ის, რისიც ყველას გვეშინოდა, საბოლოოდ დადასტურდა. პსჟ-მა თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

ხვიჩამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით", - დაწერა კვარაცხელიამ.

ანხელ დი ჯორჯია
აქ აშკარად გამოხატულია კლასიკური რელიგიური ფატალიზმი, როდესაც ფეხბურთელი საკუთარი გაუაზრებელი და აგრესიული თამაშის გამო მიღებულ მძიმე ტრავმას ღვთიურ არჩევანს და სხვების გადარჩენის მისიას აბრალებს... რეალობა კი ის არის, რომ ეს ტრავმა მთლიანად მისი ბრალია .. მოედანზე სიტუაციის არასწორად შეფასებამ, არაგონივრულმა შეჯახებამ და ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია მყესის გაწყვეტა და აქ მისტიკას არაფერი ესაქმება.,, ფსიქოლოგიურად ეს მისთვის, ალბათ, ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რომ საკუთარი დანაშაულის გრძნობა ჩაახშოს, ტკივილს რაღაც აზრი მისცეს და დეპრესიაში არ ჩავარდეს... თუმცა, თუ მას მომავალში ამავე შეცდომის გამეორება არ უნდა, ამ ფატალისტური ილუზიებიდან სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს. მოედანზე მას არა ზეციური ძალები, არამედ საკუთარი შეცდომების გაანალიზება, პროფესიონალი ექიმები და ცივი, რაციონალური შრომა დააბრუნებს...მიუხედავად ყველაფრისა, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და მოედანზე წარმატებულ დაბრუნებას.
გელა
კვარამ თავისდაუნებურად გათქვა თავისი ცუდი თამაშის მთავარი მიზეზი.მებრძოლი ომში თუ იმის შიშით შედის,ვაიმე არ მომკლანო,მისგან გმირი არ გამოვა.მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.იყავი მხნე და ვაჟკაცი.ცრემლი და დორბლი მებრძოლის საქმე არ არის.
ქომაგი
გენაცვალე, ხვიჩინიო! გამძლეობასა და სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებ. მალე დაგვიბრუნდი რათა კვლავაც გაგვახარო და თავადაც გაიხარო!
ბეჟანი
სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებ ხვიჩა! იმედია ღმერთის წყალობით ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და მენტალურად უფრო ძლიერი დაბრუნდები! გფარავდეს ღმერთი!
შალვა
მაგდა გამოდი გიცანით ჩემო პატარა ზონდერკა.
ჯანო
არც კი ვიცი რა ვთქვა. ღმერთი შეგეწიოს, შენს გვერდით ვართ
ყვავ ყვარე !
მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) გაწყვეტა სპორტსმენისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მძიმე ტრავმაა, თუმცა თანამედროვე სპორტულ მედიცინაში ის წარმატებით იკურნება და ფეხბურთელები ჩვეულებრივ ფორმას სრულად იბრუნებენ. მკურნალობის ძირითადი ეტაპები და პროგნოზი ასეთია: ქირურგიული ოპერაცია (რეკონსტრუქცია): ვინაიდან ჯვარედინი იოგი თავისით არ შეხორცდება, ტარდება ართროსკოპიული ოპერაცია. ქირურგი გაწყვეტილი იოგის ნაცვლად ამაგრებს ახალ „ტრანსპლანტატს“ (ძირითადად პაციენტის საკუთარი მყესისგან აღებულ ნაწილს). პოსტოპერაციული რეაბილიტაცია (ყველაზე კრიტიკული ფაზა): პირველი 1–2 თვე: ყურადღება ეთმობა მუხლის შეშუპების მოხსნას, სახსრის მოძრაობის დიაპაზონის აღდგენას და კუნთების (განსაკუთრებით ოთხთავა კუნთის) ატროფიის პრევენციას. პაციენტი სწავლობს თავიდან სიარულს (ჯერ ყავარჯნებით). 3–5 თვე: იწყება აქტიური ფიზიოთერაპია, სავარჯიშო დარბაზში კუნთების გამაგრება და მსუბუქი სირბილი. 6–9 თვე: ბოლო ეტაპი — სპეციალური საფეხბურთო ვარჯიშები, ბურთთან მუშაობა, ცვლილებები მიმართულებაში და თანდათანობითი დაბრუნება გუნდურ ვარჯიშებზე. 2. პროგნოზი და დაბრუნების ვადა სავარაუდო უქმობა: ფეხბურთელებისთვის სტანდარტული და უსაფრთხო სარეაბილიტაციო პერიოდი შეადგენს 6-დან 9 თვემდე. ნაჩქარევად დაბრუნება რისკის შემცველია, ამიტომ ექიმები და ფიზიოთერაპევტები მკაცრად იცავენ ამ ვადებს. მომავალი კარიერა: თანამედროვე მედიცინის პირობებში, სწორი და დისციპლინირებული რეაბილიტაციის შედეგად, ათლეტების 90%+ სრულად იბრუნებს ყოფილ ფიზიკურ კონდიციებსა და სიჩქარეს. მთავარი ამ პროცესში არის არა მხოლოდ ფიზიკური მუშაობა, არამედ ფსიქოლოგიური მზაობა, რათა სპორტსმენმა მოედანზე დაბრუნების შემდეგ თავიდან მოიხსნას ქვეცნობიერი შიში და ბოლომდე ითამაშოს.
კახა
ნამდვილად ის ყოფილხარ
გეგი
არც ჩვენ გიღალატებთ ხვიჩაა,იცოდე რომ ქართველი გულშემატკივარი შენს გვერდითაა და მუდამ გაგამხნევებს.ყველაფერი კარგად იქნება,ღმერთის წყალობით აი ნახავ უფრო უკეთესი დაბრუნდები.არასოდეს არ დანებდე და ჯვარი გეწეროს.
ქუთაისი
შენ მარტო არ ხარ,ხვიჩა!..ფეხბურთის ნამდვილი ქართველი გულშემატკივრები,ეხლა ყველა ხვიჩა კვარაცხელია ვართ!
რეზო
გული არ გაიტეხო, ოქრო! უფალს მადლობა! დროებითი განსაცდელები ხანდახან იმისთვის დაისვება, რომ უკეთესი გახდე და გახდები კიდეც! მალე დაგვიბრუნდი!
კახა
არ ვფიქრობ რომ თავში აუვარდა და ვარსკვლავური სენი შეეყარა მაგრამ ზედმეტი აჟიოტაჟი მორწმუნე ადამიანისთვის ცუდი მოკავშირეა დ8დ8 პასუხისმგებლობა აკისრია ბევრი ბრძოლის გადატანა მოუწევს არავის გაიდიალები მომხრე არ ვარ მაგრამ ქართველებისთვის ძალიან ძვირფასია ხაზს ვუსვამ ძვირფასი მისი ყველა ნაბიჯი ასჯერ გაზომილი უნდა იყოს მომავალ თაობებს შეგვიძლია ხვიჩას მაგალითზე დავუმტკიცოთ რომ ქართველობა ეს ღირსების და თავდადების მათეთრებელი ერია ამ ძნელბედობის ნიჰილიზმის და უპრინციპოებობის ხანაში არის ფასეულობები რაც გენში გვაქვს და არაბიძე ნაკლები ღირსება გაგვაჩნია ფული და პირველ კაცობა თავსმოხვეული სატყუარას ქართველი მოღალატე არასდროს ყოფილა შვილები ადამიანებად გაზარდეთ პროფესიებადკიარა 30 წელია გზააბნეული საშოვარზე გადაგებული ფარა როცა ცნობილ დევიძე სანამ მთავარ ცხოვრების პრინციპად არ გავითავისებთ არაფერი გვეშველება: სული ჩემი უფლისასა გული სამშობლოსი ხოლო სხეული მძორია უნდა რომ გააძღო..
გიორგი
ერთი დიაგნოზია შენთვის და შენისთანებისთვის აქ, არ წერიხართ არც ადამიანბში არც კაცებში.
თენგაბი
შენს გვერდით ვართ ხვიჩა და შენს ჯანმრთელობას შევთხოვთ უფალს. შენ საქართველოს ძლიერი სხივი და ნათელი ხარ. უფრო ძლიერი დაბრუნდები. უფლის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეს.❤️
კობა
ცხოვრებაში განსაცდელები ყველას ხვედრია!!...ასე, რომ მოთმინებით და ღვთის რწმენით ამასაც წარმატებით გადალახავ!!!...
ის
ანუ სულ შიშში ყოფილა, არიქა და არ დავიმტვრეო. საწყალი, ეს უკაპიტნებდა ნაკრებს?
დავით 67
ძნელია ამ სიტყვების წაკითხვა. მეორე მხრივ რომ შეხედო, რამხელა დღესასწაული იქნება შენი დაბრუნება. ყველა დიდი დღესასწაულის ტოლფასი იქნება. დღეს ნომერ პირველი ქართველი ხარ ქვეყნისთვის, ცოცხლებს შორის!
ნანა
რაღაც ძალიან ძლიერი ჩამწყდა, ჩვენც შენთან ერთად გადავიტანთ ამ თვეების სიმძიმეს და სიცარიელეს, დაგელოდებით ჩვენო არწივო.
პატრიოტი
გამძლეობა ხვიჩა! მთავარია ახლა ნაკრებმა რამე პოზიტივში გარდასახოს ასეთი მძიმე ამბავი და ერთ მოთამაშეზე შემყურეობა ჩაანაცვლონ გუნდური თამაშით, იმედია ღირსეული ჩამნაცვლებელიც გამოუჩნდება ხვიჩას
პაატა
ჩვენი ოქროს ბიჭი ხარ, გენაცვალე მაგ კეთილ გულში! ღმერთი შეგეწევა და ისევ ძველებურად გავიხარებთ ერთად!
ჩვენიანი
ჩვენი ხვიჩა ამას არ იმსახურებდა...ის კიდევ უფრო ძლიერი და თავდაჯერებიული დაბრუნდება....ყველაფერი წინ არის
ღმერთი არა ტოროლა.
კვარა ძლიერი ხარ გამაგრდი. გენაცვალე გულში ❤️ მჯერა ძლიერი დაბრუნდები. არავის არავინ და არაფერი მფარველობს. რასაც მიაღწიე შენი ოფლით და შრომით.
ენძო
ღმერთმა ძალა და მოთმინება მოგცეს,ხვიჩა.
ალექსანდრე
ღმერთი იყოს შენი მფარველი, ხვიჩა, მაგარო ფეხბურთელო და კარგო ადამიანო! მალე გამოჯანმრთელდი და როგორც იტყვიან ფრჩხილიც აღარ გტკენოდეს! გაიხარე შენი ოჯახით!
ომარი
კვარა ძლიერი ხარ,ყველაფერი ხდება,გვჯერა კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდები.წარმატებები ...
ლევანი
უფალი გწყალობდეს ხვიჩა.
გიგი
ღმერთი შენსკენ, ხვიჩა!
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა