც უეჭველი ჩაფიქრებულია რაღაცა რომ საქართველოს ნაკრებს არ დაეხმაროს ხო ასეა?
ჟორა
ვერ გავიგე რაზე უნდა გატყდეს? მუხლზე დაჩოქილები ეხვეწებიან დიდი გუნდები. იანვარში გადავა არსენალში და მესამედ მოიგებს ლიგას. კვარა შესანიშნავ ფორმაშია, ფორმაში არ ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ცდილობას და არ გამოსდის, კვარა კი არ ცდილობს, რადგან რაღაც გეგმაა ჩაფიქრებული და იმ გეგმას მიყვება.

საერთოდ არ მიმაჩნია მისაღებად ტატუს გაკეთება,მაგრამ რაც გავარჩიე,საქართველოს რუკა ახატია მარჯვენა ხელზე და თუ დახატვაა,ისევ ეგ დაიხატოს
ამ ჩემს გუბაზის ფეხებს
გიენების გუნდია, ნეიტრალური პოზიციიდან თუ შევხედავ, მაგარი უინტერესო გუნდია, წარმოიდგინეთ გუნდის ფეხბურთელების საერთო ღირებულება, რამდენიმე მილიარდია. მო@@@@n ეგეთი ლიგის მოგება
მერაბი
არავითარი მორალური გატყდომა.ხვიჩა განა ეგეთი სუსტია მენტალურად?თავი მაღლა,ჩვენო საიმედო და საყვარელო ბიჭო.გვჟერა,რომ ერთი-ორი თამაში კიდევ და წინანდელზე მაგარი იქნები!შენზე უკეთესი ფეხბურთელი,როგორც ასეთი და არა მხოლოდ გარემარბი,ენრიკეს არ ყავს.ეს თავადაც იცი უცილობლივ.თამამად,ლაღად,შენებურად სხარტად და ეკვიანურად შეუბერე,ძმაო!!!
იკა
"ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი", ამით ყველაფერზე გაცემულია პასუხი. დიახ, აუცილებელია და სხვა გზა არ არსებობს!
გიორგი
ახალი მონაცემებით მეორე ადგილზეა ხვიჩა პირველზე მბაპე მესამეზე კეინი ხმის მიცემის შემდეგ იამალი თამაშობს ყველაზე კარგათ მაგრამ ეს აღარ არის სათვალავში ასე რომ რეალურია შანსი მეოცე კი არაა არამედ მეორე!!
ავი მებაჟე
ჩაიარა კვარადონას მატარებელმა. ისმის კითხვა: რატომ არ თამაშობს? ხელფასი , გუნდში სიტუაცია არ მოსწონს? არა! ვეღარ თამაშობს. ამოწურა რესურსი. მალე სადმე გაანათხოვრებენ
სირბილის სწავლების ცენტრი
იტალიაშ გადავიდა და გვახსოვს რა საოცრებები შეძლო, საფრანგეთში წავიდა და ლიგის ორჯერ გადაბმით მოგება მართლაც ფანტასტიკის სფეროა და ახლაც რაღაც აქვს ჩაფიქრებული ჩვენს "ოქროს ბიჭს"... მალე კიდევ ერთ კარგ ამბავს გავიგებთ!
ფრა
დამშვიდით ხალხო არ აქვს დიდი პრობლემა. შევა ფორმაში და დააყენებს ძირითადში. მშვენივრათ არის პარიზში თვეში იმდენს გამოიმუშავებს რამდენიც აქ კომენტარების ავტორების უმეტესობა პირველ ცდაზე ზუსტად ვერ დაწერს.მაგრია ოქროს ბურთს თუ ვწრ მოიგებს ტოპ 3 მაინც გავა წელს.

ოქროს ბურთის 30 კანდიდატიდან 10 პსჟს ფეხბურთელი იყო დასახელებული და მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მთავარი გმირი,უკანასკნელი რომ არ იქნება,მგონი გასაგებია!ჰო და როცა ერთერთი ყველაზე რეალური კანდიდატია,შეფასებები როგორ იქნება გადაჭარბებული?!მე თვითონაც ვთვლი,რომ მას არ დაასახელებენ,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ ღირსეული კანდიდატი არ არის და არ იმსახურებს,ოქროს ბურთს.ყველა თავისას ქაჩავს და ღირსეული კანდიდატი თუ ჰყავს,ცხადია,თავისას მისცემენ ხმას.საფრანგეთს,ესპანეთს და ინგლისს,თავისი ღირსეული კანდიდატები ჰყავთ და წონაც დიდი აქვთ.დიდ კაცთან კი,პატარა კაცის არგუმენტები ნაკლებად სჭრის.
LADO
რას ქვია რა ოქროს ბურთი?? კვარა გახდა ყველაზე რთული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი! იცი ეგ რას ნიშნავს?!
სვანსკი
ხშირად ისმის კითხვა ვინ ჩაგრავს ნაკრებში? ნაკრებში საერთოდ ვერ მიაქვთ ბურთი ხვიჩამდე ან თუ აქვს ნახევარი გუმდი და მწვრთნელი პირდაღებული შესცქერის იქნებ შესძლოს და რვა კაცი მაინც მოატყუოს და გოლი გაიტანოს? სირცხვილია ამის თქმა, სხვა რას აკეთებს?
აჩი
გადადის რეალშიიიიი
ნიკო
ხელზე რაღაც დებილობები არ უნდა დაეხატა.. გაექცა ცოტა, გაექცა..
lasha
ასე მოექცნენ დონარუმასაც. და მერე სიტიში გაასხვისეს. საეჭვოდ დაიძაბა ვითარება რეალშიც ვინისიუსთან. არაფერია გამორიცხული. ვინი წავიდეს რეალიდან და კვარაცხელია მადრიდში გადავიდეს :)

ლოგიკასთან ახლოსაა ავტორის მოსაზრება, მით უფრო წარსული გამოცდილოებიდან გამომდინარე, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ მორიგი ჩავარდნის პერიოდია, რაც თითქმის ყოველ წელს აქვს ხვიჩას. ეს იმდენად აშკარაა, რომ სხვა ვარაუდის საფუძველს თითქმის გამორიცხავს.თანაც, ბოლო პერიოდში ხვიჩა ჩამოყალიბდა როგორც გადამწყვეტი მატჩების საკვანძო ფეხბურთელი და კარგია, რომ ეს დრო ჯერ არ დამდგარა.
გიო ART
ხვიჩა არის ზე ფეხbურთელი და მორჩა.
ამ
ადამიანს ფეხბურთი არ ესმის და. საქართველოს ნაკრები რატომ ვერ გახადა ევროპის ჩემპიონი კვარამ მაშინ? პსჟ კვარამდეც მაგარი გუნდი იყო და კვარას შემდეგაც მაგარი გუნდი იქნება! დღეს კი პსჟ_ს გვერძე, ვერც ეს ძველი ტოპ გუნდები დაუდგებიან და ვერც ახალგაზრდა გუნდები.
ზაზა
ხვიჩას წარმატებები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ის ახალი აგენტი მუსა სისოკო არ უნდა აეყვანა!
დიდი მელა ხარ , ლუის.
თუ მართლა იმიტომ არ ათამაშებს კვარას რო ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, დროა მისმა მენეჯერმა ზამთრისთვის ახალი კლუბი მოძებნოს. ვინ იტყვის ხვიჩაზე უარს.
13 მაისი
ძალიან გადაჭარბებული შეფასებებია ჩვენი სპორტსმენების მიმართ. რა ოქროს ბურთი, ცოტა რეალისტურად იმსჯელეთ ხოლმე. წარმატებები ხვიჩას!
giorgi
ხვიჩამ თვითო უნდა დააყენოს საკითხიმწვრთელთან ამპულის ცვლილება. მარტოო მარცხენა ფრთაზე შეზღუდულ სივრცეში და საჯარიმოსი პასის გაკეთება და ან და 100% დართყმები კარში როცა გაუგეს მისი ყველა კოზირი კვარას კი არა ყველას დაკეტავენ.ის უნდა უყოს ცენტრში და უნდა ქონდეს თავიცუფლება საითაც უნდა შეუტიოს ან პასი გააკეთოს. ასეთ სიტუაციაში გაუჭირდებათ მისი კონტრტოლი. ყოველ ,შემთხვევაში ფლანგები დარჩებათ ნაკლებად კონტროლირებული.
გ.ო.
ხვიჩას ბოლო პრიზის დაკარგვას აბრალიან ალბათ.ხვიჩა ვერ კი არა არ თამაშობს მოწინაღდეგე მხარე ეუბნება აი ვნახოთ თუ ვერ ითამაშებენ ბიჭები უშენოდ.
უფროსი
ხვიჩა ძლიერი პიროვნებაა. დროებითია ეს პრობლემები.
უფროსი
ძალიან მომეწონა ავტორის სტილიც და ლოგიკაც.
Lelo-ს
იტალიაში რა უნდა. სოფლის ლიგას დაემსგავსა ისე დასუსტდა. რამდენი წელია ჩემპიონთა ლიგა არ მოუგიათ? 2007 წლიდან. ხელფასებსაც ვერ იხდიან ისე როგირც პსჟ, ინგლისის და ესპანეთის გუნდები
დავით სალუქვაძე
Კვარა, უნდა წავიდეს Ბარკოლამ, რა წააგო? Პსჟ დააკარგვინებს ხვიჩას ოქროს ბურთს
Lelo
კვარას რუᲗული დრო უდგას ეს ფეხბურᲗელებს ემარᲗებაᲗ Ჩავარდნები, მაგრამ პსᲟ კვარას გარეᲨე ვერაფერს მოიგებდა 2 ლიგა და ყველა გადამწყვეტ ᲗამაᲨᲨი კვარას გოლები დაავიწყდაᲗ???? დროა კვარა წავიდეს პსᲟდან ან ისევ იტალიაᲨი იუვენტუსი ინტერი, ან ინგლისი არსენალი ლივერპული, ესპანეᲗი ანდაც ბარსა ან რეალი, კვარა არსად დაიკარგება რადგან ლიდერია ყველგან სადაც არ უნდა იყოს.
Emgranti
წინა სეზონიც ასე დაიწყო სათადარიგოდან ენრიკე ყველა ფეხბურთელს.მიანიშნებს რომ მისი მოთხოვნები დააკმაყოფილონ ფეხბურთელებმა კონკურენცია იმიტომ გაზარდა რომ უკეტესები გახდნენ ვინც არ ირბენს და თამაში არ წაუბა როტაციაში მოხვდება ასე რომ ასეთი დამოკიდებულება რომ იყოს ნაკრებში ყველა ფეხბურთელზე უკეთესი ტემპიც იქნებოდა და ნაკლები პრობლემები კვარა კვლავ ათამაშდება ✌️
dat
ავტორ ერთი კითხვა მაქვს,საქართველოს ნაკრებშიდაც წნეხს განიცდის და აქაც ენრიკეა ბრალში? ზომიერება ყველაფერში საჭირო,ქებაშიდაც და კრიტიკაშიც. მაგრამ თქვენ ობიეტურობისგან შორს ხართ, ეტყობა თქვენც გაპომპლექსებენ ვიღაცეები აქ. ერთი დიდი წუმპეა ეს ქვეყანა თავისი კლანებით. წარმატება ხვიჩას და ქვეყანას
გია
ნაკრებში ვინ ჩაგრავს.
წადი არსენალში
ინგლისში დიდ ფულსაც იხდიან და თან შენთან ერთდ მოიგებენ ლიგას. პსჟ-ს წინაშე ვალი მოხდილი გაქვს. მესამე სეზონის ბოლოს იძულებულები იქნებიან გაგყიდონ, როგორც ნაპოლიმ
ქართველი
და საქართველოს ნაკრებში რომ ითამაშა ოთხი თამაში მანდ ვინ დააშინა სანიოლმა თუ მაისურაძემ? ანუ მანდაც ეშინოდა? 4 თამაშში ამხელა სუპერ ვარსკვლავმა კარში რომ ვერცერთხელ ვერ დაარტყა და ვერ დაადრიბლინკა მანდაც აშინებდნენ? აი ზუსტად ეს არის პასუხი იმის, რაც დაწერეთ ბატონო ჩემო ,რომ არასწორად საუბრობთ, პატივს ვცემ ყველას აზრს თუმცა როდესაც რაღაცა მაგალითი მოგვყავს, პარალელური მაგალითები არსებობს ნაკრებში, 4 თამაში, ოთხივე თამაში 90 წუთი და არცერთი ის გამოვლენა მისი ,რითაც თავი მსოფლიოს შეაყვარა! გეკითხებით აქვე, საქართველოს ნაკრებში ვისი ეშინოდა? იმედია გავეცი თქვენს ფიქრებს პასუხი, რადგან ეგ არის მცდარი.. მანდ არაფერ შუაში არ არის არავინ, არ არის ლამაზი გადაბრალება. ფაქტია, რომ კაცს ვერ ატყუებს და ვერცერთი ტრენერი არასდროს არცერთ ვარსკვლავს არ ეტყვის კაცი არ მოატყუო და კარში არ დაარტყაო თან როცა გუნდი აგებს ნაკრები იქნება თუ პსჟ.ეგ არის გამორიცხული თუ ელემენტარულად ფეხბურთი გვესმის!
გიგი
მე მგონია თავი და თავი ენრიკეა. არ აძლევს ინივიდუალურად გამოჩენის საშუალებას,. რომ ვუყურებ თამაშებს, ისეთი შთაბეჭდდილება მრჩება დაშინებულია და სხვების უკან პასების "მოახლეა". უკრძალავენ ბევრი რამის თავის თავზე აღებას. სტრასბურგთან რამის პირისპირგასულმა პასი მისცა სხვას, რომელმაც საერთოდ ააცილა კარს. ესეც იმის მანიშნებელია, რომ "კომპლექსი" ჩამოუყალიბეს ე.წ. "გუნდურობის". და ეს კლავს მის ინდივიდუალობას. მე დარწმუნებული ვარ, მას კვლავაც შეუძლია ის დიდი ინდივიდუალური ოსტატობა, რაც ჰქონდა და რითიც ახარებდა მსოფლიოს. მაგრამ ეს ინდივიდუალობა დათრგუნული აქვს ენრიკეს გამო. მე მგონია, რომ დროა წავიდეს ამ გუნდიდან. ლივერპული, არსენალი, რეალი, ბარსელონა ზედგამოჭრილია მისი ნიჭის ახლებურად და კიდევ ერთხელ გაბრწყინებაში. მე მის ადგილზე ავახვევდი ლარებს ენრიკესგან. და პროცესიც ასე მიდის. ჭკვიანია ხვიჩა, კოლხური გენეტიკა აქვს და საკმაოდ საზრიანი ადამიანია. ის დიდხანს ვერ გაუძლებს მის დათრგუნვას და მგონია მალე სხვა დიდ გუნდში იქნება, სადაც კიდევ ერთხელ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. P.S. ოსიმენი რომ ოსიმენობდა ეს ხვიჩას დამსახურება იყო. ნაპოლის წარმატებაში ლომის წვლილი მაქვს აქვს. პსჟ-ს მეორედ ზედიზედ გაჩემპიონებაში 90%, 100 თუ არა ხვიჩას აქვს. მსოფლიო ტენდენციურია, ის რომ იყოს არგენტინელი ან სხვა ქვეყნიდან გაიმეტებდნენ "ოქრპოს ბურთს"... მაგრამ ყველა ვხედავთ რა ტენდენციურიცაა მსოფლიო.
თეიმურაზი
არავინ კორტნის და არავინ მასზე ცუდს არ ამბობს, კრიტიკა კი შეიძლება, მე ბევრის მნახველი ვარ და მახსოვს გულშეემატკივაეთა ემოციები, რომლებიც ცვალებადია და ეს მისღებია, მახსოვს ერთ რუსულ გუნდთან თამაშისას მესხი 75 წუთი იდაგა, მახსოვს მისი მასამართით უშვერი სიტვები, ბოლო ათ წუთსი აიწყვიტა და 3 გოლი გაიტანა, მერე გენახატ ოვაციები, სისულელეა ისიც ფორმაში არ არისო, აგუნი თამაშობს და გუნდმა უნდა ითამაშოს და მაშინ შენც ითამაშებ წინა თამაშში გუნდი ათამაშდა. ხვიჩა რომ ყოფილიო ისიც გაიტანდა იმ გოლს დუემ რომ გაიტანა
ჯანო
ნაპოლიდან წამოსვლის ბოლო პერიოდს მახსენებს, ამჟამინდელი პსჟ ს ადმინისტრაციის მოქმედებები. ხვიჩას თითქოსდა რაღაცნაირი მადლი დაჰყვება ყველგან და ამ მადლით იხეირა ნაპოლიმ და პსჟ მაც. ნაპოლი დღეს ვინც არი ყველა ვხედავთ. სამი წლის თავზე იგივეს ვიტყვით პსჟ ზე. არც ის გამიკვირდება, რომ ხვიჩამ იანვარში უთხრას ენრიკის გამიშვითო, ზუსტად ისე როგორც ეს ანტონიო კონტუს უთხრა. მე მითქვხმს, აღდგომა და ხვალეო. პ.ს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა საფეხბურთო ოჯახიდანაა და ასეთ სიტუებში მოქმედებების ალტერნატიული გეგმა მათაც ექნებათ
გულშემატკივარი
აუფ რამხელა ტექსტი მოარტყი და ჯობდა არაფერი დაგეწერა. ის გავიწყდებათ რომ ჩვენ არ ვიცით მწვრთნელი რა დავალებასაც აძლევს ფეხბურთელს ის უნდა შეასრულოს. არ იცით ენრიკე რას ეუბნება ხვიჩას და ვერც გაიგებთ. ხოდა დაეტიეთ რა და ნუ ხარჯავთ ტყუილად სიტყვებს!!!
რატო ამას არ აქცევთ ყურადღებას
სტრასბურგთან ხვიჩა ათამაშეს თითქმის სათადარიგოებთან, შემოვიდნენ ძირითადის შემადგენლობა და ათამაშდა გუნდი, ხვიჩაც რო დაეტავებინა ისიც შექმნიდა, სტასტიკიკა ნახეთ რამდენი გადაცემა მისცეს საერთოდ, ჩაგრავენ ძალიან
ქართველი
ხვიჩა კვარაცხელია — წარსული დამსახურება და დღევანდელი რეალობა პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ არცერთი ქართველი გულშემატკივარი არ უკარგავს ხვიჩა კვარაცხელიას იმას, რაც მან დღემდე გააკეთა. რა თქმა უნდა, მისი წვლილი საქართველოს ფეხბურთში უდიდესია. მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, უდიდესი წვლილი შეიტანა „ნაპოლის“ სკუდეტოში და, რა თქმა უნდა, პსჟ-ის წარმატებებშიც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ან ორი წლის განმავლობაში გაკეთებული საქმეების გამო საფლავამდე უნდა ჩავყვეთ და მუდმივად მხოლოდ წარსული დამსახურებებით შევაფასოთ. მოდით, საერთო სურათი გავაანალიზოთ. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ხვიჩას, ფაქტობრივად, არცერთი სრული სეზონი არ ჰქონია სტაბილური. ჰქონდა შესანიშნავი მატჩები, ზოგიერთ გუნდთან ფანტასტიკურად თამაშობდა, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში ერთნაირ მაღალ დონეზე თამაში ვერ შეძლო. ახლა ხშირად გვესმის გამართლება, რომ, მაგალითად, „სტრასბურთან“ იმიტომ ვერ ითამაშა კარგად, რომ მის უკან მეორე შემადგენლობა იყო. ესე იგი, შემადგენლობასაც ჰქონია მნიშვნელობა, ხომ ასეა? გამოდის, რომ ხვიჩას შედეგიანობისთვის აუცილებელია, მის უკან ვარსკვლავები თამაშობდნენ. რა თქმა უნდა, მოედანზე მარტო არ არის და კიდევ ათი ფეხბურთელი ჰყავს გვერდით, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ მაღალი დონის თანაგუნდელების გარეშე ვერაფერს ქმნის, მაშინ ესეც უნდა გავითვალისწინოთ მისი თამაშის შეფასებისას. და ახლა მთავარი კითხვა: ვის ახსოვს ბოლოს ხვიჩას ის დრიბლინგები, რომლებითაც მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული იყო? დღეს რას ვხედავთ? ძირითადად უკან გაკეთებულ პასებს. სად გაქრა ის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეებს ერთმანეთის მიყოლებით ატყუებდა, რამდენიმე მცველს ერთდროულად სცდებოდა, საჯარიმოში შედიოდა და კარში ურტყამდა? საქართველოს ნაკრებშიც ბოლო პერიოდში მხოლოდ ერთი ასეთი ეპიზოდი მახსენდება, ირლანდიასთან, როდესაც გაიქცა, მეტოქე ჩამოიტოვა და კარში დაარტყა. სწორედ ეს იყო ის ხვიჩა, რომელსაც ვიცნობდით! სწორედ ეს იყო მისი ხელწერა! ჩვენ ხომ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ერთ დროს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი იყო და სტატისტიკურადაც გამორჩეულ მაჩვენებლებს აფიქსირებდა. თითოეულ მატჩში ათობით დრიბლინგს აკეთებდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის ეთამაშებოდა. დღეს კი, ჩემი შეფასებით, დრიბლინგების მხრივ მსოფლიოს საუკეთესო 50 ფეხბურთელშიც ვეღარ მოხვდება. სწორედ ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ხვიჩა ნიჭიერი არ არის! ყველამ ვიცით, რამდენად ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ სად არის დღეს ის დრიბლინგები? სად არის მეტოქის მოტყუება, სწრაფი გარღვევები და შორიდან ძლიერი დარტყმები? რატომ ვეღარ ვხედავთ იმ ფეხბურთელს, რომელიც თამაშის ბედს ინდივიდუალური ოსტატობით წყვეტდა? ბოლო პერიოდში გატანილ გოლებსაც რომ გადავხედოთ, არაერთი მათგანი ისეთი იყო, როდესაც ბურთი კარის წინ მიუვიდა და უბრალოდ ფეხი მიარტყა. რა თქმა უნდა, გოლი გოლია, მაგრამ მე სხვა რამეზე ვსაუბრობ. სად გაქრა ხვიჩას შედევრები? სად არის მისი საოცარი მოძრაობები, ფეხებს შორის ბურთის გატარებები, მეტოქეების მოტყუება, სამი ფეხბურთელის გარემოცვიდან ბურთით გამოძრომა, სწრაფი გარღვევები და კარში დარტყმები? ეს ყველაფერი ხომ მისი მთავარი საფეხბურთო ხელწერა იყო?! დღეს სწორედ ეს აღარ ჩანს. ვეღარ ვხედავთ იმ ათობით დრიბლინგს, რომლებსაც ადრე თითქმის ყოველ მატჩში აკეთებდა. ვეღარ ვხედავთ მის ინდივიდუალურ გარღვევებს და იმ საოცარ ეპიზოდებს, რომლებიც მას სხვა ფეხბურთელებისგან გამოარჩევდა. ამიტომაც, როდესაც ხვიჩას დღევანდელ თამაშზე ვსაუბრობთ, არ უნდა გვჭირდებოდეს მუდმივად იმის შეხსენება, რა გააკეთა მან ერთი, ორი ან სამი წლის წინ. მისი წარსული დამსახურებები არავის ავიწყდება და არც არავინ უკარგავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი თამაში კრიტიკის გარეშე უნდა მივიღოთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რა გააკეთა ხვიჩამ გუშინ, არამედ იმაზე, რას აკეთებს დღეს და სად გაქრა ის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი დრიბლინგებით მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
llcl
თუ ვინმეს დამსახურებაა დღეს ფეხბურთის გამოცოცხლება საქართველოში და ქართველ ფეხბურთელებზე მოთხოვნე წამყვანი ჩემპიონატებიდან, ეს ხვიჩაა, მჯერა ხვიჩას ვერაფერი გასტეხს, მებრძოლია და დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავჯერ აღფრთოვანებაში მოიყვანს სტადიონებზე მაყურებელს, წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
ასეა ეს!
ყველა დამსაქმებელი არის უმადური, გაუმაძღარი და საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს!
კახი
მიდი ხვიჩაააააა, ნაპოლიშიც არ გაძლევდნენ პასებს და მაინც გაიტანე ლელო. აქაც მიაღწევ ლიდერობას როგორც წინა სეზონში იყავი.

ფუტკრის სკას სხვა სკა რომ დაესხმება თავს,პირველ რიგში დედა ფუტკარს ეძებენ და მას ჰკლავენ,რათა და დამხდური ფუტკრის გუნდმა,წინააღმდეგობის უნარი დაკარგოს.ომშიც მეთაურის მოკვლას,ან სახელის გატეხას და წყობილებიდან გამოყვანას ცდილობენ.დღევანდელი ქართული ფეხბურთის ლიდერი,ხვიჩა კვარაცხელიაა და ვისაც სურს საქართველოში ფეხბურთის განვითარება შეაჩეროს,პირველ რიგში მის ლოკომოტივს,ხვიჩა კვარაცხელიას ებრძვის.რაც შეეხება პსჟს,იქ ენრიკეს მიზანი,გუნდის გაზაფხულისათვის საუკეთესო ფორმაში მიყვანაა და ხვიჩას ფორმაში დღეს შეყვანას სულაც არ ჩქარობს.ისინი,ვინც მსოფლიოს ჩემპიონატში თამაშობდნენ და ბოლომდე გავიდნენ,ინერციით ჯერ კიდევ ფორმაში არიან და ჯერჯერობით მათ ეყრდნობა ენრიკე.2024წელს საქართველოს ნაკრების ისტორიაც გვახსენებს,რომ მალე ეს ფეხბურთელები ფორმიდან ნელნელა ამოვარდებიან და სანამ ისინი სულს მოითქვამენ,მანამდე ხვიჩას და სხვა პარტნიორებს მოუწევთ,გუნდის გათრევა.გაზაფხულის პირზე,ყველას საუკეთესო ფორმაში შესვლა დასჭირდება ლუის ენრიკეს.რაც შეეხება კონტრაქტის განახლებას,შესაძლოა ეგეც მოქმედებდეს,მაგრამ ამის გულისთვის გუნდის სათამაშო ფორმას საფრთხეში არ ჩააგდებს და ბოლო ბოლო,კვარაცხელიაც უარს იტყვის კონტრაქტის განახლებაზე,მისთვის არასასურველი პირობები თუ იქნება,შეთავაზებული.მეორე მხრივ,განახლებული კონტრაქტი,დღევანდელზე უარესი ნამდვილად რომ არ იქნება,მგონი ცხადია.კვარას უკვე აქვს მწარე გამოცდილება,აგენტიც გაცილებით გამოცდილი ჰყავს და ვფიქრობ საკუთარ ინტერესებს წარმატებით დაიცავს.ჩვენთვის ცუდი ის არის,რომ კვარას საუკეთესო ფორმა,ჩვენ როცა გვჭირდება,სწორედ მაშინ არ სჭირდება პსჟს და რაკი ის პსჟში ვარჯიშობს,მათთვის სასურველი გრაფიკით იცვლება მისი სათამაშო ფორმა.ამას ვერც კვარა უშველის და ვერც ნაკრების მწვრთნელი.მათ მხოლოდ იმ დროს აესებული რესურსის სრულად გამოყენების მცდელობა შეუძლიათ.ჩვენი ვაიგულშემატკივარი კი,ამის გაგებასაც არ ცდილობს და უარყოფითი ემოციებით განუწყვეტლივ,თანაც ზოგი მიზანმიმართულად,ზოგი კი,სხვისი წამხედურობით და დაუფიქრებლად ტვირთავს კვარას და არა მხოლოდ კვარას.საბოლოო ჯამში,ნაკრები აშკარად შებოჭილი თამაშობს და ისევ იგრძნობა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების და ინიციატივის გამოვლენის შიში.კი წერს ავტორი,უმცირესობააო,მაგრამ ეს არის ძალიან აგრესიულად განწყობილი უმცირესობა და რაკი ბევრს ყვირიან,მათი ხმა უფრო მეტად ისმის,თანაც უაზროდ ამყოლებიც ბევრნი არიან და დგას ერთი ვაკხანალია!
მენდოზა
კაი რა, რა მომატება უნდა მოითხოვოს 10 მლ-აქ წელიწადში რა ღორია?
მამუკა
მიდი ხვიჩა მიაწექი, წარმატებები ხვიჩას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გია
ხვიჩას, ამჟამად კარგი პერიოდი ნამდვილად არა აქვს. რაღაც დამძიმებული მეჩვენება, ისეთი ჰაეროვანი და სწრაფი აღარ არის. არც ნაკრებში მისი გამოსვლა იყო წარმატებული. იმედია, გამოსწორდება. შარშანაც ასე დაიწყო სეზონი და მერე თებერვლიდან უკვე ფრინავდა.
toro
ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ნეტა ყველას ასე საგანგაშოდ გვქონდეს საქმე, როგორც კვარას.დდდდდდდდ
ედემი კორძაია
გაიხარე სტატიის ავტორო შენ გენაცვალე კაცობაში და ქართველობაში. მაგას ვიძახი მეც და ამ სტატიას დავიმოწმებ დღეიდან. იმას დავამატებ რომ ენრიკეს ძალიამაც რომ უნდოდეს თამაში ზემოდან არ მიცემენ უფლებას და მარტო თანხებთან არ არის დაკავშირებული,მთავარი ოქროს ბურთის თემაა არ სურს ფიფა/უეფას ქართველმა რომ მოიგოს ამიტომ დასვა სკამზე დააშინეს ენრიკეც. 26 ოქტომბრის მერე დაბრუნდება ძველი კვარა
ამატაკი
საოცარია რატომ არის ასეთი ამბავი ატეხილი ხვიჩას თამაშის ირგვლივ. სინამდვილეში არაფერი ისეთი საგანგაშო არ იკვეთება მის თამაშში ამ სეზონის სტარტზე. ამის დასტურად ვნახოთ ფლეშქორეს (დანარჩენიც თითქმის იგივეა) შეფასებები ბოლო 5 მატჩის: მონაკო - ძირითადი-შეფასება 8,1 -მეორე შეფასება კაპიტნის შემდეგ, ბრესტი -ძირითადი - 7,1 = კარგი მატჩი, მარსელი - ძირითდი - შეფასება 7,1 - კარგი მატჩი, ლე მანი - შეცვლაზე-შეფასება 9,2 - საუკეთესო, სტრასბურგი - 6,8 საშუალო, შეტევაში უკეთესი დუეს და დემბელეს შემდეგ. ამასაც აქვს თავისი ახსნა, მოგეხსენებათ ძირითადში ხვიჩას დაუყენეს თითქმის მეორე შემადგენლობა, შუა ხაზი დრო-ბერალდო ვერ ახერხებდა ბურთის სწრაფად ამოტანას და ვერც ვერტიკალურ გადაცემებს არიგებდნენ, უაზროდ აგორავებდნენ ცენტრთან ხაზის გასწვრივ და მხოლოდ მაღალი ბურთებით აღწევდნენ მოწინააღმდეგეს საჯარიმოსთან . მიუხედავად ამისა ხვიჩას ჰქონდა 1-2 საკმაოდ პერსპექტიული პასი, ერთერთი სწორედ აკლიუშმა გაანიავა, მეორე არ მახსოვს ზუსტად. მასთან ნორმალური გადაცემა არ მისულა, არც ერთი-ერთზე დაუტოვებიათ რომ დრიბლინგისთვის მიემართა და უაზროდ ბურთის დაკარგვას ნამდვილად ერიდებოდა. ეს სეზონის სტარტია. რატომ გგონიათ რომ ამ პერიოდისათვის მან მისი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს? მოვა მაგის დროც და ყველა ერთად ვიხილავთ და დავტკბებით. ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც ერთი მოლა თავის წინასწარმეტყველებაში: რას იტყვი მოლაო, როგორი ზამთარი გველისო და მანაც მიუგო - ერთს გეტყვით , თოვლი მოვა, მერე დადნება და წყლად წავაო!
SOS!!!
ხვიჩა, იმედია წაიკითხავ ჩემს კომენტარს. მე ყოველთვის შენი გულშემატკივარი ვარ რაც გამოჩნდი ასპარეზზე. ნუ გეშინია, თამამად ითამაშე, შანსი გექნება და ხელიდან არ გაუშვა - გაიტანე გოლი, იცოდე მთელი საქართველოა შენი გულშემატკივარი. შენს თამაშს ყოველთვის მოუთმენლად ველოდები და მჯერა, რომ კიდევ უკეთესად ითამაშებ! აბა შენ იცი, გლოცავ, ღმერთი იყოს შენი მფარველი! გთხოვთ არ დაბლოკოთ.
აბა
რატოა სახვეწარი და სამუდარო, ფორმაში ჩადექი და ითამაშეო? რას გავს ასეთი საქციელი? ოჯახის მამა და საგვარეულოს მარჩენალი ასეთი საჯიკებელი უნდა იყოს? რა ხდება , საერთოდ?
გიორგი
ნამდვილად სწორი და ადამიანური სტატიაა და სტატიის ავტორს ამისთვის გულითადი მადლობა!
eqspert
nakrebshi psg aari da enrike?
ზურა
ხვიჩა ოქრო ბიჭია.მონახავს შინაგან ძალას და კიდევ ათამაშდება.ჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას!!!
გიორგი 3
საერთოდ პსჟ ცნობილია თავისი უმადურობით, დონარუმას გარდა როგორ მოექცნენ თვით მესისაც კი, მსოფლიო ჩემპიონობა არც მიულოციათ , როცა კიდევ გუნდში ირიცხებოდა.
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა