"ტოტენჰემის" თავკაცს უელსის ნაკრებთან მატჩში ინგლისელთა თავდადება, პროფესიონალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება მოეწონა
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩში უელსის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ეროვნული გუნდი შეაქო. რედნაპს ინგლისელთა თავდადება, პროფესიონალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება მოეწონა.

"ბუნებრივია, ევრო-2012-ს მოვიგებთ. მართალია, ვამბობდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოვიგებდით, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. რა თქმა უნდა, ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ ბოლო დროს ხუთი-ექვსი გუნდი გამოიკვეთა, რომელთაც შეუძლიათ დელ ბოსკეს შეგირდებს რეალური კონკურენცია გაუწიონ.

ჩვენი ნაკრები თავის სამუშაოს პროფესიონალურად ასრულებს და მთავარი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. ამის გარდა, ახალგაზრდა, კარგი ფეხბურთელების თაობა მოდის, კონტინენტზე ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი გვაქვს", - განაცხადა რედნაპმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს რედნაპი, ფაბიო კაპელოს წასვლის შემთხვევაში, ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტზე მთავარ კანდიდატად სახელდება.

ინგლისელებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ერთი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი - 7 ოქტომბერს ჩერნოგორიის ნაკრებს შეხვდებიან. "ნისლიანი ალბიონის" გუნდი სატურნირო ცხრილს ექვსქულიანი სხვაობით ლიდერობს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა