ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით პსჟ-ის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სავარაუდოდ, ეს სეზონი მთლიანად გაუცდება.

"ყველამ იცის, როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, ის სპორტზე მეტია – ჩვენი გულის ნაწილია, მთელი ერის გაერთიანება შეუძლია, ხოლო ფეხბურთით გახარებული საქართველო სიყვარულს აფრქვევს და თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს ეფერება.

კვარა, ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ მეთქვა – შენ დაუბრუნე საქართველოს ფეხბურთით გამოწვეული ემოციები, სიხარული და აღტაცება! შენ დააბრუნე ბავშვები საფეხბურთო სკოლებში და გახდი მათთვის სანიმუშო მაგალითი!

გვეამაყება, რომ ხარ ქართველი! მთელმა მსოფლიომ გაიგო ვისი გორისა ხარ! შენ საქართველოს განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი ხარ მთელს სამყაროში! შენი ნიჭით, დაუღალავი შრომით, თავდადებით, თავმდაბლობით და რაღა თქმა უნდა ულამაზესი გოლებით აღტაცებაში მოიყვანე სტადიონები და ასეულობით მილიონი გულშემატკივარი ეკრანებთან!

შენ დიდი მატჩების და გადამწყვეტი გოლების კაცი ხარ რაც ნიშნავს რომ ხარ გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელი, რაც დიდ სპორტში მხოლოდ ჩემპიონების ხვედრია! მჯერა, რომ ეს მენტალიტეტი და მტკიცე ხასიათი ამ დაბრკოლებასაც ვაჟკაცურად დაგაძლევინებს და დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის! მთელი საქართველო შენს გვერდითა ხვიჩა", - დაწერა გაფრინდაშვილმა.

ჯანმრთელობას გისურვებთ ქალბატონო ნონა
დიახ მთელი საქართველოა კვარას გვერდითაა და ყველას გვჯერ რომ კვარა შეძლებს სირთულე დაძლიოს. აუვცილებლად უკეთესი დაგვიბრუნდება კვარა. თქვენ კი ჯანმრთელობას და დიდ ხანს სიცოცხლეს გისურვებთ ჩვენო საამაყო ჭადრაკის დედოფალო ქალბატონო ნონა. ❤️მადლობა რაც თქვენ ჩვენი დიდებისთვის გააკეთეთ.
გაიოზი
ქალბატონო ნონა, თქვენ მუდამ პირველი იყავით სასიხარულო და კარგ ამბებში და აქაც საუკეთესო თანადგომის წერილი გაქვთ ხვიჩასადმი. გაიხარეთ და იმრავალჟამიერეთ. თქვენი ასეთი დიდებული და თბილი თანადგომა ნამდვილად წაადგება ხვიჩას მალე გამოჯანმრთველებაში, რასაც მოუთმენლად დაველოდებით ფეხბურთის ქართველი და არამარტო ქართველი გულშემატკივარი.

მართლაც რომ დიდებული ქართველი ქალბატონია და ბუმბერაზი სპორტსმენი. ჩვენი სიამაყეა. ხვიჩამ კი ისე შეგვაყვარა თავი, რომ ყველა ადეკვატური შინ თუ გარეთ ვგულშემატკივრობთ . ქ- ნი ნონა და ხვიჩა საქართველოს და ქართული ნიჭიერების სახეა.ჯანმრთელობა მათ.
llcl
ღმერთმა დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მოგცეთ ბუმბერაზო ქალბატონო ნონა! ჩვენს მარგალიტს, ფეხბურთის დამბრუნებელს, მთელს მსოფლიოში ჩვენს სავიზიტო ბარათს, ჩვენს კვარას მალე გამოჯანმრთელება! დარწმუნებული ვარ მის შეუპოვრობაში, მიზანდასახულობაში და შრომის მოყვარეობაში, მჯერა კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება და კიდევ ერთხელ მისცემს ახალგაზრდებს მაგალითს თუ როგორ უნდა "ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა"!
მზია
მადლობა თქვენ, ორ დიდებულ ჩემპიონს, თქვენი მიღწევებისთვის და ჩვენთვის იმ სიამაყისთვის რომ ქართველები ხართ. უფალი ჩვენთანაა🙏 ყველაფერი კარგად იქნება.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
დარეჯან კვარაცხელია ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე საუბრობს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
"ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა" - ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [VIDEO]
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მადლობა საჩუქრისთვის" - რა კადრებს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია? [PHOTO]
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა