ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტურის დროა, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილს უკვე სერიოზული სახე მიეცემა.

9 გუნდს ორიდან ორი გამარჯვება აქვს. უდანაკარგოდ ამ ტურის შემდეგ ყველა თუნდაც იმიტომ ვერ იქნება, პსჟ და "ბარსელონა" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

პარიზში გასამართი შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ამ მატჩის პარალელურად, დღეს, 23:00 საათზე, ქართული დუელი გველის. მოედანზე ალბათ ნაკლებად შედგება, მაგრამ მაინც: გიორგი მამარდაშვილის "ლივერპული" - გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი".

ოთხშაბათს, 23:00 საათზე, კიდევ ერთი ქართველის, ირაკლი აზაროვის "შახტარი" მილანში "ინტერს" ესტუმრება; რაც შეეხება ამ დღის ცენტრალურ მატჩს, ის მიუნხენის "ბაიერნისა" და "არსენალის" დაპირისპირებაა.

იქნება "კვარა"?

ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი მთავარი ინტერესი პარიზისკენაა მიმართული. წინა ორი სეზონის ჩემპიონი პსჟ ლიგის ფაზაზე ნაკლებად დამაჯერებელი იყო, საბოლოოდ კი ტრიუმფამდე მივიდა. "მანჩესტერ სიტისთან" თითქოს ფორმაში "ნაადრევად" შესული ლუის ენრიკეს გუნდი ვნახეთ. თუკი "ბარსელონასთანაც" ისეთივე აღმაფრენას ვნახავთ, ვიფიქრებთ, რომ ფორმის პიკის "გადავადება" ხელოვნურად ნამდვილად არ ხდება.

"ბარსელონა" ყველა ფრონტზე შეუჩერებელია და შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობს. პარიზელებთან დაპირისპირების მერე მათ მადრიდის "რეალთან" "კლასიკო" ელით, რის შემდეგაც მეტს გავარკვევთ.

ეს გუნდები შარშან ამავე ეტაპზე რომ შეხვდნენ, პსჟ-ს კვარაცხელია, დემბელე, დუე, მარკინიოსი და ნევეში ტრავმის გამო აკლდა და ლუის ენრიკეს გუნდმა სტუმრად მაინც (2:1) გაიმარჯვა. მაშინ "ბარსელონელმა" ფერან ტორესმა გაიტანა.

იმ მატჩში ლამინ იამალის მეურვე ნუნუ მენდეში საუკეთესო გახდა, ახლა კი პორტუგალიელი ტრავმის გამო არ იქნება. მას ლუკა დინი შეცვლის? სანაკრებო დონეზე მისი იმალათან დაპირისპირება წარმატებული არ გამოდგა. მარცხენა მცველად ზაირ-ემერის ვარაუდობენ, ვისაც გამოცდილება აქაც დაუგროვდა. რა თქმა უნდა, იამალის ფლანგზე მოთამაშე "კვარა" მცველს დასახმარებლად ძალიან დასჭირდება.

ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარე სეზონში რთულია, მაგრამ სავარაუდო შემადგენლობების თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იქნება.

როცა ეს გუნდები თამაშობენ, შეძლებელია არ გაგახსენდეს ლუის ენრიკეს "ბარსა" და 6:1 პსჟ-სთან. მთავარი მსაჯი ინგლისელი ოლივერი იქნება.

შემადგენლობები

პსჟ: საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ზაირ-ემერი - ვიტინია, ნევეში, რუისი - დუე, დემბელე, კვარაცხელია;

ბარსელონა: გარსია - ესპარტი, კუბარსი, მარტინი, კანსელუ - როდრი, ფერმინი, პედრი - იამალი, რაფინია, გორდონი.

კვარა დაბრუნდება
კვარა ოფიციალურად 2027 წლის 30 მაისს დაბრუნდება
ზურა56
დღეს.კიდევ.ერთხელ.ვიამაყებ... თ რომ.ქართველი.ვარ❤️
რამ გაგამწარათ ასე
ჯერ იმას დავწერ რომ არ ეყოლებათ ნევეში დაცვაში და კვარას გარდა დინს ვერავინ დაეხმარება უკან! დუე და გოტსი ან ფერნანი არ არიან ის ფეხბურთელები, რომ გაქაჩონ ეგ... მერე მეორე: კვარა თუ არ დააყენა როგორ ფორმაშიც არ იყოს ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვება ( არა აქ! აქ გაგიხარდებათ ვაი ქართველობას! აბა როგორი ქართვრლები ხართ?!!! როცა თანამემამულის წაქცევას გულშემატკივრობ და მერე წაქცეულზე გადარბენა გინდათ? სადაა თქვენი გადასარბენი მაგრამ მაინც... თქვენი...!) მესამე: კვარა კვარაა და ასეთი თამაშების მოგება იცის ( ეს ფაქტია) ოთხ დღეში ოქროს ბურთის მფლობელი ირკვევა და მისი არ დაყენება როგორ ფორმაში არ უნდა იყოს ( ოთხი თამაში შეუცვლელად 10 დღეში ადვილი გგონიათ? ჰალქნდი დაასვენეს ის ცხოველი! საერთოდ რას ვუხსნი ამ ფეხბურთის უვიც ბოგმიან ვიხაც რაგაც ცხოველებს) უმდა დააყენოს! და თუ დააყენა ერთად ვნახავთ რასაც იზამს! მიდი ხვიჩა მიაწექი და ამ შეუმდგარ ვიგაცეებს ყურადღება არ მიაქციო😉 გენაცვალეთ ქართველებო! ყველას! ის ცუდიც ჩვენია და იმედია გამოსწორდებიან( გამოსწორებული კაცი არ გაიშვა მაგრამ მაინც)
ვაი ქართველს!
რამ გაგამწარა ასე კვარაზე? ის ხვა ტიპაჟი რომ იყოს( მექალთანე) ვიფიქრებდი რომ ვიგაც გადაგიხარა და მოიხმარა😁
ქართველი
არავინ დააყენებს კვარას სასტარტოში სანამ არ მოუმატებს და უკან პასს არ გადაეჩვევა ,წავა დრიბლინგზე და დაურტყავს ზუსტად კარებში
დდდ
ვფიქრობ, ხვიჩა სასტარტოში იქნება, რადგან მენდეშის არყოფნაში ბარსელონა ძალიან დიდ უპირატესობას იღებს შეტევის მარჯვენა ფლანგზე და ერნანდესი და დინი ერთად არ არიან იამალის გამჩერებლები... ასე, რომ მოუწევს ჩვენ ბიჭს წინდაუკან სირბილი და რამდენ ხანს გაქაჩავს ასეთ ტემპში თამაშს, ეგ მხოლოდ თვითონ იცის... დალაგებული და ოპტიმალური დაცვა არც ბარსელონას ჰყავს და შესაძლოა, სეზონის ყველაზე სანახაობრივი და უხვგოლიანი თამაშიც ვიხილოთ... გაიმარჯვებს ის, ვინც უკეთ გამოიყენებს სწრაფ კონტრშეტევებს და დამარცხდება ის, ვისი ფლანგებიც ( აქეთ კვარა-დუე და იქით რაფინია-იამალი) უფრო ადრე გადმოაგდებს ენებს... პირადად მე, დიდწილად მირჩევნია, ხვიჩას თამაშს ბოლო 30 წუთი ვუყურო, მაგრამ შესაძლოა, მაგ დროისთვის თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილიც იყოს და ვფიქრობ, ლუის ენრიკე თავიდანვე იმ შემადგენლობას დააყენებს, ვისიც დაცვაშიც ეიმედება, შეტევაშიც და თუ საჭირო გახდა - ნახევარდაცვაშიც... მენდეშის არყოფნაში კი ასეთი მხოლოდ ხვიჩა და ჰაკიმი რჩებიან... რათქმაუნდა, იგივეს კეთება ვიტინიასა და რუისსაც შეუძლიათ, მაგრამ მაშინ პსჟ-ს ცენტრის დათმობა მოუწევს და სავარაუდოდ, სახლში მეორე ნომრად თამაშს არ იკადრებს, თუმცა კი აჯობებდა... თამაში კი ნებისმიერ შემთხვევაში მხიარული უნდა გამოდგეს...
კოლა
მშვიდობა გაქვთ?
Levani
ისე ჯუღელს რო კენწლიდით სასტავი ამ სისოკომ ხო არ აურია სიტუაცია. ჩვენ ვინ გვეტყვის რა ხდება სინამდვილეში,ისე პანიკის საფუძველი არ არსებობს,ხვიჩა მოგვიანებით შევა ფორმაში და 3-ე ლიგას მოიგებს,მანამდე კიდე აკლიუშები ითამაშებენ
დავით სალუქვაძე
Სულ ვიტიანია იყო ცენტრში, ბაიერნთან რუისის პასმა საერთოდ დუეს პასმაც ფლანგზე ხოლო ვიტინიას პასით ფლანგზე გასული ბარკოლა ვიცი, ხოლო ვიტინია - კვარას შეგდებული პასი ფლანგზე(და საერთოდაც) საგოლო, მომენტალური, რაიმედ სახიფათო, დროული(გრძელი ან მოკლე) პასი, ბუნებაში Რ არსებობს, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნევეშ-კვრას ერთობლივ, შეწყობილ(შეხმატკბილებულ) გათამაშებას კვარას ბრწყინვალე გოლი მოჰყვა ლივერპულთან, - რაიმე ამის ამგვარი გამახსენეთ ვიტინიასგან კვარაზე, - ადამიანის ადამიანურობის იმედს მომცემდა, - არა თავისთავად ცხოველია უღმრთო და უსინდისო.
100% კვარა ითამაშებს
დიდი მატჩების დიდოსტატია და სასტარტოში იქნება. ან რო გაუჭირდებათ, დაუჩოქებენ, გვიშველეო, ქართველო !!
მხიტარიანი დაბერდა
ადრე მართლა კარგად თამაშობდა ))
სიმართლე
ზოგს ტვინი უბერდება, წერტილი.
Levani
მანამდე დღეს დილა-იბერიაა და ანონსი დაგეწერათ. საქ.ჩემპის ორი ყველაზე ჩა.მული გუნდი ერთმანეთთან გაარკვევს ურთიერთობას.ორივე გუნდი პრაგმატული თამაშით გამოირჩევა.. ტოტალიზატორის მოყვარულთათვის გირჩევთ ორივე ჩააწვდის საჯარიმოში დადეთ,ან ორივე დაარტყავს კარში -არა. რკინაბეტონნნნნნ
მირო
დუე,დეწმბელე,აკლიუში(ან ტორესი).ხვიჩა შეიძლება საერთოდ არ ათაამაშოს.ცუდად თამაშობს ფაქტია.რისი ბრალია,თვითონ იცის.ენრიკე კიდევ ზედმეტად არავის ეფერება და არავისი გაწირვაც არ უჭირს.
მამუკა ბათუმი
პსჟ-ბარსაა და დღის თამაში ბავარია-არსენალი რა ლოგიკით არის? 🤦♂️
თქვენ რას ფიქროობთ?
საფრანგეთში რა ამბებია, განსაკუთრებით პარიზში და შედგება პსეჟეს და ბარსას თამაში?

კვარაცხელია დაბერდა. ადრე მართლა კარგად თამაშობდა, ნაპოლის პირველ სეზონში განსაკუთრებით.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"