იგორ კოკოშკოვი ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგაც გაწონასწორებული ლაპარაკობდა...

იგორ კოკოშკოვი ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგაც გაწონასწორებული ლაპარაკობდა:

- აქ მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა წარმატებაში ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით. ამიტომ ამ გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. ბულგარეთი ძლიერი გუნდია და ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა გველოდა. მასპინძლები დიდ პატივისცემას იმსახურებენ, მათ მართლაც ბოლომდე და ღირსეულად იბრძოლეს. ჩვენი წარმატება ტაქტიკურად გამართულმა თამაშმა მოიტანა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენს ნაკრებში გუნდური ატმოსფეროა და კალათბურთელები საბრძოლველად არიან შემართულნი. გადამწყვეტ მომენტში ბულგარელებმა ბურთი რამდენჯერმე დაკარგეს. სწორედ ამ დროს საჭირო ქულები მოვაგროვეთ. გვქონდა პრობლემებიც - ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო ბოლოს სათანადოდ ვეღარ მოძრაობდა, თუმცა გუნდის გამარჯვებაში მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სიმართლე გითხრათ, სატურნირო მდგომარეობა არ მაინტერესებს, თუმცა ისე არ გაიგოთ, რომ ჯგუფიდან გასვლა არ გვინდა. უბრალოდ, ამ ეტაპზე ცხრილს არ ვუყურებთ და წარმატებისკენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ახლა ჩვენი მთავარი სამიზნე პოლონეთში თამაშია და მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ჯგუფში ჯერ არაფერია გარკვეული. ბულგარეთს წარმატებას ვუსურვებ.

ზაზა ფაჩულიას იმედი აქვს, რომ პოლონეთთან მატჩისთვის მწყობრში იქნება:

- ამ გამარჯვებით გახარებულები ვართ. ვიცოდი, რომ ურთულესი ბრძოლა გველოდა და ამის საფუძველს ბულგარეთში ჩატარებული წინა ორი მატჩი მაძლევდა. პირველად, 9 წლის წინ ოფიციალური მატჩი ვითამაშე, დაახლოებით 3 წლის წინ კი, ბულგარეთს ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად ვსტუმრობდი. ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ წარმატება იოლად არ მოვიდოდა. საქართველოს ნაკრები თამაშს ჩინებულად მომზადებული შეხვდა, თანაც ბულგარელთა თამაში კარგად გვქონდა შესწავლილი, რაც ძალიან დაგვეხმარა. კალათბურთელები მაქსიმალურად ვცდილობდით, შეგვესრულებინა ის დავალებები, რასაც მწვრთნელები და გუნდის ხელმძღვანელები გვაძლევდნენ. რა თქმა უნდა, მატჩის განმავლობაში გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ვიყოჩაღეთ. ამ ჯგუფში ოთხი თანაბარი ძალის გუნდია და სამი მოგება არაფერს ნიშნავს. წინ კიდევ ოთხი მატჩია და სწორედ იმ თამაშებში გადაწყდება ბევრი რამ. ახლა პოლონეთთან მატჩისთვის ვემზადებით. ამ გუნდს თბილისში დიდი სხვაობით მოვუგეთ, თუმცა ძალიან აგრესიულად გვეთამაშა. ლოძში თამაში გაცილებით რთული იქნება.

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი როსენ ბარჩევსკი ფარ-ხმალს არ ჰყრის:

- ძალიან ცუდი შედეგი დაფიქსირდა. საშინაო გამარჯვება გვჭირდებოდა, რათა ჯგუფიდან გასვლისთვის ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავით. ჩვენი დაცვა ისევ არ აღმოჩნდა იმ დონეზე, როგორც მოსამზადებელ პერიოდში იყო. ფაქტობრივად, შევაჩერეთ ფაჩულია, რომელიც საშუალოდ 21 ქულას აგდებს, ჩვენთან კი მხოლოდ 12 დააგროვა. შევაჩერეთ ქართველთა მოძალება სამწამიან ზონაში, მაგრამ პრობლემები სამქულიანის ხაზიდან შეგვექმნა. ქართველები ამ თამაშამდე სამქულიანებს მხოლოდ 27-პროცენტიანი სიზუსტით ისროდნენ, დღეს 20-დან 9 სამქულიანი (45 პროცენტი) ჩააგდეს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. არ მინდა საკუთარი გუნდის გამართლება, მაგრამ წაგებაში გარკვეული როლი ტრავმებმაც ითამაშა - ფილიპ ვიდენოვი და ტყუპი ივანოვები მწყობრში ვერ იყვნენ, გუნდის რიტმში ბოლომდე ვერ ჩაჯდნენ. მეტს ველოდით ნატურალიზებულ ამერიკელ ერლ კალოუეისგან, მაგრამ მასაც ვერ დავადანაშაულებ, რადგან აშკარად გადაღლილი იყო. გასამარჯვებლად მოედანზე მყოფი ყველა კალათბურთელის აქტიურობაა საჭირო, ერთი-ორი კალათბურთელი შეხვედრას ვერ მოიგებს. მიუხედავად მარცხისა, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ, წინ ოთხი მატჩია, არაფერი დაგვიკარგავს. პოლონეთსა და საქართველოში გამარჯვებებს შეუძლებლად სულაც არ მივიჩნევ.

ბოლოს ახალგაზრდა ბულგარელის ჩავდარ კოსტოვის მოსაზრებას გავეცნოთ:

- საქართველოს ნაკრების თამაში კარგად გვქონდა გაშიფრული. ამ მხრივ მწვრთნელებმა დიდი სამუშაო გასწიეს. ბულგარეთის ნაკრები რამდენჯერმე დაწინაურდა, მაგრამ ბავშვური შეცდომებისა და დაცვაში ცუდი თამაშის გამო ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენი საუკეთესო მატჩი რომ არ იყო, ესეც ფაქტია. ბოლოსკენ იღბალი გვჭირდებოდა, მაგრამ ბედმა ზურგი გვაქცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს