ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!

რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მესამე ტურის რიგით მე-4 შეხვედრა გამორჩეულად დრამატული და სანახაობრივი გამოდგა, რომელშიც „რუსთავმა“ ტყიბულის „ორბი“ დაამარცხა. შეხვედრა დიღმის არენაზე გაიმართა, რადგან ნომინალურმა მასპინძელმა „ორბმა“ რიგი მიზეზების გამო ტყიბულში თამაში ვერ შეძლო.

რუსთაველების შთამბეჭდავი გამარჯვება სრულად ჯეიდენ კინგის დამსახურებაა, რადგან ამერიკელმა ლეგიონერმა ამ მატჩში 34 ქულა ჩააგდო და ბოლო სამიანი ძირითადი დროის დასრულებამდე 1.9 წამით ადრე მიითვალა — ეს ბურთი რომ არ ჩავარდნილიყო, თამაში დამატებით დროში გადავიდოდა.

არადა, რუსთაველები მესამე პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 14 ქულით, 69:55 იგებდნენ და გამარჯვებაც სანახევროდ ჯიბეში ჰქონდათ, თუმცა „ორბმა“ უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.

გუნდის თამაშს ტანმაღალი ჯიმი ბეილი აკონტროლებდა, რომელიც ბურთებს ხსნიდა და კალათში აგდებდა. „ორბმა“ მეოთხე პერიოდის დაწყებიდან მალევე მოახერხა ანგარიშის ჯერ გათანაბრება და შემდეგ დაწინაურება. უკანა ხაზიდან თამაშის სადავეები ალექს მეთიუზმა აიღო, რომელმაც სამქულიანებითა და სწრაფი გარღვევებით „ორბს“ ლიდერობა მოუპოვა. მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე კევონ ვესტის ზუსტი გარღვევის შედეგად ტყიბულელები ექვსი ქულით, 87:81 დაწინაურდნენ და თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა.

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება კინგის ბრწყინვალე თამაშს უკავშირდება, რუსთაველები ბოლო წუთებამდე ბრძოლაში კრისტიან ჯონსის არანაკლები გარჯის შედეგად მივიდნენ. ჯონსმა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც რუსთავი ექვსი ქულით ჩამორჩებოდა, 2 სწრაფი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ივანე მეგენეიშვილის ფარქვეშიდან ჩაგდებულმა ბურთმა რუსთაველებს ლიდერობა დაუბრუნა (90:89) დასრულებამდე წუთნახევრით ადრე.

ბოლო წამები უკიდურესად დრამატული გამოდგა: ელვინ მაილსის ორქულიანის შემდეგ რუსთავი სამი ქულით გავიდა წინ, თუმცა მაილსმა შეტევაში ბურთი დაკარგა და ახალგაზრდა დავით ტრაპაიძეს ორჯერ მიეცა საჯარიმოების სროლის უფლება, საიდანაც სამი ჩააგდო და ანგარიში გათანაბრა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 25 წამით ადრე რუსთავმა ბოლო შეტევა წამოიწყო და ბურთი ბოლომდე გაათამაშა, რათა მეტოქისთვის დრო არ დაეტოვებინა. ელვინ მაილსმა ბურთი ათამაშა და სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ჯეიდენ კინგს გადააწოდა, რომელმაც შორეული ტყორცნით რუსთავი 95:92 დააწინაურა.

„ორბს“ შეტევისთვის არასრული ორი წამი დარჩა, თუმცა ჰენრი ვეტერის გამარჯვების ბურთი კალათს ასცდა და რუსთავმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. ინდივიდუალური შედეგებით „რუსთავის“ რიგებში ჯეიდენ კინგმა (34 ქულა, 8 მოხსნა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა (16 ქულა, 5 მოხსნა), კრისტიან ჯონსმა (15 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი) და ელვინ მაილსმა (15 ქულა, 8 პასი) გამოიჩინეს თავი, ხოლო „ორბის“ შემადგენლობაში ალექს მეთიუზმა (27 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი), კევონ ვესტმა (19 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი) და ბექა ლომაშვილმა (13 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი) შედეგიანი მატჩი ჩაატარეს.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, სუპერლიგის სათავეში სამიდან სამი მოგებით თსუ-ა, მეორე-მესამე ადგილებს ივერიონი და რუსთავი ინაწილებენ. მიმდინარე ტური ორშაბათს კსუ-კავკასიისა და ახალციხის მატჩით დასრულდება, რომელიც 18:00 საათზე თბილისი არენაზე გაიმართება.

GBF

გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება

დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე

საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია

ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა

"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი

[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში

რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა

[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა

ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო

[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო

18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან

მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება

19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის

კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს