სერია A-ს მეშვიდე ტურში „მონცამ“ საკუთარ მოედანზე „კალიარი“ 4:0 დაამარცხა - ეს იტალიის ჩემპიონატზე ამ გუნდის სარეკორდო ანგარიშით გამარჯვებაა.

21 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გუსტავო ვარელამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იურიჩმა ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და არც შემცდარა. ქართველი, რომელმაც წინა მატჩში „ლაციოსთან“ გოლი გაიტანა, ურიგოდ ამჯერადაც არ გაისარჯა. გოგლიჩიძემ „მონცაში“ მეორე შეხვედრა ჩაატარა, შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: Sofascore 7.8, Whoscored 7.7, Flashscore 7.3.

„მონცა“ ამ მომენტისთვის 7 ქულით მე-14 ადგილზეა და 23 ოქტომბერს სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

მონცა. „U-Power სტადიუმი“

მონცა - კალიარი 4:0

გოლები: 1:0 კუადიო (39), 2:0 ვარელა (47), 3:0 რობინსონი (66), 4:0 ვარელა (79)

კახა
ვოგლიჩიძეს სანაკრებო თამაშწბმა უშველა,მახსოვს ნაკრების პირველ თანაში რა სუსტად გამოიყურებოდა მეორე და მესამე თამაში გაცილებიტ უკეთ ჩაატარა, პრაქტიკა მიიღო და ჩადგა ფორმაში. მგონია რომ წელს მონცასთან ერთად დიდ სახელს მოიხვეჭს და ნაკრებს დიდ ძალაზ შემატებს.
გია
ერთი სასიხარულო ინფორმაცია, ძლივს არ გავიგეთ. იმედია სანაკრებო პაუზის დროს, სხვებიც ათამაშდებიან. მე, ნაკრებში მინდა მათი სიძლიერე დავინახო .
გრიშა
წერტილს დიდი მადლობა ამომწურავი კომენტარისთვის

მონცა ძალიან მძიმე საკადრო პრობლემებით შეხვდა ამ მატჩს,პირველ რიგში დაცვის ხაზში.ვინც მოედანზე გამოიყვანეს,მათ გარდა,მხოლოდ ერთი მცველი ჰყავდათ თადარიგში და მათ თამაშში პრობლემებიც აშკარად ჩანდა,მაგრამ მეკარე ისე საიმედოდ იდგა,ისეთი მომენტები გააუვნებლა,რომ თავდაჯერებულონა დაცვასაც და მთელ გუნდსაც აშკარად მოემატათ.მატჩის საუკეთესოდ,ალბათ ვარელა დაასახელეს,რომლემაც დუბლი და საგოლე პასი მიითვალა,მაგრამ გამარჯვებაში მასზე მეტი წვლილი,სწორედ მეკარეს მიუძღვის,ჩემი აზრით.პირველ ტაიმში ერთიც რომ გაეშვა,სულ სხვა თამაში წავიდოდა და ორჯერ მაინც რად გაუშვიო,ვერავინ უსაყვედურებდა,ისეთი დარტყმები აიღო.მეორე ტაიმშიც ჰქონდა მაგარი მოგერიებები,მაგრამ ამ დროს,უკვე გუნდიც ათამაშებული იყო და ანგარიშიც საიმედო.საბა ერთი ერთზე ძალიან კარგი იყო,მაგრამ მთლიანად დაცვის ხაზის ერთიანობა ვერ გამოიყურებოდა დალაგებულად.პირველ ტაიმში ერთი ჩაწოდება და ორი კუთხური,ისე გაატარეს კარის წინა ზონაში,რომ არც ერთი მცველი არ შეხებია და ვინმეს მიმართულება რომ შეეცვალა,ალბათ მეკარეც ვეღარ გადაარჩენდა,მონცას.პირველ ტაიმში,კალიარი უფრო მეტად აწვებოდა,მაგრამ ვერ გაიტანეს,აი მეორე ტაიმში კი,მონცამ ძალიან მაღალი პროცენტით გამოიყენა შესაძლებლობები და 1,88 კოეფიციენტის გოლის მოლოდინიდან,მთლიანობაში 4 გოლი გაიტანა.მონცას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება და საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცდებათ.ასევე საბასაც.
დავითაშვილმა გაიტანა - "სენტ-ეტიენმა" თასზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
იეგოიანის მორიგი კარგი მატჩი - "ექსელსიორმა" ისევ გაიმარჯვა
ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა, მისმა გუნდმა კი 5:0 გაიმარჯვა
"ლორიანმა" შანსები ვერ გამოიყენა - პსჟ-მ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით
"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
გულიაშვილმა ვერ ითამაშა, ზაბირიმ ისევ გაიტანა, "რასინგმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 დილა. შეიძლება, მომდევნო ტურშიც გადაწყდეს...
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
UEFA-მ ბათუმში მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა და კონფლიქტის გამოწვევის მიზეზის თავისი ვერსია დაასახელა
[PHOTO] მძიმე სურათი - რა მდგომარეობაში იყო ბათუმის "დინამოს" სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ
[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
"კალიარის" ფეხბურთელი კინაღამ აუზში დაიხრჩო
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა