ეს იყო ორი განსხვავებული ტაიმი. პირველ ნახევარში "იბერიას" დიდი უპირატესობა ჰქონდა, "ტორპედო" კი ინერტული იყო და 3 უპასუხო გოლიც მიიღო (კინაღამ მეოთხეც). თამამად შეიძლება ითქვას - თამაში ამ სცენარით რომ გაგრძელებულიყო, ქუთაისელები კატასტროფული ანგარიშით წააგებდნენ.

როგორ ჩანს, "ტორპედო" თავმოყვარეობამ შეაწუხა და მეორე ტაიმში მოედანზე "სხვა" გუნდი გავიდა. შუსტერის ოთხმაგმა შეცვლამაც გაამართლა და ქუთაისელებმა მარწუხებს მოუჭირეს. ამჯერად "იბერიას" გაუმართლა, რომ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.

თბილისელებს იმდენად გაექცათ ხელიდან თამაშის სადავეები, ლევან კორღალიძემ არად ჩააგდო ნაოპერაციები ფეხი, ყავარჯნებით გავიდა აუტის ხაზთან და შეგირდებს მითითებები მისცა. შეიძლება ითქვას, საფინალო სასტვენმა "იბერიას" სულზე მიუსწრო.

ასეა თუ ისე, მოქმედმა ჩემპიონთა გაიმარჯვა, დაბრუნდა მეორე ადგილზე და კვლავ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ბათუმის "დინამოს". მომდევნო ტურში (31 ოქტომბერი) "იბერია" კიდევ ერთ კონკურენტს, თბილისის "დინამოს" შეხვდება.

მე-7 ადგილზე მყოფ "ტორპედოს" კი სულ რაღაც 7 ქულა აშორებს პლეი-აუტის ზონიდან. ქუთაისელებს უმართლებთ იმ მხრივ, რომ "სპაერი" და "გაგრაც" ვერ ყოჩაღობენ, თორემ გვარიანი ბრძოლა მოუწევდათ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

იბერია 1999-ტორპედო 3:2

1:0 ნაჭყებია (17, სელიმოვიჩის პასით), 2:0 ძაგანია (27), 3:0 ბერიძე (40, ნაჭყებიას პასით), 3:1 მამუჩაშვილი (49, დეისაძის პასით), 3:2 პირესი (68, მამუჩაშვილის პასით)

იბერია: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი (ჩანჩარი 46), ჯინჯოლავა (ტიბუე 36), დადიანი, ქარდავა (ალჰასანი 69), ბერიძე (კუცია 82), სიხარულაშვილი (კაფე 69), ნაჭყებია, ძაგანია

ტორპედო: გოშაძე, ლაცაბიძე (კოხრეიძე 78), ბუკია (ლომინაძე 46), შიმიჩი, სტამატოვი (ნადარაია 46), მამუჩაშვილი, ითრაქი, არაბიძე (შულაია 46), პირესი, პენსონი (კუპრავა 46), დეისაძე

არბიტრი: ირაკლი შენგელია

ზაზა
ამ თამაშს ისევე როგორც ქუთაისელების წინა თამაშს საეჭვო სუნი ასდიოდა.ვინც იყო თამაშზე დამეთანხმება.მაგარი თამაში არა ტოროლა.აბოლებენ ხალხს
ოთარი
თქვენი არ ვიცი და მე რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ტორპედო ვერ კი არა არ თამაშობს, იმასა რაც სინამდვილეშიი შეუძლია. აშკარად რაღაც ხდება ამ გუნდში. იბერიას, რომ 3 ბურთი არ გაეტანა და სინდისზე არ შეეგდო, არა მგონია დიდად განძრეულიყვნენ. ბოლო რამდენიმე თამაშმა რაც ვნახე ეს შთაბეჭდილება დამიტოვა. თითქოს სისხლი არ უდუღთ ფეხბურთელებს ადრე რომ სუფთა ქართულით "ჟილკას" უძახდნენ ის არა აქვთ. დაცვა ორივე გუნდის კატასტროფა იყო. გოშაძებ ბუღტის მოსაგერიებლად მუშტების გამოყენება რომ სჯობს დავიჯერო არ იცის? მაგრამ გუშინ მაგასაც რაღაც ჭირდა. კაი ჩვენს ლიგაზე ჯანდაბას მაგრამ მასე დაცვით აპირებს იბერია კონფერენს ლიგაზე თავის გადარჩენას? და ბოლოს ისევ სამსაჯო კორპუსზე, ერთი და იგივე ტიპის დანაშაული ერთი და იგივე სასჯელით ისჯება. სასმართლოზე რაიმე განსხვავებული წინაპირობა შეიძლება აღმოაჩინონ და ფეხბურთში ძალიან მაგრადა გაქვთ დასვებული ჭიდაობის ელემენტები, მოწინააღმდეგის ხელით გაჩერება კი ორივე მხარეს ერთი იგივე მიზნით უნდა, გუშინ მაგალითად დეისაძეს იბერიას საჯარიმოში მხარზე ხელით მოქაჩეს, წაბორძუკდა მაგრამ არ წაიქცა და ჰოი საოცრებავ შემდეგ ნამიჯზე მან მოქაჩა მეტოქეს, არც ის წაიქცა თუმცა დეისაძე ბურთს უკვე კარგავდა წინა წაბორძიუკების გამო. რა მოხდა? დეისაძემ თურმე დაარღვია მანამდე კი მოწინააღმდეგეს არაფერი უქნია. მანამდე მეტოქის ხელით გაჩერებისათვის ჯინჯოლავას სიტყვიერიც არ მისცეს. ეს სხვა დანარჩენთა ერთად ერთერთი მიზეზია იმისა, რომ კონფერენს ლიგაზე იბერია უაზრო ყვითლებითაა გავსებული და როგორ გადაურჩნენ წითელს გასაკვირია. სულ ამას ვიტხოვ ჩვენს ჩემპიონატში ნურაფერს პატიობთ თორემ ევროპაზე არავინ დაგვინდობს.
აჩი
Ai Dzalian Didi bodishi magram chems megrelebs shemovevle dzaganias da nachyebias mec megrelivar magram ase araperi gamova xom xedavt vinme gamocdili kargi klasis tavdamsxmelebi chirdeba iberias eg bichebi kide 15-20 wuts itamasheben xolme ravici aba exla kargi mayuts ro gaaketebs Iberia aba vnaxot sad waixeben mag puls...

თამაში დაწყებული იყო,როცა ჩავერთე,ამიტომ იუთუბიზე გადავედი და იქ ვუყურებდი.მერე სიჩქარეების ცვლა დავიწყე და 1,30 რომ დავაყენე,მშვენიერი ფეხბურთი გამოვიდა.კარგი გუნდები რომ თამაშობენ,იმ სიჩქარეებით და სიზუსტით.ჰოდა ჩვენი მიზანიც ეგ უნდა გახდეს,თამაშის სისწრაფის 1,30 ჯერ გაზრდა და ამ სიჩქარეებზე თუნდაც იგივე სიზუსტით თუ ვითამაშებთ,ტურნირებს ვერ მოვიგებთ,დაცვა მაშინაც კი ძალიან სუსტია,მაგრამ ძალიან ნორმალური გუნდი კი ვიქნებით.იბერიამ თამაში დამთავრებულად ჩათვალა და ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა,თუმცა ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში,მათთვის ყოველთვის კატასტროფით მთავრდება და თითქმის მოგებული თამაში,ამ თამაშშიც თავისუფლად შეიძლებოდა წაეგოთ.გასაგებია,რომ რესურსები ძალიან შეზღუდული აქვთ,მაგრამ რაღაცა თუ არ მოიფიქრეს,ასე,კონფერენსლიგაზეც განადგურდებიან და არც ჩემპიონატში ეყოფათ ძალები.ბევრისაგან განსხვავებით,ენა არ მომიბრუნდება,ბიჭებზე აუგი ვთქვა,რაც შეუძლიათ,იმაზე მეტადაც იხარჯებიან,მაგრამ,ესეც ცოტაა და ამიტომ,ისე უნდა ივარჯიშონ,რომ ეს შესაძლებლობები გაეზარდოთ და შედეგებიც გაიზრდება.ძლიერ მეტოქეებთან მარცხი უფრო მეტს აძლევს ფეხბურთელს,ვიდრე სუსტების განადგურება.
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში