საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე რუმინელი თანატოლების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო ახმანაგურ მატჩს, ალექსანდრე კობახიძის გუნდი რუმინეთის წინააღმდეგ ისევ რუსთავში, 4 ნომებერს, 16:00 საათზე გამართავს.

U16 | შემადგენლობა

მეკარეები: დანიელ ქარაია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი კაჯილაშვილი (გლდანი), ნიკოლოზ კაჭახიძე (დინამო თბილისი).

მცველები: საბა გოგიძე (სევილია, ესპანეთი), ლუკა ვაშაკიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ლობჟანიძე (იბერია 1999), მათე ეთერია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩერსინჩევი (ზუგდიდი), ბადრი შალიკიანი (იბერია1999) , ირაკლი კორკელია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ დაღუნდარიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: გიორგი ჩიქობავა (დაუნთაუნ იუნაიტედი, აშშ), ზურაბ აბრამიშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი დორეული (დინამო თბილისი), ალექსანდრე მანსვეტაშვილი (იბერია 1999), მურაზი ჩულოევი (ინტერი თბილისი), დემეტრე ბაკურია (პანათინაიკოოსი, საბერძნეთი), დავით კავლელაშვილი (გლდანი), ნიკოლოზ ყულიაშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გაბრიელ იმესაშვილი (დინამო თბილისი), გაბრიელ მუჯრიშვილი (იბერია 1999), დადუ შუკაკიძე (დინამო თბილისი), ლუკა შვანგირაძე (ვენის რაპიდი, ავსტრია).

NAKREBI.GE

თამაზი
ასე იქნება მანამ სანამ სახელმწიფო არ დაფინანსებს საზღვარგარეთ ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელების და მედპერსონალის გადამზადებას

16 წლამდელთა ნაკრებშიც კი,მხოლოდ ერთი ფეხბურთელია რეგიონიდან,ზუგდიდელი ნიკოლოზ ჩერსინჩევი.დანარჩენები,ყველა თბილისელია.გასაგებია,რომ თბილისში უკეთესი საფეხბურთო სკოლებია,მაგრამ ყოველთვის ასე იყო,თუმცა რეგიონები ყოველთვის კადრების მთავარი მომწოდებელი იყო და თბილისის აკადემიებში,მათი საბოლოო სახემდე მიყვანა ხდებოდა.16 წლამდელებში მხოლოდ ერთი კაცი ნიშნავს,რომ იქაური სკოლები,ფორმალურად არსებობენ და მათი მუშაობის ხარისხი,კრიტიკას ვერ უძლებს.რაგბში მოხერხდა და ასაკობრივი ნაკრებები,მეტნაკლებად უკვე მთელი რესპუბლიკიდან მარაგდება ნიჭიერი ბიჭებით,ფეხბურთშიც ასე თუ არ მოხდა,თბილისიდან რეგიონულ გუნდებში წასული ბიჭები,იქაურ ფეხბურთს ვერ ააღორძინებენ.იქაურ ბავშვებს,მათ გვერდით გაზრდილი მაგალითი სჭირდებათ,მაგარი ფეხბურთელი რომ დადგება და იქაური ბავშვებიც მის კვალს გაჰყვებიან.ვიცი,რეგიონებში ეს აკადენიები ცოტა ხნის წინ ააშენეს,მაგრამ არც ისე ცოტა ხნის წინ,რომ თუნდაც 16 წლამდელებისათვის,იქიდან მომზადებული ფეხბურთელების გაზრდა ვერ მოსწრებულიყო. ნაკრებში,4 უცხოეთში მომზადებული ბიჭია გამოძახებული და ეს ძალიან მიხარია,ამ ბიჭებს სამშობლოსთან ვაკავშირებთ,მაგრამ იქ გაცილებით ცოტა ქართველი ბავშვები არიან,ვიდრე საქართველოს რეგიონებში და იქიდან ოთხჯერ მეტი შევსება რომ მოდის,ესეც აშკარა ნიშანია,რეგიონული აკადემიების ცუდი მუშაობისა.აკადემიებს,მგონი ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს და ისინი არიან თუ ვინმე სხვა,ვინც არის,იმან სწორედ მწვრთნელების მომზადების ხარისხს უნდა მიაქციოს,განსაკუთრებული ყურადღება.ქუთაისიდან ნაკრებში ფეხბურთელი რომ არ იქნება,მეტი კატასტროფა რაღა უნდა იყოს?ვინ დაიჯერებს,რომ ქუთაისში ნიჭიერი ბიჭები აღარ არიან?! აგერ სიხარულიძე ამდენ ფულს ახარჯებს უცხოელებს და შედეგი ნულია.ყოველთვის ნულად დარჩება,ქუთაისელი ბიჭები თუ არ გამოზარდა და დააფრთიანა.იქაური გულშემატკივარიც,თუ დაინახავს რომ მათი მეზობლები თამაშობენ და იზრდებიან,გაცილებით უფრო მეტს მოუთმენენ,ადრეულ წარუმატებლობებს,რადგან მათ ხელში გაზრდილებს,სულ სხვანაირი თვალით და სიყვარულით შეხედავენ,სათქმელსაც ეტყვიან,მაგრამ სხვანაირად ეტყვიან,მწარედ,ქუთაისური იუმორით და ქუთაისური სიყვარულით, ტაქტითაც.როდის და როგორ,იქაურებს ეს არ ეშლებათ. რა ვიცი,რაც აქ ვიქაქანე,ისეთი ცხადია,რომ ლაპარაკიც არ უნდა სჭირდებოდეს,მაგრამ რაკი ამდენი ხანი,სასიკეთო არაფერი ჩანს,ესე იგი,მაინც საჭირო ყოფილა.
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა