ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია

[VIDEO] კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ 4:2 მოუგო და ტურნირზე მესამე დაპირისპირებაშიც გამარჯვებული გამოვიდა.

კვარაცხელია, რომელიც „სლოვანთან“ სათადარიგოთა შორის იყო, მანჩესტერ სიტისთან“ კი შეცვლაზე შევიდა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და დებიუტში ხვიჩამ ბურთი ძელს გაარტყა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტები დემბელემ და დუემ ვერ გამოიყენეს. მე-20 წუთზე ტრავმირებული დემბელე ტორესმა შეცვალა. შეხვედრა საინტერესოდ მიმდინარეობდა, სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ, რაფინიას საფონოვმა არ გატანინა. ორჯერ ერთი ერთზე გასულ ტორესს მეკარე გარსიამ აჯობა, ხოლო შემდეგ დუემ „ბარსელონას“ კარი დალაშქრა. მერე ოლმოს ნაცვლად მოედანზე შესული ლოპესი საფონოვთან პირისპირ გაიჭრა და ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. „კვარას“ დარტყმული გარსიამ მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარი ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ისევ გადაარჩინა კატალონიელები მეკარემ, ამჯერად ჰაკიმის არ გაატანინა, ხოლო ცოტა ხანში ესპარტი ერნანდესს გაექცა და თანაფარდობა აღადგინა. 58-ე წუთზე კვარაცხელიამ ესპარტთან შეჯახებისას მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. ის აკლიუშმა შეცვალა. ფერანის დარტყმული ძელს მოხვდა, ხოლო ერნანდესმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს „ბარსას“ კარში მიუჩინა ადგილი. მალე იამალმა მახვილი კუთხიდან გაუტანა საფონოვს, რომელსაც არც ეს ბურთი არ უნდა გაეშვა. თუმცა, დარჩენილ დროში გარსიას ვიტინიამ და ფაბიან რუისმა გაუტანეს და „პარი სენ ჟერმენმა“ მოიგო.

პსჟ მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მერვე ტურში „ლიონს“ უმასპინძლებს, ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ხვიჩას მდგომარეობა გვაინტერესებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ბარსელონა 4:2

გოლები: 1:0 დუე (38), 1:1 ესპარტი (55), 2:1 ერნანდესი (72), 2:2 იამალი (79), 3:2 ვიტინია (81), 4:2 ფაბიან რუისი (86)

• ამატაკი

გიგა იმედი მაქვს ღირსეულად მიიღებ სიმართლეს, შენთვისვე იქნება უკეთესი: კომენტარიდან გამომდინარე წარმოდგენა არ გაქვს თანამედროვე ფეხბურთზე. ჯერ ეს ერთი დღეს ფეხბურთელი იმით კი არ არის მაგარი, ბურთით რას აკეთებს, არამედ უბურთოდ რას წარმოადგენს. შენი აზრით რატომ დააყენა საუკეთესო ფორმაში არ მყოფი კვარა მარცხვნივ და არა დუე (მარჯვნივ აკლიუშით). გეტყვი, იმიტომ რომ ბარსას მარჯვენა ფლანგზე თამაშობს ყველაზე სახიფათო ერთერთი სისტემაშემქნელი ფეხბურთელი- იამალი (გაგიგია ალბათ) ჰო და ამ ბიჭს პრეტენზია(არცთუ უსაფუძვლო) აქვს მსოფლიოს საუკეთესობაზე, რასაც ძალიან ბევრი ეთანხმება. ხვიჩას პირდაპირი ვიზავი სწორედ იამალი იყო. თუ უყურე მატჩს, იამალი ეგრევე ხვდებოდა პრესინგის ქვეშ, რასაც ვერ ართმევდა თავს და ბურთს კარგავდა, რასაც მოჰყვა კიდეც პსჟ-ს გოლი. შედეგად ბიჭს, ვისი იმედიც ყველაზე მეტად ჰქონდათ, კარიერაში თუ არა, სეზონზე ნამდვილად ყველაზე ცუდი ტაიმი ჰქონდა. გიგა, ეხლა ისმის კითხვა, რამ გამოიწვია ეს ამბავი? მის ფლანგზე მოთამაშე ვინგერი ხომ არ იყო მიზეზი? და ვინ იყო ეს ვინგერი ნეტა. რაც შეეხება მცველის გოლს, უკან მოსდევდაო იძახი, მერე და რა ნახე მაგაში დასაძრახი. დიახ, მოსდევდა, იმიტომ რომ ერნანდესს ჰქონდა პოზიცია დაკარგული და ცდილობდა გამოსწორებას ბოლომდე. და რა დასკვნა გააკეთე? რომ ხვიჩას მიუძღვის ბრალი? ამის ახსნას აღარ შევუდგები, ბევრ მატჩს რომ უყურებ აღარ იტყვვი მსგავს რაღაცეებს. პ.ს. ისე ბოლოსდაბოლოს შეფასებებზე მაინც შეგეხადა, სხვა თუ არაფერი, ვის როგორ აფასებენ 1 ტაიმში. იამალს რა დაუწერეს, ხვიჩას და დანარჩენს. რაც შეეხება ესპარტს, ბარეული მსაჯი საჯარიმოზე ჯაჯგურზეც დადებდა პენალტს, აშკარად ორივე ხელით რომ ჩამოეკიდა (იმდენი მე სიკეთე რამდენიც მსგავსი დაუდიათ და ბევრად ნაკლებზეც) და ტრამვის დროს ჯარიმაც რომ არ დაინიშნა, უყურე კარგად და სარმის დადებასაც დაინახავ, რამაც გამოიწვია კიდეც უმძიმესი ტრამვა. ჩათვალე მაგით გადარჩა, თორემ ესპარტისნაირებს კარიერას დაუმთავრებდა მეორე ტაიმში( 3 ესპარტის დონის მცველებისთვის რაც უქნია, მაგალითისთვის ლივერპულიც ეყოფა)

• ირაკლი

ერთი რამე არ მესმის არაფრად. ეს არ იყო მოულოდნელი შეჯახება, როდესაც ვთქვათ ზურგში დაგეტაკება მოწინააღმდეგე. ხვიჩა მიზანმიმართულად მიდიოდა კონტაქტზე და ხვიჩა ბევრად ძლიერია იმ ბიჭზე. ის ბიჭი არის ბავშვია ჯერ, 19 წლისაა და როგორ წაიქცა ესე და როგორ დაშავდა, ვერაფრად ვერ ვხვდები. აი ნაღდად ხვიჩა ბევრად ძლიერია იმ ესპანელზე.

• ბოჩია

ასეთ,უარყოფით კომენტებს ნიშნისმოგებით თუ წერთ ზოგიერთები უმსგავსობაა და ქართველების ერთმანეთის მიმართ გაუტანლობის კლასიკური ნიმუშია. მინდა დავიჯერო,რომ ასეთები ერთეულები არიან...კრიტიკული შეფასება კი კვარას გუშინდელი თამაშისა მისაღებია და აქ არაფერია გასაბრაზებელი და იარლიყების მისაკრავი. გუშინ მისი თამაშით არც მე ვარ არფრთოვანებული - ამდენი უკან პასი,ამდენი დაკარგვა,არც ერთი დრიბლინგი და მხოლოდ რამდენჯერმე კარში დარტყმა საჯარიმოს გარედან სუსტად, სულაც არ არის საკმარისი მისი ყალიბრის და ამბიციის ფეხბურთელისთვის. მხოლოდ მონდომება და მაღალ პრესინგზე დავდაუზოგავად ასვლა, როცა საშინელ ფიზიკურ ფორმაში ხარ, ტარმვების რისკს საგრძნობლად ზრდის და მოხდა კიდეც ის რაც მოხდა სამწუხაროდ. არა და ბედი არ გინდააა! სულ რამდენიმე წუთი და შეცვლიდნენ...ტრამვა კი გაიხსენეთ,მის მორიგ დაკარგვას მოჰყვა, როცა ბურთი უკან დაბრუნებას ცდილობდა თავდაუზოგავად...არც ის იყო ჩემთვის და არა მარტო სასიამოვნო საყურებელი როგორ ამოკეტა და ფეხი არ გაანძრევინა 18 წლის ღლაპმა,რომელიც ამპულით მცველიც არ არის, ამოკეთა კი არა აქეთ გოლი გაუტანა, როცა დრიბლინგით შეიჭრა საჯარიმოში,გულდასაწყვეტი იყო პსჟ-ს მცველები, მათ შორის კვარაც, როგორ მიაცილებდნენ პრავადნიკებივით...ტრამვა კი ფეხბურთის ნაწილია და ძალიან ცუდიაა, იმედია სერიოზული არ იქნება და თავისას კიდევ იტყვის ამ სეზონში, პსჟ-ს დიდათ არც არაფერი დააკლდება, ისეთი ღრმა შემადგენლობა ჰყავს,როგორც გამოჩნდა, ეგ კია არა კვარას და მარკინიოსის გასვლის შემდეგ კიდევ 3 გოლი შეაგდეს, ხოლო ნაკრებმა უკვე ჩააგდო ეს ციკლი და მის გარეშეც ჩაამთავრებს - მთავარია ბოლომდე გამოჯამრთელდეს და ფიზიკური კონდიციები დაიბრუნოს, თორემ კლასი და ნიჭი არ დაიკარგება.

• სააკაძე

ხვიჩა ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ვიმედოვნოთ, არამგონია, რომ სერიოზულად იყოს დაშავებული, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს ოქროს ბიჭს❤️

• ჯანო

ამ ფორმაში მყოფ პსჟ -ს და ასეთი თამაშით, კიდე დიდხანს ვერ წაართმევენ ჩემპიონობას. ფული და კარგი მწვრთნელი თუ გყავს , შამპანიური შენია. არაფორმალურად გუშინ დამთავრდა ჩემპიონათა ლიგის ფინალი "დალშე" უბრალო სტატისტიკაა. პ.ს.ოქროს ბურთის მფლობელიც ვფიქრობ უკვე გამოვლინდა

• ჯადო

არ მინდა ცუდი ვიფიქრო, მაგრამ მაინც მგონია რომ ხვიჩა ძალიან დაიღალა და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა რომ შეეცვალათ. ფიზიკური მომზადებით ბევრად ჩამორჩება სხვებს. დამძიმებული ჩანს, აღარაა ისეთივე სწრაფი და ჰაეროვანი როგორც მაგალითად ნაპოლიში იყო.

• გიგო პაპა

მაქსიმუმ ერთი გაიტანოს მეთქი იამალმა და ეგრეც მოხდა. სხვა ღირებული და დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია. მაგრადაც დაკეტეს. მაგიტომაცაა რომ ხვიჩას უჭირს შეტევაში. შესწავლილიც ყავთ, პერსონალურადაც მეურვეობენ და კიდევ კარგად თამაშობს. ცუდი ისაა, რომ ძალიან ბევრი უწევს უკან სირბილი და ხშირ შემთხვევაში უაზროდ. ეს კი ძალების ტყუილ გაფლანგვას იწვევს და მერე შეტევაში გადასვლა უჭირს, ისე იღლება, სიარულით ბრუნდება ხოლმე თავის ფლანგზე. რას ვიზამთ, რაცაა ეგაა, მთავარია რომ პსჟ-მ ანახა ბარსელონას თუ როგორ უნდა ფეხბურთის თამაში. არ მიყვარს დუე, მაგრამ აღნიშვნის ღირსია. ხვიჩაზე უკეთეს ფორმაშია და რაც მთავარია სულ გოლის გატანაზეა დაგეშილი. ძალიან მომეწონა ნევეში. დავაკვირდი და თამაშის ბოლოს ისე დარბოდა, თითქოს ახალი დაწყებული ყოფილიყოს. ასევე იყო ვიტინიაც. ამით უგებენ ყველას. ყველგან ასწრებენ მივარდნას და თანაც რამდენიმე კაცი ერთად. აი ესეთი პრესინგი გვჭირდება ნაკრებში. მხოლოდ დაუღავალი ქოჩორათი შორს ვერ გავფრინდებით.

• ჟორა

მთელმა საქართველომ უნდა ვილოცოთ, რომ წინასწარი დიაგნოზი არ დადასტურდეს და ფეხბურთის წლევანდელი სეზონი ხვიჩას გარეშე არ გავატაროთ. როგორც ხედავთ მთელი გუნდი გარდაქმნილი იყო და წინა თამაშებისგან განსხვავებით ყველა თავს იკლავდა, არადა ხვიჩაზე წერენ დიდი მატჩების ფეხბურთელია და ქვეყნის ჩემპიონატზე იმგვარადვე თავდადებული არააო.

• ზაზა

9 თვე დავისვენებთ სექტის აღგზნებული სექტის ბოდვებისგან.ხვიჩას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

• მერაბი

ცნობილია,რომ ბილწი ჰეითერები ზიზღ-ბოღმითა და მათ ნაბოდვარზე ჩვენი გაბრაზებული რეაქციით იკვებებიან.ჩემი დაკვირვებით,მათ ამ ავადმყოფურ გაავებას სრული იგნორი ანაც იუმორში გადატანილი აბუჩად აგდება ჰკურნავს.თუ მაინცადა მაინც პასუხის ღირსად ჩავთვლით,ძალიან მოკლედ,ორ-სამ სიტყვაში "მოვასრიალოთ". ...გაიხარე ჩვენო საამაყო ხვიჩა,მაგარო ფეხბურთელო,ჩინებულო ადამიანო და სამაგალითო ახალგაზრდავ!

• გოგია

ნეტავ რა ფენომენია, საკუთარი თანამემამულის ტკივილი და მათი აზრით, წარუმატებლობა რომ უხარიათ? მართლა მაინტერესებს და მათ გეკითხებით ვინც კარგად იცით, სხვა ერების ბუნება. ეს ყვავ-ყორნებივით დასევა, ზოგადად ადამიანების თვისებაა, თუ მხოლოდ ქართული ექსკლუზივი?

• ქართველი.

ვისაც გინდა დავენიზლავები აქ რომ კვარას ლანძღავენ (კრიტიკაზე არ ვსაუბრობ) ან ქართველი არაა ან არ იცის რომ სხვა ჯიშის ნაშიერია )))

• ბრავო კვარა

საცოდავი ხალხია ეს ქართველთმოძულე ნაცები და ლიბერალები, ასე რომ ვერ იტანენ ქართველის გამარჯვებას!!!

• ბოკინიო

კვარას რომ ლანძღავენ ტიპები… როდის იყავით პსჟ-ის ფანები? არ უყუროთ და მორჩა! ჯერ შეფასებებითაც კარგი იყო. მეორე ადამიანი დაიმტვრა და იმის მაგივრად, რომ მხარი დავუჭიროთ, წიხლს ვაჭერთ. რავი, არ მინდოდა დამეჯერებინა ის ნარატივი — უსამშობლოები და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია: არავისი კარგი არ გიხარიათ და ყოველი ფეხის დაცდენაზე ვიშვიშს ტეხავთ.

• ლია

ოღონდ ჯვარედინი მყესები არ იყოს სხვას არ უშავს

• 100%

მესი ახალი გადმოსული, რომ იყო ,,პსჟ,,-ში, კედლის უკან რომ დააწვინეს, გახსოვთ? იმიტომ ,,მოიგო,, მაშინ ,,პსჟ,,-მ ყველაფერი ))). ეხლაც იგივეს მოიგებენ, გამარჯვების ფორმულის გარეშე. ხვიჩა მოედანზე, ნიშნავს ერთი კაცით, მეტით თამაშს. გამოჯანმრთელება ჩვენს ბრილიანტს. (თამაშს ვერ ვუყურე, თქვენგან მესმის, რომ წინ და უკან არბეინა ბიჭი და ვინც წერთ, მაინტერესებს, რწყევამდე გირბენიათ? ადამიანს გააჩნია ზღვარი).

• gigi

რომელი მისი ფლანგი აკონტროლა მშვენივრად? გოლი ვისი ფლანგიდან გავიდა? დუბლებიდან წელს გადმოყვანილმა ესპარტმა გოლი რომელი ფლანგიდან გაიტანა? უსახელო უგვარო ესპარტს ვინ მისდევდა კუდში რომ ვერ დაეწია და გოლი გავიდა?

• კვარაცხელიამ

და ერნანდესი პირწმინდად დაჩაგრეს იამალი და ერთ-ერთ საუკეთესო შეფასებას მიიღებს ისევე როგორც ერნანდესი იამალი უბრალოდ 70წუთი მოედანზე არიყო ძალიან ბევრი ბურთები აფუჭა ტორესმა სირცხვილია მაიულუ,აკლიუში ზაირ ემერით რომ მოგიგებენ თამაშს.როდრიმაც ჩაისვარა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.იმედია რეალთან უკეთეს ბარსელონას ვიხილავთ.კვარას ვუსურვებ ჯამრთელობას იმედია ტრამვა სერიოზული არიქნება.ძალიან ბევრი შავი სამუშაო გაწია მოედანზე ამდენს არცერთი შემტევი არაკეთებს დაცვაში.

• მგელი ხარ ხვიჩა!

ღმერთმა გააძლიეროს და მალე გამოაჯანმრთელოს კვარა! როგორ ვერ იტანენ კვარას და ნებისმიერი უქართველის გამარჯვებას ეს “ჩვენი” ანტიქართველი ლიბერალები და ეს გვარგადაკეთებულები..! დღეს კვარამ და პსჟემ მაგრად კი მითიშეს და შეარცხვინეს ამ ნაქართველარების ნაქები ბარსა!!!

• დდდ

ბოღმა ბოღმად, მაგრამ თუ ფეხბურთი გეგმის, აკრიტიკე სამართლიანად, ვინ გერჩის?!... ვინც თვლით, რომ ხვიჩამ ცუდად ითამაშა, ფეხბურთის გარტყმაში არ ხართ და რატომ იტანჯავთ თავებს მისი ყურებით, მხოლოდ იმიტომ რომ ხვიჩა ლანძღოთ?!... ჩვენს ქვეყანაში სალანძღავ ხალხს რა გამოლევს, მე მართლა არ მესმის, ფეხბურთის მოყვარულმა კაცმა რა სიამოვნება უნდა მიიღო იმ ფეხბურთელზე ღლიცინით, ვინც ფეხბურთი დააბრუნა საქართველოში?!...

• იუდებს

თქვენ თუ არ გესმით ფეხბურთი , შეფასება მაინც ნახეთ თქვე ჩვე ნი სე ბო😉 რას ილანძგებით ბიჭი დაიმტვრა და როდის დაბრუნდება უცნობია... გმერთმა მალე გამოაჯამრთელოს 🙏 თქვენ კი .........

კომბლიუს კომბლისიუს წყევლა სად წაიკითხე?))

• ახვრები არიან ჩემი ძმა

ჩვენ ყველამ ერთად მაგატ😉

• გიცანით

შენც აქ ხარ?

• Irakli

Kvaras warmateba xo visac aruxaria magis ojaxs erttaddddd

• არაფრის მაქნისი ხალხის კომენტარებია

როგორ მინდა თვალებში ჩავხედო მაგათ ყველას! ვინც ასე ბოგმით სავსე კომენტარებს წერენ... კაცს კაცის ცუდი არ უხარია და დასკვნა მომინდია თქვენთვის ყველასათვის რა კატეგორიასთან გვაქვს საქმე... საგიჟეში ერთი ესრთი რომ მიიყვანო, სამს წამოიყვან უკეთეს

• კომბლუს

რაო 5 ლარი გქონდა გოლზე და გაგისხა. დედაბერივით იწყევლები

• ავჭალიდან

ჯიში გვაქვს ეგეთი ჯიში….

• iraklis-s

ასეთბია ქართველების ორი მესამედი, ანუ გაგრუზინებულები

• ამატაკი

ამ ყვავ-ყორნების დაოკება ხომ არ იქნა! საჭორიკნოდ შემოსული ხალხისთვის (ამას რომ ვამბობ საიტის წესებში ვჯდები, თორემ ვიცი რაც გეკუთვნით მავანს). ვინაც ფეხბურთს უყურებს ის კი ნახავდა კვარას როლს ამ მატჩში. ჩვეული ფორმამდე რათქმაუნდა არ არის ახლოს, მაგრამ როგორც იკვეთება, ჯერ არც დგას მსგავსი ამოცანა. მიუხედავად ყველაფრისა კლასის ხარჯზე ფლანგი შესანიშნავად აკონტროლა და სანამ მოედანზე იყო იამალს ფეხი სასარგებლოდ არ გაუნძრევია. მითუმეტეს ეს გააკეთა ერნანდესთან ერთად.მენდეშის არყოფნაშიც კი ფლანგი 1 ტაიმში მთლიანად პსჟ - ს ეკუთვნოდა. ის რაც მისი გასაკეთებელი იყო, კარგად შეასრულა. ღმერთმა ქნას ტრამვა არ აღმოჩნდება სერიოზული. ზოგს რომ სულ არ აინტერესებს მისი ჯანმრთელობა და კიდე ყიამყრალობს, არაქართველისთვისაც კი მეტისმეტია!

• გოგა

100% გეთანხმებით. გაოცებული და გაბრაზებულიც ვარ. წლების განმავლობაში კვარათი ამაყობდნენ და მისი თამაშისგან სიამოვნებას ღებულობდნენ და როცა მას გაუჭირდა ლანძრავენ. მართლა რა დაგიშავათ ამ საამაყო ქართველმა? ვაი თქვენს პატრონს თქვენ უმადურებო.

• იუდებს

მზეები არიან ჩემი ძმა! მზეს რას ვერჩი მაგრამ ცენზურა არ მიშვებს! მემგონი ხოჯასთან იყვნენ და სავსე მთვარეზე კატა დაკლეს... აუხდათ ოცნება ნოლი იყოო... იამალი გააქრეს და ექ ქონდა დავალებული . არავინ არ დარბის უკან ამდენს! ოლისე, იამალი, ბამპე, დუე, დემელე , ალუჩა და ადე შემდეგ! იქ რომ წაართმევს უნდა წამოვიდეს და შეაგდოს კიდე... ამათ ფეხბურთი ეზოშიც არ უთამაშიათ და ან მე რას ვიშლი ნერვებს და ან შენ. იმედია სერიოზული არაფერი იქნება (ტრამვა)

• ავთო

ჯერ ერთი კვარას ამ შეხვედრაში ცუდათ არ უთამაშია. მეორეც ქართველს ქართველის ფეხის დაცდენა რატომ უნდა უხაროდეს უბრალოდ არ მესმის.

• Irakli

Aseti shurianebi ram gagzardat qartvelis mimar bicho gaognebulivar vinxar saertot kvaraze chasaprebulebixar

• ვავა

მზე

• გიო-ს

რატომ დააწვა შენ მართლა სამი ასოს სახელიანო. პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

• მარიამი

ღმერთო ჩემო, ასე მგონია ბიბლიას ვკითხულობ,ერთი ფეხის დაცდენა და ასე დაუნდობლად ეპყრობით და აფასებთ ამ ღვთის ნიჭით დაჯილდოვებულ ბიჭს,რომელმაც უამრავი სიხარულით და სიამაყის გრძნობით აგვივსო გულები და მთელ მსოფლიოში გაგვითქვა სახელი. იქნებ როგორმე გადავეჩვიოთ ერთმანეთის ჩაქოლვას და პირიქით, გავამხნევოთ და მხარში დავუდგეთ ამ გენიოს ბიჭს, სახელად ხვიჩა კვარაცხელია.

• კახა

საერთოდ დასვას სკამზე აჯობებს. როცა ათამაშებს ძალიან ვნერვიულობ. უკვე შოპინგი ურჩევნია ფეხბურთს. სხვასაც აქვს მაღალი ხელფასი მაგრამ ეგრე გოიმურად არ იქცევა, თავს იკლავენ ისე დარბიან მონდომებით

• საბა

კომენტარებს ვკითხულობ და გაოცებული ვრჩები - ასეთი არაადამიანები სად გაიზარდეთ? კაცს, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია, ასე როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს?

• გულშემატკივარი

კვარაზე ამბობენ ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული. ღმერთმა ქნას ასე არ იყოს, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული ტრავმაა

• უსახელოს

წადი ბიძია ჩუკენობა გააგრძელე და ბალეტს უყურე, მაგია შენი საყურებელი

• Irakli

Kvaras skamze dasma bevrs gixariat rogorc vatyob. Magram kvara maic ifrens

• ისევ იგივე

კვარა გაიტვყანეს და პსჟმ გაიტანა და გაიტანა

• ეხ

სანამ კვარა და ერნანდესი იყვნენ მარცხენა ფლანგი ყავდათ გათიშული. კვარას ცეცხლი არ ენთო თვალებში და ეგ გასაგებია! თავისუფლება არ ქონდა... დავალებული ქონდა დაცვითი ფუნქციების შესრულება და შეასრულა კიდეც მაგრამ.... ბიჭი ოქროს ბურთზე იბრძვის .... მიეცი რა თავისუფლად მოქმედების საშუალება.... ხან მარჯვნივ აზღვევდა კიდე და როგორია ეინ და უკან სირბილი?! რამხელა ენერგია უნდა .... იამალი უკან არ ჩადის, არც დემბელე და არც დუე! არც ოლისე ... ამიტომაც მეტი ენერგიით უტევენ... ლუისას სულ კიდია ოქროს ბურთს მიიგებს თუ არა კვარა მაგ ნაბომბარს... მიეცი რა საშუალება თავისუფლად იმოქმედოს და ის თამაშები სადაც მსოფლიო უყურებს ( სიტისთან გადაწყვეტილ თამაშში შემოიყვანა... უსამართლობაა ეგ და როგორ არ იმოქმედებდა ხვიჩაზე? აქ კიდე ლანღავენ🤦‍♂️ ერთი ეზენი მანახა რა ხალხია და რას წარმოადგენენ ცხოვრებაში ... კვარაზე და ჟორჟზე ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს და ცუდი თქვა? )

• გიო

ამას გაყიდიან. თუ იყიდა ვინმემ

კვარაცხელიას წვლილი 0 ამ მოგებაში, მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 2 გოლი 1 ასისტი. ესპარტთან ქაჯურად მივარდნის გამო თვითონ აილეწა სამწუხაროდ, იმედია სანაკრებო თამაშებისთვის მწყობრში იქნება.

• ჰეითერი

რავქნათ პორტალ ვაქოთ და ვადიდოთ კვარაცხელია? აბა სხვანაირად ბლოკავთ კომენტარებს))

• გიო

კვარაცხელია პსჟ-ს ტვირთად დააწვა უკვე, აწე ლუის ენრიკე მაგის მოედანზე გამოყვანის გამო უფროა საგინებელი, მაგის ცოდვას ნუღარ გვაყურებინებს დასვას სკამზე თორემ ლამის მასხარად იქცა უკვე

• ირაკლი

ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ჯვარედინი მყესების გაწყვეტას ჰგავს და თუ ასეა, ძალიან-ძლიან ცუდი ამბავია

• აჩი

მიაფარჩალიოტეს თქვენს მიერ ნაქები ბარსელონა ო რა ფორმაშიადა დაფრინავენ და ისა და ესაოდა დღეს თვითონ იყო ოსასუნა.იამალი შეჭამეს გადააფურთხეს ის რაც გაიტანა ჯერ იმ წამსვე შემოსული ემერის ბრალია და ბოლოს საფონოვამაც შეეშინდა ბურთის თუ შტანგის არვიცი მარა ძელთან რო მდგარიყო პირდაპირ მკერდზე მოხდებოდა პირველ ბურთს ვერ დააბრალებ მაგრამ იქ ოსტატობა არააქ და ვერქნა ვერაფერი

• lisandro

შეუდარებელი კვარადონა, განუმეორებელი კვარავაჯიო, მერე რა თუ მასთან ერთად გუნდი ერთი ფეხბურთელით ნაკლებია, მერე რა თუ ოქროს ბურთზე გაქვს პრეტენზია და ესპარტი ოქროს კიარა ტყავის ბურთთან არ გაკარებს, მერე რა თუ ესპარტს უსუსურად მისდევ კუდში და გოლს გიტანს, მაინც ის არის ერთადერთი და განუმეორებელი, მესია, მოვლენა, ერის სიამაყე...

• სიმართლე

10-2 რატო არ მორჩა

კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი

ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?

[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია

სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა

18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან

ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს

"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა

[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა

ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა

"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა

[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის

გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება

დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა

კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს

"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა

Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს

"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში

მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება

[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა

დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს

"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი

მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"

[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა

[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა

"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო

სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"

კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი

"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს