საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია. უეფას მიერ მასპინძლობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. ტურნირის მასპინძლობის უფლებისთვის შვიდი ქვეყანა იბრძოლებს. საქართველოს კონკურენტები საფრანგეთი, ფინეთი, ხორვატია, ყაზახეთი, პოლონეთი და ესპანეთი არიან.

ესპანეთს და ხორვატიას ფუტსალის ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე უმასპინძლიათ. დანარჩენი ხუთი ქვეყნისთვის კი ეს პირველი ასეთი გამოცდილება იქნება. მასპინძელი ქვეყნის ვინაობა 2027 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილებას უეფას აღმასრულებელი კომიტეტი მიიღებს.

2030 წლის ევროპის ჩემპიონატი ტურნირის ისტორიაში მეთოთხმეტე გათამაშება იქნება. ბოლო ჩემპიონატს, 2026 წელს, ლიეტუვამ, ლატვიამ და სლოვენიამ ერთობლივად უმასპინძლეს.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2022 და 2026 წლებში იასპარეზა. 2022 წელს ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის დაიკავა ადგილი.

„საქართველოს უეფასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მაღალი დონის ტურნირისა და მატჩის ორგანიზების მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამჯერად ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენს ქვეყანაში ფუტსალი აქტიურად ვითარდება და ამ მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინოა. ამ სფეროს განვითარება და ასეთი მასშტაბური ტურნირის მასპინძლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ჩვენი ორგანიზაციისთვის.

ამ ეტაპზე მასპინძლობის სურვილი უკვე დავაფიქსირეთ. იმედი გვაქვს, რომ ყველა გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს ექნება რეალური შესაძლებლობა, 2030 წელს უმასპინძლოს ევროპის საუკეთესო ფუტსალის ნაკრებებს.

აგრეთვე, უკვე დაწყებული გვაქვს მზადება FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც 2029 წელს სომხეთთან ერთად ვუმასპინძლებთ“, — დავით მუჯირი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.

NAKREBI.GE

alexandre
სულ არ მიხარია თუ ჩვენთან ჩატარდება. და იცით რატომ? აპა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში გაიხსენეთ თბილისში. ცარიელი ტრიბუნები! უარესი იქნება ფუტსალის დროსაც. არ ვიცი რა არის მიზეზი. შესაძლოა ზოგადად ხალხის გაჭირვებული მდგომარეობა, ან წარუმატებელი თამაში ჩვენი ნაკრების. ევროკალათბურთზე ხომ გრანდები თამაშობდნენ, მაინც ოდნავ თუ შეივსებოდა დარბაზი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, დღესაც მახსოვს 1965 წლის ევროპის ჯგუფის მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში. საბერძნეთის ნაკრების ჯიგრული თამაში, მთელ ენერგიას რომ დებდნენ ყველა მატჩში. ივო დანეუ! რადივოი კორაჩი! ერთი სულ ფარიდან ისროდა და აგდებდა ბურთებს, მეორე, გეგონებოდა ჰაერში ჩამოეკიდაო. და ყოველთვის თითქმის სავსე იყო სასახლე. ამ დროს სხიერელი და საკანდელიძე ნაკრებში მოსკოვში თამაშობდნენ. წარმატებებს ვისირვებ ჩვენ ნაკრებს ზოგადად! და მთელ ქვეყანას გამთლიანება და გაერთიანება.
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს