"ილიჩივეცის" ქართველ ნახევარმცველს კიევის "დინამოს" წინააღმდეგ მატჩში მოუწევს თავის გამოჩენა
უკრაინის ჩემპიონატში უკვე 8 ტური გაიმართა, თორნიკე ოქრიაშვილმა კი მარიუპოლის "ილიჩივეცში" მხოლოდ სამი შეხვედრა გამართა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ამბობს, რომ მიზეზი ტრავმა და მწვრთნელის გადაწყვეტილებაა.

"უთამაშებლობას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი ის, რომ შეკრებაზე დავშავდი და სანამ ფორმა აღვიდგინე, გარკვეული დრო გამიცდა; მეორე მიზეზი კი ისაა, რომ "ილიჩივეცში" ჩემს პოზიციაზე გამოცდილი ნახევარმცველი, ადრიან პუკანიჩი დაიმატეს, რომელსაც დონეცკის "შახტარში" უთამაშია, ახლა გუნდის კაპიტანია და ჩვენი მწვრთნელი ვალერი იარემჩენკო მას უფრო ენდობოდა. თუმცა, ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გამომგზავრებამდე მწვრთნელმა მითხრა, რომ დაბრუნდები, შემადგენლობაში დაყენებაზე უნდა დაგელაპარაკოო.

საქმე ისაა, რომ პუკანიჩმა მწვრთნელის იმედები ვერ გაამართლა და ძირითადიდან ამოაგდო. იარემჩენკომ მითხრა, შემდეგ ტურში კიევის "დინამოსთან" შენ დაგაყენებო.

მე ვიცი, რომ კონკურენტი არ მჯობს, მას გამოცდილების გამო თუ ათამაშებდნენ. უკრაინაში ასეა, გამოცდილს უფრო ენდობიან, მაგრამ პუკანიჩი ან ფორმაში არ არის, ან უკვე კარიერაში დაღმასვლა დაეწყო. ფაქტია, "შახტარის" მოთამაშისგან ბევრად მეტს ელოდნენ და ვერ გაამართლა. მწვრთნელმა სწორედ ეს მითხრა და იმედია, ძირითადში შანსის მოცემის შემთხვევაში თავს გამოვიჩენ. უკრაინის ჩემპიონატში საკმაოდ მაღალი დონეა და ძალიან მინდა, ძირითადში თამაში დავიმსახურო", - გვითხრა ოქრიაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"