საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფრიან მოედანზე გამართულ მატჩში ქუთათურებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, გუნდმა სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოიყენა და 5 სექტემბერს საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფრიან მოედანზე ფოთის "კოლხეთს" ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა.

ქუთაისელებს გივი იოსელიანი და თორნიკე თარხნიშვილი აკლდათ, რომლებიც ახალგაზრდულ ნაკრებს ესპანეთში ახლდნენ. მათ არყოფნაში რიონისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ ახალწვეულები, დავით გამეზარდაშვილი და ბაქარ მირცხულავა გამოსცადა. ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსოს ფილიამ კი გუნდი შერეული შემადგენლობით ათამაშა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმი მათ მე-9 წუთზე გატანილი ბურთით მოიგეს: ირაკლი დოლიძის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს ნიკა საბანაძემ ზუსტი თავური დაახვედრა - 1:0.

მეორე ტაიმში "ტორპედოს" უპირატესობა უფრო გამოიკვეთა. 55-ე წუთზე ვაჟა ტაბატაძემ გიორგი კუხიანიძეს თავისი საჯარიმოდან შორეული და საგოლე პასი თავით გადააწოდა (?!) და ახალგაზრდა ქუთაისელმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა - 2:0.

სტუმრებს ანგარიშის შემცირების საშუალება ორჯერ ჰქონდათ, მაგრამ ორივე შემთხვევაში უზუსტად დაარტყეს. "ტორპედომ" კი თავისი შანსი ერთხელაც გამოიყენა: 87-ე წუთზე მატჩის ყველაზე აქტიურმა გარემარბმა, მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასულმა დოლიძემ ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

"ტორპდო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე (46. ტაბატაძე), გამეზარდაშვილი (80. მირცხულავა), ფარულავა, ჩიკვილაძე, დიღმელაშვილი, კუხიანიძე (58. ბოლქვაძე), გ. დათუნაიშვილი (62. ხარაბაძე), დოლიძე, საბანაძე (73. გოცირიძე), მეგრელაძე ( 69.კირკიტაძე)

"კოლხეთი": ნადირაშვილი, გ. კილასონია, ცხვიტარია, ინწკირველი, ლემონჯავა, გოგონაია, შავგულიძე, დ. კაკულია, ქებაძე, პ. დათუნაიშვილი, ჯანაშია

მეორე ტაიმში: ბობღიაშვილი, გულუა, ინწკირველი, თედიაშვილი, გელაჭეიშვილი, ლომაშვილი, ცხადაია, წიქარიშვილი, გვალია, მდივნიშვილი, ციცხვაია

ეროვნული ჩემპიონატი ორკვირიანი პაუზის შემდეგ, 10 სექტემბერს განახლდება, ამ დღეს `ტორპედო" ბოლნისის `სიონს" უმასპინძლებს, "კოლხეთი" კი თბილისში "გაგრას" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე