საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხე ტური დღეს ორი გამორჩეული და საინტერესო მატჩით გაგრძელდა, რომლებიც ბათუმსა და თბილისში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ორივე დაპირისპირებაში მონაწილე გუნდები პარალელურად წარმოდგენილნი არიან ევროპულ საკლუბო ტურნირებზე — „ბათუმი“ ფიბა-ს ევროპის თასზე ასპარეზობს, ხოლო კსუ „კავკასია“ ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგაში (ENBL) იცავს საქართველოს სახელს. აჭარის დედაქალაქში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, „ბათუმი“ და კსუ „კავკასია“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და გარდამავალი გამოდგა: მიუხედავად იმისა, რომ კავკასიელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, მასპინძლებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და მესამე პერიოდში ბრწყინვალედ ითამაშეს, რომელიც 20:7 მოიგეს. ამგვარად, დასკვნითი 10-წუთეულის წინ ბათუმელები 3-ქულიანი სხვაობით (64:61) დაწინაურდნენ.

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ბოლო პერიოდი ძალზე ძლიერად და ორგანიზებულად ჩაატარეს, მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ათწუთეული 19:7 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც 80:71 მოიპოვეს. კავკასიის შემადგენლობაში შედეგიანობით ჯასტინ ფორსტი (16 ქულა, 5 პასი), გიორგი ტურძილაძე (14 ქულა, 7 მოხსნა), აკაკი დვალიშვილი (13 ქულა) და სანდრო სანაძე (11 ქულა) გამოირჩნენ, ხოლო „ბათუმის“ რიგებში ბრწყინვალე იყო გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც 30 ქულა და 5 პასი მიითვალა, ლარი პაუელმა 16 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო კარსონ ბაშამმა 11 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

მეორე შეხვედრა თბილისის ძველ სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც „ბლექ ფორტრესმა“ „თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 79:88 დამარცხდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში თელაველები ლიდერობდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ბოლო წუთებამდე უჭირდათ და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ დასკვნით პერიოდში მოახერხეს. ეს მატჩი განსაკუთრებული და პრინციპული იყო ტროი საიმონსისთვის, რომელსაც „თელავის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა, შარშან კი სწორედ „ბლექ ფორტრესის“ ღირსებას იცავდა და ამ გუნდის წარმატებებიც ძირითადად მის სახელს უკავშირდებოდა.

საიმონსი მატჩის აბსოლუტური გმირი გახდა — მან სადებიუტო შეხვედრაში 24 ქულა ჩააგდო და ფაქტობრივად მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით თელავმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. „ბლექ ფორტრესის“ შემადგენლობაში ლუკა კალატოზიშვილმა 21 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, დონდრე რედიკმა 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო სერგი ნინუას ანგარიშზე 13 ქულა და 6 პასი იყო; თელაველთა მხრიდან კი ტროი საიმონსის (24 ქულა) გარდა, გრეგორი მილტონმა (11 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი), ვატო გარჩილაძემ (13 ქულა) და მაილს კარტერმა (12 ქულა, 6 მოხსნა) გამოიჩინეს თავი. სატურნირო ცხრილის სათავეში მიმდინარე ეტაპზე 4 მოგებით კსუ „კავკასია“ ლიდერობს (8 ქულა), მეორე-მეოთხე ადგილებს „თსუ“, „თელავი“ და „ივერიონი“ ინაწილებენ (თითოეულს 6 ქულა აქვს).

სუპერლიგის მეოთხე ტური ხვალ, 25 ოქტომბერს, ორი მატჩით დასრულდება: „მარგვეთი“ „ორბს“ „თბილისი არენაზე“ დაუპირისპირდება (14:30 სთ), ხოლო „ქუთაისი“ საკუთარ არენაზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში თსუ-ს უმასპინძლებს (18:30 სთ).

GBF

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"