აბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე", UFC 333-ის თანამთავარ, 5-რაუნდიან ბრძოლაში, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი (21-6) პიოტრ იანთან (21-5) მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

პირველი რაუნდი ქართველი მებრძოლის სრული უპირატესობით წარიმართა. "მანქანამ" თავის სტილში იჩხუბა, მეტოქე პარტერში რამდენჯერმე გადაიყვანა, გარდა ამისა სახეში მძიმე დარტყმებიც მიაყენა.

მეორე რაუნდში დვალიშვილმა "თეიქდაუნების" მორიგი სერია შემოგვთავაზა და იანს კვლავ აჯობა.

მესამე რაუნდში მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, რაუნდის დასრულებამდე 30 წამით ადრე იანმა დვალიშვილს ფეხით ღვიძლის არეში მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა მერაბმა რუსის შეტევები მოიგერია.

სამწუხაროდ, ბოლო ორ რაუნდში იანი მერაბზე უკეთესი იყო და ქართველმა სახეში მძიმე დარტყმებიც მიიღო, მსაჯებმა კი გამარჯვება მოქმედ ჩემპიონს მიაკუთვნეს.

მერაბის ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 21 გამარჯვება და 6 მარცხია, იანმა კი კარიერაში 21-ე ბრძოლა მოიგო.

Dudu
ნუ იბრძოლა მაგრამ რა ხდება იცი,13 კილო დაიკლო და ეგ რამხელა ენერგიაა იცით?სერიოზულა და ვერ აღიდგენ მაგას მერრ რა წონა მოიმატა 1 კვირაში მაგრამ ენერგიას ვერ აღადგენ მასე!და იანს ამდენი არ დაუკლია! შესაბამისად როცა იცი წინ ჩხუბი გელის არ უნდა ჭამო მწვადი და ხინკალი რომ მერე ამხელა მასა დასაკლები გქონდეს! ამიტო წააგო ენერგია არ აქვს ჩხუბის დროს ამიტიმაც იღლება ამიტომ ამიტომ ამიტომ
გეგი
სამწუხაროდ,ისევ და ისევ ღვიძლში დარტყმის დროს გაფუჭდა მერაბი და მერე დაღლაც დაეტყო.რაც არის ის უნდა ვაღიაროთ და არ უნდა დავემსგავსოთ იმ ტურებს, სულ რომ რაღაცას იმიზეზებენ ხოლმე ჩვენთან. მერაბს რაც შეეძლო,ყველაფერი ჩადო და ის ვაჟკაცობაც გამოიჩინა რომ მივიდა და მიულოცა გამარჯვება.
დავით 67
სასწაული ხალხი შემოდის აქ ზოგი. თვითონ მერაბმა თქვა მაჯობაო და მოულოცა გამარჯვება იანს და აქ ზოგი წერს არაო მერაბი სჯობდაო. ერთი თქვენს ტვინში ჩამახედა. ობიექურობისგან შორს რომ ხართ ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ რატომ წერს იმას რომ ჩვენ გულშემატკივარებს ვინმესგან რამე შეგვშურდა და ამიტომ მერაბის წაგება გვინდოდა. ახლა 100დან 100% შეიძლება არ ქომაგობდა მერაბს,მაგრამ 98% ხომ მაინც იქნებოდა. ცოტა აზრზე მოდით. ნუ გგონიათ თავი ზეპატრიოტებად.

უკვე მეორედ განმეორდა - 3 რაუნდის ბოლო წუთზე ღვიძლში დარტყმა და უპირატესობა წაიღო იანმა. რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, 5 დაუნდის შესაბამისი სტრატეგია არ ქონდა მერაბის მხარეს და მხოლოდ მის გაძლებაზე და აქტიურობაზე იყო ბრძოლა აგებული. 58 თეიქდაუნის მცდელობა და 5 მხოლოდ წარმატებული! ეს წარმოუდგენელ ენერგიას მოითხოვს და გამოდის იანის სასარგებლო იყო ეს სცენარი - ენერგიას ხარჯავ და მოწინააღმდეგეს ვერაფერს აკლებ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია იანმა შემოატრიალა ბრძოლა. პ.ს. ასეთ თანაბარ ბრძოლაში, ჩემპიონს რომ ქამარი წაართვა მკვეთრად უნდა აჯობო, მერაბმა კი ვეღარაფერი საპირწონე ვერ გააკეთა ღვიძლში და შემდგომ უკვე კორპუსში მიღებული მტკივნეული დარტყმების შემდეგ მერაბმა და ამან გადაწყვიტა საბოლოოდ შედეგი.
მერაბი ჩემპიონია
რა ვერ გავიგე,თუ ყველამონაცემით ქულებით და აქტიურობით მერაბს იწერია უპირატესობა ,როგორ უნდა წაეგო.როგორც ხსნიან იანის დარტყმა უფრო დამაზიანებელი იყო და ამის გამო,მაშინ ასეთი დარტყმები უნდა შეფასდეს არა 1არამედ 5ქულად რომ სწორად აისახოს?მაგრამ ეგ მოგონილი ამბავია.მსგ სქემით უბრალოდ მანიპულირებენ იმისთვის რომ იმას მიანიჭონ ჯამარჯვება ვინც მეტად სურთ....ყველა სხვა მონაცემით მერაბმა გაიმარჯვა
ჩაუსაფრებელი
შენ უფრო ხარ აკაკი შანიძე, ვიდრე მერაბ დვალიშვილი სამუდამო ჩემპიონი.
ვახო...
თუ ღვიძლში დარტყმას არ ჩავთვლით, მერაბი მესამე რაუნდშიც დომინირებდა და მსაჯებმა 3: 2 როგორ დათვალეს??? პირველი და მეორე რაუნდი პირწმინდად მოვუგეთ, კარგი მესამე რაუნდი ფრე და ბორო ორი რაუნდი წავაგეთ... გამოდის ლოგიკურად ფრეა, ალბათ დაზიანების ხარისხი შეაფასეს მსაჯებმა, რაც იანის უპირატესობაში აისახება, მაგრამ გასროლილი დარტყმების რაოდენობა და აქტიურობა მერაბის მხარეს იყო, ამიტომ ყველანაირი ლოგიკის და ობიექტურობის გათვალისწინებით ფრე იყო... მიუხედავად ყველაფრისა, უდიდესი წარმატებები მერაბს მომავალში...
Temuri Tsetskhladze
ყველაფრიდ მოუგო მერაბმაა დაა ქულებიც მეტი ჰგონდაა ტყვილუბლაროდ წააგებია მაგით მე რავთვი მეე არასწორედ მოიქცნენ მსაჯმაც დაა რავი სხვებმაც მერაბი 11 იყო და ინი 4 დარანაირად მოაგებიეს იანს მიკვირ ვერ ვხდებიი მარაა ქულებს როო შევხედოთ მერაბიაა მოგებული დაა ასე იქნებაა
მერაბი ჩემპიონია
კომენტარებში ჩასაფრებული ხალხი გამოჩნდით,ბოღმა და შურიანი ქართველი ყოველთვის მრავლად გვყავდა))მერაბ შენ დიდი მადლობა ყველაფრისთვის,უდიდესი სპორცმენი და ადამიანი ხარ,იქ სადაც შენ ხარ და ის გზა რაც შენ გაიარე მხოლოდ... ერთეულებს თუ შეუძლიათ პლანეტაზე მზგავსი შეძლონ.მეამაყები რომ ქართველი ხარ და მუდამ ჩემპიონი იქნები.ძალიან უყვარხარ შენ ქვეყანას იცოდე.მადლობა ყველაფრისთვის 🇬🇪🇬🇪🇬🇪
მავნე
რა იყო საკამათო? აჯობა და მორჩა!
გიორგი
მერაბ დვალიშვილის საქციელი არასდროს არ მომწონდა, გულშემატკივრობით კი ვგულშემატკივრობდი! სამწუხაროდ მეც უკვე საკმაოდ დარწმუნებული ვარ რომ ამის ჩემპიონობის მზე უკვე ჩაესვენა, რაც ისევ და ისევ მისი საკუთარი"ბრალია". მაგრამ მაინც დიდი რამ შეძლო, მშენებლობიდან და მუშაკაცობიდან ჩემპიონი კაცი გახდა. იმედია აწი უკვე ასჯერ გაზომავს და ერთხელ გაჭრის. წარმატებები
Levani
დებილობაა ეს სპორტი. მერაბმა ყველას მოუგო, მერე მეორე წრეზე წავიდა,ომალისთან ამ რუსის პეტიასთან ახლა წააგო ამის მერე ამ პეტიას ცემს იადონგი,იმას ჩემს ომალი და ომალს მერე უმარა.დაღესტნელები იცეკვებენ ლეზგინკას, ყველაზე მაგრები ვართო და მერე უმარას მიაჩუხანებს ისევ თოფურიას ძმა ან სხვა ვინმე. ასე რომ ურტყან თავი დაღესტნელებმა და ტრამპმა ერთმანეთს.ან რა სპორტი, ქართველი რომ იგებს მიხარია,თორე გინდა ამას უყურე გინდა ქორლინგს ორივე ერთი სვარკაა. ქორწილში მე ჩხუბები მაქვს ნანახი აქ ისეთი ჯერ არ მინახია,აქ ყველაზე ლამაზად თოფურია ჩხუბობს და ქორწილის ჩხუბები თოფურიაზე უკეთესი ვიზუალია(გოჭისბარკლის თავზე გადარტყმა,პატარძალს პანღური,ჩანგლით დაჭრა და ა.შ.)
Rrr
ან ჩემპიონი ხარ, ან ნინა დრამას შოუების თანაავტორი, ორივე ერთად არ გამოდის. ის ბიჭი არ ხარ უკვე, დარბაზში რომ ათენ-აღამებდა და შედეგი დადო. ხინკლის ხვევას შედეგი მხოლოდ სამზარეულოში მოაქვს...
ტიტე
მერაბ შენ დიდი ჩემპიონი ხარ ,შეგიძლია ოჯახი შექმნა და მინიმუმ სამი შენნაირი ბოკვერი აჩუქო ქვეყანას .
ზაზა
ვიძახდი რო იანი გაუნგრევდა სახეს ამ მატრაკვეცა და ტრაბახა ტიპს.არ როგორ იბრიქებოდა ამას ვუზამ და იმას ვუზამო.დავინახეთ ყველამ რაც უქნეს და ყოყლოჩინას.კიდე რო შეხვდნენ ერთმანეთს ისევ გახევს ცემაში.

სულ ტყუილად ვბლატაობთ!
კიეზა
ძალიან საწყენია..ჩემის აზრით მერაბს ის კარდიო აღარ აქვს..შეიძლება ტრამვის ბრალია ,შეიძლება ასაკის..გარდა ამისა კრივში მოიკოჭლებს .მისი იარაღი რაცაა.ვერც იჭიდავა.და ვერც თეიქდაუნებით შეძლო იანის გატეხვა..ამ ფორმით ძალიან გაუჭირდება ქამრის დაბრუნება..წარმატებები მას და იმედი დავიტოვოთ რომ მოახერხებს რესტარტს..
beeq.777
ტაქტიკა, ფანტაზია, არსენალი შეტევის. მთელი 5 რაუნდი ცალ ფეხში შედიოდა და უშედეგოთ და მიუხედავათ მეტი დარტყმისა შედეგიანობა და სიზუსტე უფრო გადამწყვეტია. დაღლაც დაეტყო ბოლოს და ვერ გადაეწყო სხვა გეგმაზე ჯიუტად იგივეს ცდილობდა რამაც არგაამართლა. ფაქტია გაშიფრული და შესწავლილი ყავდა ოპონენტს ზედმიწევნით კარგათ. არვიცი რავთქვა არადა როგორ ველოდი და მჯეროდა
Berzena
Es kartuli seni rava xvelganaa lamis cekva daicxo movigeo jer sakme miixvane bolomde da mere ikunkluce.carmatwbebi momavalhi..
ტრიბუნა A
რუსს ბოქსში ვერ მოუგებ. ჭიდაობაში კი ჩვენიანი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა.
A
მერაბის ჯოკერი გამძლეობაა, რაც დღეს რატომღაც აღარ ჰქონდა და შედეგიც დაღლამ გადაწყვიტა

იმასაც დავამატებ,რომ აბუ დაბიში,ამერიკიდან ბრძოლამდე 6 დღით ადრე ჩავიდა და სრული აკლიმიტიზაციისთვის,ეს დრო,საკმარისი არ არის.შესაძლოა ესეც არის მერაბის ადრე დაღლის ერთერთი მიზეზი.იანს დაღლა არ შესტყობია,მერაბისგან განსხვავებით.
Ardiles78
სამწუხარო და საწყენია,თითქოს ბოლო რაუნდებში საწვავისგან დაცლილ მანქანას გავდა მერაბი.იანმა კი გაუძლო პირველ წნეხს და ტაქტიკურად აჯობა ჩვენიანს.მიუხედავად ამისა,მერაბი დიდი ჩემპიონია და მადლობა მას ყველაფრისთვის!
ქორ-პარიკმახერი
მესამე რაუნდში ნეკნში და ღვიძლის არეში დარტყმის გაშვებით მერაბმა ვეღარ შეძლო კარგად დაწყებული საქმის შესაბამისად გაგრძელება. ამ დარტყმამ შეცვალა ბრძოლის მიმდინარეობა და საბოლოოდ შედეგი. იანმა მეხუთე რაუნდში კიდევ ორჯერ მიაყენა მერაბს იგივე ადგილას დარტყმა ერთხელ ფეხით და ერთხელ ხელით და აშკარად ჩანდა რომ ეს ძალიან მძიმე იყო მერაბისთის. სამწუხაროდ დავმარცხდით ამის დ..

მაგარი ბრძოლა იყო,მაგრამ მესამე რაუნდიდან,მერაბს აშკარად,ძალა აღარ ჰკმაროდა,ღვიძლში ძლიერი დარტყმის შემდეგ,დარტყმების სიზუსტეც დაიკარგა და ძალაც.მაინც მგონია,რომ მერაბის ფუნქციონალური მომზადება,ძველ დონეზე ვერ იყო.ინტერვიუში გაკვრით ახსენა და შესაძლოა რაღაცა ტრავმაც ჰქონდა.რაც არის,ეს არის.იმედია დაიბრუნებს ძველ კონდიციებს,მათ შორის ფსიქოლოგიურსაც და კვლავ შეუტევს ჩემპიონის ტიტულს.
მერაბ მანქანა
პირველი ორი რაუნდი მოიგო მერე თითქმის თანაბარი იყო რამდენიმე მომენტს თუ არ ჩავთვლით მოწინააღმდეგის აქტიურ შეტევას ბოლო სამი რაუნდი ვერ დააგდო საჭიდაოდ კარგად როგორ პირველ ორ რაუნდში
მამუკა
ტინგიცა და არასერიოზული კაცია, შუა ბრძოლის დროს ისე იქცევა თითქოს უკვე მოგებული ჰქონდა
Bs
ობიექტური არ ხარ
ტოტტი
მერაბი ჯობდა სამწუხაროდ ძაან თუ არ ჯობნიან ქამრის მფლობელს ისე არ აძლევენ მოწუნააღმდეგეს . მერაბს რომ ქონოდა მოქმედი ქამარი მერაბს დაუტოვებდნენ
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს მხოლოდ ექვსი დღით ადრე გააკეთა" - ომალიმ იანთან ბრძოლის წინ, დვალიშვილის შესაძლო შეცდომაზე ისაუბრა