ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში (ENBL) ალექს მერკვილაძის „დონარ გრონინგენმა“ საშინაო არენაზე „ვოლუნტარი“ მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, 90:71 დაამარცხა.

24 წლის ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო, 36 წუთი და 27 წამი გაატარა. მერკვილაძემ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის როლი კიდევ ერთხელ იტვირთა და საკუთარი მონაგარი შთამბეჭდავად გამოსახა - 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.

აღსანიშნავია ალექსის წარმოუდგენელი სტაბილურობა: მან ახალი კლუბის შემადგენლობაში უკვე მეშვიდედ ითამაშა და არცერთ მატჩში 12 ქულაზე ნაკლები არ ჩაუგდია. საინტერესო დამთხვევაა, რომ ამ 7 შემთხვევიდან მეოთხედ, მერკვილაძეს ზუსტად 9 მოხსნა ჰქონდა - ანუ ორმაგ დუბლამდე თითო მოხსნა ოთხჯერ დააკლდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ნიდერლანდური კლუბი ტურნირზე 1 მოგებითა და 2 წაგებით ჯგუფში მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს, ალექს მერკვილაძის გუნდი სტუმრად ხორვატიულ „ალკარს“ ესტუმრება.

GBF.GE

შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა