"ინდიანა პეისერზი" დიდ რისკზე წავიდა, როცა NBA-ს მორიგი დრაფტის მეორე წრეში საერთო მე-40 ნომრად ბრუკლინელი ლენს სტივენსონი აიყვანა.

"ინდიანა პეისერზი" დიდ რისკზე წავიდა, როცა NBA-ს მორიგი დრაფტის მეორე წრეში საერთო მე-40 ნომრად ბრუკლინელი ლენს სტივენსონი აიყვანა. 19 წლის მცველი სრულიად ამერიკის თანატოლთა შორის გამორჩეული მოთამაშე კი იყო, მაგრამ არცთუ კარგი რეპუტაცია ჰქონდა - ამ ჯეელის უდისციპლინობისა და ფეთქებადი ხასიათის შესახებ მთელი ამერიკა იცოდა.

ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა თანაგუნდელთან ჩხუბისთვის ლენსი სკოლიდან გააგდეს. ერთი წლის შემდეგ სტივენსონი სკოლაში ქურდობისთვის დააპატიმრეს, ხოლო შარშან მას უკვე სექსუალურ ძალადობაში დაედო ბრალი. ყველა ხსენებულ ინციდენტს მან უვნებლად დააღწია თავი, თუმცა ამჯერად საქმე გაცილებით სერიოზულადაა.

საზაფხულო ლიგებში დრაფტისშემდგომი პერიოდის ჩინებულად ჩატარების შემდეგ, ნიჭიერი მსროლელი "ინდიანასგან" მრავალწლიანი კონტრაქტს ეღირსა და თავის ახალ გუნდთან NBA-ში დებიუტისთვის მზადებას შეუდგა, თუმცა გასულ კვირას ეს ყმაწვილკაცი მესამე ხარისხის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს. მეგობარ გოგონა ჯასმინ უილიამსთან ოჯახური კონფლიქტი ლენსის 2 წლის ქალიშვილის დედისთვის სავალალო შედეგით დასრულდა - გამხეცებულმა კალათბურთელმა ჯასმინი თავისი ბრუკლინული ბინიდან თმებით გამოათრია და სადარბაზოს კიბეზე დააგორა. პოლიციელთა განცხადებით, ჯასმინ უილიამსმა 15 საფეხური იფრინა, ლამის კისერი მოიტეხა და ადგილობრივ ჰოსპიტალში მოხვდა.

მესამე ხარისხის დანაშაულის ჩადენის ბრალდება განზრახ ძალადობას გულისმობს და ნიუიორკელ ხულიგან-კალათბურთელს ძალზე გაუჭირდება ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენა, "ინდიანას" უფროსობა კი ალბათ მწარედ ნანობს...

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე