ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა მაქსიმ კალინიჩენკომ Youtube არხ РІЗНІ ЛЮДИ-სთან ინტერვიუში თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებზე და მის პრობლემებზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

მისი თქმით, ჩვენს ეროვნულ გუნდში იძახებდნენ და ახლაც იძახებენ ფეხბურთელებს, რომ მისმა აგენტებმა უცხოელ სკაუტებთან ფეხბურთელები წარმოაჩინონ, რომ ისინი ნაკრების წევრები არიან, შემდეგ კი ფასი გაზარდონ.

-ბოლო მატჩების დროს გქონდათ თუ არა განცდა, რომ უკრაინელი ფეხბურთელებისგან სრულ, 100%-იან თავდადებაზე საუბარი შეუძლებელი იყო?

"დიახ, ასეთი განცდა არსებობდა და ის ყველას დაეუფლა. ემოციების ფონზე თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ვთქვი ის, რასაც ვგრძნობდი და რასაც იმ მომენტში ვხედავდი. რა თქმა უნდა, ამ საკითხს მხოლოდ ჩატარებული ოთხი მატჩის ჭრილში ზედმეტად გამარტივებულად არ უნდა შევხედოთ. ცხადია, უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება შემდეგ.

აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ ტაქტიკას, ფეხბურთელებსა და შემადგენლობას, არამედ ნაკრებში გამოძახების პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებსაც. ვინ და რატომ ხვდება გუნდში? ბევრია ტრავმირებული, ბევრიც არასათანადო სათამაშო ფორმაში. მოკლედ რომ ვთქვათ, კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის (UAF) პრეზიდენტმა შევჩენკომ და მთავარმა მწვრთნელმა მალდერამ საერთო პოზიციის გამონახვა ვერ შეძლეს. რამდენადაც მესმის, თავდაპირველად შევჩენკომ განაცხადა, რომ მიზანი ერთა ლიგის A დივიზიონში გადასვლა იყო.

მოგვიანებით კი მალდერამ აღნიშნა, რომ კონკრეტული მიზანი არ არსებობს და გუნდი ახლა ფეხბურთელების დაკვირვებითა და ახალი შემადგენლობის შენებით არის დაკავებული.

ჯობია, გარკვეულ პოზიციაზე შეთანხმდნენ და ერთიანი ხაზი აირჩიონ, ეს თავად მათთვისაც უკეთესი იქნება, რათა გაუგებრობები და უარყოფითი აღქმა თავიდან აიცილონ.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ნაკრებში უამრავი ფეხბურთელი მხოლოდ იმისთვის გამოიძახეს, რომ ისინი უცხოელი სკაუტებისთვის ეჩვენებინათ, ზუსტად ისე, როგორც ამას ადრე ქართველები აკეთებდნენ და, სიმართლე გითხრათ, დღემდე აკეთებენ.

შესაძლოა, სხვებიც ასე იქცევიან, მაგრამ ქართველებისთვის ეს ყოველთვის დამახასიათებელი იყო: გამოიძახებენ ფეხბურთელს, წარმოაჩენენ ეროვნულ ნაკრებში, შემდეგ კი, სრულიად იოლად, აგენტებთან მივიდოდნენ და ეტყოდნენ: "აი, საქართველოს ნაკრების წევრი - შეხედეთ". ამის შემდეგ მისი ფასიც მყისიერად იზრდებოდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ახლა ზუსტად ერთსა და იმავეს ვაკეთებთ. გუნდს კი არ ვაყალიბებთ ტიტულების მოსაპოვებლად ან მაქსიმალურად მაღალი შედეგის მისაღწევად, არამედ, თითქოს, რაღაც მასშტაბური "კასტინგი" მიმდინარეობს! კიდევ ვინ შეიძლება გავყიდოთ?!

დღევანდელი რეალობა ისაა, რომ ახალგაზრდული და იუნიორთა ნაკრებები ხშირად ნახევარზე მეტად იმ ბიჭებისგან შედგება, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ და ვარჯიშობენ. გამოდის, რომ ნაკრებს მხოლოდ იმისთვის ვაკომპლექტებთ, რომ ვაჩვენოთ ვინღა დაგვრჩა. აი, ხომ ხედავთ, ვიღაცები კიდევ დაგვრჩნენ, ბიჭებო, დაგვიკავშირდით, მზად ვართ, თქვენი კანდიდატურები განვიხილოთ.

ერთ სააგენტოს, ფაქტობრივად, მონოპოლია აქვს ნაკრების ყველა ფეხბურთელზე. "ჩვენს სააგენტოში ახალი მოთამაშეები გვყავს, ნაკრებშიც ისინი თამაშობენ, მოდი, ვილაპარაკოთ". აი, რა მიჩნდება გონებაში, როცა ამ ყველაფერს ვუყურებ. ფეხბურთს ვეღარ ვხედავ. იმ ოთხ მატჩში ფეხბურთი თითქმის არც ყოფილა", - განაცხადა კალინიჩენკომ.

პეტუხი კრიშტიანუ
მართალს ამბობს,შორს რომ არ წავიდეთ მექვაბიშვილია მაგის მაგალითი,გაჭირვებით დაასაქმეს რუმინეთში,ეტყობა ვიღაც იკვებება მაგის შემოსავლით და სხვებისაც!
დავით 67-ს
ჰო, იცის ასაკმა მოჩვენებები . . . ერბო რომ ქონი ჰგონიათ.
rembo ))
დავით 67 an brma xar , an tavs ibrmaveb da imitom ggonia egre . ukraina walekili qonda da aqvs korufcias . msofliom icis es da shen ra ver gaige ? aravis icnob ukrainashi rom qonoda saqme ? kitxe da getkvis .
Ucxo
ვის იძახებენ ნაკრებში რას ბოდიალობს ეს ჩემისა ვინც გვყავს ნაკრებში რამდენი წელია ესენი თამაშობენ და რამდენი წელია ახალი სისხლი არ უნახავს ნაკრებს ვინ დაიმატეს და ვინ გაყიდეს. მაგარი პიდარასტები არიან ეს მართლა ხიხოები როგორ უკბინონ ქართველებს მარტო იმას გიქრობენ.
დავით 67
ასე მგონია ლავროვის მიერ არის ეს პოსტი დაწერილი.
თურმე სხვებიც ხედავენ 😁
ჩვენ რომ ვწერთ ამხელა ბალასტს ნაკრები ვერ გაუძლებსო, სფფ-ს არ სჯერა და აგერ კი ვართ სადაც ვართ. სანიოლს ხომ ეჯდა დიდი ტაქტიკოსი სტრატეგი გვერდში 😂😁დვალიშვილს მოკითხვა.
დავითი
და რა თქვა ისეთი? ბიჭო, რა ხართ ესეთი ეს ქოცისტანი
მდაა
ნატავ და აკეთებდნენ აზარა გოჩო ნარიმა დავითა მაისუ ტაბატა და უამეავი სხვა ფეხბურთელები წინა ორი ახალგაზრდულიდან ბევრად უკეთეს კლუბებში იქნებოდნენ…
ასტამურ ტანია
ფეხბურთს ახლა ნახავთ ხახოლებო ნოემბერში 😂
ასტამურ ტანია
ფეხბურთს ახლა ნახავთ ხახოლებო ნოემბერში 😂
Pepelu
წატი შენი …!!!!!! უკრები :))))))))
ჟორა
ამ შესარჩევის მოფიქრება სრული კრეტინიზმია, რადგან ისეთი გადატვირთული გრაფიკია ფეხბურთის ადგილი აღარ რჩება, ყველა ფეხბურთელი გადაღლილი და ტრამვირებული უბრუნდება თავიანთ გუნდებს, ამაზე ალბათ გუნდების მესვეურებმა უნდა ამოიღონ ხმა.
Porto
უკრაინელები რომ ვინმეს ჭკუას დაარიგებენ :))))))))) ტუპები ისეთ კორუფციაში არიან უბრალოდ წარმოდგენაც ძნელია ოქროს ზოდები კი არა ოქროს მაღაროები და ათეულ კილობით ოქრო უდევთ სახლებში!!!!! კიევში ბიზნესსაქმიანიბა თუ გინდა იმდენი ფული გახსნამდე გადასახდელი უბრალოდ აზრი არ აქვს კავშირების გარეშე რამის კეთებას!!!!! მქონდა და ახლაც მაქვს უკრებთან ერთად ბიზნესი და ზუსტად ვიცი რასაც ვლაპარაკობ!!!!!
Ewol
მართალს იძახის.
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე